Goal.Ge

ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე ლივერპულის უდანაკარგო სვლის შეჩერებას შეეცდება


ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე ლივერპულის უდანაკარგო სვლის შეჩერებას შეეცდება

„მანჩესტერ სიტიმ“ 8-0 მოიგო და „ლივერპულთან“ სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, როგორ უპასუხებენ მერსისაიდელები?

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ცენტრალური შეხვედრა ცალსახად „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართება, სადაც „ჩელსი“ ჩემპიონატის ლიდერს და ჯერჯერობით უდანაკარგოდ მიმავალ „ლივერპულს“ უმასპინძლებს.

თუმცა, ეს უდანაკარგობა მერსისაიდელებს მხოლოდ პრემიერ ლიგაში უვრცელდებათ, რადგან ჩემპიონთა ლიგა გუნდმა მაქსიმალურად წარუმატებლად დაიწყო და 1994 წლის შემდეგ პირველი მოქმედი ჩემპიონი გახდა, რომელმაც ახალ სეზონში ტურნირი მარცხით დაიწყო. იურგენ კლოპის შეგირდები „ნაპოლისთან“ იტალიაში 2:0 დამარცხდნენ, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის პრობლემა მაინც არ უნდა შეექმნათ, რადგან კვარტეტში ორი სხვა გუნდი „ზალცბურგი“ და „გენკი“ არიან.

ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე ლივერპულის უდანაკარგო სვლის შეჩერებას შეეცდება

ევროასპარეზზე წარუმატებლად დაიწყო სეზონი „ჩელსიმაც“. ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ფრენკ ლამპარდის გუნდი საკუთარ მოედანზე არეულ „ვალენსიასთან“ დამარცხდა, რომელსაც მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მწვრთნელი პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო გაუთავისუფლეს.

ფეხბურთელის რანგში, ფრენკ ლამპარდი „ლივერპულს“ პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტჯერ, 45-ჯერ დაუპირისპირდა და უპირატესობა მის მხარეზეა: მისმა გუნდმა 21-ხელ იმარჯვა, 17-ჯერ დამარცხდა, კიდევ 9 შეხვედრაში კი ფრე დაფიქსირდა. ამ შეხვედრებში ინგლისელმა თავი 8 გოლსა და 7 საგოლე გადაცემას მოუყარა (4 გოლი მან პენალტიდან) შეაგდო.

ეს ორი გუნდი ერთმანეთს სეზონის სტარტზე ერთხელ უკვე დაუპირისპირდა - ევროპის სუპერთასზე. მატჩი ძალიან საინტერესო გამოვიდა და ფრედ, 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მოიგო.

ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე ლივერპულის უდანაკარგო სვლის შეჩერებას შეეცდება

ისტორიულად, „ჩელსის“ და „ლივერპულს“ ერთმანეთში 183 მატჩი აქვთ გამართული: 79 გამარჯვება მერსისაიდელებს დარჩათ, 63 – „არისტოკრატებს“, 41-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ლივერპული“: ადრიანი, ალექსანდრ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, მანე, სალაჰი, ფირმინო.

„ჩელსი“: კეპა, ასპილიკუეტა, ზუმა, კრისტენსენი, ალონსო, ჟორჟინიო, კანტე, კოვაჩიჩი, ვილიანი, პედრო, აბრაჰამი.

დანაკლისი:

„ჩელსის“ ყველა ვარიანტში დააკლდებიან - ემერსონ პალმიერი, ლოფტუს-ჩიკი, რუდიგერი და ვან გინკელი, ოთხივე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს. ევქვეშაა ასევე ჰადსონ ოდოის, კანტეს და ჯეისონ მაუნტის მონაწილეობაც.

„ლივერპულის“ დანაკლისი კი უფრო სერიოზულია - მათ ალისონი ვერ დაეხმარებათ. ეჭვქვეშაა დივოკ ორიგის თამაშიც.

საინტერესო ფაქტები:

სწორედ „ლივერპულთან“ სუპერთასზე აცილებული გადამწყვეტი პენალტის შემდეგ, „ჩელსის“ ინგლისელი შემტევი, 21 წლის ტემი აბრაჰამი საოცარ ფორმაში შევიდა და პრემიერ ლიგაში უკვე 7 გოლის გატანა მოახერხა. მათ შორის - უკანასკნელ ტურში ჰეთ-ტრიკი „ვულვზის“ წინააღმდეგ.

ბოლო ხუთ წელიწადში „ჩელსიმ“ პრემიერ ლიგაში „ლივერპულის“ დამარცხება მხოლოდ ერთხელ მოახერხა, წინა სეზონში - 1:0. იქამდე, მერსისაიდელებს „არისტოკრატების“ წინააღმდეგ ქვეყნის პირველობაზე 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ.

„ლივერპულს“ „სტემფორდ“ ბრიჯზე ბოლო ორი სეზონია არ მოუგია. 2017/18 და 2018/19-წლებში მატჩები 1:0 და 1:1 დასრულდა.

ხუთი ტურის შემდეგ, „ჩელსის“ შეხვედრებში 22 გოლია გასული, რაც თითო დაპირისპირებაში 4.4 გოლს ნიშნავს და ამ ეტაპზე ეს პრემიერ ლიგის უმაღლესი მაჩვენებელია. „არისტოკრატებს“ 11 გატანილი და ამდენივე გაშვებული გოლი აქვთ და მეცხრე პოზიციაზე იმყოფებიან.

ჯერჯერობით, „ლივერპულის“ დაცვა პრემიერ ლიგაში საუკეთესოა, მათი კარის აღებას მეტოქე ერთ მატჩში საშუალოდ 0.8-ჯერ ახერხებს, რაც 5 მატჩში 4 გაშვებულ გოლს ნიშნავს.

ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე ლივერპულის უდანაკარგო სვლის შეჩერებას შეეცდება

შეხვედრას ცნობილი ინგლისელი არბიტრი მაიკლ ოლივერი გაუძღვება, რომელსაც „ლივერპულის“ შეხვედრა 34-ჯერ ჰყავს წაყვანილი: 16 შეხვედრა „წითლებმა“ მოიგეს, 14 - მეტოქეებმა, 4 დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა. ამ მატჩებში მსაჯმა 48-ჯერ ყვითელი, 1-ხელ კი წითელი ბარათი ამოიღო.

რაც შეეხება „ჩელსის“ - ოლივერი „ლურჯების“ მატჩებს პრემიერ ლიგაში 27-ჯერ გაუძღვა (13 გამარჯვება, 10 მარცხი, 4 ფრე), რომლებშიც 28 ყვითელი ბარათი ამოიღო, 2 კი წითელი.

მატჩი ხვალ, 22 სექტემბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ალეგრი: "იმდენი ინგლისური არ ვიცი, რომ მანჩესტერში სამუშაოდ მივიდე"

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ თავკაცს მასიმილიანო ალეგრის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო მისვლაზე ჰკითხეს.

დღეს, 03:03

ჩხუბიდან 4 დღეში ამერიკელი ბოქსიორი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი ბოქსიორი პატრიკ დეი გარდაიცვალა.

დღეს, 02:47

დავიდ ლუიზი: "საუკეთესო ფეხბურთელი ვისთან ერთადაც მითამაშია?"

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დავიდ ლუიზმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია.

დღეს, 02:04

რაგბის ტოპ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი

საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ბრიტანულმა გამოცემა ruck.co.uk-მა, რომელშიც საუბარია თანამედროვე მსოფლიო რაგბიში ყველაზე მაღალანაზღაურებად 6 მწვრთნელზე.

დღეს, 02:04

ჯონი სექსტონი: "ირლანდია მზად არის "ოლ ბლექსთან" სათამაშოდ"

ირლანდიის ნაკრების მგეზავის ჯონი სექსტონის განცხადებით ირლანდია მზად არის შაბათს ტოკიოში "ოლ ბლექსთან" სათამაშოდ.

დღეს, 02:02

ბარსელონამ სანაკრებო პაუზა კარგად გამოიყენა

როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონამ" ეს 2-კვირიანი სანაკრებო პაუზა კარგად გამოიყენა.

დღეს, 02:02

რონალდუს აგენტი: "კრიშტიანო უკეთესია, ვიდრე პელე"

კრიშტიანო რონალდუს ყველასთვის ცნობილმა აგენტმა ხორხე მენდეშმა პორტუგალიელი კიდევ ერთხელ შეაქო.

დღეს, 01:59

ელ კლასიკო შესაძლოა გადაიდოს

ცენტრალური მატჩი "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის, 26 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

დღეს, 01:53

მატამ ლივერპულთან შანსები შეაფასა: "ეს ჩვენი შანსია"

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის შედგება.

დღეს, 01:47

კუნ აგუერო ავარიაში მოყვა

ბრიტანული პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მანჩესტერ სიტის" შემტევი კუნ აგუერო ავარიაში მოყვა.

დღეს, 01:44

ლივერპულთან მატჩში მანჩესტერს ორი ლიდერი დააკლდება

პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 01:40

ოფიციალურად: სანჩესისთვის ეს წელი დასრულებულია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩილელი ფეხბურთელისთვის, ალექსის სანჩესისთვის 2019 წელი დასრულებულია.

დღეს, 01:36

რივალდომ ანსუ ფატი შეაქო

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ "ბარსელონას" ტალანტზე, ანსუ ფატიზე ისაუბრა.

დღეს, 01:34

მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი მანჯუკიჩის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ ხორვატი ფეხბურთელი მარიო მანჯუკიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა.

დღეს, 01:30

საქმეში რეალიც ჩაერთო - მალენისთვის 4 გრანდი იბრძვის

"რეალი" "პსვ ეინდჰოვენის" თავდამსხმელ დონიელ მალენისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

გუშინ, 23:12

"იკარდის ვაპატიე", - მაქსი ლოპესის სკანდალური განცხადება

არგენტინელმა თავდამსხმელმა, მაქსი ლოპესმა განაცხადა, რომ ექს-თანაგუნდელ მაურო იკარდის აპატია.

გუშინ, 23:08

ორი ფეხბურთელი, რომელთა ხილვაც ალეგრის მანჩესტერში სურს

"იუვენტუსის" ექს-მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებასთანაა ახლოს.

გუშინ, 22:58

უფასო ტრანსფერი? - კავანის პოტენციური ახალი კლუბი ცნობილია

არ არის გამორიცხული, მომავალ ზაფხულს თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ "პსჟ" დატოვოს.

გუშინ, 22:50

რეალში მეგა ტრანსფერი უკვე დაგეგმილია - MARCA

გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA საკმაოდ ხმაურიან და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 22:46

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი

ცნობილმა სარაგბო გამოცემამ Rugbypass-მა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

გუშინ, 22:13

რეალი ელ კლასიკოს დიდი დანაკლისით ხვდება

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 21:56

ვენგერი: "მოვიქეცი თუ არა სწორად, როცა რეალს უარი ვუთხარი?"

"არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:50

დიდებული ატმოსფერო იაპონიის ნაკრებში: ასე ერთობიან მწვრთნელი და კაპიტანი [VIDEO]

დღეს სოციალურ ქსელებში სახალისო ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ერთობიან იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯეიმი ჯოზეფი და კაპიტანი შოტა ჰორიე.

გუშინ, 21:50

კრაისტჩერჩში მომხდარმა ტერაქტმა კრუსეიდერსის ლოგო შეიწირა

ახალზელანდიურ გრანდს და მთლიანად სამხრეთ ჰემისფეროს ყველაზე წარმატებულ გუნდს, "კრუსეიდერსს" ახალი ლოგო ექნება.

გუშინ, 21:49

პსჟ-სა და ბენ არფას შორის სასამართლო დავა გრძელდება

"პსჟ"-ს ექს-ნახევარმცველი, ჰატემ ბენ არფა ყოფილ კლუბთან სასამართლო დავას აგრძელებს.

გუშინ, 21:30

ბარსელონას ახალი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 21:24

"ამას თუ გააკეთებს, სულელი იქნება", - რედნაპის რჩევა პოჩეტინოს

"ტოტენჰემის" ექს-მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა "დეზების" ამჟამინდელ თავკაცს, მაურისიო პოჩეტინოს რჩევა მისცა.

გუშინ, 21:20

ურუგვაელი მორაგბეები იაპონიას და მსოფლიო თასს ჩხუბით დაემშვიდობნენ

ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა 13 ოქტომბერს დაასრულა.

გუშინ, 21:12

ისრაელის რეკორდი მსოფლიო რაგბიში

როდესაც მკითხველი სათაურს წაიკითხავს, ალბათ უმეტესობას კითხვა გაუჩნდება, სად რაგბი და სად ისრაელიო?

გუშინ, 20:46

"ეს სიმართლეა", - ბარსელონა ხმაურიან ტრანსფერს ამზადებს

"ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის აგენტმა, ალბერტო იაკემ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:46

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10