ნიკა ჭანტურია: „გუნდში დიდი სიყვარული რომ არ იყოს, წარმოუდგენელია რამის მიღწევა“



ნიკა ჭანტურია დაბადების თარიღი: 19.01.1995 ამპლუა: მცველი კლუბი: „ლოკომოტივი“ თბილისი საქართველოს 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი 19-წლამდე ნაკრებში ჩატარებული აქვს 11 ოფიციალური მატჩი ... განსაკუთრებულად იხსენებს 2012 წელს და 17-წლამდელების სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს. გერმანიასთან თამაშის წინა საღამოს, ბიჭები შეიკრიბნენ და პირველად, ერთმანეთთან ღიად და გულახდილად ილაპარაკეს. ილაპარაკეს ყველაფერზე და ერთმანეთი საოცარი ძალით დამუხტეს. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ასე დაიბადა ახალი გუნდი, რომელიც ბევრი რამითაა გამორჩეული და ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებულად უყვარს. ბევრსაც ითხოვენ მათგან და ეიმედებათ. ნიკა ჭანტურია ამ გუნდის გამოცდილი კაპიტანია! 3 ელიტრაუნდი, 2 ევროპის ჩემპიონატი... „ამ წლებმა უამრავი რამ მომცა. ელიტრაუნდი და ევროპის ჩემპიონატი კი არა, ჩემთვის ნებისმიერი მატჩი მნიშვნელოვანია, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისურით ვატარებ. ელიტრაუნდებს თავისი სპეციფიკური დაძაბულობა აქვს და ამასთან, ბევრი დადებითი მხარეც. მაგალითად ის, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ყველა ძალიან გაგვზარდა, უდიდესი გამოცდილება მოგვცა და წარმატებებიც მოგვიტანა. პირველი ელიტრაუნდი მაინც სხვანაირად მახსენდება და ის შეგრძნებები მთელი ცხოვრება გამყვება... პირველი იყო, თბილისში ტარდებოდა და რა გუნდები ჩავტოვეთ ჯგუფში. ბევრს არ სჯეროდა ჩვენი, საკმაოდ იყვნენ სკეპტიკოსები, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჩვენმა მწვრთნელებმა მოახერხეს გუნდის საოცრად შეკვრა, ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარნენ და სხვანაირი მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბეს - გამარჯვებულის. ამ წლების განმავლობაში, თითქმის ყველა გრანდთან ვითამაშეთ. ერთადერთი, ვისაც არ შევხვედრივართ და ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობ, ეს იტალიის ნაკრებია. თუ წარმატებით დავძლევთ ელიტრაუნდს და ევროპის ჩემპიონატიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდებით, ვისურვებდი ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშს.“ ნაკრების კაპიტანი „ნაკრების კაპიტნობა უდიდესი სტიმული და ბედნიერებაა, მაგრამ რამდენადაც სასიხარულოა, იმდენად მეტად საპასუხისმგებლოა. ბედნიერი ადამიანი ვარ და მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა ვასილ მაისურაძეს, რომ ეს პრივილეგია მე მომანიჭა. ვეცდები, ამ ყველაფერს ყოველთვის ღირსეულად გავართვა თავი. ის, რომ ჩემი თანაგუნდელები მენდობიან, უპირველესად, მათივე დამსახურებაა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ერთი ადამიანი ვერ მოიგებს თამაშს და ვერც წააგებს - გუნდურობა და ერთსულოვნებაა საჭირო. მე თუ ძლიერი ვარ, მათთან ერთად ვარ. ნდობა უმთავრესია, მოედანზეც და მის გარეთაც. ჩვენს ნაკრებში ყველასთან იდეალურად ვგრძნობ თავს; უმრავლესობა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. აი, 94-წლიანების ნაკრებიდან შემიძლია გამოვარჩიო ნიკა სანდოხაძე, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი და წყვილში მშვენივრად ვთამაშობდით და ასევე, მეკარე გაბი თებიძე, რომელთან თამაშიც ძალიან მიადვილდებოდა და იდეალურად ვუგებდით ერთმანეთს.“ ყველასათვის საყვარელი Georgia U19 „ვფიქრობ, უპირველესად, ხალხის სიყვარული ჩვენი შედეგებით დავიმსახურეთ. თითოეულ თამაშს მთელი სერიოზულობით ვეკიდებით; არ აქვს მნიშვნელობა, ოფიციალურ მატჩს ვთამაშობთ თუ ამხანაგურს. ეს სანაკრებო პასუხისმგებლობაა, ქვეყნისა და გულშემატკივრების წინაშე. ალბათ, იმ თავდადებისა და ბრძოლისთვისაც შეგვიყვარეს, რომელიც ჩვენს გუნდს ნამდვილად ახასიათებს. მაგრამ გუნდში დიდი სიყვარული რომ არ იყოს, წარმოუდგენელია რამის მიღწევა. გუნდი საოცრად შეკრულია. ჩვენ ძმები ვართ და ერთი ოჯახი და რაც მთავარია, მწვრთნელთან გვაქვს იდეალური ურთიერთობა. ვთვლი, რომ მოედანს გარეთ ურთიერთობები გადამწყვეტი ფაქტორია. ვფიქრობ, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ის გუნდია, რომელსაც შეუძლია სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოს. თითოეულ ფეხბურთელს კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რას ნიშნავს საქართველოს ნაკრებში თამაში. ჩვენმა მწვრთნელებმა უდიდესი სამუშაო ჩაატარეს და ჩვენი სათამაშო სტილი და სტრატეგია მათი დამსახურებაა. აქვე გავიხსენებ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიის წინააღმდეგ მატჩს. 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, როცა ნახევარფინალში დავმარცხდით, ბიჭები თითქმის წელიწადნახევარი ველოდებოდით მათთან შეხვედრას, რომ ღირსეული რევანში აგვეღო და ასეც გავაკეთეთ. ორმაგად მიტივირებულები ვიყავით და ყველაფერი ჩავდეთ ამ თამაშში. არც ვიცი როგორ ვთქვა, ეს რა გრძნობა იყო... არ არსებობს შესაფერისი სიტყვები. “ ელიტრაუნდი - შვეიცარია, ისრაელი, კვიპროსი vs Georgia „პირველ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შვეიცარია საკმაოდ ძლიერი გუნდია და ეს მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება. ვფიქრობ, ამ თამაშის შედეგით ჯგუფში ბევრი რამ გაირკვევა. ჩვენს სამწვრთნელო შტაბს საკმაო ინფორმაცია აქვს შვეიცარიაზე და შეკრების მიმდინარეობისას საფუძვლიანად გავეცნობით. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ელიტრაუნდში ხელწამოსაკრავი გუნდები არ თამაშობენ. შესაბამისად, ისრაელისა და კვიპროსის ჩამოწერა არაფრით არ შეიძლება. თუმცა, ამ ეტაპზე, მხოლოდ შვეიცარიასთან თამაშზე ვართ მობილიზებული. ჩვენ ვთვლით, რომ ნაკრებს იდეალური სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. ვასილ მაისურაძემ შესანიშნავად იცის ჩვენი ფსიქოლოგია და შესაძლებლობები. მთავარ მწვრთნელს ჩვენ ბოლომდე ვენდობით და მისგანაც იგივეს ვგრძნობთ. ამ წლების განმავლობაში, მან მოახერხა ის, რომ საკუთარი ძალები გვაპოვნინა და ამაში ბოლომდე დაგვარწმუნა. ყველა სერიოზულად ვემზადებით და ვიცით, თუ რა წარმატება შეიძლება მოგვიტანოს ამ ტურნირმა ჩვენ და ჩვენს ქვეყანას.“ კაპიტნის ოცნებები, მიზნები და სურვილები შორს მიდის. არავისთვის იქნება ახალი, რომ ის ევროპულ კარიერაზე ფიქრობს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის მიზნისკენ. ნიკა იტალიის ნაკრების გულშემატკივარია და მისი ოცნებაც, სწორედ, ამ ქვეყნის ჩემპიონატში თამაშს უკავშირდება. თუმცა, წინ ელიტრაუნდია და ნიკა ჭანტურიაც ჯერ მხოლოდ ამაზე ფიქრობს. სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ტალახაძე: "მოსკოვში ჩვენი ჰიმნი უნდა ავაჟღერო და პასუხი გავცე მათ, ვისაც ჩემს პატრიოტიზმში ეჭვი ეპარება"

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე პირველ არხთან ინტერვიუში იმ კომენტარებს და ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელსაც მას რამდენიმე თვეა უყენებენ.

დღეს, 03:44

მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ: ჩაკვეტაძე და ქვილითაია რომასთან მატჩის განაცხადში არიან

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "რომა" და "გენტი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 03:37

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს დღეს გამართავს

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს დღ​ეს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს. ჩვენი მეტოქე შვეიცარიაა.

დღეს, 03:35

"მივდივარ თუ არა მანჩესტერ სიტიდან?" - გვარდიოლას კომენტარი

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" შინ "ვესტ ჰემი" 2:0 დაამარცხა.

დღეს, 03:28

ატალანტას მწვრთნელი 4:1 მოგების შემდეგ: "გოლი არ უნდა გაგვეშვა"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ატალანტამ" "ვალენსია" შინ 4:1 გაანადგურა.

დღეს, 03:24

ნაგელსმანი: "ამ ბრწყინვალე სტადიონზე გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა"

"ლაიფციგმა" მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და "ტოტენჰემი" სტუმრად 0:1 დაამარცხა.

დღეს, 03:16

მოურინიო: "რთულ სიტუაციაში ვართ"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე "ლაიფციგთან" 0:1 წააგო.

დღეს, 03:12

დე ბრუინის მორიგი კარგი თამაში და საიუბილეო ციფრები

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ვესტ ჰემი" მარტივად, 2:0 დაამარცხა.

დღეს, 03:07

კიდევ ერთი ბრწყინვალე სტატისტიკა, რაც ატალანტას გუნდურობაზე მეტყველებს

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ატალანტა" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

დღეს, 03:03

ლორისი: "ახალი ისტორიის დაწერას ვეცდებით"

"ტოტენჰემის" კაპიტანი, უგო ლორისი "ლაიპციგთან" საშინაო მარცხს გამოეხმაურა.

დღეს, 02:41

"მესტალიაზე ლომებივით ვითამაშებთ", - ჩერიშევი

"ვალენსიას" შემტევმა ნახევარმცველმა, დენის ჩერიშევმა ბერგამოს "ატალანტასთან" წაგებული შეხვედრა (1:4) შეაფასა:

დღეს, 02:34

ნაგელსმანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

"ლაიპციგის" მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

დღეს, 02:24

მოურინიოს კოშმარული სტატისტიკა, რომელიც 2014 წლიდან იწყება

როგორც მოგეხსენებათ, "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში საკუთარ კედლებში "ლაიპციგთან" დამარცხდა.

დღეს, 02:15

ლაიფციგმა სტუმრად ტოტენჰემს მოუგო და 1/4 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "ტოტენჰემსა" და "ლაიფციგს" შორის.

დღეს, 02:02

ატალანტამ სან-სიროზე ვალენსია არ დაინდო [VIDEO]

ბერგამოს "ატალანტას" ზღაპარი გრძელდება. "შავ-ლურჯებმა" ტრიუმფალური გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშიც კი მოიპოვეს.

დღეს, 02:00

დისკვალიფიცირებულმა სიტიმ ჯავრი ვესტ ჰემზე იყარა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების გარდა, ფეხბურთს დღეს პრემიერ ლიგაშიც თამაშობდნენ. "მანჩესტერ სიტიმ" გადადებულ მატჩში "ვესტ ჰემ იუნაიტედი" მიიღო.

დღეს, 01:34

კონტაქტი შედგა - ლოს ანჯელეს გელექსის მესი სურს

"ლოს ანჯელეს გელექსი" "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესის დამატების შესაძლებლობას განიხილავს.

გუშინ, 19:38

ბარსელონა ახალ თავდამსხმელს დღეს დაიმატებს?

"ბარსელონა" ახალი თავდამსხმელის ტრანსფერის დახურვას დღეს, ოთხშაბათს გეგმავს.

გუშინ, 19:31

ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

"დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.

გუშინ, 19:24

ვერატიმ ევროთასებზე პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "პსჟ"-მ პირველ 1/8 ფინალურ მატჩში "დორტმუნდთან" წააგო.

გუშინ, 19:18

ზურიკო დავითაშვილმა რუბინში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა [VIDEO]

ყაზანის "რუბინმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. მათი მეტოქე "კაირათი" იყო.

გუშინ, 19:15

6 ერი: როგორ აფასებენ გუნდების შანსებს მესამე ტურში?

შაბათს და კვირას 6 ერის მესამე ტურის მატჩები გაიმართება.

გუშინ, 17:28

"ძალიან მოგვენატრები", - პორტო კასილასს დაემშვიდობა

როგორც მოგეხსენებათ, ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა კარიერა დაასრულა.

გუშინ, 17:22

მოურინო: "კრაუჩს დავაბრუნებ"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ლაიპციგთან" შეხვედრამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტები გაახალისა.

გუშინ, 17:11

იუვენტუსი არჩევანს ორ ფორვარდს შორის აკეთებს

La Repubblica-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავდამსხმელის დამატებას გეგმავს.

გუშინ, 17:02

"იმედია, ამ გუნდს არ შევხვდებით", - მორატამ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 16:50

ითამაშებს თუ არა მემფისი ევროპის ჩემპიონატზე?

როგორც მოგეხსენებათ, ლიონის "ოლიმპიკის" ლიდერმა, მემფის დეპაიმ გასულ შემოდგომაზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

გუშინ, 16:38

ყველაზე მაღალანაზღაურებადი გერმანელი მოთამაშის ვინაობა ცნობილია

Bild-მა ყველაზე მაღალანზღაურებადი გერმანელი ფეხბურთელის ვინაობა გამოიკვლია.

გუშინ, 16:30

ლალანა ახალ გუნდს უახლოვდება

Sky Sports-ის ცნობით, "ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველი, ადამ ლალანა ზაფხულისთვის ახალ გუნდს უახლოვდება.

გუშინ, 16:21

მოურინიო ლაიპციგის შესახებ: "დასაფასებელია, რომ გუნდი, რომელსაც არ აქვს ისტორია, მეორე ადგილზეა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა თავისი მოახლოებული მოწინააღმდეგის, "ლაიპციგის" შესახებ:

გუშინ, 16:04

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10