Goal.Ge

ლეგენდა, რომელიც უძლებს - რატომ იმსახურებს ლამპარდი დაცვას და არა კრიტიკას?


ლეგენდა, რომელიც უძლებს - რატომ იმსახურებს ლამპარდი დაცვას და არა კრიტიკას?

"ჩელსი" - "ლივერპულის" 56-ე წუთზე კამერამ დააფიქსირა საინტერესო მომენტი - აგრესიულად განწყობილი ფრენკ ლამპარდი და იურგენ კლოპი, რომლებსაც ერთმანეთისგან მხოლოდ ტექნიკური ზონა აშორებდათ. ინგლისელი მწვრთნელის გაღიზიანების მიზეზი გასაგები იყო:

ჯორდან ჰენდერსონი რეალურად წელავდა დროს და დიდი ალბათობით, თავკაცის დაკვეთით. "წითლებთან" მარცხით, ლონდონელებისთვის ანტი-რეკორდების ახალი ტალთა აგორდა: პირველად 1978 წლის შემდეგ, "არისტოკრატებმა" ჩემპიონატის 6 ტურში 13 გოლი გაუშვეს.

ლეგენდა, რომელიც უძლებს - რატომ იმსახურებს ლამპარდი დაცვას და არა კრიტიკას?

ამის გარდა, პირველად 1988 წლის შემდეგ, "ლურჯებმა" სეზონის პირველი ოთხი საშინაო შეხვედრიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხეს. კიდევ ერთი - პირველად 2014 წლის შემდეგ, ზედიზედ მე-2 წაგება სახლში. დიახ, "პენსიონერები" თავიანთი დამწყები მწვრთნელით კრიტიკას ვერ უძლებენ, მაგრამ ყველაფერი არც ისე ტრაგიკულად არის.

ბრიტანელსა და მის გუნდს უფრო მეტად უსამძიმრებ და ქომაგობ ვიდრე უნამუსო ერნესტო ვალვერდეს ან ულე-გუნარ სოლსკიაერს. ნორვეგიელისა და ესპანელის გვერდით ზინედინ ზიდანის გაწევრიანებაც შეიძლებოდა, მაგრამ "სევილიასთან" მოგებით ფრანგმა სიძულვილის ნაკადი მინიმუმ შემდეგ მატჩამდე გადაავადა.

ლეგენდა, რომელიც უძლებს - რატომ იმსახურებს ლამპარდი დაცვას და არა კრიტიკას?

როგორც ვიცით, ალბიონელი არის გამოუცდელი და "სტემფორდ ბრიჯის" მკვიდრებს ადევთ სატრანსფერო ბანი, მაგრამ მერსისაიდულ კლუბთან შეხვედრაში "ჩელსიში" კიდევ ერთმა უბედურებამ იფეთქა. პირველი ტაიმი: ორი ტრავმირებული მცველი და შესაბამისად, ორი იძულებითი ცვლილება.

ლონდონური გუნდი მეორე ტაიმში პრემიერ ლიგის უძლიერესი ბინადრის წინააღმდეგ გარდატეხის შექმნის მცდელობის გარეშეც კი დარჩა. ამის გარდა, "არისტოკრატების" შემადგენლობა როტაციისა და როკირების ფუფუნებას ნამდვილად არ იძლევა.

ლეგენდა, რომელიც უძლებს - რატომ იმსახურებს ლამპარდი დაცვას და არა კრიტიკას?

თავად განსაჯეთ - "ლურჯების" მეოთხე ცენტრალური მცველი 21-წლის ფიკაიო ტომორი არის, მაშინ, როდესაც კრისტენსენი-რუდიგერი-ზუმას ტრიოში სტაბილურობის წვეთიც არ შეინიშნება. 41-წლის თავკაცი შუახაზელებსაც ვერ უცვლის პოზიციას, რადგან კანტეს, ჟორჟინიოს ან კოვაჩიჩის დაცვაში წარმოდგენა უბრალოდ არარეალურია.

ერთი სიტყვით, "პენსიონერების" ისედაც შესუსტებული უკანახაზი, კიდევ უფრო შესუსტდა. "სტემფორდ ბრიჯზე" ბურუსია, მაგრამ მზე არც "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" მიმართულებით ანათებს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "ეშმაკებისა" და "ჰოტსპურისთვის" ტრანსფერები არავის დაუშლია.

ლეგენდა, რომელიც უძლებს - რატომ იმსახურებს ლამპარდი დაცვას და არა კრიტიკას?

მეტიც, "მანიუმ" მცველებს შორის ახალი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა, "დეზებმა" კი თავიანთ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი განახორციელეს. საუბარი ჰარი მაგუაირსა და ჯოვანი ლო ჩელსოზეა. "მანკუნიანელებისა" და "სპურსის" ფეილი ნიშნავს იმას, რომ ლამპარდის გუნდისთვის 4-ეულში გზა ხსნილია.

აქედან გამომდინარე, "ჩელსიში" საგანგაშო ჯერჯერობით არაფერი ხდება. ლონდონური კლუბი "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტისთვის კონკურენტი ისედაც არ იყო, ასე რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ეპლ-ის 6 ტურის შემდეგ, "არისტოკრატები", ისევე როგორც "ემიუ" და "მამლები" ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩებიან.

ლეგენდა, რომელიც უძლებს - რატომ იმსახურებს ლამპარდი დაცვას და არა კრიტიკას?

შეძლებს ჩელსი 4-ეულში შესვლას?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ალეგრი: "იმდენი ინგლისური არ ვიცი, რომ მანჩესტერში სამუშაოდ მივიდე"

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ თავკაცს მასიმილიანო ალეგრის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო მისვლაზე ჰკითხეს.

დღეს, 03:03

ჩხუბიდან 4 დღეში ამერიკელი ბოქსიორი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი ბოქსიორი პატრიკ დეი გარდაიცვალა.

დღეს, 02:47

დავიდ ლუიზი: "საუკეთესო ფეხბურთელი ვისთან ერთადაც მითამაშია?"

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დავიდ ლუიზმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია.

დღეს, 02:04

რაგბის ტოპ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი

საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ბრიტანულმა გამოცემა ruck.co.uk-მა, რომელშიც საუბარია თანამედროვე მსოფლიო რაგბიში ყველაზე მაღალანაზღაურებად 6 მწვრთნელზე.

დღეს, 02:04

ჯონი სექსტონი: "ირლანდია მზად არის "ოლ ბლექსთან" სათამაშოდ"

ირლანდიის ნაკრების მგეზავის ჯონი სექსტონის განცხადებით ირლანდია მზად არის შაბათს ტოკიოში "ოლ ბლექსთან" სათამაშოდ.

დღეს, 02:02

ბარსელონამ სანაკრებო პაუზა კარგად გამოიყენა

როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონამ" ეს 2-კვირიანი სანაკრებო პაუზა კარგად გამოიყენა.

დღეს, 02:02

რონალდუს აგენტი: "კრიშტიანო უკეთესია, ვიდრე პელე"

კრიშტიანო რონალდუს ყველასთვის ცნობილმა აგენტმა ხორხე მენდეშმა პორტუგალიელი კიდევ ერთხელ შეაქო.

დღეს, 01:59

ელ კლასიკო შესაძლოა გადაიდოს

ცენტრალური მატჩი "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის, 26 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

დღეს, 01:53

მატამ ლივერპულთან შანსები შეაფასა: "ეს ჩვენი შანსია"

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" შორის შედგება.

დღეს, 01:47

კუნ აგუერო ავარიაში მოყვა

ბრიტანული პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მანჩესტერ სიტის" შემტევი კუნ აგუერო ავარიაში მოყვა.

დღეს, 01:44

ლივერპულთან მატჩში მანჩესტერს ორი ლიდერი დააკლდება

პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 01:40

ოფიციალურად: სანჩესისთვის ეს წელი დასრულებულია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩილელი ფეხბურთელისთვის, ალექსის სანჩესისთვის 2019 წელი დასრულებულია.

დღეს, 01:36

რივალდომ ანსუ ფატი შეაქო

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ "ბარსელონას" ტალანტზე, ანსუ ფატიზე ისაუბრა.

დღეს, 01:34

მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი მანჯუკიჩის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ ხორვატი ფეხბურთელი მარიო მანჯუკიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა.

დღეს, 01:30

საქმეში რეალიც ჩაერთო - მალენისთვის 4 გრანდი იბრძვის

"რეალი" "პსვ ეინდჰოვენის" თავდამსხმელ დონიელ მალენისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

გუშინ, 23:12

"იკარდის ვაპატიე", - მაქსი ლოპესის სკანდალური განცხადება

არგენტინელმა თავდამსხმელმა, მაქსი ლოპესმა განაცხადა, რომ ექს-თანაგუნდელ მაურო იკარდის აპატია.

გუშინ, 23:08

ორი ფეხბურთელი, რომელთა ხილვაც ალეგრის მანჩესტერში სურს

"იუვენტუსის" ექს-მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებასთანაა ახლოს.

გუშინ, 22:58

უფასო ტრანსფერი? - კავანის პოტენციური ახალი კლუბი ცნობილია

არ არის გამორიცხული, მომავალ ზაფხულს თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ "პსჟ" დატოვოს.

გუშინ, 22:50

რეალში მეგა ტრანსფერი უკვე დაგეგმილია - MARCA

გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA საკმაოდ ხმაურიან და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 22:46

მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი

ცნობილმა სარაგბო გამოცემამ Rugbypass-მა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

გუშინ, 22:13

რეალი ელ კლასიკოს დიდი დანაკლისით ხვდება

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ, 21:56

ვენგერი: "მოვიქეცი თუ არა სწორად, როცა რეალს უარი ვუთხარი?"

"არსენალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:50

დიდებული ატმოსფერო იაპონიის ნაკრებში: ასე ერთობიან მწვრთნელი და კაპიტანი [VIDEO]

დღეს სოციალურ ქსელებში სახალისო ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ერთობიან იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯეიმი ჯოზეფი და კაპიტანი შოტა ჰორიე.

გუშინ, 21:50

კრაისტჩერჩში მომხდარმა ტერაქტმა კრუსეიდერსის ლოგო შეიწირა

ახალზელანდიურ გრანდს და მთლიანად სამხრეთ ჰემისფეროს ყველაზე წარმატებულ გუნდს, "კრუსეიდერსს" ახალი ლოგო ექნება.

გუშინ, 21:49

პსჟ-სა და ბენ არფას შორის სასამართლო დავა გრძელდება

"პსჟ"-ს ექს-ნახევარმცველი, ჰატემ ბენ არფა ყოფილ კლუბთან სასამართლო დავას აგრძელებს.

გუშინ, 21:30

ბარსელონას ახალი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 21:24

"ამას თუ გააკეთებს, სულელი იქნება", - რედნაპის რჩევა პოჩეტინოს

"ტოტენჰემის" ექს-მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა "დეზების" ამჟამინდელ თავკაცს, მაურისიო პოჩეტინოს რჩევა მისცა.

გუშინ, 21:20

ურუგვაელი მორაგბეები იაპონიას და მსოფლიო თასს ჩხუბით დაემშვიდობნენ

ურუგვაის ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა 13 ოქტომბერს დაასრულა.

გუშინ, 21:12

ისრაელის რეკორდი მსოფლიო რაგბიში

როდესაც მკითხველი სათაურს წაიკითხავს, ალბათ უმეტესობას კითხვა გაუჩნდება, სად რაგბი და სად ისრაელიო?

გუშინ, 20:46

"ეს სიმართლეა", - ბარსელონა ხმაურიან ტრანსფერს ამზადებს

"ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის აგენტმა, ალბერტო იაკემ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:46

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10