» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

მესი/რონალდუს გარეშე - ვინ ლიდერობს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში ბომბარდირთა დავას?


მესი/რონალდუს გარეშე - ვინ ლიდერობს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში ბომბარდირთა დავას?

ზოგის ლიდერობა პროგნოზირებადია, ზოგის - მოულოდნელი.

ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში მინიმუმ საწყისმა ტურებმა გადაიარა და ყველგან გამოიკვეთა ის ფორვარდები, რომლებიც სავარაუდოდ ამ სეზონში ბომბარდირობისთვის იბრძოლებენ. განვიხილოთ, ვინ სად ლიდერობს:

პრემიერ ლიგას ექვსი ტურის შემდეგ სათავეში ნაცნობი ბინადარი უდგას - სერხიო აგუერო, რომლის ანგარიშზეც 8 გოლია. მეორე ადგილს „ჩელსის“ ახალგაზრდა, ტემი აბრაჰამი იკავებს და მას ერთი გოლით ნაკლები აქვს. სამეულს კი „ნორვიჩის“ შემტევი, ტეემუ პუკი ხურავს.

ლა ლიგაში სიტუაცია ცოტა უცნაურია - 5 ტურის შემდეგ თქვენ ვერსად ნახავთ ლეო მესის, რომელმაც ტრავმა სულ ახლახანს მოიშუშა და პრიმერას მატჩში პირველად გასულ ტურში, „გრანადასთან“ ითამაშა და ისიც - მხოლოდ ერთი ტაიმი. ალბათ, სულ მალე ლიდერებს შორის მასაც ვნახავთ, ამჟამად კი დავას „ვილიარეალის“ ხერარდ მორენო და „რეალის“ კარიმ ბენზემა ლიდერობენ 5-5 გოლით, მესამეზე „ბეტისის“ ლორენია.

იტალიის ჩემპიონატში ჯერჯერობით მხოლოდ 4 ტურია ნათამაშები, მაგრამ „სასუოლოს“ შემტევმა დომენიკო ბერარდიმ 5 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო და დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორეზე „ლაციოს“ ჩირო იმობილეა (4), მესამეზე კი - ლორენცო ინსინიე (3).

გერმანიაში ხუთი ტურის შემდეგ ყველაფერი მაქსიმალურად პროგნოზირებადია - ტრადიციისამებრ, ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც სავარაუდოდ სეზონის ბოლოსაც ასე ერთპიროვნულ პირველ ადგილზე იქნება. პოლონელის ანგარიშზე წარმოუდგენელი 9 გოლია და უახლოეს მდევარ პაკო ალკასერს ის 4 გოლით უსწრებს. ამდენივე გოლი აქვს მესამე ადგილზე მყოფ ტიმო ვერნერსაც. როგორც ჩანს, „ადამიანებს“ შორის ცალკე დავა მეორე ადგილისთვის წარიმართება, ლევანდოვსკი კი საუკეთესო ბომბადირობას დამაჯერებელად მოიგებს.

თუ მესი და რონალდუ დროულად არ დაუბრუნდებიან ჩვეულ სტანდარტებს, ლევანდოვსკი ევროპის ოქროს ბუცის რეალური პრეტენდენტიც შეიძლება გახდეს.

დიდი ალბათობით, ფრანგულ ლიგა 1-ში სიტუაცია სხვაგვარი იქნებოდა, მაგრამ სეზონის სტარტი სატრანსფერო გაუგებრობის გამო გაუცდა ნეიმარს, აგვისტოს ბოლოსკენ კი კავანი და მბაპეც დაიმტვრნენ. ბრაზილიელი მოედანს დაუბრუნდა და ორივე მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლები გაიტანა, მაგრამ ჯერჯერობით ბომბარდირთა დავას 5 გოლით „სენტ-ეტიენის“ ოსიმჰენი ლიდერობს, მეორე ადგილზე „ლიონის“ მუსა დემბელეა, რომელსაც ამდენივე გოლი აქვს, მაგრამ არც ერთი ასისტი. სამეულს კი ასევე „ლიონის“ მემფის დეპაი ხურავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ეს საქართველოში ხდება! - კარგი ატმოსფერო, ისტორიული მოგება და ახლოს წლის საუკეთესო გოლთან

ეროვნული ლიგის მე-4 ტურში გაიმართა ძალიან საინტერესო და სანახაობრივი მატჩი "თელავსა" და "სამტრედიას" შორის.

დღეს, 03:44

"მესის რამდენიმე წელი დარჩა", - ბარსას ექს-პრეზიდენტი ლეოს შესაძლო წასვლის შესახებ

"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა ლიონელ მესის კატალონიიდან შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 02:16

ბაროშმა კარიერა დაასრულა

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, მილან ბაროშმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. ჩეხი ფეხბურთიდან

დღეს, 02:09

იუვენტუსსა და ტოტენჰემს ბარტერი ჩაეშალათ

The Telegraph-ის ცნობით, ტურინის "იუვენტუსსა" და ლონდონის "ტოტენჰემს" შორის საკმაოდ საინტერესო ბარტერი მწიფდებოდა.

დღეს, 01:57

მილანმა რომისგან მხოლოდ ნამსხვრევები დატოვა - რომას შემდეგ, დამარცხებული იქნა ლაციოც [VIDEO]

როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს გასულ ტურში "მილანმა" საკუთარ კედლებში დამაჯერებლად დაამარცხა "რომა", ანგარიშით 2:0.

დღეს, 01:45

პრემიერ ლიგის ტრიო, რომელმაც გოლების რაოდენობით სალაჰი-მანე-ფირმინოს სამეული დაჩრდილა

"ლივერპულის" შემტევმა ტრიომ (მოჰამედ სალაჰი-სადიო მანე-რობერტო ფირმინო) მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 51 გოლი გაიტანა.

დღეს, 01:34

რამდენი ცდა დასჭირდა რონალდუს იუვეს მაისურით პირველი ჯარიმის გასატანად?

როგორც მოგეხსენებათ, ტურინულ დერბის კრიშტიანუ რონალდუს გოლის გარეშე არ ჩაუვლია. პორტუგალიელმა ფორვარდმა

დღეს, 01:26

რონალდუ: "თავდაჯერებულობა დამიბრუნდა"

როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ ტურინულ დერბიში მეზობელი "ტორინოს" კარი ჯარიმიდან აიღო.

დღეს, 01:14

შეუძლია ლესტერს 4-ეულში შესვლა? წინ 5-დან 3 რთული მეტოქეა

პრემიერ ლიგის მატჩში "ლესტერ სიტიმ" "კრისტალ პალასი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 01:12

ჩელსიმ უოტფორდი დაამარცხა და მანჩესტერი მე-5 ადგილზე დააბრუნა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ფარგლებში ლონდონის "ჩელსიმ" საკუთარ კედლებში მიიღო "უოტფორდი" და მოწინააღმდეგე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 00:57

უხვგოლიანი ფინალი - ბაიერნმა ლევერკუზენს მოუგო და გერმანიის თასს მე-20-ედ დაეუფლა [VIDEO]

"ბაიერნმა" გერმანიის თასის ფინალში "ლევერკუზენი" უხვგოლიან მატჩში დაამარცხა.

დღეს, 00:03

არსენალმა ვულვერჰემპტონს სტუმრად ორბურთიანი ჰანდიკაპით მოუგო [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, "ვულვერჰემპტონმა" "არსენალს" უმასპინძლა.

გუშინ, 22:31

"წარსულში დაბრუნებას ვისურვებდი", - უმტიტის ემოციური განცხადება

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ საკმაოდ ემოციური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:20

სანე: "არასოდეს დავივიწყებ მანჩესტერ სიტიში გატარებულ პერიოდს"

"ბაიერნში" გადასვლის შემდეგ, ლეროი სანემ "მანჩესტერ სიტის" ყველა წევრს მადლობა გადაუხადა.

გუშინ, 22:15

1961 წლის შემდეგ პირველად - რონალდუს ბრწყინვალე მიღწევა იუვენტუსში

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ "ტორინოსთან" (4:1) გამართულ მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

გუშინ, 22:05

იუვენტუსმა ტურინულ დერბიში ტორინო არ დაინდო [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის ეგიდით, "იუვენტუსმა" "ტორინოს" უმასპინძლა.

გუშინ, 21:21

VIDEO: ამ წუთებში, რონალდუმ ტორინოს ულამაზესი გოლი გაუტანა

იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის ეგიდით, "იუვენტუსი" შინაურ კედლებში "ტორინოს" მასპინძლობს.

გუშინ, 21:14

არგენტინის ნაკრების ექს-მწვრთნელი: "ჯერ კიდევ ძველ მესის ვხედავთ"

არგენტინის ნაკრების ექს-მწვრთნელმა, სესარ ლუის მენოტიმ ლიონელ მესის სიტუაციაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:09

ზიდანი: "რეალში ზეწოლა ყოველთვის არსებობს და ეს კარგია"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "ბილბაოსთან" გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:52

The Sun: შეთანხმება მიღწეულია, სანჩო ახალ კლუბს უახლოვდება

"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოს პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა.

გუშინ, 20:45

ბუფონმა მალდინის რეკორდი დაამხო და სერია ა-ს ისტორიაში შევიდა

"იუვენტუსის" გოლკიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი სერია ა-ს 30-ე ტურის მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.

გუშინ, 20:41

ლივერპულმა ტიაგოს კონტრაქტი გაუმზადა, პირობები ცნობილია

"ლივერპული" "ბაიერნის" ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გუშინ, 20:36

"არსენალი ობამეიანგის მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს", - სიტის ექს-ფეხბურთელი

"მანჩესტერ სიტის" ექს-მცველმა, მიკა რიჩარდსმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 20:31

"მესის ჩემთვის არაფერი უთქვამს", - სეტიენის მორიგი განცხადება

"ბარსელონას" მწვრთნელმა თავდამსხმელ ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:26

ბალოტელის მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა

"ბრეშიას" თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ კარიერა შეიძლება სამხრეთ ამერიკაში გააგრძელოს.

გუშინ, 20:19

შეთავაზება მზადაა, ჩელსი ვილიანის შენარჩუნებაზე მუშაობს

"ჩელსიმ" თავდამსხმელ ვილიანთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები განაახლა.

გუშინ, 20:14

მანჩესტერ იუნაიტედმა ბორნმუთი გაანადგურა და ოთხეულში შევიდა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბორნმუთს" უმასპინძლა.

გუშინ, 20:04

"სუარესს არასოდეს ვაპატიებ", - განის ნაკრების ექს-მცველი

განის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ჰანს სარპეიმ 2010 წლის მუნდიალის 1/4-ფინალური მატჩი გაიხსენა.

გუშინ, 20:00

"ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ბაიერნია", - საფრანგეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელი

იოან მიკუ მიიჩნევს, რომ "ბაიერნი" ევროპულ ფეხბურთში კვლავ იდომინირებს.

გუშინ, 19:49

"ამ წელს ჰავერცის ტრანსფერი შეუძლებელია", - რუმენიგე მიზეზს ასახელებს

"ლევერკუზენის" ნახევარმცველი, კაი ჰავერცი 2020 წელს "ბაიერნში" არ გადავა.

გუშინ, 19:42
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10