რონალდუ: "უბრალოდ იმბეცილი უნდა იყო, ამ ფეხბურთელებისგანაც რომ ვერაფერი ისწავლო"

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ისაუბრა იმ სარგებელზე, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშისგან მიიღო.
"ტვინი სათანადოდ უნდა გამოიყენო. თუ ადამიანს შეგნება გააჩნია, ის სხვებს შეხედავს და შეეცდება ისწავლოს იმ ყველაფრიდან, რაც მის გარშემო ხდება. სწორედ ასე მოვიქეცი, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედში" ვიყავი რაიან გიგსთან, პოლ სქოულზთან, რუდ ვან ნისტელროისთან და რიო ფერდინანდთან ერთად. თუ ადამიანი ასეთი ბიჭებისგანაც კი ვერაფერს ისწავლის, ის უბრალოდ იმბეცილია.
საქმე ის არ არის, რომ უბრალოდ სხვის მიბაძვას ცდილობ. უბრალოდ, ადაპტირება სხვისი მაგალითების გამოყენებით უნდა სცადო და მეც სწორედ ეს გავაკეთე. სხვებისთვის თვალის მიდევნების ნიჭი მქონდა.
სერ ალექს ფერგიუსონმა ბევრი რამ მასწავლა. მივხვდი, რომ ბევრი გოლის გატანა შემეძლო და არა უბრალოდ დრიბლინგში წასვლა და გადაცემების გაკეთება. დავიწყე ფიქრი, როგორ გავხდე უნაკლო ფეხბურთელი, რომ გოლების გატანა ორივე ფეხითა და თავით შემძლებოდა." - ციტირებს რონალდუს სიტყვებს France Football.