ჩ/ლიგა, დუბლი 2: ბარსელონა კონტეს ინტერს დატესტავს და სხვა საინტერესო დაპირისპირებები


ჩ/ლიგა, დუბლი 2: ბარსელონა კონტეს ინტერს დატესტავს და სხვა საინტერესო დაპირისპირებები

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის პირველი დღე ძალიან საინტერესო გამოდგა და ჯამში 28 გოლი ვიხილეთ. იმედია, არც დღევანდელი მატჩები იქნება ნაკლები.

ტრადიციულად, ორი მატჩი ნაადრევად, თბილისის დროით 20:55 საათზე ჩატარდება.

„გენკი“ – „ნაპოლი"

ბელგიელები პირველ ტურში განცდილი კატასტროფის („ზალცბურგთან 2:6 წაგება) შემდეგ გულშემატკივრების წინაშე ავტორიტეტის აღდგენას შეეცდებიან. თუმცა, ნეაპოლიტანელებმა ტურნირი ძალიან კარგად დაიწყეს, შინ მოქმედი ჩემპიონი, „ლივერპული“ 2:0 დაამარცხეს და ალბათ, ბელგიაშიც გამარჯვებაზე ფიქრით ჩავლენ.

„სლავია პრაღა“ – „დორტმუნდი“

პირველ ტურში ორივე გუნდმა რაღაც მხრივ სიურპრიზები შემოგვთავაზა. „სლავიამ“ „სან სიროზე“, ანტონიო კონტეს „ინტერთან“ მოახერხა და არ წააგო. ის კი არა, იგებდა კიდეც, მაგრამ მილანელებმა წონასწორობა მატჩის მიწურულს აღადგინეს. რაც შეეხება „დორტმუნდს“, ლუსიენ ფავრის გუნდმა შინ „ბარსელონას“ ყველანაირად აჯობა, ანგარიშში სხვაობის გარდა. კატალონიელებს ქულა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა შეუნარჩუნა, რომელმაც თანამემამულე მარკო როისს პენალტი აუღო.

დანარჩენი ექვსი დაპირისპირება კი სტანდარტულად, 23:00-ზე დაიწყება.

„ბარსელონა“ – „ინტერი“

დღის ცენტრალურ დაპირისპირებას „კამპ ნოუ“ უმასპინძლებს. კატალონიელებისთვის სასიხარულო ამბავი ის არის, რომ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა ლეო მესიმ და არაა გამორიცხული, დღეს მისი დაბრუნებაც ვიხილოთ. „ინტერმა“ საქმე ძალით გაირთულა - შინ „სლავიასთან“ დაკარგული ქულების მწარე გემო გუნდმა შესაძლოა ჯგუფური ეტაპის ბოლოსკენ იგრძნოს. გასულ სეზონში ეს ორი გუნდი ასევე ერთ ჯგუფში იყო და მაშინ „ბლაუგრანამ“ შინ 2:0 მოიგო, „სან სიროზე“ კი გუნდებმა ფრე ითამაშეს 1:1.

„ლილი“ – „ჩელსი“

ფრენკ ლამპარდის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი არ გამოუვიდა - „არისტოკრატები“ საკუთარ მოედანზე „ვალენსიასთან“ დამარცხდნენ (0:1). სიტუაციის გამოსწორებას ინგლისელები საფრანგეთში შეეცდებიან. წარუმატებელს ვერანაირად ვერ დაარქმევ ვერც „ლილის“ პირველ ტურში ნაჩვენებ თამაშს - ლიგა 1-ს შარშანდელი მეორეადგილოსანი გასვლაზე „აიაქსთან“ 3:0 განადგურდა.

„ლივერპული“ – „ზალცბურგი“

იურგენ კლოპის გუნდი პრემიერ ლიგაში მოგებას მოგებით ანაცვლებს და ზედიზედ შვიდი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე „სან პაულოზე“ ფეხი დაუცდა და 1994 წლის შემდეგ პირველი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული გახდა, რომელმაც მომდევნო სეზონის პირველივე მატჩი წააგო. „ზალცბურგი“, „ენფილდი“ და უძლიერესი შემადგენლობა - რას ინატრებს კაცი უკეთესს პირველ ტურში განცდილი წარუმატებლობის დასავიწყებლად? თუმცა, ყველაფერი არც ასეთი მარტივია - ავსტრიელები პირველ მატჩში „გენკის“ განადგურების შემდეგ დიდებულ განწყობაზე იქნებიან.

„ლაიპციგი“ – „ლიონი“

გერმანელთა ახალგაზრდა მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს, ახალი გუნდით ჩემპიონთა ლიგაზე მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა - მისმა ბიჭებმა სტუმრად „ბენფიკა“ 1:2 დაამარცხეს. ამჟამად კი საკუთარ მოედანზე „ლიონს“ მიიღებენ, რომელმაც პირველ ტურში „ზენიტს“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

„ვალენსია“ – „აიაქსი“

პირველი ტურის ტრიუმფატორები ერთმანეთს შეერკინებიან. გასული წლის ნახევარფინალისტი „ღამურებს“ ეწვევა, რომლისგანაც „ჩელსისთან“ მოგებას თითქმის არავინ ელოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთელებმა მარსელინო ტორალის გათავისუფლება მოინელეს და სელადესთან ერთად გუნდის შენება დაიწყეს. ამჟამად, გუნდს ახალი გამოცდა ელის, ერიკ ტენ ჰაგის კერკეტი კაკალის სახით.

„ზენიტი“ – „ბენფიკა“

პირველ ტურში ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიგო - პორტუგალიელებმა საერთოდ საკუთარ მოედანზე „ლაიპციგთან“ წააგეს, „ზენიტის“ მიერ „ლიონთან“ სტუმრად ნათამაშები ფრე კი, წარუმატებლობაა მათთვის თუ წარმატება - თავად განსაჯეთ. ფაქტი ის არის, რომ ლისანობელები დღეს გამარჯვებისთვის ითამაშებენ და რამდენად მოხერხდება ამის გაკეთება სანქტ-პეტერბურგში, ეს ცალკე საკითხია. საქმეს ის ამარტივებს, რომ ტრავმის გამო რუსებს ბრაზილიელი შემტევი, მალკომი ვერ დაეხმარება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მოჯიმ დაასახელა მწვრთნელი, რომელიც მანჩესტერს მწვერვალზე დააბრუნებს

"იუვენტუსის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:48

კვლავ დაგვიანება - დორტმუნდში სანჩოს განაჩენი გამოუტანეს

"დორტმუნდის" ხელმძღვანელობამ ინგლისელი თავდამსხმელი, ჯეიდონ სანჩო დასაჯა.

დღეს, 21:43

რონალდუ: "ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოქროს ბურთი არ არის"

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე "ლოკომოტივთან" მატჩის წინ განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:37

იუვენტუსის ახალი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 21:32

რონალდუ: "აი, რა მაძლევს ვარჯიშისა და მოედანზე გასვლის მოტივაციას"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:54

მერტენსს სერიოზული მსურველი ჰყავს - ბელგიელი ნაპოლიდან წავა?

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა კარიერა შესაძლოა სხვა კლუბში გააგრძელოს.

დღეს, 20:49

პსჟ მზადაა ერიქსენის გამო ორი ფეხბურთელი გაყიდოს

"პსჟ" "ტოტენჰემის" ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენისადმი იჩენენ ინტერესს, წერს გავლენიანი გამოცემა AS.

დღეს, 20:45

მილანი დონარუმას იანვარშივე გაყიდის? - სერიოზული მსურველი გამოჩნდა

ფინანსური პრობლემების გამო, "მილანი" შესაძლოა გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვას დათანხმდეს.

დღეს, 20:40

ბაიერნში ტრანსფერი ახლოვდება - გვარდიოლამ სანეს შემცვლელი იპოვნა

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, "სიტის" შემტევი, ლეროი სანე "ბაიერნში" გადავიდეს.

დღეს, 20:32

ევროპული გრანდი, რომელსაც რაიოლამ იბრაჰიმოვიჩი შესთავაზა

არ არის გამორიცხული, "ლოს ანჯელეს გელექსის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპაში დაბრუნდეს.

დღეს, 19:54

სოლსკიაერმა მორიგი სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს.

დღეს, 19:49

ზღაპრული შეთავაზება სტერლინგს, დეტალები ცნობილია

"სიტი" მზადაა შემტევი, რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.

დღეს, 19:45

მოლაპარაკებები გაიმართა - ზიდანის შემცვლელი შერჩეულია

როგორც იწერება, "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი გათავისუფლების პირასაა.

დღეს, 19:40

სკანდალი ინგლისში - რატომ გაათავისუფლა კლუბმა მწვრთნელი?

ინგლისურმა კლუბმა გუნდის მთავარი მწვრთნელი სკანდალური მიზეზის გამო გაათავისუფლა.

დღეს, 19:35

ჩელსიმ ჟირუს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ლონდონის "ჩელსიმ" ოლივიე ჟირუს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 17:20

შირერი: "რეშფორდს ერთი პრობლემა აქვს - ის საშუალო დონის გუნდში თამაშობს"

ყოფილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, ალან შირერმა, მარკუს რეშფორდზე ისაუბრა:

დღეს, 17:15

ეროვნული ლიგა - სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და გოლი

ყოველი თვის ბოლოს, GOAL.GE ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელსა და გოლს ასახელებს.

დღეს, 17:12

კუმანი ბარსელონაში - შესაძლო გარიგების ახალი დეტალები

როგორც მოგეხსენებათ, Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" რონალდ კუმანის სახელი დუაკავშირა.

დღეს, 17:01

მსოფლიო რაგბიმ სამხრეთ აფრიკელი მსაჯის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში უელსმა საფრანგეთს დიდი გაჭირვებით 20:19 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

დღეს, 16:57

ლაუტარო ბარსელონაში? ინტერის პოზიცია ცნობილია

Tuttosport-ის ცნობით, ლაუტარო მარტინესის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 16:51

როგორ გამოიყურება მსოფლიო რეიტინგი ნახევარფინალური მატჩების წინ?

მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ, "მსოფლიო რაგბის" რეიტინგის მოწინავე ათეულში ცვლილებები განხორციელდა.

დღეს, 16:43

კუადრადოსთვის პრემიერ ლიგის ორი გრანდი იბრძვის

Daily Mail-ის ცნობით, ხუან კუადრადოსთვის პრემიერ ლიგის ორი გრანდი იბრძვის.

დღეს, 16:38

პიანიჩმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, იუვეს ლიდერია

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა დაასახელა მოთამაშე, რომელიც მისი აზრით, გუნდის ლიდერია:

დღეს, 16:28

უოსპსმა და ზურაბ ჟვანიამ მარცხით დაიწყეს, ქართველს ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა

პრემიერშიპის პირველ ტურში "უოსპსი" "რიკო არენაზე" ელიტაში დაბრუნებულ "ლონდონ აირიშს" დაუბრუნდა და დაძაბულ ბრძოლაში 26:29 დამარცხდა.

დღეს, 16:23

ვალვერდეს კონტრაქტი 2020 წელს ავტომატურად გახანგრძლივდება?

Mundo Deportivo-მ ერნესტო ვალვერდეს კონტრაქტის თაობაზე საინტერესო დეტალი გაავრცელა.

დღეს, 16:20

UFC-ის მებრძოლი: "ხაბიბმა კონორს კარიერა დაუნგრია"

UFC-ის მებრძოლმა, ფრენკი ედგარმა, კონორ მაკგრეგორსა და ხაბიბ ნურმაგომედოვზე ისაუბრა:

დღეს, 16:10

ოფიციალურად: გელა აფრასიძემ "მონპელიესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ "მონპელიესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

დღეს, 15:48

ტრიპიერი: "დიეგო კოსტა რუნის მეძახის"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველმა, კირან ტრიპიერმა, ესპანეთში ცხოვრების ადაპტაციაზე ისაუბრა.

დღეს, 15:19

დავიდ ლუისმა ჩელსიდან არსენალში გადასვლის რეალური მიზეზი დაასახელა

„არსენალის“ მცველმა, დავიდ ლუისმა, „ჩელსიდან“ წასვლის მიზეზი დაასახელა.

დღეს, 15:14

ერიქსენის ტრანსფერს ორი ფეხბურთელი აფერხებს - ვის გაყიდვას ცდილობს რეალი?

მადრიდის „რეალი“ იანვარში „ტოტენჰემის“ ნახევარმცველის დამატებას აპირებს, მაგრამ, ხელისშემშლელი ფაქტორებიც არსებობს.

დღეს, 15:04

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10