ავტორიზაცია

13 ოქტომბერს ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

13 ოქტომბერს ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
თარიღი 08 Oct 2024, 16:33


“დედა და ილია” - UFCის ქართველი ჩემპიონის,  ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია 13 ოქტომბერს გაიმართება.

წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას, დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით - სოხუმი - ჭუბერი - რუსთავი - ჰალე - რუსთავი - ალიკანტე - კალიფორნია.

წიგნის პრეზენტაცია 13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ბიბლუსში - ბუქკაფეში (თბილისი, ა.მიშველაძის #4, ვაკის პარკი) გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებულისთვის თავისუფალია.

“დედა და ილია” SMH Sports-ის პროექტია, რომლის მთავარი სპონსორია apeople, სპონსორი - Gzavnili.comსაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU, მხარდამჭერები - La Gazzetta Dello Sport GeorgiaVELI.storeBiblusi • ბიბლუსი.

წიგნის შეძენა ნებისმიერ მსურველს საქართველოში “ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში, ან ონლაინ, veli.store-ზე შეეძლება, ასევე პრეზენტაციაზე.

ბიოგრაფიული ლიტერატურის დაწერის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ჩემპიონი ილია თოფურია სამშობლოში მშობლებთან ერთად დაბრუნდა. ინგა ბენდელიანი-თოფურიას ისტორიის მთხრობელი გიორგი კეკელიძე გახდა, პროექტის მხარდამჭერი კი - SMH Sports-ი.

“დედა და ილია” 3 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, წიგნი მომავალში ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოიცემა. წიგნის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ LaGazzetta.ge-ზე.

პროექტის წარმდგენია - SMH Sports-ი

SMH Sports-ის მხარდაჭერით, აქამდე გამოიცა გიორგი კეკელიძის წიგნი ”ხვიჩა - ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“. ქართველი სპორტსმენების შესახებ გამოცემული წიგნების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, რათა სახელოვანი ქართველების ისტორიული გამარჯვება და გზა წარმატებამდე გაიცნოს, როგორც ადგილობრივმა მკითხველმა, ასევე ხელმისაწვდომი იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

SMH Sports-ი არის საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ოპერირებს მედიის, სპორტისა და iGaming-ის მიმართულებით.

SMH Sports-ი ექსკლუზიურად თანამშრომლობს მსოფლიო სპორტულ ბრენდებთან, როგორებიცაა: La Gazzetta dello Sport, Esports Insider, Setanta Sports, SBC Gaming და სხვა.

SMH Sports-ი უწევს სპორტულ მარკეტინგულ და საკონსულტაციო მომსახურებას მსოფლიო დონის სპორტსმენებს, სპორტულ კლუბებსა, თუ ფედერაციებს.
SMH Sports -ი ქართული სპორტის აქტიური მხარდამჭერია.