ავტორიზაცია

კიდევ ერთი შანსი დინამო თბილისს: ბათუმმა საჩხერეში წააგო

კიდევ ერთი შანსი დინამო თბილისს: ბათუმმა საჩხერეში წააგო
თარიღი 01 ნოე 2019, 15:50
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და "დინამო ბათუმი" დაუპირისპირდნენ.

მატჩი თავიდანვე მძიმედ დაიწყო და ამის განმაპირობებელი ფაქტორი მოედნის საფარის მდგომარეობაა.

მიუხედავად ბათუმელთა რამდენიმე მცდელობისა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში კი "ჩიხურა" კონტრ-შეტევებზე თამაშობდა, რამაც გაამართლა. მარკოზაშვილი-სარდალიშვილი-ფანცულაიას შეტევას 66-ე წუთზე გოლი მოჰყვა.

გეგუჩაძის გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდა, მაგრამ დინო ჰამზიჩი შეუცდომელი იყო. 89-ე წუთზე არდაზიშვილის დრიბლინგს გოლი მოჰყვა და "ჩიხურამ" 2:0 მოიგო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კვლავ "დინამო თბილისის" ხელში გადავიდა და თუ ისინი ოთხივე მატჩს მოიგებენ, ჩემპიონები გახდებიან.

33-ე ტურში თბილისელები 3 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" შეხვდებიან.

კიდევ ერთი შანსი დინამო თბილისს: ბათუმმა საჩხერეში წააგო