ბოლო წლების ყველაზე საინტერესო დერბი დ'იტალია სერია ა-ს მეშვიდე ტურში


ბოლო წლების ყველაზე საინტერესო დერბი დ'იტალია სერია ა-ს მეშვიდე ტურში

დღეს, 6 ოქტომბერს, სერია ა-ს მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრას მილანი, ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

მილანი, „სან-სირო“, „ინტერი“ – „იუვენტუსი“, თბილისის დროით 22:45, არბიტრი: ჯანლუკა როკი

ამ ორი გუნდის დაპირისპირება იტალიაში განსაკუთრებულ დონეზეა აყვანილი და მიუხედავად იმისა, რომ „ინტერი“ და „იუვენტუსი“ სხვადასხვა ქალაქებს წარმოადგენენ, მათ დაპირისპირებას წლებია „იტალიური დერბი“ შეერქვა გამომდინარე გუნდების მტრობისგან.

ბოლო წლების ყველაზე საინტერესო დერბი დ'იტალია სერია ა-ს მეშვიდე ტურში

დაპირისპირების ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, ამას რამდეიმე მიზეზი აქვს, პირველი: 60’-იან წლებში „იუვენტუსი“ იტალიის ყველაზე წარმატებული გუნდი იყო, მაგრამ „ინტერმა“ ჩემპიონთა თასის ზედიზედ ორჯერ (1964, 1965) მოგება მოახერხა და გუნდებსა და მის ქომაგებს შორის სერიოზული დაპირისპირება წარმოიქმნა.

მეორე მიზეზი ამ საუკუნეს უკავშირდება, კერძდ კი 2006 წელს. საქმე ისაა, რომ „იუვენტუსი“ და „ინტერი“ 2006 წლამდე იტალიის ერთადერთი გუნდები იყვნენ, რომლებიც უმაღლესი დივიზიონიდან არასდროს გავარდნილან. „ბებერი ქალბატონი“ „კალჩოპოლის“ სკანდალში გაეხვა და ორი ჩემპიონობა ჩამოერთვა. სახასიათოა, რომ ორივე - მათ მოსისხლე მტერს, „ინტერს“ გადაეცა, რამაც კლუბებს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გააღვივა.

ბოლო წლების ყველაზე საინტერესო დერბი დ'იტალია სერია ა-ს მეშვიდე ტურში

კიდევ ერთი მტრული ფაქტორი ანტონიო კონტეა - იტალიელი ექს-ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი, რომელმაც როგორც საფეხბურთო, ისე სამწვრთნელო კარიერაში სახელი დიდწილად „იუვენტუსში“ გაითქვა. თუმცა, გასულ ზაფხულს მან „ნერაძურის“ სათავეში ჩადგომაზე უარი არ თქვა, რითაც „იუვენტუსის“ გულშემატკივრები საგულგაგულოდ გადაიმტერა. იმდენად, რომ ისინი ალენატორეს „იუვეს“ დიდების დარბაზიდან ამოშლას და მისი კლაუდიო მარკიზიოთი ჩანაცვლებას ოფიციალური პეტიციით ითხოვენ.

იუვენტუსის გულშემატკივრები გუნდის დიდების დარბაზიდან ანტონიო კონტეს ამოშლას ითხოვენ

რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე ჩემპიონატში მიმდინარე მოვლენებს, როგორც მოსალოდნელი იყო, ლუჩანო სპალეტის შეცვლის შემდეგ კონტემ „ინტერი“ სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანა და ბევრი ვარაუდობს, რომ სწორედ „ნერაძური“ მოახერხებს „ბიანკონერის“ რვაწლიანი ჰეგემონიის დამხობას. სახასიათოა, რომ კონტე „ინტერში“ სწორედ ისე იწყებს წარმატებული გუნდის შენებას, როგორც ამას „იუვენტუსში“ აკეთებდა - პირველ რიგში, დალაგდა და უდიდესი ყურადღება მიექცია დაცვას, შეტევაში კი სახელოვანი ფეხბურთელები რაღაცას მაინც შექმნიან.

ექვსი ტურის შემდეგ „ინტერი“ უდანაკარგოა და 18 ქულით ცხრილს ლიდერობს. თუმცა, ძალიან ახლოსაა „იუვენტუსიც“, რომელსაც 5 მოგებასთან ერთად 1 ფრე აქვს ნათამაშები (სტუმრად, „ფიორენტინასთან“, 0:0). შესაბამისად, დღეს მოგების შემთხვევაში „იუვენტუსი“ ცხრილში ლიდერობას დაიბრუნებს, რომელსაც ბოლო წლებში მეტად მიჩვეულია.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე კონტე ერთ-ერთი იტალიური გამოცემის ჟურნალისტს გაუბრაზდა, რომელმაც ყოველდღიურ ნომერში დაწერა, რომ მწვრთნელს „იუვენტუსის“ გულშემატკივრებისგან უამრავი გინებისა და შეურაცხყოფის მოსმენა მოუწევს. მწვრთნელმა მას პროვოკატორი უწოდა და ისიც დაამატა, რომ რედაქტორი რომ ყოფილიყო, ასეთ თანამშრომელს წიხლს ამოარტყამდა.

კონტე: "გაზეთის რედაქტორი რომ ვიყო, ასეთ ჟურნალისტებს წიხლს ამოვარტყამდი"

ბოლო წლების ყველაზე საინტერესო დერბი დ'იტალია სერია ა-ს მეშვიდე ტურში

საინტერესო ფაქტები:

„ინტერმა“ ზედიზედ ექვსი გამარჯვებით ჩემპიონატი 1966/67-წლების შემდეგ საუკეთესოდ დაიწყო და ახლა მთავარი გამოწვევა ელის - დაუპირისპირდება ასევე დაუმარცხებელ გუნდს

გუნდებს შორის გამართული ბოლო 9 საჩემპიონატო შეხვედრაში გამარჯვებული ან ვერ გამოვლინდა, ან თუ გამოვლინდა, მხოლოდ ერთბურთიანი უპირატესობით.

ექვსი გამარჯვებიდან ოთხი „ინტერმა“ კარის მშრალად შენახვით მოიპოვა ხუთ შემთხვევაში „ნერაძური“ პირველი ტაიმისთვის მატჩს უკვე იგებდა.

უკანასკნელი შვიდი საჩემპიონატო შეხვედრიდან „იუვენტუსმა“ 1-ზე მეტი გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანა.

„ინტერის“ შემტევის, სტეფანო სენსიმ, ბოლო ორ შეხვედრაში ანგარიშის გახსნა მოახერხა, „იუვენტუსის“ ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ კი პირიქით - მისი ბოლო სამი გოლი მატჩის უკანასკნელი იყო.

ჩემპიონატში უკანასკნელი 13 საშინაო გამარჯვებიდან 7 „ინტერმა“ მშრალად მოიპოვა.

რაღა თქმა უნდა, ანტონიო კონტეს გუნდს დაცვაში ბადალი არ ჰყავს - ექვს შეხვედრაში „ინტერმა“ მხოლოდ 2 გოლი გაუშვა და 13 გაიტანა, რაც „ნაპოლის“ შემდეგ ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.

„იუვენტუსის“ ანგარიშზე კი 11 გატანილი და 5 გაშვებული გოლია.

ისტორიულად ეს გუნდებს შორის 190-ე ოფიციალური შეხვედრა იქნება. აქედან 86 „იუვენტუსმა“ მოიგო, 52 – „ინტერმა“, 50 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

189 შეხვედრაში „ბებერმა ქალბატონმა“ 266 გოლი გაიტანა, „ნერაძურიმ“ კი - 223.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, შკრინიანი, დე ვრეი, გოდინი, დე’ამბროზიო, ასამოა, ბარელია, სენსი, ბროზოვიჩი, ლუკაკუ, მარტინესი

ბოლო წლების ყველაზე საინტერესო დერბი დ'იტალია სერია ა-ს მეშვიდე ტურში

„იუვენტუსი“: შესნი, კუადრადო, ბონუჩი, დე ლიგტი, სანდრო, პიანიჩი, მატუიდი, რაბიო, რემსი, რონალდუ, იგუაინი.

ბოლო წლების ყველაზე საინტერესო დერბი დ'იტალია სერია ა-ს მეშვიდე ტურში

ბუკმეიკერების ფავორიტი:

ევროპულ ბუკმეიკერებს თუ დავუჯერებთ, მატჩს ფავორიტი ფაქტობრივად არ ჰყავს, მაგრამ მცირე უპირატესობა მაინც „ინტერს“ ენიჭება, რომლის გამარჯვებასაც 2.6 აქვს კოეფიციენტი, „იუვეს“ წარმატება 2.8-ით ფასდება, ფრე კი - 3.20.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პოჩეტინო: "ლორისს ჰარი კეინი შეცვლის"

"ტოტენჰემის" მეკარემ და კაპიტანმა უგო ლორისმა ხელი მოიტეხა და ამ წლს ვერ ითამაშებს.

დღეს, 03:14

გვარდიოლამ ლივერპულთან პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის, "მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა ჩემპიონატში მისი გუნდის შანსებს აფასებს.

დღეს, 03:11

ლამპარდი: "იანვარში ჩემი ფეხბურთელის გაშვებას არ ვაპირებ"

ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ფრენკ ლამპარდი აცხადებს, რომ ის იანვარში ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

დღეს, 03:08

ვალვერდე: "მესი ტოპ ფორმაში ჯერ არ არის"

მიმდინარე სეზონში ლეო მესის თავის გამოჩენის საშუალება კარგად არ მისცემია და მიზეზი ტრავმაა.

დღეს, 03:06

ანჩელოტიმ ნაპოლიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალე კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" დატოვებს.

დღეს, 03:02

ირლანდია ისტორიის დაწერას შეეცდება, ინგლისი - შურისძიებას [პრევიუ]

ექვსდღიანი შესვენების შემდეგ, დღეს მსოფლიო თასი განახლდება და ტურნირის დასკვნითი ფაზა აიღებს სტარტს.

დღეს, 03:00

სიმეონემ კოშტასა და მორატას ცუდ ფორმაზე ისაუბრა

მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" ფორვარდები დიეგო კოშტა და ალვარო მორატა ცუდ ფორმაში არიან, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურეს.

დღეს, 03:00

დი მარიას ბრწყინვალე თამაში - პსჟ-მ ნიცა გაანადგურა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმართა უხვგოლიანი დაპირისპირება "ნიცასა" და "პსჟ"-ს შორის.

დღეს, 02:35

მსოფლიო თასი: იაპონიამ სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩისთვის სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა.

დღეს, 01:52

საოცარი გაბარიტების 18 წლის ბურჯი სამხრეთ აფრიკიდან [VIDEO]

სამხრეთ აფრიკის სარაგბო სკოლაში საოცარი გაბარიტების ბურჯი გამოჩნდა.

დღეს, 01:50

გიორგი ნემსაძე მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების აწ ყოფილი მორაგბე გიორგი ნემსაძე, რომელმაც "ბორჯღალოსნების" რიგებში უკანასკნელი მატჩი 11 ოქტომბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა, მცირე ხნით რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს.

დღეს, 01:49

ზურაბ ჟვანია პრემიერშიპის ახალ სეზონს ძირითად შემადგენლობაში იწყებს

პარასკევს პრემიერშიპის 2019/2020 წლების სეზონი დაიწყო.

დღეს, 01:42

მესი: "ბარსაში არიან ადამიანები, რომლებსაც ნეიმარის დაბრუნება არ სურთ"

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ გუნდში "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:55

მაქსი ლოპესი: "მადლობა იკარდის იმის გამო, რომ ცოლი წამართვა"

"კროტონეს" თავდამსხმელმა, მაქსი ლოპესმა მორიგი საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:50

არგენტინაში საპასუხო ვიზიტს ითხოვენ - კლასიკო ბუენოს-აირესში ჩატარდება?

ლა ლიგის მე-10 ტურის ეგიდით გასამართი კლასიკო კატალონიის ქუჩებში არსებული საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.

გუშინ, 23:45

რუსებმა მსოფლიო თასის განსხვავებული სიმბოლური შეადგინეს და ქართველები ამოშალეს

რუსებმა "მსოფლიო რაგბის" მიერ შედგენილი სიმბოლური შეცვალეს

გუშინ, 23:41

გვარდიოლამ ავარიის შემდეგ აგუეროს მდგობარეობაზე ისაუბრა

"სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:40

რეალის ვუნდერკინდი: "ფეხბურთში ჩემი კუმირი ყოველთვის მესი იყო"

"მალიორკას" ნახევარმცველმა, ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესის თავისი კუმირი უწოდა.

გუშინ, 23:35

ოფიციალურად: მატიპის მომავალი გარკვეულია

"ლივერპულის" ოფიციალური საიტის ცნობით, ცენტრალური მცველის, ჟოელ მატიპის მომავალი გადაწყდა.

გუშინ, 22:30

ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება?

მოგეხსენებათ, "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ეგიდით დაუპირისპირდება.

გუშინ, 22:21

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტურ რეკორდს უახლოვდება

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მორიგ საკმაოდ ხმაურიან რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 22:13

კვლავ გაურკვევლობა - როდის სურს ლა ლიგას ელ კლასიკოს ჩატარება?

მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 26 ოქტომბერს გასამართი დაპირისპირება გადაიდო.

გუშინ, 22:05

ლამპარდი: "კარგია, რომ ჩემ დროს სოცქსელები ასეთი განვითარებული არ იყო"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:59

პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში ლივერპულს დატოვებს

უკვე ცნობილია ის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "ლივერპულის" რიგებს დატოვებს.

გუშინ, 21:29

სოლსკიაერი დუბაიში პოგბასა და ზიდანის შეხვედრას ეხმაურება

მოგეხსენებათ, დღეს დაიწერა, რომ პოლ პოგბა და ზინედინ ზიდანი დუბაიში ერთმანეთს შეხვდნენ.

გუშინ, 21:20

"ახალ გამოწვევებს ველოდები", - კლუბი, რომლის გაწვრთნაც ეტო'ოს სურს

ყოფილ კამერუნელ ფეხბურთელს, სამუელ ეტო'ოს სურს, რომ მომავალში მწვრთნელი გახდეს.

გუშინ, 21:12

"რატომაც არა?", - იგუაინის ნაპოლიში დაბრუნება გამორიცხული არ არის

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:04

ერიქსენი იანვარში ტოტენჰემს დატოვებს? - პოჩეტინოს პოზიცია ცნობილია

აქამდე არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ზამთარში კრისტიან ერიქსენმა "ტოტენჰემი" დატოვოს.

გუშინ, 20:58

ლამპარდი: "კრიტიკა მოურინიოს მხრიდან? მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს"

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოსთან კავშირს ინარჩუნებს.

გუშინ, 20:29

სოლსკიაერი: "იანვარში ერთი ან ორი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ"

"მანჩესტერის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ზამთრისთვის კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:21

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10