არასტაბილურობა: მთავარი ტრენდი გრანდებში მიმდინარე სეზონში - კრიზისი თუ კანონზომიერება?

წლევანდელი ევროსეზონი სიურპრიზებს თითქმის ყოველდღე გვჩუქნის. გავიხსენოთ თუნდაც 2 ნოემბრის საღამო - ქულები სუსტ მოწინააღმდეგესთან დაკარგა "რეალმა", "არსენალმა" და "მანჩესტერმა", "ბარსელონა" და "ბაიერნი" კი საერთოდ შერცხვნენ. ერთი დღით ადრე, მათი ბედი "პსჟ"-მაც გაიზიარა.
მხოლოდ ერთი კითხვა - რა ხდება? გადავავლოთ თვალი ტოპ-5 ჩემპიონატში მომხდარ მოვლენებს. კანონზომიერებაა ეს ყველაფერი თუ ერთდროულად ყველას კრიზისი დაეწყო? პასუხი სადღაც დაკარგულ ქულებში იმალება.
ლა ლიგა
ესპანეთის ჩემპიონატი დაძაბული სცენარით მიმდინარეობს, პირველ რიგში იმიტომ, რომ "რეალი" და "ბარსელონა" ქულებს ფლანგავენ. ერთმანეთის წარუმატებლობის ფონზე, ზინედინ ზიდანისა და ერნესტო ვალვერდეს ეპიკური ფეილები გამოკვეთილად არ ჩანს. მოკლედ, ფრანგი და ბასკი, კარგი წყვილია.
ერთ-ერთი მათგანის სტაბილურობის შემთხვევაში, მეორე უკვე უმუშევარი იქნებოდა. გაიხსენეთ შარშანდელი სეზონი, როდესაც ხულენ ლოპეტეგის კოჭლი მადრიდის ფონზე, კატალონიელები ბრწყინავდნენ. ესპანელის კუბოში ბოლო ლურსმანი სწორედ "ბლაუგრანამ" ჩაარჭო.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ელ კლასიკო წელსაც ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს, მაგრამ შეხვედრა გადაიდო. პრიმერა დივიზიონში უკვე მკითხაობენ, თუ რომელ მათგანს გაუშვებენ პირველს, ზიზუს თუ "ბარსას" თავკაცს?
"სამეფო კლუბსა" და "კამპ ნოუს" მკვიდრებს არც "ატლეტიკო" ჩამორჩება, მეტიც, "ინდიელებს" ერთი შეხვედრით მეტი აქვთ ჩატარებული და მაინც ერთი ქულით ნაკლები აქვთ მოპოვებული. "როხიბლანკოს" ვერც ტრიუმფალურმა სატრანსფერო კამპანიამ უშველა. მოკლედ, "თეთრ-წითლები", "ბლანკოსსა" და კატალონიელებთან ერთად, ლა ლიგაში ქულების მფლანგველთა 3-ეულს ქმნიან.

პრემიერ ლიგა
"ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" ამ კატეგორიაში არ ჯდებიან, მათ თავიანთი სამყარო გააჩნიათ. რაც შეეხებათ დანარჩენებს, "იუნაიტედი", "ტოტენჰემი" და "არსენალი" იმდენად უსუსურად გამოიყურებიან, არაა გამორიცხული, რომ მაგალითად "ლესტერმა" სეზონი მათზე მაღლა დაასრულოს.
"ჩელსის" მიმართ პრეტენზიები არ არის, რადგან ამ გუნდმა ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო. საერთოდაც, "არისტოკრატებისთვის" სატრანსფერო ბანისა და ახალბედა მწვრთნელის გამო, ბევრი რაღაცის პატიება შეიძლება.

საქმეც იმაშია, რომ საპატიებელი დიდად არაფერია. 0:4 "წითელ ეშმაკებთან"? ვისღა ახსოვს ეს?! "ლურჯები" "მანიუზე" ბევრად ორგანიზებულები არიან. ყველაზე დიდი სიურპრიზი "ჰოტსპურის" ქმედუუნარობაა. "დეზები" არ შესუსტებულან, მეტიც, დანიელ ლევიმ როგორც იქნა სეიფი გახსნა და ტრანსფერები განახორციელა.
ჩვენ ვსაუბრობთ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტზე და გუნდზე, რომელმაც ეპიკურ ბრძოლაში ტურნირს "ქალაქელები" გამოთიშა. ყურადღება "მეთოფეებსაც" მივაქციოთ და ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ უნაი ემერის სტიქია მაინც ევროპა ლიგაა, ვიდრე რაიმე უფრო სერიოზული.

სერია ა
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, არასტაბილურებსა და კოჭლებს მილანის "ინტერი" წელს არ მიეკუთვნება (ჯერჯერობით). "ნერიაძურიმ" იტალიის ჩემპიონატის სტარტზე ტურინის "იუვენტუსს" ღირსეული სასკუდეტო ბრძოლა შესთავაზა და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთ ქულას შეადგენს.
"შავ-ლურჯები" პირველ ადგილზეც იქნებოდნენ, ანტონიო კონტეს სტრატეგიულობას უფრო მეტი იღბალი რომ დამატებოდა. "ნაპოლი" და "რომა", "ბებერი ქალბატონისა" და ლომბარდიელების რიტმს სეზონის სტარტზევე ვერ აყვნენ და აქედან გამომდინარე, ისინი ჯერჯერობით უკან არიან.

როგორც ჩანს, "ატალანტა" კალჩოში ნელნელა მართლაც კონკურენტუნარიან ძალად ყალიბდება, მაგრამ ბერგამოული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თავს იმდენად ირცხვენს, რომ დადებითის თქმის სურვილი უბრალოდ არ არსებობს. მიმოვიხილეთ "ბიანკონერი", "ინტერი", "მგლები" და "აძური", ვინ გამოგვრჩა? დიახ, "მილანი".
"როსონერი" იმდენად მძიმე ვითარებაშია, რომ ამ გუნდს არასტაბილურობამდეც კი ბევრი უკლია. "შავ-წითლებში" ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ თავკაცის ან სელექციონერის ფეხბურთელობის პერიოდში ლეგენდარულობა, არაფერს ნიშნავს. "სან-სიროს" მკვიდრების პრობლემა ბევრად უფრო სიღრმისეულია.

ბუნდესლიგა
ყველაზე დრამატული და დაძაბული სცენარით წელს სწორედ გერმანიის ჩემპიონატი მიმდინარეობს. თავად განსაჯეთ - პირველიდან მერვე ადგილამდე სხვაობა ხუთ ქულას შეადგენს. ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის კომპაქტურობა გამოწვეულია არა პირობითი "გლადბახის" სიძლიერით, არამედ "ბაიერნის" კოჭლობით.
დიახ, მიუნხენური გუნდის არასტაბილურობამ გერმანიის პირველობაში ინტრიგა დააბრუნა. "რეკორდმაისტერს" რეალურად უჭირს, ფრანკფურტის "აინტრახტთან" განადგურება ამის ნათელი მაგალითია. არსებობს მოსაზრება, რომ "წითლები" უბრალოდ ხურდებიან და მაისში ბუნდესლიგას ნაცნობი დასასრული ექნება. ეთანხმებით?

ლიგა 1
"პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობა, კერძოდ კი თავდამსხმა იმდენად აღემატება კონკურენტების განაცხადს, რომ გულშემატკივრები ყოველ შეხვედრაში ჰოკეის ანგარიშების დაფიქსირებას ითხოვენ. თავად განსაჯეთ: "პსჟ"-ს სასტარტოში ადგილი შესაძლოა ვერ მოიძებნოს ნეიმარისთვის, კავანისთვის ან იკარდისთვის.
ამის მიუხედავად, პარიზული გუნდი პერიოდულად კოჭლობს და მე-12 ტურისთვის გულშემატკივრებს უკვე სამ მარცხს ჩუქნის. პრემიერ ლიგაში ან თუნდაც სერია ა-ში "ლურჯ-წითლებს" პრობლემები შეექმნებოდათ, მაგრამ საფრანგეთზე ეს არ ვრცელდება. ტომას ტუხელის გუნდისთვის ლიგა 1-ში ჯერ კიდევ ყველაფერი შეიძლება, უახლოესი მდევარი "ანჟერი" 7 ქულით უკან არის.