ავტორიზაცია

არსენალმა ჯაკას მოშორება გადაწყვიტა

არსენალმა ჯაკას მოშორება გადაწყვიტა
თარიღი 08 Nov 2019, 12:55
უკვე უახლოეს ზამთარში „არსენალი“ გრანიტ ჯაკას გუნდიდან მოშორებას შეეცდება.

Daily Mail-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელის ქომაგებთან კონფლიქტის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ შვეიცარიელს გუნდში მომავალი აღარ აქვს და ის რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს. თავად ჯაკაც არ არის „არსენალის“ დატოვების წინააღმდეგი.

იწერება, რომ სავარაუდოდ, „არსენალი“ ჯაკას შეძენას გერმანულ გუნდებს შესთავაზებს. თუმცა, თუ რომელს, კონკრეტულად არ სახელდება.

„არსენალში“ გადასვლამდე ჯაკა „მიუნხენგლადბახში“ თამაშობდა და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა.