საქართველომ ირლანდიასთან 2 ქულა დაკარგა - მატჩის დადებითი და უარყოფითი მხარეები


საქართველომ ირლანდიასთან 2 ქულა დაკარგა - მატჩის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეტოქეს საბოლოო ჯამში აჯობა, თუმცა ეს შედეგზე არ აისახა. თამაშიდან გამომდინარ​ე, საქართველომ ირლანდიასთან 2 ქულა დაკარგა.

დიდია კრიტიკა იმაზე, რომ საქართველოს ნაკრებმა 90 წუთის მანძილზე კარში ვერ დაარტყა, თუმცა ვინც თამაშს უყურა მათთვის ცხადია, რომ რეალური მომენტების შესაქმნელად და მეტოქის დასაჯაბნად მაინც და მაინც კარში ზუსტი დარტყმა საჭირო არაა. გუშინ საქართველოს 2-3 ძალიან რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.

მეტიც, ჩვენი ეს სახიფათო დარტყმები და შეტევები გაცილებით მწვავე იყო, ვიდრე ირლანდიელთა ის 3 კარში დარტყმა, რომელიც მათ სტატისტიკაში უწერიათ.

უკვე წლებია ყველაზე დიდ პრობლემად სტანდარტულები რჩება. თანამედროვე ფეხბურთში, ყოველ საჯარიმოსა და კუთხურს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გუნდების უმრავლესობა ცდილობს, ეს შანსი მაქსიმალურად კარგად გამოიყენოს და ამაზე ბევრს მუშაობენ, თუმცა საქართველოს ნაკრებს ამაზე მუშაობის არაფერი ეტყობა. ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, სტანდარტულებიდან ჩვენს ნაკრებს არაფერი გამოსდის.

მაგალითად, გუშინდელი ფორმაციის ნაკრებში არ გვყავდა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც სახიფათო ჯარიმის დროს დარტყმას თავის თავზე აიღ​ებდა და შეასრულებდა კიდეც. დღესდღ​ეობით, ქართველი ფეხბურთელებიდან ჯარიმის კარგ დამრტყმელებად გიორგი არაბიძე, ნიკა ნინუა და გიორგი ხარაიშვილი მოიაზრებიან.

აღ​სანიშნავი და აუცილებლად გამოსარჩევია დაცვის ხაზი. გია გრიგალავას თამაშს დიდი კრიტიკა მოჰყვება ხოლმე, თუმცა ჯერ მისი ჩაგდებული თამაში არ გვინახავს. ტაბიძე ამპლუით მარცხენა მცველი არაა, მაგრამ ამ პოზიციაზე საიმედოდ დგას. განსხვავებით კაკაბაძისგან, ძირითადად მისი მოვალეობა წინ იშვიათად ასვლა და ცენტრალური მცველების დაზღ​ვევაა. 

საქართველომ ირლანდიასთან 2 ქულა დაკარგა - მატჩის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ორგანიზებულად მუშაობს კანკავა-კიტეიშვილის დუეტი, რომელმაც აშკარად გაამართლა და დიდი ალბათობით, მათ დაბალანსებულ დუეტს მომდევნო მატჩებშიც ვიხილავთ. კანკავა მებრძოლი და დაუღ​ლელი ფეხბურთელია, რომელიც ართმევებზე კარგად თამაშობს. კიტეიშვილი კი ბურთის წამოღ​ებასა და შეტევების დაწყებაში ბრწყინვალეა და ბრძოლასაც არ აკლებს. ბოლო მატჩებმა დაგვანახა, რომ ის ამ ფორმაციის ერთ–ერთი მთავარი ლიდერია.

ჩაკვეტაძის არყოფნაში საქართველოს ნაკრების შეტევას ფანტაზია აკლია. გიორგი ქვილითაია, რომელიც ფორვარდია და რომლის მთავარი მოვალეობა გოლების გატანაა, ირლანდიასთან მატჩში საჰაერო ორთაბრძოლების მოგებასა და ბურთის შენარჩუნებით უფრო იყო დაკავებული. მას არც კარში დაურტყამს და არც მომენტი შეუქმნია, რაც მისგან დამოუკიდებლად მოხდა. თორნიკე ოქრიაშვილს ეტყობა, რომ ამდენი ტრავმებისა და ლაზარეთის შემდეგ სისწრაფე დაკარგული აქვს და ფლანგზე ნაკლებად პროდუქტიული იყო.

ჯანო ანანიძის ცუდი ფორმა კლუბში უთამაშებლობის ბრალია, თუმცა უნდა აღ​ინიშინოს, რომ ირლანდიასთან ის უბურთოდ ბევრს მუშაობდა, პრესინგზე კარგად ადიოდა და მეტოქეს ბურთი ბევრჯერ დააკარგვინა. ჯანო დაფარული მანძილების ასპექტში ერთ–ერთი მოწინავე იყო.

დანიასთან და ირლანდიასთან მატჩმა დაგვანახა, რომ დაცვაში სიტუაცია იდეალურადაა, შეტევაში კი ახალი სისხლი გვჭირდება, რისი ფუფუნებაც გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით, მთავარი მწვრთნელი შეტევაში როტაციას არ მიმართავს.

საქართველომ ირლანდიასთან 2 ქულა დაკარგა - მატჩის დადებითი და უარყოფითი მხარეები

გიბრალტარი იდეალური მეტოქეა იმისთვის, რომ შანსი ისეთ ფეხბურთელებს მიეცეს, რომლებსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშიათ და ასეთები ბევრნი არიან. თავად ვაისმაც თქვა, რომ ამ მატჩებს ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად იყენებენ და თუ ასეა, მაშინ ხშირი როტაცია და რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის ხილვაა საჭირო, რათა საბოლოო სურათი მივიღ​ოთ და დავინახოთ, ვინ არის გადამწყვეტი მატჩისთვის მზად და ვინ არა. 

კიტეიშვილისა და გვილიას ტრავმები და სხვა ფაქტორები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გიბრალტართან ძირითად შემადგენლობაში ახალ სახეებს ვიხილავთ, რაც უფრო საინტერესო იქნება.

მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმაც სწორად აღნიშნეს - ადრე ასეთ თამაშებს ყოველთვის ვაგებდით და ახლა ეს გამოსწორებულია, შემდეგი ნაბიჯი უკვე ასეთი თამაშების მოგებააო.

და მთავარი - გულშემატკივრის მხრიდან კრიტიკა და გაოცება იმან გამოიწვია, რომ ბოლო 5 წუთში დრო გაგვყავდა, მეკარე ბურთის თამაშში შეყვანას არ ჩქარობდა და აშკარა იყო, რომ ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგი იყო ჩვენთვის. ქომაგების ეს კრიტიკა ლოგიკურია - როცა მეტოქეს არაფერი გამოსდის, თითქმის ყველა კომპონენტში ჯობნი, ჯგუფში დასაკარგი აღარაფერი გაქვს და ირლანდიასთან 10 თამაშიდან არცერთი მოგიგია, ბოლო წუთებზე მოგებაზე უნდა წახვიდე და დრო არ უნდა გაიყვანო.

მოთამაშეთა შეფასებები
საქართველომ ირლანდიასთან 2 ქულა დაკარგა - მატჩის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ფაულერს ჯერარდის ლივერპულში დაბრუნება არ სურს

"ლივერპულის" ექს-თავდამსხმელმა, რობი ფაულერმა სტივენ ჯერარდზე ისაუბრა.

დღეს, 22:21

"იუვენტუსი, მანჩესტერი ან რეალი?", - ჰოლანდი ჭორებს ეხმაურება

"ზალცბურგის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

დღეს, 21:31

ანრი: "მბაპეზე მომავალი 20 წლის განმავლობაში ვისაუბრებთ"

საფრანგეთის ნაკრების ექს-კაპიტანმა, ტიერი ანრიმ "პსჟ"-ს ფორვარდი, კილიან მბაპე შეაქო.

დღეს, 21:27

ნაპოლის პრეზიდენტმა პსჟ-ს ექს-მფლობელს კლუბის ფასი შეუთვალა

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კლუბს ფასი დაადო.

დღეს, 21:22

ოფიციალურად: რასიზმში ბრალდებულ ბერნარდო სილვას განაჩენი გამოუტანეს

აღნიშნული ინფორმაციას ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია (FA) ავრცელებს.

დღეს, 21:16

ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბე წესებში რადიკალურ ცვლილებას ითხოვს

ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბე "მსოფლიო რაგბის" წესების რადიკალური ცვლილებისკენ მოუწოდებს.

დღეს, 21:09

ოფიციალურად: ვენგერი ფეხბურთში დაბრუნდა!

"არსენალის" ექს-მწვრთნელი, არსენ ვენგერი ფეხბურთში ოფიციალურად დაბრუნდა.

დღეს, 21:00

ბაიერნში გვარდიოლაც გაახსენდათ - ხმაურიანი დაბრუნების მოლოდინში

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა შესაძლოა "ბაიერნში" დაბრუნდეს.

დღეს, 20:43

ტრანსფერი დაგეგმილია - გრანდი, რომელიც იანვარში ვილიანის ყიდვას აპირებს

არ არის გამორიცხული, "ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა, ვილიანმა კლუბი დატოვოს.

დღეს, 20:38

მორიგი კანდიდატი - ვის მიიწვევს ბაიერნი ტენ ჰაგის უარის შემთხვევაში?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა France Football ავრცელებს.

დღეს, 20:31

მოდრიჩის მორიგი ჯილდო - ხორვატმა მესისა და რონალდუს აჯობა

"რეალის" ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი Golden Foot-ის ჯილდოს მფლობელი გახდა.

დღეს, 20:26

ოფიციალურად: დავიდ ვილია საფეხბურთო კლუბის მფლობელი გახდა

ესპანეთის ნაკრების ექს-ფორვარდმა, დავიდ ვილიამ საფეხბურთო კლუბი იყიდა.

დღეს, 20:19

ინტერმა არტურო ვიდალის ალტერნატიული ვარიანტი შეარჩია

მოგეხსენებათ, "ინტერს" "ბარსელონას" ნახევარმცველ არტურო ვიდალის დამატება სურს.

დღეს, 19:41

პრეზიდენტი განრისხებულია - სერიოზული სასჯელი ნაპოლის ფეხბურთელებს

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელების დასჯას გეგმავს.

დღეს, 19:37

ნაკაწრი სახეზე - კვალი, რომელიც გომესს სტერლინგთან კონფლიქტმა დაუტოვა?

ინგლისის ნაკრების მცველმა, ჯო გომესმა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა.

დღეს, 19:32

არეულობა ინგლისის ნაკრებში - ფეხბურთელები საუტგეიტს დაუპირისპირდნენ

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები გუნდის თავკაც გარეტ საუტგეიტს უპირისპირდებიან.

დღეს, 19:23

ტრანსფერი ახლოვდება - რომელ კლუბს ანიჭებს იბრაჰიმოვიჩი უპირატესობას?

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ავრცელებს.

დღეს, 19:16

"იმედია, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩება", - კარვახალი

მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა:

დღეს, 17:29

"მილანმა კარიერის დასრულება მაიძულა", - მონტოლივო წავიდა

"მილანის" ყოფილმა კაპიტანმა, რიკარდო მონტოლივომ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

დღეს, 17:14

ოფიციალურად: ელ კლასიკოს გამართვის დრო ცნობილია

ლა ლიგის ოფიციალურმა ტვიტერმა მიმდინარე სეზონის პირველი ელ კლასიკოს გამართვის თარიღი და დრო დაასახელა.

დღეს, 17:01

"რონალდუს 3 წელია მეტოქე არ მოუტყუებია" - შევამოწმოთ!

სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ, ფაბიო კაპელო დამსახურებული პენსიით ტკბება.

დღეს, 16:19

კულიბალი ნაპოლის ტოვებს - სენეგალელისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტიც გამოიკვეთა

„ნაპოლის“ დაცვის ხაზის ლიდერმა შესაძლოა კლუბი მომდევნო ზაფხულს შეიცვალოს.

დღეს, 15:11

ნაპოლიმ ნორვეგიული დუეტისთვის 60 მილიონი ევრო გაამზადა

ნეაპოლიტანელები ორი პოზიციის გაძლიერებას აპირებენ.

დღეს, 15:07

მოდრიჩი: "იტალია ძალიან მომწონს, ვნახოთ, ვითამაშებ თუ არა ოდესმე სერია ა-ში"

ხორვატმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში შესაძლო გადასვლაზე მიანიშნა.

დღეს, 15:05

მილანმა იუვენტუსის ექს-ფორვარდის სერია ა-ში დაბრუნება დააპირა

„მილანმა“ „იუვენტუსის“ ექს-ფორვარდის სერია ა-ში დაბრუნება განიზრახა.

დღეს, 14:59

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ნაპოლიში 560 მილიონ ევროს იხდის

ტამიმ ბენ ხამად ალ-ტანი „ნაპოლის“ შეძენით დაინტერესდა.

დღეს, 14:56

მორატა: "მალიორკასთან მატჩში რეალის მაისური რომ მცმოდა, მსაჯი მოედნიდან არ გამაძევებდა"

მოგეხსენებათ, „მალიორკას“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ დაპირისპირებაში, რომელიც სიმეონეს გუნდმა 0-2 მოიგო, მოედნიდან ალვარო მორატა გააძევეს.

დღეს, 14:51

კარვახალი ჟურნალისტს ბეილის ფარულ კრიტიკაში არ აყვა და პასუხის გაცემა არ ისურვა

ესპანელმა ჟურნალისტმა დანი კარვახალს გარეთ ბეილზე გაკვრით დაუსვა შეკითხვა.

დღეს, 14:46

ამ სეზონში მეოთხედ - ჯაბა კანკავა ბოლო ტურის სიმბოლურში მოხვდა

ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ტობოლი" შინ "აქტობეს" დაუპირისპირდა და 2:1 იმარჯვა

დღეს, 14:44

სარიმ თქვა, რომ რონალდუ ტრავმის გამო შეცვალა, კრიშტიანუმ კი ნაკრებში უპრობლემოდ ივარჯიშა

„იუვენტუსის“ შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, პორტუგალიის ნაკრებში ყველანაირი შეზღუდვის გარეშე ივარჯიშა.

დღეს, 14:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10