ავტორიზაცია

გვარდიოლა: "იტალიაში მუშაობა? რატომაც არა? ჯერ არც ისე ბებერი ვარ"

გვარდიოლა: "იტალიაში მუშაობა? რატომაც არა? ჯერ არც ისე ბებერი ვარ"
თარიღი 08 Nov 2019, 16:30
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ოდესმე იტალიური გუნდის ჩაბარების წინააღმდეგი არ არის.

ფეხბურთელის რანგში ესპანელს ერთი სეზონი „ბრეშიაში“ აქვს გატარებული.

„იტალიაში მწვრთნელად მუშაობა? რატომაც არა? ფეხბურთელობის ჟამს იქ ყოფნა მსიამოვნებდა, მითუმეტეს რომ იმ დროს გუნდს ლეგენდარული კარლო მაცონე წვრთნიდა.

კარგი დრო იყო, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს, მაგრამ ამჟამად ინგლისშიც მშვენივრად ვარ, აქ ჩინებული ჩემპიონატია. თუმცა, არც ისე ბებერი ვარ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

გასულ ზაფხულს „იუვენტუსს“ მაკავშირებდნენ? ეს ცრუ ინფორმაციაა, ჟურნალისტებმა საკუთარი საქმე უკეთ უნდა შეასრულონ.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports.