» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

მანჩესტერი - ლივერპული: ინგლისური კლასიკა 15-ქულიანი სხვაობით


მანჩესტერი - ლივერპული: ინგლისური კლასიკა 15-ქულიანი სხვაობით

დღეს, თბილისის დროით 19:30 საათზე პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს უპირისპირდება ინგლისის ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი: "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული". "წითელმა ეშმაკებმა" და მერსისაიდელებმა ჯამში 38 ჩემპიონობა მოიპოვეს.

გადავავლოთ თვალი კლუბების ამჟამინდელ მდგომარეობას. როგორც ვხედავთ, "მანიუსა" და "სკაუზერებს" შორის უკანასკნელ წლებში ძალიან დიდი სხვაობა წარმოიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ "მანკუნიანელებმა" და "ენფილდელებმა" ერთმანეთში როლები გაცვალეს.

მანჩესტერი - ლივერპული: ინგლისური კლასიკა 15-ქულიანი სხვაობით

მატჩის წინ

"ემიუმ" სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო. ლონდონის "ჩელსის" განადგურება აღმოჩნდა უბრალოდ ტკბილი სიზმარი, რეალობა კი "ოლდ ტრაფორდელებისთვის" იმედგაცრუებებით არის სავსე. ოლე-გუნარ სოლსკიაერმა 8 მატჩში 3 წაგებისა და 3 ფრეს დაფიქსირება მოასწრო.

აქედან გამომდინარე, მე-14 ადგილი და რადარზე მასიმილიანო ალეგრის გამოჩენა - კანონზომიერიაა. არაა გამორიცხული, რომ ნორვეგიელის სამწვრთნელო კარიერა დღესვე შეჩერდეს. "მანჩესტერის" ამჟამინდელ თავკაცთან კონტრაქტის გახანგრძლივების მომენტში, მსგავსი სცენარის განვითარებას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა.

მანჩესტერი - ლივერპული: ინგლისური კლასიკა 15-ქულიანი სხვაობით

რაც შეეხება იურგენ კლოპს, მის გარშემო იდილია სუფევს. რვა ტურის შემდეგ, "ლივერპული" პრემიერ ლიგას 100%-იანი შედეგით ლიდერობს და "იუნაიტედს" 15 ქულით უსწრებს. "წითლების" აღმატებულობას ხოსეპ გვარდიოლაც აღიარებს, რომელიც ბევრის აზრით, "სიტის" მე-2 ადგილოსნობას უკვე შეეგუა.

ფავორიტები მერსისაიდელები არიან და ამაზე ნებისმიერი ფაქტი მეტყველებს, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ "ეშმაკები" ბოლომდე იბრძოლებენ. "სკაუზერები" ყოველ შემთხვევაში, რთულ პერიოდში ასე იქცეოდნენ. ცნობისთვის, "ემიუს" გასავარდნ ზონამდე 1 ქულა აშორებს.

მანჩესტერი - ლივერპული: ინგლისური კლასიკა 15-ქულიანი სხვაობით

დანაკლისი

"მანკუნიანელები" ისედაც რთულ დღეში არიან და ყველაფერთან ერთად, გუნდი სერიოზულ საკადრო პრობლემებს განიცდის. "მანიუს" ტრავმის გამო ვერ დაეხმარება პოგბა, დე ხეა, შოუ, ბაილი და ფოსუ-მენსა. აგრეთვე ეჭვქვეშ არის უან-ბისაკას, მარსიალის, ლინგარდის, გრინვუდისა და ჯონსის გამოჩენაც.

"ენფილდზე" ამ მხრივ შედარებით მშვიდობაა. კლოპს მხოლოდ კლაინი არ ეყოლება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ დღეს შაქირი და მატიპიც ვერ ვიხილოთ. არსებობს მოსაზრება, რომ "ლივერპულს" სალაჰიც ვერ დაეხმარება. რამდენიმე წყაროს ცნობით, მო კოჭის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესებს აგრძელებს.

მანჩესტერი - ლივერპული: ინგლისური კლასიკა 15-ქულიანი სხვაობით

სავარაუდო შემადგენლობა

მანჩესტერი - რომერო, მაგუაირი, ლინდელოფი, უან-ბისაკა (?), როხო, მატიჩი, მაკტომინეი, მატა, პერეირა, ჯეიმსი, რეშფორდი

ლივერპული - ალისონი, ვან დეიკი, მატიპი (?), ალექსანდერ-არნოლდი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, მანე, სალაჰი (?), ფირმინო

კომენტარები

სოლსკიაერი მთელი კვირის განმავლობაში ცდილობდა "ოცნებების თეატრში" საბრძოლო განწყობის ამაღლებას. ნორვეგიელმა განაცხადა, რომ "წითლების" მსგავსად, ძლიერი შემადგენლობა მის გუნდსაც ჰყავს. ოლე მოგვიანებით ტროლინგზეც გადავიდა: "მანჩესტერი 30 წელი ტიტულის გარეშე ნამდვილად არ დარჩება".

"იუნაიტედის" მწვრთნელს ოპერატიულად კლოპმა უპასუხა - "ისინი თვლიან, ლივერპული იდეალური მოწინააღმდეგეა? მეეჭვება, რომ ჩვენთან შეხვედრა ვინმეს უნდოდეს". სხვა წაკბენები, ვან დეიკი: "არ ვთვლი, რომ მანჩესტერთან მატჩი განსაკუთრებული მოვლენაა, ეს უბრალოდ რიგითი თამაშია".

მანჩესტერი - ლივერპული: ინგლისური კლასიკა 15-ქულიანი სხვაობით

ეპიცენტრი

სხვაობა მერსისაიდულ კლუბსა და "ეშმაკებს" შორის იმდენად გაიზარდა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში მათ დიდად არაფერი აკავშირებთ. ამის მიუხედავად, ერთი საინტერესო ფაქტის დაჭერა მაინც შეიძლება: არნოლდი ბისაკას წინააღმდეგ, ინგლისის ნაკრების ორი მთავარი კანდიდატი დაცვის მარჯვენა ფლანგზე.

ცხადია, ტრენტი ამ ეტაპზე უფრო სახელოვანი პერსონაჟია, მაგრამ აარონის სატრანსფერო ღირებულების გათვალისწინებით, "სკაუზერს" სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. სამწუხარო იქნება თუ "ემიუს" განაპირა მცველი დღეს მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მანჩესტერი - ლივერპული: ინგლისური კლასიკა 15-ქულიანი სხვაობით

ურთიერთშეხვედრები

"ენფილდელებისა" და "მანკუნიანელების" მტრობის ისტორია 202 შეხვედრის განმავლობაში გრძელდება. 80 შემთხვევაში გამარჯვებული "მანიუ" გამოდიოდა, 66 მოგება კი "ლივერპულის" ანგარიშზეა, 56 მატჩი ფრედ დასრულდა. როგორც ვხედავთ, "წითლებს" სხვაობის შემცირების ძალიან კარგი შანსი აქვთ.

მანჩესტერი - ლივერპული: ინგლისური კლასიკა 15-ქულიანი სხვაობით

რა შედეგით დასრულდება მატჩი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ექს-ჩემპიონმა ახალი ჩემპიონი გააცამტვერა! ლივერპული ეტიჰადზე განადგურდა [VIDEO]

„სიტი“ „ლივერპულს“ საჩემპიონო დერეფნით გაუმასპინძლდა, მაგრამ მოედანზე არ დაინდო.

დღეს, 01:11

3 გრანდი, რომელსაც ბარსელონამ გრიზმანი შესთავაზა

"ბარსელონა" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის გაცვლას გეგმავს, წერს RAI Sport.

გუშინ, 23:42

ატალანტამ შინაურ კედლებში ნაპოლის ორბურთიანი ჰანდიკაპით მოუგო [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით, "ატალანტამ" "ნაპოლის" უმასპინძლა.

გუშინ, 23:38

ინტერნეტსივრცეში ბაიერნის ფორმაში გამოწყობილი სანეს ფოტოები გავრცელდა

ინტერნეტსივრცეში "ბაიერნის" ფორმაში გამოწყობილი ლეროი სანეს ფოტოები გავრცელდა.

გუშინ, 23:35

პრემიერ ლიგის ორი გრანდი ლუკა დინით ინტერესდება

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა ESPN ავრცელებს.

გუშინ, 23:31

ფოტო: სიტიმ ლივერპულს საჩემპიონო დერეფანი მოუწყო

"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელებს საჩემპიონო კორიდორი მოუწყვეს.

გუშინ, 23:27

იტალიური პრესა: იბრაჰიმოვიჩის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"მილანის" თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა.

გუშინ, 23:22

იკარდიმ ინტერიდან წასვლის მიზეზები განმარტა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ "ინტერის" დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

გუშინ, 23:16

დაძაბული მატჩი ანგისაზე: დინამო ბათუმმა ამ სეზონში კვლავ ვერ მოიგო [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "საბურთალო" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:03

რეალის სასტარტო შემადგენლობა ხეტაფესთან მატჩში

ცნობილი გახდა მადრიდის „რეალის“ სასტარტო შემადგენლობა „ხეტაფესთან“ მატჩში.

გუშინ, 22:59

ევროთასებზე ოცნების დასასრული? ტოტენჰემი შეფილდთან დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის 32-ე ტურში ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემი“ „შეფილდთან“ სტუმრად 3:1 დამარცხდა.

გუშინ, 22:54

ვერსალის პროკურატურა ითხოვს, რომ ბენზემა სასამართლოში წარსდგეს - საქმე ისევ ვალბუენას ამბავს ეხება

მადრიდის „რეალის" ფორვარდს, კარიმ ბენზემას, შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარსდგომა, თანამემამულე მატიე ვალბუენას შანტაჟის გამო მოუწიოს.

გუშინ, 22:52

გიოტცე მიდის, დორტმუნდს ახალი ათიანი ეყოლება

მომავალი სეზონიდან "დორტმუნდში" ათნომრიანი მაისურით გარემარბი, ტორგან აზარი იასპარეზებს.

გუშინ, 22:30

სიტი - ლივერპული: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

„მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირების წინ, ცნობილი გახდა გუნდების სასტარტო შემადგენლობები.

გუშინ, 22:20

"გულწრფელად ვნანობ", - დუგარიმ მესიზე ნათქვამი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა გუნდის კაპიტან ლიონელ მესიზე ნათქვამი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.

გუშინ, 22:10

უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისთვის პსჟ-ს ბიუჯეტი ცნობილია

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა ზაფხულში გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

გუშინ, 21:30

"ამ ორ მწვრთნელს საკუთარ თავს არასოდეს შევადარებ", - კლოპი

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 21:20

"ახალი კონტრაქტი არსენალთან?", - ობამეიანგი ალაპარაკდა

"არსენალის" თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მზადაა "მეთოფეებთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

გუშინ, 21:10

"გრიზმანს მეტრანახევრიანი აუტისტის ეშინია", - ბარსელონას ექს-ფეხბურთელი

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, კრისტოფ დიუგარიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:36

MARCA: ბარსელონას ფეხბურთელები სეტიენის წინააღმდეგ, წასვლა ახლოვდება

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გუშინ, 20:27

დავიდ ლუიზი ტიაგო სილვას დაყოლიებას ცდილობს

"პსჟ"-ს ცენტრალურმა მცველმა, ტიაგო სილვამ კარიერა შეიძლება "არსენალში" გააგრძელოს.

გუშინ, 20:22

"როდის მივიღებ გადაწყვეტილებას?", - ალაბა საკუთარ მომავალზე

"ბაიერნის" მარცხენა მცველმა, დავიდ ალაბამ საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:19

გრიზმანს ორი სერიოზული მსურველი უკვე გამოუჩნდა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა კარიერა შეიძლება სხვა კლუბში გააგრძელოს.

გუშინ, 19:59

"ეს ნორმალურია, მისი მესმის", - ზიდანმა ხამესს უპასუხა

"რეალის" მთვარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს უპასუხა.

გუშინ, 19:57

ჰიონესი: "სანე ბაიერნს უფრო მიმზიდველს გახდის"

"ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა ლეროი სანეს ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 19:52

"დორტმუნდის დატოვება?", - ჰოლანდი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:46

AS: ბარსელონას პრეზიდენტი გრიზმანით უკმაყოფილოა

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ანტუან გრიზმანის თამაშით კმაყოფილი არ არის.

გუშინ, 19:36

VIDEO: სიმეონეს რეაქცია, როცა გრიზმანი მოედანზე მხოლოდ 90-ე წუთზე შედიოდა

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ანტუან გრიზმანი მოედანზე მხოლოდ 90-ე წუთზე შევიდა.

გუშინ, 19:05

ოფიციალურად: აშრაფ ჰაკიმი - ინტერის ფეხბურთელია

მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა „ინტერთან“ შეთანხმება დაადასტურა.

გუშინ, 19:02

ოფიციალურად: ლევან მჭედლიძემ დინამო თბილისი დატოვა

ქართველმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ "დინამო თბილისი" დატოვა.

გუშინ, 18:52
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10