ავტორიზაცია

"არსენალი" - "რეალი": მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მორატას თაობაზე

"არსენალი" - "რეალი": მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მორატას თაობაზე
თარიღი 29 May 2014, 15:58
ლონდონური კლუბი "ბლანკოსის" თავდამსხმელის გადაბირებას კვლავ ცდილობს. ბრიტანული პრესა წერს, რომ "მეთოფეთა" წარმომადგენლები მადრიდში ჩავიდნენ, რათა ალვარო მორატას ტრანსფერზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყონ. შეგახსენებთ, ზამთარში "არსენალმა" ახალგაზრდა ტალანტის ხელში ჩაგდება სცადა, მაგრამ, "რეალს" "მეთოფეები" ამ ტრანსფერზე ვერ შეუთანხმდნენ. გავრცელებული ცნობით, მორატას ფასი 25 მილიონი ფუნტია. ამ სეზონში 21 წლის თავდამსხმელმა პრიმერა დივიზიონში 21 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. წყარო: The Telegraph