ავტორიზაცია

იაშვილი: " ეს თითოეული ქართველის ოცნება და მიზანია"

იაშვილი: " ეს თითოეული ქართველის ოცნება და მიზანია"
თარიღი 23 Nov 2019, 03:08
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ერთა ლიგის ფინალს, გასვლის შემთხვევაში საქართველო უმასპინძლებს.

წილისყრის დასრულების შემდეგ კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა.

„ყველა ქვეყანას სურს, რომ ფინალი საკუთარ სტადიონზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშოს, აქედან გამომდინარე, ძალიან ვნერვიულობდით. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა და ვხვდებით, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევრო 2020-ზე თამაში.

ეს თითოეული ქართველის ოცნება და მიზანია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ 26 მარტს ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვკონცენტრირდეთ და იქ წარმატების შემთხვევაში უკვე შეგვეძლება ფინალზე ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, ვკონცენტრირდებით ნახევარფინალზე და დიდი იმედით ველოდებით ამ შეხვედრას", – ამბობს იაშვილი.