ავტორიზაცია

თბილისმა და ბათუმმა მოიგეს, ლოკომოტივი ევროპა ლიგაზეა - ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდება

თბილისმა და ბათუმმა მოიგეს, ლოკომოტივი ევროპა ლიგაზეა - ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდება
თარიღი 24 ნოე 2019, 16:59
ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტურში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გაიმართა.

უმოტივაციოდ დარჩენილმა "საბურთალომ" სტუმრად "ჩიხურა" 1:3 დაამარცხა და მესამე ადგილი გაიმყარა.

ქუთაისის "ტორპედომ" აწ უკვე გავარდნილი "ვიტ ჯორჯია" მეორე ტაიმში გატეხა, 0:2 მოუგო და ეროვნულ ლიგაში ოფიციალურად დარჩა.

თბილისის "ლოკომოტივი" "სიონს" ესტუმრა და სიხარულიძისა და უბილავას გოლებით 1:2 დაამარცხა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რკინიგზელები შემდეგ წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

ბოლო ტურის წინ ისიც გადაწყვეტილია, რომ ფლეი–აუტში "რუსთავს" და "სიონს" "სამტრედია" და "თელავი" შეხვდებიან.

"დინამო თბილისმა" გორის "დილა" 1:2 დაამარცხა. ანგარიში კაპლიენკომ გახსნა, მეორე გოლი ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა. კოვტალიუკმა ბოლო წამებზე შეაგდო, თუმცა გორელებს დრო არ დარჩათ.

"დინამო ბათუმს" შინ მოგება კვლავ გაუჭირდა. გაგოშიძის და ჯოვინოს გოლებით მათ "რუსთავს" 2:1 სძლიეს.

ბოლო ტურში, "დინამო თბილისი" "ვიტ ჯორჯიას" ხვდება და აუცილებლად მოგება უნდა, თორემ თუ ჩისკოს გუნდმა ვერ მოიგო, "დინამო ბათუმმა" კი "ლოკომოტივი" დაამარცხა, ჩემპიონები ბათუმელები გახდებიან.

თბილისმა და ბათუმმა მოიგეს, ლოკომოტივი ევროპა ლიგაზეა - ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდება