[ინტერვიუ] ზივზივაძე: "უნგრეთის ბომბარდირი? თუ ეს მიზანი არ გაქვს, ესე იგი თავდამსხმელი არ ხარ"


[ინტერვიუ] ზივზივაძე:

25 წლის ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია.

ზივზივაძე უნგრული "მეზოკოვეშდის" რიგებში თამაშობს და მის ანგარიშზე უკვე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

GOAL.GE ბუდუს უნგრეთში დაუკავშირდა და რამდენიმე საკითხზე ესაუბრა.

უნგრეთში უკვე რამდენიმე თვეა თამაშობ. მოგვიყევი რა სიტუაციაა გუნდში და როგორ გაიარე ადაპტაცია.

ადაპტაცია ისე მალე გავიარე, მეც გამიკვირდა -  არ ველოდი ესე უცებ თუ მოვახერხებდი და ეს, რა თქმა უნდა, იმ ბიჭების და სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა, ვინც გუნდში დამხვდნენ. ეს ფაქტი ძალიან მახარებს და ჩემს თამაშებსაც ეტყობა, რომ გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. აქ კარგი სიტუაციაა, პირველ ადგილს 2 გუნდთან ერთად ვიყოფთ და ჩვენი დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, რაც ერთიანობის და ერთსულოვნების დამსახურებაა.

კონკრეტულად რა არის ეს დასახული მიზანი?

სამეულში ყოფნა და ევროპა ლიგის საგზური. რთული გზაა გასავლელი, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან მიღწევადია და მზად ვართ, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა, უნგრეთშიც ბომბარდირობას უმიზნებ?

ნუ, თავდამსხმელს თუ არ აქვს სურვილი, რომ ბომბარდირი გახდეს, მაშინ გამოდის, არ არის თავდამსხმელი და პოზიციის შეცვლაზე უნდა იფიქროს. ბომბარდირობა მსურს, მაგრამ ვიცი, რომ ძნელად მიღწევადი იქნება. ახლა კარგ ფორმაში ვარ და იმედი მაქვს, შედეგიან თამაშს სეზონის ბოლომდე ესე გავაგრძელებ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

GOAL.GE-მ ზივზივაძე მაისის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
[ინტერვიუ] ზივზივაძე: "უნგრეთის ბომბარდირი? თუ ეს მიზანი არ გაქვს, ესე იგი თავდამსხმელი არ ხარ"

ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე პროგრესირებადი ქართველი ფეხბურთელი ხარ. გოლების გარდა, მოედანზე გეტყობა, რომ ბევრ კომპონენტში თამაში დახვეწილი გაქვს და შენს არსენალში უკვე სხვა ბევრი პლიუსია. რით განსხვავდება თუნდაც 2 წლის წინანდელი ბუდუ დღ​ევანდელისგან და რამ განაპირობა შენი ეს პროგრესი?

თუნდაც იმით, რომ ჩემს თავზე ვივარჯიშე, ბევრი ვიშრომე და გავაუმჯობესე ის კომპონენტები, რაშიც არც თუ ისე კარგი ვიყავი. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი მაქვს, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები, მსურს, კიდევ უფრო განვვითარდე და ეროვნული ლიგიდან წასვლის გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღ​ე.

ეროვნული ლიგიდან უნგრეთში - დიდი განსხვავებაა ამ ჩემპიონატის დონეებს შორის?

კი, დიდი განსხვავებაა, როგორც ტემპში, ისე ორთაბრძოლებსა და სხვა კომპონენტებში.

როგორც თქვი, ეროვნული ლიგიდან იმიტომ წახვედი, რომ უფრო უნდა განვითარდე, თუმცა როგორც ვიცით, "ტორპედოს" დატოვების შემდეგ, შენი "დინამო თბილისში" დაბრუნება რეალური იყო. რატომ არ შედგა ტრანსფერი?

რეალური შანსი იყო და მოლაპარაკებებიც რაღაც ეტაპამდე იყო მიყვანილი, თუმცა ბოლოს ვეღარ შევთანხმდით. თან, ამ დროს, უნგრული ვარიანტიც გამომიჩნდა, ამიტომ გული მაინც უფრო ევროპისკენ მიმიწევდა და გადავწყვიტე, კარიერა ევროპაში გამეგრძელებინა. ახლა ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი სწორი და მართებული გამოვიდა.

გვერდს ვერ ავუვლით "ტორპედოში" გატარებულ კარგ პერიოდს. ჩემპიონატის ტოპ გუნდი იყავით, თუმცა უცებ ყველაფერი აირია...

როცა მივედი, მაშინაც პრობლემები დამხვდა, თუმცა იმ დოზით არა, რომ ფეხბურთელებისთვის ხელი შეეშალა და ყველას გვჯეროდა, სიტუაცია გამოსწორდებოდა. მინდოდა, ჩემი მშობლიური ქალაქის, გულშემატკივრის წინაშე მეთამაშა და გამეხარებინა ისინი, რაც რაღაც დოზით მოვახერხე და ბედნიერი ვარ. აქვე, გულშემატკივრებს მადლობას გადავუხდი, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ და ყოველთვის
"ტორპედოს" გვერდით იქნებიან. ბევრი კარგი მომენტი მახსენდება, მაგრამ იმდენად რთული დრო იყო "ტორპედოში", რომ ყველაფერზე ცუდად იმოქმედა. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვთამაშობდით გუნდისთვის და ქუთაისელი ხალხისთვის. გვქონდა ცუდი თამაშები, თუმცა არცერთ მატჩში არ გამოვსულვართ უგულოდ და ზერელედ. იმედია "ტორპედოში" სიტუაცია გამოსწორდება და გუნდი ისევ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს, როგორც ეს აქამდე იყო.

საქართველოს ნაკრებზეც გკითხავ - რამდენიმე წლის წინ, ერთხელ უკვე გამოგიძახეს და შანსი მოგეცა. რა თქმა უნდა, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუმცა მაინც როგორ ფიქრობ, ხარ იმ კონდიციებში, რომ უახლოეს მატჩებში ნაკრებს დაეხმარო? მითუმეტეს, თავდამსხმელის პოზიცია ცოტა პრობლემატურია.

დაგეთანხმები, მწვრთნელის გადასაწყვეტია და ამიტომ მან უნდა შეაფასოს, ვარ თუ არა იმ კონდიციაში, რომ გამომიძახოს. როცა ნაკრებს დავჭირდები, მე ყოველთვის მზად ვიქნები.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ლევან კობიაშვილმა უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტს უხელმძღვანელა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, უეფას ფეხბურთის კომიტეტს თავჯდომარის რანგში პირველად უხელმძღვანელა.

დღეს, 17:45

ბათუმის მშენებარე ფეხბურთის სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო

შპს სტადიონის დირექტორის, ჯაბა სურმანიძის განცხადებით ბათუმის მშენებარე სტადიონზე სკამების მონტაჟი დაიწყო

დღეს, 17:43

ოპერაცია "პოგბას დაბრუნება 2.0" დაწყებულია - შეხვედრა 2-3 კვირაში გაიმართება

„იუვენტუსი“ ექს-ფეხბურთელის გუნდში დაბრუნების ოპერაციას იწყებს.

დღეს, 17:02

"სამწუხაროდ, კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი", - როდის დაბრუნდება კიელინი?

„იუვენტუსის“ მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, მოედანზე დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 16:56

აგენტი: "ბაიერნი? გვარდიოლა თავისი კონტრაქტის პირობებს ყოველთვის ბოლომდე ასრულებს"

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას აგენტმა, ჟოზეპ მარია ორობიტგმა, „ბაიერნში“ შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 16:52

ჟურნალისტი: "გრიზმანს ბარსელონა და მესი ყელში ამოუვიდა და პსჟ-ში წასვლაზე ფიქრობს"

„ბარსელონას“ ფორვარდი, ანტუან გრიზმანი, კატალონიურ გუნდში შექმნილი ვითარებით უკმაყოფილოა და „პსჟ-ში“ გადასვლა უნდა.

დღეს, 16:49

"რობერტ მორენომ ყველაფერი პირველმა შეიტყო", - პრეზიდენტმა ლუის ენრიკეს დაბრუნება განმარტა

ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა, ნაკრებში ლუის ენრიკე დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 16:46

კრის სმოლინგი სერია ა-ს ლიდერების რადარზე მოხვდა

„რომას“ მიერ იჯარით აყვანილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველის, კრის სმოლინგის შეძენით, „იუვენტუსი“ და „ინტერი“ დაინტერესდნენ.

დღეს, 16:15

ინტერი გრანდებისგან თავს იზღვევს და ლაუტაროს ახალ კონტრაქტს უმზადებს

„ინტერის“ ფორვარდმა, ლაუტარო მარტინესმა, გუნდთან შესაძლოა კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

დღეს, 16:10

ოფიციალურად: ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდა

ინფორმაცია, რომელიც პრესაში ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ტრიალებდა, დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

დღეს, 15:53

"ყველაზე მეტად მძულს", - კლოპმა დაასახელა სტადიონი, რომელზე თამაშსაც ვერ იტანს

„ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის აღიარება.

დღეს, 15:46

მილანის ექს-სპორტული დირექტორი: "ნაპოლიმ თუ კესიე იყიდა, საუკუნის ტრანსფერს გაჩარხავს"

„მილანის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მასიმილიანო მირაბელიმ, გუნდის ნახევარმცველზე, ფრანკ კესიეზე ისაუბრა, რომელსაც „ნაპოლის" უკავშირებენ.

დღეს, 15:05

აზარი: "ახლა კარგ ფორმაში ვარ და მინდა, ეს იმპულსი შევინარჩუნო"

მადრიდის „რეალის" და ბელგიის ნაკრების შემტევმა, ედენ აზარმა, თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.

დღეს, 15:01

რუმინეთის 5:0 დამარცხების შემდეგ, მორენომ შეიტყო, რომ ესპანეთის ნაკრებიდან გათავისუფლებულია

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტ მორენომ, რუმინეთთან 5:0 მოგების შემდეგ, გასახდელში შეიტყო, რომ გუნდიდან გათავისუფლებულია.

დღეს, 14:55

კრიშტიანუმ მოიფიქრა, თუ როგორ უნდა შემოირიგოს იუვენტუსის თანაგუნდელები

„იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, თანაგუნდელებთან შერიგების გზა იპოვნა.

დღეს, 14:50

"დაღესტანი - რუსეთია", - ნურმაგომედოვის მამას ჰკითხეს, რატომ არ გადის მისი შვილი ბრძოლებზე რუსეთის დროშით

UFC-ს მსუბუქი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ, აბდულმანაპმა, შვილის ბრძოლების დროს, რუსეთის დროშის არქონა განმარტა.

დღეს, 14:46

კლუივერტი: "ვფიქრობ, დე ლიგტი ცოტა ნანობს, რომ ბარსელონა არ აირჩია"

„ბარსელონას" ახალგაზრდების განვითარების დირექტორი, პატრიკ კლუივერტი მიიჩნევს, რომ მატეის დე ლიგტი კატალონიურ გუნდში არგადასვლას ნანობს.

დღეს, 14:39

ლუის ენრიკეს ნაკრებში დაბრუნება უნდა, მაგრამ ასისტენტად რობერტ მორენოს ხილვა - არა

ლუის ენრიკეს წიგნის, "ლუის ენრიკეს მეთოდები-ს" ავტორმა, ლიუის ლანსმა, დაადასტურა ინფორმაცია, რომ მწვრთნელს ნაკრებში დაბრუნდება უნდა.

დღეს, 14:30

შეხვედრა შედგა! პოჩეტინო თავად წავა?

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, გუნდის პრეზიდენტ დანიელ ლევისთან შეხვედრა გამართა.

დღეს, 13:47

"რა ტრაქტორები? ის რომ ვარ, ვინც ვარ, მხოლოდ დედის დამსახურებაა", - მოიზე კინმა მამას უხეშად უპასუხა

"ევერტონის" ფორვარდმა, მოიზე კინმა, მამამისის ინტევიუზე ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი შვილი ასე ადრეულ ასაკში პრემიერ ლიგაში არ უნდა გადასულიყო.

დღეს, 12:36

ნეიმარს პარი სენ-ჟერმენისთვის უარი არ უთქვამს

"პსჟ-ს" ბრაზილიელ შემტევს, ნეიმარს, პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი არ უთქვამს, იტყობინება RMC Sport.

დღეს, 12:33

ჟორჟინიო: "შესაძლოა, ამ იტალიაში ბრაზილიის ნაწილი იყოს ჩადებული"

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ, სომხეთთან 9:1 მოგება შეაფასა.

დღეს, 12:28

ჰოლანდის მამა მანჩესტერის ბაზაზე შენიშნეს - ტრანსფერი ახლოვდება?

"რედ ბულ ზალცბურგის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას უახლოვდება.

დღეს, 12:09

ტიტე: "რა მესი? პელეს ვერავინ შეედრება"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, ლეო მესის პელესთან შედარება იუარა.

დღეს, 12:06

მესის გენიალური "ბრეიქდანსი" ურუგვაისთან შეხვედრაში [VIDEO]

ურუგვაის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში ლეო მესიმ თავი გენიალური მომენტით დაგვამახსოვრა.

დღეს, 11:31

ნაპოლის პრეზიდენტთან ნაჩხუბარი ანჩელოტი შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ლონდონის "ტოტენჰემი" მაურისიო პოჩეტინოს შემცვლელის ძიებას განაგრძობს.

დღეს, 11:24

ბონუჩი: "ნაკრებში თამაშისგან ასეთი სიამოვნება აქამდე არასდროს მიმიღია"

იტალიის ნაკრების მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, სომხეთის 9:1დამარცხებაზე ისაუბრა.

დღეს, 11:17

ხაბიბის მამა: "ერთი ცოლი შეიძლება ინვალიდსაც ჰყავდეს"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ, აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა აღნიშნა, რომ მეორე ცოლის მოყვანას აპირებს.

დღეს, 11:01

აზარი: "წაადგა თუ არა ჩელსის სატრანსფერო ბანი? შესაძლოა 2-3 ახალი ფეხბურთელით ისინი პირველ ადგილზეც ყოფილიყვნენ"

"ჩელსის" ყოფილმა ლიდერმა, ედენ აზარმა, გუნდში ამჟამინდელ ვითარებაზე ისაუბრა.

დღეს, 10:47

დეშამი: "ჟირუმ თავადაც იცის, რომ ჩელსიდან უნდა წავიდეს"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, გუნდის ფორვარდს, ოლივიე ჟირუს, "ჩელსიდან" წასვლა ურჩია.

დღეს, 10:44

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10