"მოურინიო, ვენგერი, ტენ ჰაგი, ალეგრი თუ...", - რომელია ბაიერნისთვის საუკეთესო ვარიანტი?



ვიმსჯელოთ, თუ ვინ უნდა გახდეს მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი.

„რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობამ ნიკო კოვაჩს „აინტრახტთან“ განადგურება არ აპატია და ხორვატი სპეციალისტი გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. თუმცა, იყო თუ არა ფრანკფურტში დაფიქსირებული შედეგი ამის მთავარი მიზეზი? საეჭვოა. „კომერცბანკ არენაზე“ განადგურება უბრალოდ დასკვნითი ფაზა აღმოჩნდა, თავისებური ალუბალი ტორტის თავზე, რომელმაც კოვაჩის მიუნხენურ კარიერას წერტილი დაუსვა.

ირონიულია, რომ მწვრთნელი გუნდში სწორედ „აინტრახტიდან“ გადაბარგდა, სადაც „არწივებთან“ ერთად დიდებული სამუშაო ჩაატარა და თავისი მომავალი გუნდი გერმანიის თასის ფინალში დაამარცხა. „ალიანც არენაზე“ პირველმა სეზონმა კოვაჩისთვის მეტნაკლებად კარგად ჩაიარა - ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა ნაწილობრივ გადაფარა შიდა ტურნირების მოგებამ. თუმცა, მიმდინარე სეზონი გუნდს საუკეთესოდ ნამდვილად არ დაუწყია.

„ბაიერნი“ პირველოადგილოსანს ოთხი ქულით ჩამორჩება, ბუნდესლიგის 10 შეხვედრაში გუნდი 2-ჯერ დამარცხდა და 3 ფრე ითამაშა. ამასთან, „წითლებმა“ გერმანიის სუპერთასის მატჩიც დათმეს სეზონის სტარტზე. ბუნებრივია, სიტუაციას ტიტულებისთვის ბრძოლის თვალსაზრისით კრიტიკულს ვერ უწოდებ, რადგან მიუნხენელებისთვის სეზონის ასეთი მძიმე დასაწყისი ახალი არ არის. აქ უფრო მეტად მწვრთნელისადმი ნდობამ შეასრულა თავისი როლი, რამაც განაპირობა ის, რომ „ოლიმპიაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის „ბაიერნი“ ხორვატი სპეციალისტის გარეშე მოემზადება.

განვითარებული მოვლენების ფონზე, განვიხილოთ, თუ ვინ შეიძლება გახდეს „ბაიერნის“ ახალი მთავარი მწვრთნელი.

ჟოზე მოურინიო


"მოურინიო, ვენგერი, ტენ ჰაგი, ალეგრი თუ...", - რომელია ბაიერნისთვის საუკეთესო ვარიანტი?

ალბათ, უკვე ყველა მიეჩვია, რომ როდესაც მეტნაკლებად დიდ გუნდში მთავარი მწვრთნელის თანამდებობა თავისუფლდება - პოტენციური პრეტენდენტების სიაში აუცილებლად ფიგურირებს მოურინიოს სახელი. გასაკვირი არცაა, ის ხომ „განსაკუთრებულია“, რომელიც თითქმის მთელი წელია უმუშევარია. კი, პორტუგალიელს შემოთავაზებები ჰქონდა - ცნობილია, რომ მას ჩინეთში, „ლიონში“ და სხვა კლუბებში ეპატიჟებოდნენ. მაგრამ წინა ვარიანტები ჟოზემ უარყო. ეტყვის თუ არა უარს „ბაიერნაც“? დიდი ალბათობით, არა!

თავად სპეციალისტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მზადაა, ბუნდესლიგაში იმუშავოს. თანაც, არც ისე დიდი ხნის წინ ჟოზემ აღიარა, რომ გერმანული ენის შესწავლა დაიწყო. სიმართლე რომ ვთქვათ, ბოლოდროის ჭორების შემხედვარე, ყველაზე რეალური ვარიანტი, რომელსაც მოურინიოს პრესა აკავშირებს - სწორედ „ბაიერნია“. თავად განსაკუთრებულისთვის, რომელმაც ბოლო წლებში კრიტიკის ქარცეცხლი გადაიტანა, მსგავსი სამუშაო - იდეალური შანსია დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ ტოპ-მწვრთნელია.

მასიმილიანო ალეგრი


"მოურინიო, ვენგერი, ტენ ჰაგი, ალეგრი თუ...", - რომელია ბაიერნისთვის საუკეთესო ვარიანტი?

რატომაც არა? სპეციალისტი, რომელიც „იუვენტუსს“ ხუთი წლის მანძილზე ედგა სათავეში და დიდებული სამუშაო შეასრულა, გზა ხუთი სკუდეტო, ოთხი თასი და ორი სუპერთასი მოიგო, გასული ზაფხულის შემდეგ უმუშევარია. იტალიელმა ალენატორემ უმალვე აღნიშნა, რომ ერთი წლის შვებულებაში გატარებას აპირებს და მუშაობას მხოლოდ შემდეგ სეზონში დაუბრუნდება. თუმცა, გააგრძელებს დასვენებას მაქსი იმ შემთხვევაშიც, თუ მას მიუნხენიდან დაურეკავენ?

სერიოზული გერმანული გამოცემა Bild გვარწმუნებს, რომ ალეგრის საქმიანობაში დაბრუნება დათქმულზე ადრე უნდა. ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავს ის, რომ გერმანულ გუნდში მუშაობს ალეგრის ერთ-ერთი მეგობარი. ალბათ, ალეგრის ვარიანტი მიუნხენელებისთვის მაქსიმალურად მისაღებია. იმავე გერმანულ პრესაში მოურინიოს ვარიანტში ეჭვი შეაქვთ და იტალიელი ურჩევნიათ, რომელსაც გუნდის შენების და შიდა ასპარეზზე დომინაციის მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს.

არსენ ვენგერი


"მოურინიო, ვენგერი, ტენ ჰაგი, ალეგრი თუ...", - რომელია ბაიერნისთვის საუკეთესო ვარიანტი?

მისიე არსენი უკვე წელიწადნახევარია უმუშევარია და მუდმივად აანონსებს, რომ ეს-ესაა დაბრუნდება. ჯერ მხოლოდ გასულ თვეში ფრანგმა სპეციალისტმა აღიარა, რომ რამდენიმე ინგლისური შემოთავაზება გაისტუმრა უარით და სხვა ვარიანტების ძიებაში იმყოფება. ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ვენგერი დიდ ფეხბურთში ძალიან მალე დაბრუნდება.

იქნება თუ არა მისი ახალი გუნდი „ბაიერნი“ - ცალკე საკითხია. ბუნებრივია, გამოცდილი სპეციალისტი თავის შესაძლებლობებს ამ გაგრძელებული შვებულების დროს არ გაფლანგავდა. გერმანელ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ვენგერი დღემდე კარგი ტაქტიკოსია, ახალგაზრდებთან მუშაობაც შეუძლია და ამასთანავე, გერმანულად დიდებულად საუბრობს, რაც გუნდში ადაპტაციის საკითხს ერთი-ორად ამარტივებს. მაგრამ, გარისკავს თუ არა „წითლების“ ხელმძღვანელობა 70 წლის სპეციალისტის დაპატიჟებას, რომელიც უკვე მეორე სეზონია პრაქტიკის გარეშეა? აი ეს არის საკითხი, სადაც ეჭვები ჩნდება.

ერიკ ტენ ჰაგი


"მოურინიო, ვენგერი, ტენ ჰაგი, ალეგრი თუ...", - რომელია ბაიერნისთვის საუკეთესო ვარიანტი?

ჭორები იმაზე, რომ ჰოლანდიელი შესაძლოა „რეკორდმაისტერს“ გაუძღვეს ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს ვრცელდებოდა. ტენ ჰაგმა „აიაქსში“ ფენომენალური სეზონი ჩაატარა და ამსტერდამიდან შესაძლო წასვლა წინასწარვე გამორიცხა, გზად გუნდთან 2022-წლამდეც გააფორმა კონტრაქტი. თუმცა, გერმანული პრესა დარწმუნებულია, რომ მწვრთნელი პრესაში ერთს ამბობს, თავად კი სულ სხვას ფიქრობს. დიდი ალბათობით, მის წასვლას წინ არც „აიაქსი“ აღუდგება.

ალბათ, ტენ ჰაგი - ერთ-ერთია იმ მცირე ვარიანტებიდან, რომელმაც მართლა შეიძლება მიატოვოს გუნდი შუა სეზონში, რათა „ბაიერნი“ ჩაიბაროს. თანაც, ჰოლანდიელი გერმანული გრანდისთვის უცხო არ არის, რადგან 2013-2015 წლებში გუნდის დუბლთან ერთად მუშაობდა. არც ის საკითხი იწვევს ეჭვს, რომ „ბაირენს“ ტენ ჰაგის კონტაქტები დარჩა და მის მიღწევებს აკვირდებოდნენ. რა თქმა უნდა, ერედივიზიიდან ბუნდესლიგაში გადასვლა წარმატებით ყოველთვის არ სრულდება - ჯერ კიდევ გვახსოვს პიტერ ბოშის მუშაობა „დორტმუნდში“, „აიაქსთან“ ერთად ევროპა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ. მაგრამ, უსამართლობა იქნება ფიქრი, რომ მწვრთნელი, რომელმაც ულამაზესი ახალგაზრდა გუნდი ააშენა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა, არ იმსახურებს შანსს, მსოფლიო დონის გრანდში იმუშავოს.

რალფ რანგნიკი


"მოურინიო, ვენგერი, ტენ ჰაგი, ალეგრი თუ...", - რომელია ბაიერნისთვის საუკეთესო ვარიანტი?

უნივერსალური ადამიანი. 61 წლის სპეციალისტი მზადაა კლუბში ნებისმიერი როლი შეასრულოს - იქნება ეს მწვრთნელის, ტექნიკური თუ სპორტული დირექტორის თანამდებობები. სწორედ რანგნიკია ამჟამინდელი „ლაიპციგის“ მთავარი დამაარსებელი - გუნდის, რომელიც მხოლოდ 10 წლის დაარსებულია, დღეს კი მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. ახლა რანგნიკი „რედ ბულის“ კონცენრნში სპორტისა და განვიტარების განყოფილების უფროსად მუშაობს, მაგრამ პრესამ გაარკვია, რომ მზადაა, სამწვრთნელო საქმიანობასაც დაუბრუნდეს.

რა პლიუსები აქვს ამ ვარიანტს? რანგნიკს ადაპტაციისთვის დრო არ სჭირდება. ამასთან, არც გერმანული ფეხბურთის სპეციფიკის შესწავლა ესაჭიროვება და არც ბუნდესლიგის კლუბის ფუნქციონირების. ხსენებული Bild რანგნიკს „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ უკავშირდებდა.

რეალურად, მწვრთნელი, რომელიც თავისუფალია და გერმანული ფეხბურთის გამოცდილებაც გააჩნია - სხვა არავინაა. ნულს უტოლდება შანსი, რომ მიუნხენელები რამენაირად მოახერხებენ „გლადბახიდან“ მარკო როზეს ან „ლაიპციგიდან“ იულიან ნაგელსმანის წამოყვანას. ამიტომ, რანგნიკი საკმაოდ რეალური ვარიანტია.

რომელი ვარიანტია საუკეთესო?


საუკეთესო ნამდვილად ერთია - დაურეკონ იუპ ჰაინკესს. მწვრთნელი, რომელმაც „ბაიერნთან“ ერთად 2012/13-წლებში ჰეთ-ტრიკი შეასრულა და კარიერა დაასრულა, მაგრამ შემდეგ 2017 წელს, მშობლიური გუნდის დაძახების შემდეგ დაბრუნდა და გუნდს კიდევ ერთი ჩემპიონობა მოუტანა. ამასთან, გუნდში ბოლო ყოფნის დროს მისი გამარჯვებების პროცენტულობა 77% შეადგენდა, რაც წარმოუდგენელი სიტუაციაა. იქნებ, 74 წლის სპეციალისტი კიდევ ერთხელ გახდეს მიუნხენური გრანდისთვის გადამრჩენელი, რომელიც გუნდს კვლავ გამარჯვებების „რელსებზე“ დააყენებს? თუმცა, ალბათ დროა, გუნდმა ჰაინკესის გარეშეც ისწავლოს გამოსავლის მოძიება.

რომელია „ბაიერნისთვის“ საინტერესო ვარიანტი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ანრი: "როცა ლივერპულის თამაშს უყურებ, თვითონაც იღლები"

„არსენალის“, „ბარსელონას“ და საფრანგეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, „ლივერპულზე“ ისაუბრა.

დღეს, 09:23

პსჟ-მ ჩინეთს მხარდაჭერა გამოუცხადა [ფოტო]

„პსჟ-ს“ ფეხბურთელები „ბორდოსთან“ მატჩზე სპეციალური მაისურებით გავიდნენ.

დღეს, 09:18

ბენზემა: "სიტისთვის განსაკუთრეულად არ ვემზადებით"

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ, „მანჩესტერ სიტისთან“ მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.

დღეს, 09:15

ოფიციალურად: აიაქსის შემდეგ, ჩელსი პირადად ზიეჩსაც შეუთანხმდა

„აიაქსის“ შემტევმა, ჰაკიმ ზიეჩმა, „ჩელსისთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

დღეს, 09:11

არტეტა: "ობამეიანგი დარჩენაზე უნდა დავიყოლიოთ"

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, გუნდის ლიდერის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 09:08

კავანი პარი სენ-ჟერმენის ისტორიაში შევიდა

ფეხბურთელი, რომელიც იანვარში გუნდის დატოვებასთან იყო ახლოს, ფრანგული გუნდის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა.

დღეს, 09:05

როდრიგო გოლის პროვოკაციული აღნიშვნის გამო გააძევეს - ბრაზილიელი კლასიკოს გამოტოვებს [VIDEO]

მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდა ბრაზილიელი შემტევი, როდრიგო გოესი, მოახლოვებულ კლასიკოში თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

დღეს, 08:47

გიორგი ქვილითაია: "ცუდი პერიოდი მქონდა და იმედია, ეს გოლი დაბრუნებაში დამეხმარება"

ბელგიის ჩემპიონატის გასულ ტურში "გენტი "სტ.ტრუიდენს" დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.

დღეს, 04:32

მეტოქემ მზადება უკვე დაიწყო: ბელარუსმა გუშინ პირველი მატჩი გამართა

26 მარტს, "დინამო არენა" დიდ მატჩს უმასპინძლებს. ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება.

დღეს, 03:38

არსენალის ფეხბურთელმა რეკორდი დაამყარა - პირველად 21-ე საუკუნეში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ევერტონს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

დღეს, 03:31

5:0 წაგების შემდეგ, თემურ ქეცბაიას პირველ კომენტარს აკეთებს

კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანორთოსისი" მოულოდნელად, 5:0 დამარცხდა „ახნასთან."

დღეს, 03:20

გიორგი შერმადინი: "ვიცი, ტელევიზორთან უამრავი ადამიანი გვქომაგობდა და მადლობა მათ"

სერბეთთან მოგებული სენსაციური მატჩის შემდეგ კომენტარს ჩვენი ნაკრების ლიდერი გიორგი შერმადინი აკეთებს.

დღეს, 03:15

ილიას ზუროსი: "ჩვენთვის მოგება მთავარი არაა - ამით უფრო კმაყოფილი ვარ, ვიდრე მოგებით"

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა სენსაცია დააფიქსირა და სტუმრა სერბეთი 94:90 დაამარცხა.

დღეს, 03:03

რა ხდებოდა გასახდელში, როცა საქართველოს ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა? [VIDEO]

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი სენსაცია დააფიქსირა.

დღეს, 02:59

ბექა მიქელთაძემ ახალ გუნდში პირველივე მატჩში დუბლი გაიფორმა [VIDEO]

ქართველმა ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ ახალ გუნდში თავი პირველივე მატჩში გამოიჩინა და დუბლი გაიფორმა.

დღეს, 02:57

მორიგი სუპერ მატჩში პარიზში: 6 გოლი და პსჟ-ს გამარჯვება [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ბოლო მატჩი ძალიან საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა.

დღეს, 02:54

ფელიქსი გოლით დაბრუნდა - ატლეტიკომ საკუთარ მოედანზე მოიგო [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო შეხვედრა მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ვილიარეალს" შორის.

დღეს, 02:51

ქართველების ყველა მომენტი: ჩაკვეტაძის სეზონის საუკეთესო მატჩი და ქვილითაიას გოლი [VIDEO]

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "გენტი" შინ "სტ.ტრუიდენს" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

დღეს, 01:19

გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა და 3:0! [VIDEO]

მესამე გოლში დიდი წვლილი გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა.

გუშინ, 23:28

ორივე გოლი ქვილითაიას დამსახურებით - გოლი და მოპოვებული პენალტი [VIDEO]

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "გენტი" "სტ.ტრუიდენს" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

გუშინ, 23:16

ბარსელონამ ლაუტაროს კონტრაქტი შესთავაზა, პირობები ცნობილია

"ბარსელონამ" "ინტერის" თავდამსხმელს, ლაუტარო მარტინესს კონტრაქტი შესთავაზა.

გუშინ, 23:15

განცხადება, რომლის გამოც რამოსს ელ კლასიკოს გამოტოვება ემუქრება

"რეალის" კაპიტანი, სერხიო რამოსი შესაძლოა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.

გუშინ, 23:07

ლივერპულის ლეგენდამ დაასახელა კლუბები, სადაც შესაძლოა ვან დეიკი გადავიდეს

"ლივერპულის" ექს-ფეხბურთელის აზრით, ვირჯილ ვან დეიკმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.

გუშინ, 22:58

უხვგოლიანი მატჩი ემირეიტსზე - არსენალმა ევერტონი დაამარცხა [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის ეგიდით, ლონდონის "არსენალმა" "ევერტონს" უმასპინძლა.

გუშინ, 22:43

ფერნანდეში: "მანჩესტერში ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის მოპოვებისთვის ვარ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:35

მეორე ოქრო - გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრანდ-სლემის გამარჯვებულია!

დიუსელდორფის გრანდ-სლემის ბოლო დღ​ეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედალი მოიპოვეს.

გუშინ, 22:24

ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში შევიდა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა სადებიუტო გოლი გაიტანა.

გუშინ, 22:12

აღშფოთებული იკარდი - არგენტინელმა პსჟ-ში სკანდალი მოაწყო

"პსჟ"-ს ფორვარდი, მაურო იკარდი გუნდის მწვრთნელის, ტომას ტუხელის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა.

გუშინ, 22:09

დიდი სენსაცია: საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სერბეთი დაამარცხა!

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და სერბეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 22:00

17 წლის მცველი, რომლის შეძენაც იუვენტუსსა და დორტმუნდს სურთ

"იუვენტუსსა" და "დორტმუნდს" ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მცველის შეძენა სურთ.

გუშინ, 21:43

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10