» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

დღე, როცა ზიდანი საბოლოოდ ამოისუნთქებს? ბევრმა გუნდმა შესაძლოა პლეი-ოფის საგზური დღესვე გაინაღდოს


დღე, როცა ზიდანი საბოლოოდ ამოისუნთქებს? ბევრმა გუნდმა შესაძლოა პლეი-ოფის საგზური დღესვე გაინაღდოს

ჩემპიონთა ლიგის ერთი გიჯი დღე ვერ მოგვინელებია და უკვე მეორე მოგვადგა კარს.

სხვათაშორის, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თბილისის დროით 22:00 საათზე გრანდების თამაშებია გადმოტანილი, კერძოდ კი „ბაიერნისა“ და „იუვენტუსის“.

ბაიერნი" - „ოლიმპიაკოსი"
„ლოკომოტივი" - „იუვენტუსი"

მიუნხენელები ნიკო კოვაჩის წასვლის შემდეგ პირველ მატჩში საკუთარ კედლებში „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებენ, „იუვენტუსი“ კი მოსკოვში, „ლოკომოტივს“ ესტუმრება.

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ამ გუნდების მატჩები ვიხილეთ და ორივე ფავორიტმა მინიმალურად მოიგო - მიუნხენელებმა საბერძნეთში 2:3 იმარჯვეს, „იუვენტუსი“ კი შინ „ლოკომოტივთან“ დიდი ხნის მანძილზე აგებდა, მაგრამ მატჩი დიბალას ორ წუთში შესრულებულმა დუბლმა მოაგებინა. ახლა წესით უფრო რთული უნდა იყოს, რადგან უკვე ნოემბერია და მატჩი ცივ რუსეთშია ჩასატარებელი.

„ბაიერნს“ ჯგუფში ყველაფერი წესრიგში აქვს - 3-დან 3 მოგება, 9 ქულა და უახლოეს მდევარ „ტოტენჰემთან“ 5-ქულიანი უპირატესობა. შედეგად, დღევანდელი მოგებით „რეკორდმაისტერი“ პლეი-ოფში გასვლას ოფიციალურად გაინაღდებს. „ოლიმპიაკოსი“ კი ერთი ქულით ბოლოადგილზეა. ის ერთი ქულა კი გუნდმა „ტოტენჰემთან“ მოიპოვა.

„იუვენტუსს“ ასეთი ერთპიროვნული სიტუაცია არ აქვს - ტურინელებს ქუსლებზე „ატლეტიკო“ აბიჯებს, გუნდებს იდენტური მაჩვენებელი აქვთ და „იუვე“ პირველ ადგილზე მხოლოდ გოლების უკეთესი შეფარდების ხარჯზე იმყოფება. ანუ, ერთი ფეხის დაცდენა და მადრიდელები წინ უკვე ქულებით გაიჭრებიან და შემდეგ. მესამე ადგილზე კი „ლოკომოტივია“, რომელსაც ბრძოლაში დასარჩენად დღეს „იუვენტუსის“ დამარცხება ესაჭიროება.

თბილისის დროით 23:59-ზე კი დანარჩენი ექვსი მატჩი შედგება და არაერთ საინტერესო დაპირისპირებას ვიხილავთ.

„ატალანტა“ – „მანჩესტერ სიტი“

საკუთარ კედლებში „ქალაქელები“ 0:1 აგებდნენ, მაგრამ 5:1 მოიგეს. იტალიაში მოგების შემთხვევაში პეპ გვარდიოლას გუნდი პლეი-ოფის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებს. თუმცა, რომც ვერ მოიგოს, ჯგუფში პირველი ადგილიც კი „სიტისთვის“ პრობლემა მაინც არ უნდა იყოს.

„ლევერკუზენი“ – „ატლეტიკო“

გერმანელები მიმდინარე ჯგუფურ ეტაპს კატასტროფულად ატარებენ და სამი ტურის შემდეგ 0 ქულით კვარტეტში ბოლო ადგილსაც კი იკავებენ. „ბაიერმა“ „ლოკომოტივთანაც“ წააგო და შესაბამისად, ქულების აღება დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოსთანაც“ უნდა გაუჭირდეს. თანაც „ატლეტიკოსთან“, რომელსაც მოგება ესაჭიროება.

„დინამო ზაგრები“ – „შახტარი“

უკრაინაში გამართული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულა. ორივე ეს გუნდი ჯგუფში მეორე ადგილისთვის იბრძვის და 5-5 ქულით მეორე/მესამე ადგილს იყოფენ. შესაბამისად, დღევანდელი დაპირისპირება პლეი-ოფში გამსვლელის გასარკვევად შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. „სიტისთან“ ორივე გუნდს აქვს სათამაშო და შესაბამისად, დღევანდელი მატჩი ყველასთვის უმნიშვნელოვანესია.

„ცრვენა ზვეზდა“ – „ტოტენჰემი“

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი მიმდინარე სეზონში საშინლად არასტაბილურია, თუმცა წინა ტურში მეტოქეს საკუთარ მოედანზე 5:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვებაც გაიფორმა. იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხი გვერდით გადაიდოს და სანერვიულო აღარ იყოს, დღეს „დეზებს“ აუცილებლად მოსაგები აქვთ.

„პსჟ“ – „ბრიუგე“

„რეალისთვის“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ქულების წამრთმევი გუნდი საკუთარ კედლებში პარიზელებთან შერცხვა და 0:5 წააგო, ამიტომ მათგან „პარკ დე პრენსზე“ არავინ არაფერს ელოდება. ვინ იცის, ეგებ ეს უკეთესიც იყოს და ბელგიელებმა უფრო გაფრთიანებულებმა ითამაშონ. ისე კი, „პსჟ“ დღეს მოგების შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებს.

რეალი“ – „გალათასარაი“

თურქებთან ორი კვირის წინ გამართულ მატჩამდე, ზინედინ ზიდანის მდგომარეობა წარმოუდგენლად მძიმე იყო - ბევრი მას წაგების შემთხვევაში გათავისუფლებასაც უწინასწარმეტყველებდა, რადგან გუნდს ჯგუფური ეტაპის პირველი ორი მატჩის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა. თუმცა, „გალას“ დამარცხებამ გუნდს მცირე სუფთა ჰაერი შთანთქა და ახლა სიტუაცია არც ისეთი მძიმეა - მოგების შემთხვევაში „რეალი“ 7 ქულას დააგროვებს და სანერვიულო ფაქტობრივად აღარ ექნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბაიერნი გიოტცეს დაიბრუნებს? - ფლიკმა გავრცელებულ ჭორებს ბოლო მოუღო

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა მარიო გიოტცეს შესაძლო გადასვლაზე გააკეთა განცხადება.

დღეს, 22:50

"ვფიქრობ, შეუძლია ბაიერნში გაიბრწყინოს", - ნოიერი გიოტცეს შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება

"ბაიერნის" გოლკიპერი, მანუელ ნოიერი მიუნხენურ გრანდში ნახევარმცველ მარიო გიოტცეს შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.

დღეს, 22:40

რეალი მბაპეს ხელსაყრელ ფასად შეძენას ერთ შემთხვევაში მოახერხებს

როგორც ავტორიტეტული გამოცემები წერენ, არ არის გამორიცხული, "რეალმა" კილიან მბაპე ხელსაყრელ ფასად ჩაიგდოს ხელში.

დღეს, 22:31

"ვამაყობ, რომ ჩემს კუმირს ვაჯობე", - იმობილემ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა

"ლაციოს" თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ 2019/20 წლების სეზონში მოგებული "ოქროს ბუცზე" გააკეთა კომენტარი.

დღეს, 22:20

მოურინიო: "დარწმუნებული ვარ, ზიდანი რეალიდან ბეილის წასვლით ბედნიერია"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "რეალიდან" თავდამსხმელ გარეტ ბეილის დამატებაზე გააკეთა კომენტარი.

დღეს, 22:10

კულიბალის მანჩესტერ სიტიში უნდა, მანე თანამემამულის გადარწმუნებას ცდილობს

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" ცენტრალურ მცველს, კალიდუ კულიბალის სერიოზული მსურველები ჰყავს.

დღეს, 22:01

ტრანსფერი ახლოვდება, ატლეტიკო არსენალის ფეხბურთელს შეუთანხმდა

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, "ატლეტიკო" "არსენალის" ფეხბურთელს უმიზნებს.

დღეს, 21:26

ოფიციალურად: ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ჰოლანდიის ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური გახდა, წერს "ნარინჯისფრების" ოფიციალური საიტი.

დღეს, 21:22

"საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაში და მისი დამწუხრება მინდა", - რაკიტიჩი ბაიერნთან მატჩზე

"სევილიას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა უეფას სუპერთასის ეგიდით "ბაიერნთან" გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

დღეს, 21:17

წარმოუდგენელი სხვაობა - გრანადას და ლოკომოტივის საერთო ღირებულებების შედარება

ხვალ, თბილისის „ლოკომოტივს“ თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

დღეს, 21:13

ახალი სათამაშო ნომერი, გაზრდილი გამოსასყიდი თანხა - ბარსამ ფატი პირველ გუნდში დააწინაურა

კატალონიის "ბარსელონას" პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ანსუ ფატი ამიერიდან პირველი გუნდის სრულფასოვანი წევრია.

დღეს, 21:10

"ვაღიარებ, კარიერის ბოლო რამდენიმე წლის MLS-ში გატარება მსურს", - სერხი რობერტო

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხი რობერტომ საკუთარ მომავალზე საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:00

AS-ი ლუის სუარესის ატლეტიკოში ტრანსფერის დეტალებს ასაჯაროებს

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლუის სუარესი "ატლეტიკოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, იტყობინება AS.

დღეს, 20:35

მიზეზი, რის გამოც რეალის ფეხბურთელებმა ბონუსების მიღებაზე უარი განაცხადეს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, "რეალის" ფეხბურთელებმა ბონუსების მიღებაზე უარი განაცხადეს.

დღეს, 20:29

"ბარსელონაში სურთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა ლუისს დააკისრონ", - სუარესის ექს-მწვრთნელი

"ბარსელონას" თავდამსხმელის, ლუის სუარესის ექს-მწვრთნელმა, მარტინ ლასარტემ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:22

ერთი დაინფიცირებული - მილანში კორონავირუსზე ყველა ფეხბურთელი შეამოწმეს

"მილანის" ყველა ფეხბურთელს და წარმომადგენელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.

დღეს, 19:57

"მასზე დასმულმა კითხვებმა დამღალა", - მოურინიო ალის შესაძლო წასვლას ეხმაურება

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ნახევარმცველ დელე ალის შესახებ განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:50

ვეინალდუმის უარი ლივერპულს - ბარსელონაში გადასვლის შანსები იზრდება?

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა, წერენ პრესაში.

დღეს, 19:23

MARCA: ბართომეუმ აზრი შეიცვალა, სუარესი ცალი ფეხით ახალ გუნდშია

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ლუის სუარესის "ატლეტიკოში" ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.

დღეს, 19:17

სემედუმ განმარტა, თუ რატომ წავიდა ბარსელონადან ვულვერჰემპტონში

"ვულვერჰემპტონის" ახალწვეულმა, ნელსონ სემედუმ ახსნა, თუ რატომ გადავიდა "ბარსელონადან" ინგლისურ კლუბში.

დღეს, 19:11

"ბარსელონა ლეოს გარეშე ვერ წარმომიდგენია", - რობერტო მესის შესაძლო წასვლაზე

"ბარსას" ნახევარმცველმა, სერხი რობერტომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ღელავდა ლიონელ მესის შესაძლო წასვლის თაობაზე.

დღეს, 19:04

შვეიცარიის პროკურატურა პსჟ-ს პრეზიდენტისთვის 28-თვიან პატიმრობას ითხოვს

შვეიცარიის პროკურატურა "პსჟ"-ს პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფისთვის 28-თვიან პატიმრობას ითხოვს, იწერება პრესაში.

დღეს, 18:52

ბრიტანეთში არსებული კომენდანტის საათის გამო, ლივერპული - არსენალის მატჩის დაწყების დრო შეიცვალა

პრემიერ ლიგის მესამე ტურის მატჩის, „ლივერპული“ – „არსენალის“ დაწყების დრო შეიცვალა.

დღეს, 17:42

"მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ არა", - როდის შეეპარა ეჭვი ვერნერს ჩელსიში გადასვლის მართებულობაში?

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა აღიარა, რომ გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდა,

დღეს, 16:56

რონალდუ მეათეზე გავიდა - სამეულის გარდა, როგორ გადანაწილდა ადგილები უეფას გამოკითხვაში?

უეფამ გამოაქვეყნა 2019/20 წლების საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვის შედეგები.

დღეს, 16:41

სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრნელმა დაადასტურა, რომ იოვიჩს რეალიდან წასვლა სურს

სერბიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიუბისა ტუმბაკოვიჩმა, ლუკა იოვიჩის „რეალში“ შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

დღეს, 16:31

როდის და როგორ დაემშვიდობება სუარესი ბარსელონას?

6-წლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ, ლუის სუარესი „ბარსელონას“ დატოვებს.

დღეს, 15:53

"ველოდები საბოლოო პასუხს" - არველაძის პირველი კომენტარი

მოგეხსენებათ, ქართველ სპეციალისტს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 15:43

როგორი სტატისტიკით ტოვებს ლუის სუარესი ბარსელონას?

გადაწყვეტილია, რომ ლუის სუარესი „ბარსელონას“ ტოვებს და კარიერას „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.

დღეს, 15:42

VIDEO: ბარსელონას სავარჯიშო ბაზის დატოვებისას, სუარესმა ცრემლი ვერ შეიკავა

ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი, „ბარსელონას“ ტოვებს და კარიერას „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.

დღეს, 15:36
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10