მოტივაცია, რომელსაც ვაისი ქართველ ფეხბურთელებს უკლავს?


მოტივაცია, რომელსაც ვაისი ქართველ ფეხბურთელებს უკლავს?

რა არის ფეხბურთელის მთავარი მოტივაცია კარიერაში? - ეს რომ ფეხბურთელებს ჰკითხოთ, უმრავლესობა გეტყვით, რომ ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში და ქვეყნის ღ​ირსების დაცვა.

ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშს დიდი დამსახურება უნდა, თუმცა როგორც ჩანს, დღ​ევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრებში, დამსახურებას დაფასება და დანახვაც სჭირდება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა იმ ფეხბურთელთა სია დაასახელა, რომლებიც შვეიცარიასთან და ხორვატიასთან გასამართ მატჩებში ითამაშებენ.

ზოგადად, რაც ვაისი ნაკრების თავკაცია, თითქმის არ არსებობს სანაკრებო პაუზა, როცა მის მიერ გამოძახებულ და არ გამოძახებულ ფეხბურთელებზე მიდის ხოლმე დავა და სრულიად საფუძვლიანადაც.

სლოვაკი სპეციალისტის მუშაობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა ფორმაციის შერჩევა მის ნაკლად შეიძლება ჩავთვალოთ.

სექტემბერში მან ბრწყინვალე ფორმაში მყოფი გიორგი ხარაიშვილი არ გამოიძახა, თუმცა კრიტიკამ და აქტიურობამ შედეგი გამოიღ​ო, ხარაიშვილმა ნაკრებში ოქტომბერში ითამაშა და გიბრალტარს გოლიც გაუტანა.

ამჟამინდელ განაცხადში ვერ მოხვდა ბუდუ ზივზივაძე, რომელიც, ალბათ, ფორმის პიკშია და უნგრეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა შორისაა. განაცხადში არაა ნიკა კაჭარავაც. 

ფორვარდის უმთავრესი მოვალეობა გოლების გატანაა. წინა სანაკრებო პაუზიდან დღ​ემდე კი ზივზივაძე და კაჭარავა ერთადერთი ქართველი ლეგიონერი თავდამსხმელები არიან, რომლებმაც ოფიციალურ მატჩში მინიმუმ ერთი გოლი გაიტანეს, თუმცა სანაკრებო განაცხადში ვერცერთი ვერ მოხვდა.

მოტივაცია, რომელსაც ვაისი ქართველ ფეხბურთელებს უკლავს?

თითქმის ყველა განვითარებულ ნაკრებში ფეხბურთელს იმის მიხედვით იძახებენ, თუ როგორ ფორმაში და კონდიციაში იქნებიან კონკრეტულ მომენტში.

ნათელ მაგალითს გეტყვით - როცა ჰოლანდიის და მსოფლიოს ერთ–ერთი გამორჩეული მცველი მატიას დე ლიხტი "იუვენტუსში" გადავიდა, თავიდან თავი ვერ წარმოაჩინა და სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ თუ დე ლიხტი კლუბში არ ითამაშებს და სკამზე ჯდომა მოუწევს, ნაკრებშიც არ გამოვიძახებთო.

საქართველოს ნაკრებში კი არიან ისეთი ფეხბურთელები, ვისაც კლუბებში სათამაშო დრო საერთოდ არ აქვთ, თუმცა ნაკრებში იმიტომ არიან, რომ 6-7 ან თუნდაც 10 წლის წინ აქვთ ნაკრებისადმი ღვაწლი გაწეული. ამის გამო, რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც დიდი სათამაშო დრო აქვს და შედეგიანებიც არიან, ნაკრებს მიღ​მა რჩებიან.

როგორც პირველ აბზაცში აღ​ვნიშნეთ, ფეხბურთელის მთავარი მოტივაცია ნაკრებში თამაშია და როცა ის ნაკრებში თამაშს იმსახურებს და არ იძახებ, შეიძლება ცოტა უსამართლობის გრძნობა დაეუფლოს და შემდეგ მოტივაციის ნაკლებობაც ჰქონდეს. მითუმეტეს, მომდევნო 2 თამაში ბევრს არაფერს წყვეტს, ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებელია და ფეხბურთელი სწორედ აქ უნდა გამოცადო.

როცა ვაისმა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ხარაიშვილი არ გამოიძახა, მიზეზად ის დაასახელა, რომ მის პოზიციაზე ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ეს არგუმენტი არ არის, რადგან ხარაიშვილი იმ მომენტში ყველაზე კარგ ფორმაში იყო, ასეა ზივზივაძის შემთხვევაშიც.

კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ვაისის მოსვლის შემდეგ, ნაკრებში ძვრებია და იმედი გაჩნდა, თუმცა ჯერაც ვერ გავიგეთ, რის მიხედვით იძახებს ის ფეხბურთელებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინგლისური სარკაზმი: გლოსტერის გულშემატკივრებმა მოქმედ ჩემპიონს მაზოლზე ფეხი დააჭირეს

"გლოსტერის" გულშემატკივრებმა ევროპის და ინგლისის მოქმედ ჩემპიონს დასცინეს.

დღეს, 04:25

ცვლილება საქართველოს ნაკრებში: ვაისმა ფეხბურთელი ეროვნული ლიგიდან გამოიძახა

მოგეხსენებათ, "უფას" მცველი ჯემალ ტაბიძე საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდა.

დღეს, 04:06

კიტეიშვილი: "ევროპული ფეხბურთის ერთ–ერთ გრანდს ვეთამაშებით"

საქართველოს ნაკრებმა მოახლოებული მატჩებისთვის მზადება გერმანიაში დაიწყო და პირველი ვარჯიშიც გამართა.

დღეს, 04:04

საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან და ხორვატიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის მზადება 11 ნოემბერს დაიწყო.

დღეს, 04:01

როდრიგო მნიშვნელოვანი მატჩისთვის ნაკრებში გამოიძახეს

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელი როდრიგო წელს ძალიან კარგ ფორმაშია.

დღეს, 04:00

მოდრიჩს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ჯილდოს გადასცემენ

დღ​ეს გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც 2019 წლის ოქროს ფეხის მფლობელს გამოავლენენ.

დღეს, 03:57

საფრანგეთის ნაკრებს ფეხბურთელი გამოაკლდა

"მილანისა" და "იუვენტუსის" მატჩის მეორე ტაიმში ტრავმის გამო მოედანი ტურინელთა ნახევარმცველმა ბლეიზ მატუიდიმ დატოვა.

დღეს, 03:53

შესნიმ რონალდუ დაიცვა

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში, მაურისიო სარიმ "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდუ 55-ე წუთზე შეცვალა.

დღეს, 03:48

ტიაგო სილვა: "მესის არ გვეშინია"

სანაკრებო პაუზის დროს გაიმართება საინტერესო ამხანაგური შეხვედრა ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის.

დღეს, 03:45

ვან დეიკი: "გასული სეზონის გამოცდილება წელს პრემიერ ლიგის მოგებაში დაგვეხმარება"

"ლივერპულის" ჰოლანდიელმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა მისი გუნდის ჩემპიონობის შანსები შეაფასა.

დღეს, 03:42

როდის დაუბრუნდება პოგბა მოედანს?

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ლიდერი პოლ პოგბა მოედანს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება.

დღეს, 03:39

კონკურენტ გუნდებს იბრას მილანში ხილვა სურთ

როგორც ჩანს, "მილანის" კონკურენტ გუნდებს სურთ, რომ ზლატანი მილანურ გუნდში დაბრუნდეს.

დღეს, 03:36

"თედო ძალიან კარგ ფორმაშია" - ფრანგული გამოცემა აბჟანდაძის "ბრივში" დებიუტს გამოეხმაურა

თედო აბჟანდაძეს გასულ კვირას "ბრივის"რიგებში დებიუტი ჰქონდა.

დღეს, 02:07

მილტონ ჰეიგისგან დაწუნებული მორაგბე, რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებს

ქართველი მორაგბე რუსეთის 2019 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის წოდების მოსაპოვებლად იბრძოლებს.

დღეს, 00:54

საფეხბურთო უნარებით გატანილი კვირის გამორჩეული ოთხი ლელო [VIDEO]

გინეს პრო 14-ში და პრემიერშიპში ორ-ორი ისეთი ლელო დადო, რომელმაც უმალ ყველას ფეხბურთი გაახსენა.

გუშინ, 23:58

"სამაგალითო, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში", - სოლსკიაერმა მანიუს მომავალი კაპიტანი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა "წითელი ეშმაკების" მომავალი კაპიტნის ვინაობა იწინასწარმეტყველა:

გუშინ, 23:47

"მანჩესტერელ რონალდუს მაგონებს", - გიგზი იუნაიტედის ახალგაზრდას შესახებ

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რაიან გიგზმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" მას კრიშტიანუ რონალდუს აგონებს:

გუშინ, 23:14

დასჯის თუ არა იუვე რონალდუს?

როგორც მოგეხსენებათ, "მილანთან" შეხვედრა კრიშტიანუ რონალდუმ დროზე ადრე დაასრულა.

გუშინ, 23:02

ჯაკამ სასურველი გუნდი შეარჩია

RSI Sport-ს თუ დავუჯერებთ, გრანიტ ჯაკამ სასურველი გუნდი უკვე შეარჩია.

გუშინ, 22:52

მსოფლიო თასის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი #18: კურიოზი ბორჯღალოსნების შესრულებით [VIDEO]

მსოფლიო თასის ოფიციალურმა ვებგვერდმა განვლილი ტურნირიდან 20 ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდის გამოქვეყნება დაიწყო.

გუშინ, 21:32

ბენიტესმა ვასკესს გუნდი შეურჩია

AS-ის ცნობით, რაფაელ ბენიტესმა ლუკას ვასკესს შესაფერისი გუნდი შეურჩია.

გუშინ, 21:19

"სიტი თუ ლივერპული?", - ქალაქელთა ლეგენდამ არჩევანი გააკეთა

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მცველმა, მიკა რიჩარდსმა "ქალაქელებსა" და "ლივერპულს" შორის არჩევანი გააკეთა:

გუშინ, 21:03

იბრაჰიმოვიჩით მისი ყოფილი გუნდი დაინტერესდა

The Mirror-ის ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩს მისთვის კარგად ნაცნობი მსურველი გამოუჩნდა.

გუშინ, 20:49

მანჩესტერმა დე ხეასთვის კონკურენტი შეარჩია

The Mirror-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" დავიდ დე ხეასთვის კონკურენტი შეარჩია.

გუშინ, 20:29

მანჩესტერმა 80 მილიონი გაამზადა

Mirror-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერთ-ერთი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნება გადაწყვიტა.

გუშინ, 20:17

ესპანეთის სუპერთასი: ბარსა ატლეტიკოს დაუწყვილდა, რეალი - ვალენსიას

ცოტა ხნის წინ, ესპანეთის 2019-2020 წლის სუპერთასის კენჭისყრა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ტურნირმა ფორმატი შეიცვალა.

გუშინ, 20:00

ოთარ გიორგაძემ მიმდინარე ტოპ 14-ში პირველად ითამაშა და სიმბოლურში მოხვდა

ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ Allrugby.Com-მა ტოპ 14-ის მეცხრე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

გუშინ, 20:00

"ვინ თქვა, რომ კარიერა დავასრულე?", - დიასი

როგორც მოგეხსენებათ, ხორხე მასვიდალთან მარცხის შემდეგ, ნეიტ დიასმა კარიერა დაასრულა.

გუშინ, 19:40

"თამაშის ხარისხით ლივერპულს ვაჯობეთ", - როდრი

"მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა, როდრიგო ერნანდესმა "ლივერპულთან" შეხვედრა შეაფასა:

გუშინ, 19:28

ორი ქართველი საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ტურის სიმბოლურში

ცნობილმა სარაგბო გამოცემამ "მიდი ოლიმპიკმა" პრო დ2-ის მეათე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

გუშინ, 19:03

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10