იდეალური შანსი დორტმუნდისთვის - ბუნდესლიგის მე-11 ტურში დერ კლასიკერს ვიხილავთ


იდეალური შანსი დორტმუნდისთვის - ბუნდესლიგის მე-11 ტურში დერ კლასიკერს ვიხილავთ

ბუნდესლიგის მე-11 ტურში დიდებული დაპირისპირება გველის.

დღეს, 9 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე „ალიანც არენა“ გერმანულ დერ კლასიკერს უმასპინძლებს, რომელშიც ერთმანეთს მიუნხენის „ბაიერნი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ დაუპირისპირდებიან. გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელიც გამარჯვებულ გუნდს მაქსიმალურად დაახლოვებს პირველ ადგილთან, მეორეს კი - ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანი ადგილიდანაც კი დააქვეითებს.

უკანასკნელი „დერ კლასიკერი“ გასულ სეზონში „ალიანც არენაზე“ გაიმართა და „ბაიერნი“ ჩემპიონობას მაქსიმალურად მიუახლოვა, თუმცა ახლა გუნდები მატჩისთვის სრულიად განსხვავებულ ფორმაში არიან. „ბაიერნიდან“ გასულ კვირაში ნიკო კოვაჩი გაათავისუფლეს და გუნდს დროებით მისი ასისტენტი წვრთნის, „ბორუსიამ“ კი ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერს“ 0:2-დან მოუგო და მატჩის წინ მაქსიმალურად დაიმუხტა დადებითი ენერგიით.

იდეალური შანსი დორტმუნდისთვის - ბუნდესლიგის მე-11 ტურში დერ კლასიკერს ვიხილავთ

„ბაიერნს“ საკუთარ მოედანზე „დორმუნდთან“ იშვიათას უჭირს. ბოლო სამი მატჩი „წითლების“ სასარგებლოდ 13:1 დასრულდა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავსი რამ ახლაც ვიხილოთ. მოქმედი ჩემპიონის ცუდი ფორმა იმითაც მტკიცდება, რომ გუნდი გასულ ტურში „აინტრახტთან“ 5:1 დამარცხდა.

„ბორუსიას“ სიტუაცია შედარებით სტაბილურია. „ყვითლები“ მიუნხენში დიდებული განწყობით ჩადიან, გარდა უკვე ნახსენები „ინტერთან“ ქამბექისა, გუნდი სტაბილურ მეორე ადგილზე იმყოფება და მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „ბორუსია“ - დერბის ფავორიტია? მატჩი რომ „სიგნალ იდუნა პარკზე“ ყოფილიყო - ცხადია, მაგრამ „ალიანც არენა“ როგორც მინიმუმ შანსებს ათანაბრებს. რაც შეეხება ტრავმებს, პრობლემები ორივე გუნდს აქვს. მიუნხენელები დაცვის პრობლემებს განიცდიან, „დორტმუნდს“ კი გაუგებრობა შეტევაში აქვს - ჯერ უცნობია, ითამაშებენ თუ არა როისი და სანჩო.

იდეალური შანსი დორტმუნდისთვის - ბუნდესლიგის მე-11 ტურში დერ კლასიკერს ვიხილავთ

სავარაუდო შემადგენლობები:

„ბაიერნი“: ნოიერი, პავარი, მარტინესი, ალაბა, დევისი, კიმიხი, გორეცკა, გნაბრი, მიულერი, კომანი, ლევანდოვსკი

„დორტმუნდი“: ბიურკი, პიშეკი, აკანჯი, ჰუმელსი, შულცი, დილეინი, ვიტსელი, ჰაკიმი, აზარი, ბრანდტი, ალკასერი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ნეიმარმა მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის რონალდუ არ შეიყვანა

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ნეიმარმა მსოფლიოს ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

დღეს, 22:16

"პრობლემა არ მაქვს", - მესიმ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

"ბარსელონას" კაპიტანი და თავდამსხმელი, ლიონელ მესი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა.

დღეს, 22:10

არსენალი ზაფხულისთვის საინტერესო ტრანსფერს გეგმავს

"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შემადგენლობის გაძლიერებისთვის ფიქრს უკვე იწყებს.

დღეს, 22:06

"მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია", - ბრეიტუეიტი

"ბარსელონას" ახალწვეულმა, მარტინ ბრეიტუეიტმა კატალონიურ გრანდში გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 22:00

იტალია VS შოტლანდია: ვის დარჩება ხის კოვზი? [წინათქმა]

6 ერის მესამე ტურში იტალიის ნაკრები "სტადიო ოლიმპიკოზე" შოტლანდიას უმასპინძლებს და შეეცდება, რომ როგორმე საშინელი სერია შეწყვიტოს

დღეს, 21:54

აბიდალი: "ბოლო რამდენიმე დღეში ბევრი რამ ვისწავლე"

ფრანგმა ექს-ფეხბურთელმა მესისთან კონფლიქტის შემდეგ, საჭირო დასკვნები გამოიტანა.

დღეს, 21:19

ბენზემას მომავალი გადაწყვეტილია

„სამეფო კლუბი" რაიმეს ოფიციალურად დადასტურებას არ ჩქარობს.

დღეს, 21:16

ატლეტიკოს ლემარი გამოაკლდა

„ლივერპულთან" შეხვედრაში ტრავმა „ატლეტიკოს" შემტევმა, ტომა ლემარმა მიიღო.

დღეს, 21:14

ბარსელონას ახალწვეული პირველივე მატჩის განაცხადში მოხვდა

ლა ლიგის 25-ე ტურში „ბარსელონა" საკუთარ კედლებში „ეიბარს" უმასპინძლებს.

დღეს, 21:12

რეალი ლევანტეს სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე შეუტევს

მადრიდის „რეალმა" ლა ლიგის 25-ე ტურისთვის, რომელშიც გუნდი „ლევანტეს" დაუპირისპირდება, 19-კაციანი განაცხადი დაასახელა.

დღეს, 21:03

ლივერპულმა ჰენდერსონი დაკარგა - რამდენს გამოტოვებს ინგლისელი?

„ლივერპულის" კაპიტანმა დაზიანება „ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო.

დღეს, 20:55

ბეშიქთაშმა კარიუსის გამოსყიდვაზე უარი საბოლოოდ თქვა

გერმანელი მეკარე ზაფხულში „ლივერპულში" დაბრუნდება.

დღეს, 20:37

გალაქსის პრეზიდენტი მესის გადაბირებით დაინტერესებას ეხმაურება

ამერიკული „ლოს ანჯელეს გალაქსის" მწვრთნელმა, გილიერმო ბაროს სკელოტომ, ბოლო დროს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

დღეს, 20:32

ბელგიის მწვრთნელი საქართველოზე: "ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში"

„შავი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი გიომ აჟაკი ამბობს, რომ ხვალ მისი გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის უძლიერეს გუნდთან თამაშით ბევრ რამეს ისწავლის.

დღეს, 20:23

მწვრთნელად დანიშვნისთვის, ხავიმ ბარსელონას რვა პირობა წაუყენა

ცნობილი გახდა „ბარსელონასა" და მისი ექს-ფეხბურთელის, ხავი ერნანდესის მოლაპარაკებების დეტალები.

დღეს, 19:57

ლევან მაისაშვილი: "ვეცდებით საინტერესო და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ"

შაბათს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები გაიმართება. საქართველოს ნაკრები ქუთაისში ბელგიის ნაკრებს დაუხვდება. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება.

დღეს, 19:26

რანიერი: "როგორ უნდა გავაჩეროთ ლუკაკუ და ლაუტარო? ჯაჭვით!"

„სამპდორიას" მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ, „ინტერთან" მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.

დღეს, 19:23

რომელ არხებზე იხილავთ საქართველოს ნაკრების და 6 ერის მესამე ტურის მატჩებს?

შაბათ-კვირას რაგბი ევროპის ჩემპიონატის და 6 ერის მესამე ტურის მატჩები გაიმართება.

დღეს, 18:22

ბარსელონას ახალწვეული პრეზენტაციაზე შერცხვა [VIDEO]

„ბარსელონას" ახალწვეულმა, მარტინ მარტინ ბრეიტუეიტმა, „კამპ ნოუზე" პრეზენტაციის დროს, ტექნიკის დემონსტრირება სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

დღეს, 18:04

"როცა ამ თეთრ მაისურს ხედავ, ეგრევე ხვდები, რას წარმოადგენს ეს გუნდი", - სტერლინგს რეალში უნდა?

„მანჩესტერ სიტის" ფორვარდი, რაჰიმ სტერლინგი, „რეალში" შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 17:53

"მიკვირს, აქამდე რომ არავის გაუკეთებია", - გულშემატკივრებს ბაბელის საქციელი მოეწონათ

გულშემატკივრები „აიაქსის" შემტევის, რაიან ბაბელის საქციელს დადებითად გამოეხმაურნენ.

დღეს, 17:48

"კორონავირუსზე კვლავაც ვიხუმრებდი", - ბუფონი თავის სიტყვებს არ ნანობს

„იუვენტუსის" ლეგენდარული გოლკიპერი თავის საქციელს არ ნანობს.

დღეს, 17:43

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ერლინგ ჰოლანდი დაასახელა

დორტმუნდის „ბორუსიას" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი, ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

დღეს, 17:38

სკანდალური ეპიზოდი: ბაბელი მინდორზე დაეცა და ტრავმირებული მეტოქე გააჯავრა [VIDEO]

„ხეტაფე" - „აიაქსის" მატჩში სკანდალური ეპიზოდი დაფიქსირდა.

დღეს, 17:35

გასაოცარი სტატისტიკა: ხეტაფე-აიაქსის მატჩში ბურთი თამაშში მარტო 42 წუთის მანძილზე იყო

სტატისტიკურმა პორტალმა Opta-მ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

დღეს, 17:30

ლეგენდების თასზე ესპანეთმა პორტუგალიას მორიენტესის დუბლით მოუგო

2020 წლის ლეგენდების თასზე ესპანეთის ნაკრებმა პორტუგალიას 5:3 მოუგო.

დღეს, 17:27

იუვენტუსმა სიტის ფორვადს დაუმიზნა - ტრანსფერი 70 მილიონად ფასდება

„მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელი ფორვარდი, გაბრიელ ჟესუსი, „იუვენტუსის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

დღეს, 17:23

"რეალის ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგა? ეს არის ზიდანის რეცეპტი და არა იღბალი", - სტერლინგი

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა მოახლოებული მოწინააღმდეგის, მადრიდის "რეალის" შესახებ ისაუბრა:

დღეს, 16:30

საქართველო VS ბელგია: ურთიერთშეხვედრების ისტორია

ხვალ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ქუთაისში, "აია არენაზე" ბელგიას დაუპირისპირდება.

დღეს, 16:17

მოურინო: "ალი ჩემზე კი არა საკუთარ თავზე უნდა იყოს გაბრაზებული"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა თავისი გაბრაზებული შეგირდის, დელე ალის შესახებ:

დღეს, 15:38

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10