როგორც ჩანს, ზიდანი მართალი იყო


როგორც ჩანს, ზიდანი მართალი იყო

ბელგიურ „ბრიუგესთან“ წარუმატებელი მატჩის შემდეგ, ზინედინ ზიდანი დაგვპირდა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ნახავდა.

მას შემდეგ 39 დღე გავიდა და ამ პერიოდში სულ სხვა მადრიდის „რეალი“ ვიხილეთ - როგორც ჩანს, ზიდანმა პირობა შეასრულა.

მიმდინარე სეზონის მოსაწყენი დასაწყისის შემდეგ, „რეალის“ გარემოცვისთვის გაუგებარი იყო: ან ზიდანი თავისი თავისთვის და ფეხბურთელებისთვის დროის მოგებას ცდილობს, რათა შემდეგ რაღაც დიდი ნაბიჯი გადადგას, ან უბრალოდ გამოუსწორებელი ოპტიმისტია. „გრანადასთან“ შეხვედრაში „სამეფო კლუბი“ კიდევ ერთი კრახის წინაშე იდგა: გუნდს 3:0 მიჰყავდა, მაგრამ ორი სწრაფი გოლი გაუშვა და მეტოქე ანგარიშის გათანაბრებას მიუახლოვდა. საბედნიეროდ, გუნდმა 4:2 იმარჯვა, ზიდანმა კი პოზიტიური მომენტების დაჭერა მოახერხა:

როგორც ჩანს, ზიდანი მართალი იყო

„დადებით განწყობას ყოველთვის შევინრჩუნებ: ახლა უკეთ გამოვიყურებით, ვიდრე ერთი თვის წინ და ეჭვგარეშეა, რომ მომავალშიც განვვითარდებით.“ - ასე უპასუხა ზიდანმა ჟურნალისტს, რომელმაც გუნდის ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე ჰკითხა. იმ მომენტისთვის ზიდანის სიტყვები რეალობას მოშორებულს ჰგავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ფრანგმა პირობა შეასრულა: „გალათასარაისთან“ (6:0) და „ეიბართან“ (4:0) მოპოვებული მოგებებით „რეალმა“ თავის თავზე მოგროვებული შავი ღრუბელი მოიშორა და მსოფლიოს დაანახა, რომ ზიდანი მართალი იყო. ახლა სრულიად სხვა მადრიდის „რეალს“ ვხედავთ, რაც შედეგებითა და სტატისტიკითაც მტკიცდება: გუნდი უფრო ინტენსიურად თამაშობს, ტიბო კურტუამ დამაჯერებლობა დაიბრუნა და რამდენიმე მატჩია გოლს არ უშვებს, კარიმ ბენზემა კი კარიერის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს.

როგორც ჩანს, ზიდანი მართალი იყო

„რთული სიტუაციები ძალიან მომწონს, ასეთ დროს ხასიათი ვლინდება“, - თქვა „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა სტამბოლში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რომელმაც ჟოზე მოურინიოს შესაძლო დაბრუნებაზე საუბრები მოშორებით გადადო. ზინედინ ზიდანის წარმატების რეცეპტი ძალიან მარტივია: „მალიორკასთან“ მარცხის შემდეგ ორმაგად ძლიერად უნდა ვიმუშავოთ.“

„მადრიდმა“ მოახერხა და სიტყვები: „ასეთი ცუდები არასდროს ვყოფილვართ“ (ეს ზიდანმა „ბრიუგესთან“ მატჩის პირველ ტაიმზე თქვა) შეცვალა: „შესაძლოა, ეს ჩვენი საუკეთესო პირველი ტაიმი იყო მას შემდეგ, რაც გუნდში დავბრუნდი.“ ამის შემდეგ 39 დღე გავიდა და ამ პერიოდში „რეალი“ მხოლოდ ერთხელ დამაცხდა - „მალიორკასთან“. სწორედ ეს მატჩი იყო გადამწყვეტი „სამეფო კლუბის“ ასეთი რადიკალური ცვლილების პროცესში. სტამბოლით დაწყებული, მადრიდელთა ძირითადი შემადგენლობა პრაქტიკულად არ შეცვლილა ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში: ასეთი გადაწყვეტილება ზიზუმ თავის ასისტენტთან, დავიდ ბეტონისთან ერთად მიიღო. მიუხედავად რისკისა, გუნდი შემადგენლობის როტაციის გარეშე შემოიფარგლა, თადარიგში ლუკა მოდრიჩი დასვა და ფსონი ახალგაზრდა ფედე ვალვერდეზე და როდრიგო გოესზე გააკეთა.

როგორც ჩანს, ზიდანი მართალი იყო

„ეიბართან“ მოგების შემდეგ, ახალგაზრდა ურუგვაელმა აღიარა, რომ გუნდმა თამაშის რაღაც ასპექტები მწვრთნელის მოთხოვნით შეცვალა: მაგალითად, ფეხბურთელები უფრო ინტენსიურად ათამაშდნენ. მაგრამ, ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო: „გალათასარაისთან“ საპასუხო შეხვედრაში „რეალის“ ფეხბურთელები ბურთის ართმევის პროცესში გაცილებით უფრო აქტიურად მონაწილეობდნენ. 18 წლის როდრიგო გოესმა მეტოქეს ბურთი ხუთჯერ აართვა, მთლიანობაში კი გუნდმა 75 ართმევა განახორციელა, რაც ამ სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია. გასულ შაბათს ფეხბურთელები არანაკლებ აქტიურები იყვნენ, ბურთს ფლობდნენ და ამავდროულად, მეტოქეს ის 69-ჯერ წაართვეს. ასეთი მომენტები შემთხვევითობა სულაც არ არის.

საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ზიდანი ებრძოდა იმას, რომ მისი გუნდი გოლს მატჩის დაწყებისთანავე უშვებდა, რაც თამაშის სურათზე საგრძნობლად იახებოდა: „მალიორკასთან“ „რეალმა“ გოლი მეშვიდე წუთზე გაუშვა, „ბრიუგესთან“ მეცხრეზე, „პსჟ-სთან“ კი 14-ზე. მაგრამ სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები ვარჯიშებზე ამ პრობლემის აღმოფვხვრას აქტიურად ცდილობდნენ და „მალიორკასთან“ მატჩი უკანასკნელი აღმოჩნდა, როდესაც გუნდს გოლი პირველივე წუთებზე გაუვიდა: მას შემდეგ, „მადრიდმა“ ზედიზედ ხუთ შეხვედრაში საკუთარი კარი მშრალად შეინახა: „როდესაც თამაშზე დამუხტულები გავდივართ და გოლს სასტარტო მონაკვეთშივე ვიტანთ, მეტოქე თავისუფალ სივრცეებს ტოვებს, რასაც კარგად ვიყენებთ.“ – „ეიბართან“ მატჩის შემდეგ დანი კარვახალმა მსგავსი რამ წარმოსთქვა.

ბასკურ გუნდთან შეხვედრაში გულშემატკივრებმა პირველად იხილეს „ძველი“ ედენ აზარი, რომელმაც მეტოქე შვიდჯერ წარმატებით მოატყუა, რაც მისი „რეალში“ გადმოსვლის დღიდან საუკეთესო მაჩვენებელია. მიუხედავად ბელგიელის ნელი ადაპტაციისა და სტამბოლის მატჩში გამოუყენებელი მომენტისა, ზიდანი თავის შეგირდს აქტიურად იცავს და ენდობა. როგორც ჩანს, ფრანგს ეს ნდობა ნელ-ნელა უფასდება და ბრუნდება ის ედენ აზარი, რომელმაც თავისი თამაშით ყველა შეაყვარა.

როგორც ჩანს, ზიდანი მართალი იყო

„მადრიდის“ წარმატების კიდევ ერთი ფორმულა კი ისეთ ფეხბურთელშია, როგორიც ფედე ვალვერდეა: ახლა მისი ღირებულება ისე გაიზარდა, როგორც არასდროს, მითუმეტეს „ეიბართან“ გატანილი მშვენიერი გოლის შემდეგ, რომელიც მან ოჯახში მომავალ მატებას მიუძღვნა.

ვალვერდე შეტევასაც ასწრებს და თავდაცვასაც, ამასთანავე წარმოუდგენლად ეხმარება კაზემიროს. „რეალმა“ მხოლოდ 25 გოლი გაიტანა და 4 გაუშვა იმ მატჩებსი, როდესაც მოედანზე ვალვერდე იყო: ეს შედეგები ამტკიცებს, რომ ზიდანმა მოახერხა ასე საჭირო და დროული ბალანსის მოძიება თავისი გუნდის შემადგენლობაში.

როგორც ჩანს, ზიდანი მართალი იყო

კარლოს ფორხანესი - ესპანური გამოცემა AS-ის ჟურნალისტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

იუვენტუსი, მილანი, სევილია და ბეტისი პსჟ-ს ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ

„პსჟ-ს“ ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, კარიერა შესაძლოა იტალიაში ან ესპანეთში გააგრძელოს.

დღეს, 13:11

ინტერის გენ.დირექტორი: "ვფიქრობ, წელს სკუდეტოს კვლავ იუვენტუსი მოიგებს"

„იუვენტუსის“ გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა ფიქრობს, რომ ამ სეზონში იტალიის ჩემპიონი კვლავ ტურინის „იუვენტუსი“ გახდება.

დღეს, 13:03

როჯერსი არსენალში? ბრენდანის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

„ლესტერის“ ხელმძღვანელობას სურს, გუნდიდან ბრენდან როჯერსის პოტენციური წასვლა გამორიცხოს.

დღეს, 13:00

ბელგიის მწვრთნელი: "აზარი ფეხბურთის მაიკლ ჯორდანია"

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, „რეალის“ შემტევზე, ედენ აზარზე კვლავ ისაუბრა.

დღეს, 12:54

მანჩესტერ იუნაიტედმა ზაფხულის ხმაურიანი ტრანსფერი დაგეგმა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ტოტენჰემის“ ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის შეძენას აპირებს.

დღეს, 12:50

პოჩეტინო გამოირიცხა - ბაიერნი სხვა სპეციალისტის გამოსყიდვას აპირებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, „აიაქსის“ დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგი იქნება.

დღეს, 12:45

ახალგაზრდული ჩემპიონატის ახალი ფორმატი: წილისყრა შედგა, საქართველოს მეტოქეები ცნობილია

2020-22 წლებში, უეფას გადაწყვეტილებით, 19-წლამდე ნაკრებთა მონაწილეობით ახალი ფორმატის გათამაშება გაიმართება

დღეს, 12:45

2 მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც საქართელო - ბელარუსის მატჩში იქნება

26 მარტს, საქართველოს ნაკრები ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას "ბელარუსის" ნაკრებთან გამართავს.

დღეს, 12:38

"კონტეს გადაწყვეტილებამ გამაოგნა", - იუვეს დირექტორი

ტურინის "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ, ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:05

"მანე აფრიკელი რომ არ იყოს, ოქროს ბურთს მოიგებდა", - კრისტალ პალასის მოთამაშე

"კრისტალ პალასის" ნახევარმცველმა, შეიხუ კუიატემ, სადიო მანეს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:55

იუვენტუსი ხედირას შემცვლელად 3 ფეხბურთელს განიხილავს

როგორც მოგეხსენებათ, სამი ხედირამ ოპერაცია ჩაიტარა და მოედანს სამი თვით ჩამოშორდა.

დღეს, 11:45

"დაუფიქრებლად წავიყვანდი", - შმეიხელმა მანჩესტერს ფეხბურთელი ურჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, პეტერ შმეიხელმა, "წითელ ეშმაკებს" ფეხბურთელი ურჩია:

დღეს, 11:34

რეალმა ბეილი კვლავ დაკარგა

Marca-ის ცნობით, მადრიდის "რეალმა" გარეტ ბეილი კვლავ დაკარგა. უელსელმა ამ კვირაში 3 ვარჯიში გამოტოვა და ლაზარეთში გადაინაცვლა.

დღეს, 11:16

სუარესი მიდის: "ბარსელონასთვის ახალგაზრდა ფორვარდის მოძებნის დრო დადგა"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:07

UFC-ის პრეზიდენტმა მაკგრეგორის შემდეგი სავარაუდო მეტოქეები დაასახელა

როგორც მოგეხსენებათ, კონორ მაკგრეგორი 18 იანვარს დონალდ სერონეს დაუპირისპირდება.

დღეს, 10:55

მბაპე უკვე პსჟ-ს ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირს შორის არის

"ნანტის" კარის აღების შემდეგ, კილიან მბაპეს "პარი სენ-ჟერმენში" 71 გოლი დაუგროვდა.

დღეს, 10:47

ვან დეიკი: "არ ვწუხვარ იმის გამო, რომ ბევრ გოლს ვუშვებთ"

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:38

"სკუდეტოს იუვენტუსი მოიგებს", - ინტერის დირექტორი

მილანის "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ სასკუდეტო ბრძოლა შეაფასა:

დღეს, 10:29

ბოლო წლების ყველაზე სუსტი ბარსას საუკეთესო მოთამაშე - როგორ მალავს მესი ვალვერდეს შეცდომებს?

დავგუგლოთ სიტყვა Messidependencia - ჯამში 168 ათასი ჩანაწერი, ტვიტი, ვიდეო, ანალიტიკური მაგალითი,

დღეს, 10:21

სამხრეთ აფრიკელთა დასაფასებელი საქციელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ

დასრულდა ორ მატჩიანი ტესტ სერია საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 19 წლამდე ნაკრებებს შორის

დღეს, 07:09

რა თანხა ერგო კომპენსაციის სახით ისრაელ ფოლაუს?

უკვე გაუწყეთ, რომ ისრაელ ფოლაუს საგა დასრულდა.

დღეს, 07:06

იბრაჰიმოვიჩმა ერთმანეთს მბაპე და რონალდუ შეადარა

ვეტერანმა შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერთმანეთს კილიან მბაპე და ბრაზილიელი რონალდუ შეადარა.

დღეს, 04:01

ცვლილებები დინამო ბათუმში: 2 ფეხბურთელი წავიდა, 2 კი მოვიდა

როგორც ჩანს, "დინამო ბათუმი" ახალი სეზონისთვის დიდი სატრანსფერო პოლიტიკის გატარებას აპირებს.

დღეს, 03:56

ფატის მამამ თავისი შვილის მომავალზე ისაუბრა

არის საუბრები იმის თაობაზე, რომ ანსუ ფატი "ბარსელონას" დატოვებს და დროებით სხვა გუნდში გადავა.

დღეს, 03:52

არსენალის დროებითი მწვრთნელი: "არაფრის გაკეთება არ გვინდოდა"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ბრაიტონს" დაუპირისპირა და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 03:50

ბონუჩი: "მილანში გადასვლამ გამზარდა"

ტურინის "იუვენტუსის" მცველი ლეონარდო ბონუჩი იმ პერიოდს იხსენებს, როცა ერთი წლით "მილანში" გადავიდა.

დღეს, 03:46

დანიშვნიდან 18 თვეში სილვა თანამდებობიდან გაათავისუფლეს

დანიშვნიდან ზუსტად 18 თვეში, "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი მარკო სილვა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

დღეს, 03:42

შეუდარებელი სტატისტიკა - რეალი არ აგებს, როცა ვალვერდე მოედანზეა

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ფედე ვალვერდე ამ სეზონში სასწაულ ფორმაშია.

დღეს, 03:38

არსენალის კატასტროფული შედეგი - პირველად 1977 წლის შემდეგ

"არსენალი" პრემიერ ლიგაში წარუმატებელი შედეგების ჩვენებას განაგრძობს.

დღეს, 03:33

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10