"რონალდუს 3 წელია მეტოქე არ მოუტყუებია" - შევამოწმოთ!



სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ, ფაბიო კაპელო დამსახურებული პენსიით ტკბება. ყოფილი იტალიელი სპეციალისტი პერიოდულად საუბრობს ფეხბურთის შესახებ, რითაც ყურადღებასაც იქცევს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ვეტერანმა კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა.

აპენინელ ექს-დამრიგებელს არ მოეწონა პორტუგალიელი ვარსკვლავის გამოხტომა შეცვლის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარიმ ტურინის "იუვენტუსის" შემტევი 55-ე წუთზე შეცვალა. პირენეელი ყოველგვარი ხელის ჩამორთმევის გარეშე გასახდელში გაეშურა და მან სტადიონიც დატოვა.

"რონალდუს 3 წელია მეტოქე არ მოუტყუებია" - შევამოწმოთ!

73-წლის მეტრმა რონი უპატივცემულობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის "ბებერი ქალბატონისთვის" ერთგვარი ზედმეტი ტვირთია - "სიმართლე ის არის, რომ რონალდუ უკვე 3 წელია, რაც მეტოქეს ვერ ატყუებს. დიბალასა და კოსტას კი ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ".

"სარის ადგილზე რომ ვიყო, რონალდუს მკაცრად დაველაპარაკებოდი. კრიშტიანუმ უნდა შეიგნოს, მისი თამაშიდან მოხსნა, გუნდის შედეგისთვის იყო მიმართული", - განაცხადა კაპელომ. ფრაზა, 3 წელი მეტოქის ვერ მოტყუების შესახებ გაბუქებულია, მაგრამ მოდით, მაინც შევამოწმოთ.

"რონალდუს 3 წელია მეტოქე არ მოუტყუებია" - შევამოწმოთ!

რა იგულისხმება მოწინააღმდეგის მოტყუებაში? ქმედება, რომელსაც ფეხბურთელი ახორციელებს ვიზავის გაცდენითა და თან ბურთის შენარჩუნებით. იტალიელი დიდი ალბათობით უფრო არტისტულ ვარიანტს გულისხმობს (ფინტები, ტექნიკა), მაგრამ ზოგადად მოტყუება, სწორედ ზემოაღნიშნულ განმარტებას ემყარება.

შორს რომ არ წავიდეთ, ავიღოთ "მილანთან" შეხვედრა. რონალდუ მოწინაააღმდეგეს უკვე 31-ე წუთზე გაცდა. პორტუგალიელ შემტევს შეცვლამდე ჰქონდა კიდევ ერთი მცდელობა, მაგრამ წარუმატებელი. ეს ფაქტი მაინც აბათილებს ფაბიოს მოსაზრებას. პორტუგალიელმა ბოლოს დრიბლინგი ჩართო 3 დღის და არა წლის წინ.

"რონალდუს 3 წელია მეტოქე არ მოუტყუებია" - შევამოწმოთ!

როგორც ვნახეთ, პენსიაზე გასულმა ვეტერანმა დიბალასა და კოსტას მაგალითებიც მოიყვანა, შევადაროთ ისინი კრიშტიანუს. აპენინელი სპეციალისტი ნაწილობრივ მართალია, რადგან არგენტინელი და ბრაზილიელი რეალურად უფრო მეტ მოწინააღმდეგეს ატყუებენ, ვიდრე "იუვეს" მთავარი ვარსკვლავი.

იგივე "როსონერისთან" მატჩი, პაულომ და დუგლასმა პირენეელ თავდამსხმელზე თითქმის ნახევარი საათით ნაკლები ითამაშეს, მაგრამ განახორციელეს 3 და შესაბამისად, 5 მოტყუება. ერთი თამაში არაფრის მთქმელია, ასე რომ უფრო ღრმად შევტოპოთ.

"რონალდუს 3 წელია მეტოქე არ მოუტყუებია" - შევამოწმოთ!

რონი მიმდინარე სეზონში თავის კონკურენტებზე ბევრად მეტ დროს ატარებს მოედანზე - 865 წუთი, 610-სა და 209-ის წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი საშუალო პროცენტული მაჩვენებლის გამოთვლა იქნება: "იუვეს" 7-იანი: 1.5 მოტყუება ერთ მატჩში, სამხრეთ ამერიკელები: 2.2.

დასკვნა - კაპელო აბუქებს იმას, რაც სამ წელს უკავშირდება, მაგრამ დიბალა და კოსტა მართლაც უფრო ხშირად ატყუებენ მოწინააღმდეგეებს, ვიდრე კრიში. ლმობიერება გამოვიჩინოთ და ავღნიშნოთ, რონალდუ 34 წლის არის და რაღაც დეტალების პატიება მისთვის შეიძლება.

"რონალდუს 3 წელია მეტოქე არ მოუტყუებია" - შევამოწმოთ!

ეთანხმებით თუ არა კაპელოს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

იუვენტუსი, მილანი, სევილია და ბეტისი პსჟ-ს ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ

„პსჟ-ს“ ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, კარიერა შესაძლოა იტალიაში ან ესპანეთში გააგრძელოს.

დღეს, 13:11

ინტერის გენ.დირექტორი: "ვფიქრობ, წელს სკუდეტოს კვლავ იუვენტუსი მოიგებს"

„იუვენტუსის“ გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა ფიქრობს, რომ ამ სეზონში იტალიის ჩემპიონი კვლავ ტურინის „იუვენტუსი“ გახდება.

დღეს, 13:03

როჯერსი არსენალში? ბრენდანის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

„ლესტერის“ ხელმძღვანელობას სურს, გუნდიდან ბრენდან როჯერსის პოტენციური წასვლა გამორიცხოს.

დღეს, 13:00

ბელგიის მწვრთნელი: "აზარი ფეხბურთის მაიკლ ჯორდანია"

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, „რეალის“ შემტევზე, ედენ აზარზე კვლავ ისაუბრა.

დღეს, 12:54

მანჩესტერ იუნაიტედმა ზაფხულის ხმაურიანი ტრანსფერი დაგეგმა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ტოტენჰემის“ ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის შეძენას აპირებს.

დღეს, 12:50

პოჩეტინო გამოირიცხა - ბაიერნი სხვა სპეციალისტის გამოსყიდვას აპირებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, „აიაქსის“ დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგი იქნება.

დღეს, 12:45

ახალგაზრდული ჩემპიონატის ახალი ფორმატი: წილისყრა შედგა, საქართველოს მეტოქეები ცნობილია

2020-22 წლებში, უეფას გადაწყვეტილებით, 19-წლამდე ნაკრებთა მონაწილეობით ახალი ფორმატის გათამაშება გაიმართება

დღეს, 12:45

2 მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც საქართელო - ბელარუსის მატჩში იქნება

26 მარტს, საქართველოს ნაკრები ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას "ბელარუსის" ნაკრებთან გამართავს.

დღეს, 12:38

"კონტეს გადაწყვეტილებამ გამაოგნა", - იუვეს დირექტორი

ტურინის "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ, ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:05

"მანე აფრიკელი რომ არ იყოს, ოქროს ბურთს მოიგებდა", - კრისტალ პალასის მოთამაშე

"კრისტალ პალასის" ნახევარმცველმა, შეიხუ კუიატემ, სადიო მანეს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:55

იუვენტუსი ხედირას შემცვლელად 3 ფეხბურთელს განიხილავს

როგორც მოგეხსენებათ, სამი ხედირამ ოპერაცია ჩაიტარა და მოედანს სამი თვით ჩამოშორდა.

დღეს, 11:45

"დაუფიქრებლად წავიყვანდი", - შმეიხელმა მანჩესტერს ფეხბურთელი ურჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, პეტერ შმეიხელმა, "წითელ ეშმაკებს" ფეხბურთელი ურჩია:

დღეს, 11:34

რეალმა ბეილი კვლავ დაკარგა

Marca-ის ცნობით, მადრიდის "რეალმა" გარეტ ბეილი კვლავ დაკარგა. უელსელმა ამ კვირაში 3 ვარჯიში გამოტოვა და ლაზარეთში გადაინაცვლა.

დღეს, 11:16

სუარესი მიდის: "ბარსელონასთვის ახალგაზრდა ფორვარდის მოძებნის დრო დადგა"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:07

UFC-ის პრეზიდენტმა მაკგრეგორის შემდეგი სავარაუდო მეტოქეები დაასახელა

როგორც მოგეხსენებათ, კონორ მაკგრეგორი 18 იანვარს დონალდ სერონეს დაუპირისპირდება.

დღეს, 10:55

მბაპე უკვე პსჟ-ს ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირს შორის არის

"ნანტის" კარის აღების შემდეგ, კილიან მბაპეს "პარი სენ-ჟერმენში" 71 გოლი დაუგროვდა.

დღეს, 10:47

ვან დეიკი: "არ ვწუხვარ იმის გამო, რომ ბევრ გოლს ვუშვებთ"

"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:38

"სკუდეტოს იუვენტუსი მოიგებს", - ინტერის დირექტორი

მილანის "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ სასკუდეტო ბრძოლა შეაფასა:

დღეს, 10:29

ბოლო წლების ყველაზე სუსტი ბარსას საუკეთესო მოთამაშე - როგორ მალავს მესი ვალვერდეს შეცდომებს?

დავგუგლოთ სიტყვა Messidependencia - ჯამში 168 ათასი ჩანაწერი, ტვიტი, ვიდეო, ანალიტიკური მაგალითი,

დღეს, 10:21

სამხრეთ აფრიკელთა დასაფასებელი საქციელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ

დასრულდა ორ მატჩიანი ტესტ სერია საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 19 წლამდე ნაკრებებს შორის

დღეს, 07:09

რა თანხა ერგო კომპენსაციის სახით ისრაელ ფოლაუს?

უკვე გაუწყეთ, რომ ისრაელ ფოლაუს საგა დასრულდა.

დღეს, 07:06

იბრაჰიმოვიჩმა ერთმანეთს მბაპე და რონალდუ შეადარა

ვეტერანმა შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ერთმანეთს კილიან მბაპე და ბრაზილიელი რონალდუ შეადარა.

დღეს, 04:01

ცვლილებები დინამო ბათუმში: 2 ფეხბურთელი წავიდა, 2 კი მოვიდა

როგორც ჩანს, "დინამო ბათუმი" ახალი სეზონისთვის დიდი სატრანსფერო პოლიტიკის გატარებას აპირებს.

დღეს, 03:56

ფატის მამამ თავისი შვილის მომავალზე ისაუბრა

არის საუბრები იმის თაობაზე, რომ ანსუ ფატი "ბარსელონას" დატოვებს და დროებით სხვა გუნდში გადავა.

დღეს, 03:52

არსენალის დროებითი მწვრთნელი: "არაფრის გაკეთება არ გვინდოდა"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" "ბრაიტონს" დაუპირისპირა და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 03:50

ბონუჩი: "მილანში გადასვლამ გამზარდა"

ტურინის "იუვენტუსის" მცველი ლეონარდო ბონუჩი იმ პერიოდს იხსენებს, როცა ერთი წლით "მილანში" გადავიდა.

დღეს, 03:46

დანიშვნიდან 18 თვეში სილვა თანამდებობიდან გაათავისუფლეს

დანიშვნიდან ზუსტად 18 თვეში, "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი მარკო სილვა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

დღეს, 03:42

შეუდარებელი სტატისტიკა - რეალი არ აგებს, როცა ვალვერდე მოედანზეა

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ფედე ვალვერდე ამ სეზონში სასწაულ ფორმაშია.

დღეს, 03:38

არსენალის კატასტროფული შედეგი - პირველად 1977 წლის შემდეგ

"არსენალი" პრემიერ ლიგაში წარუმატებელი შედეგების ჩვენებას განაგრძობს.

დღეს, 03:33

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10