ვაისი: " საქართველოს სიურპრიზების გაკეთება შეუძლია"


ვაისი:

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩს შვეიცარიასთან გამართავს.

მატჩის წინ კომენტარი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"ჩვენ სამი დღე გერმანიაში ვემზადებოდით და კარგ კონდიციაში ვიმყოფებით. სასიამოვნოა, რომ დღეს ასეთ კარგ მინდორზე და სტადიონზე გვიწევს ვარჯიში. შვეიცარიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას გავმართავთ და სურვილი გვაქვს, რომ ხარისხიანი და კარგად ორგანიზებული ფეხბურთი ვითამაშოთ. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ შეტევაში მეტი ხარისხი ვაჩვენოთ, რადგან შვეიცარიის ნაკრები დაცვაში კარგად მოქმედებს. ირლანდიისა და დანიის წინააღდეგ კარგი შეხვედრები ჩავატარეთ, ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ თუ ხვალ დადებითი შედეგის მიღწევა გვსურს, გოლი უნდა გავიტანოთ.

ჩემი აზრით, ჩვენ ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, ამ მომენტისთვის შვეიცარია ჯგუფში იმ ადგილს არ იკავებს, რომელსაც ის რეალურად იმსახურებს. მათ ჩვენს მერე კიდევ ერთი მატჩი აქვთ გიბრალტარის წინააღმდეგ. გვსურს, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ, ეს რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შვეიცარიის წინააღმდეგ ისეთივე რთული მატჩი გველის, როგორც ეს დანიისა და ირლანდიის წინააღმდეგ იყო. მოწინააღმდეგეს, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება, მაგრამ ვლადიმირ პეტკოვიჩს საკმარისად კარგი სათადარიგო შემადგენლობა ჰყავს იმისთვის, რომ მაგალითად შერი და ემბოლო სრულფასოვნად შეცვალონ. ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, რადგან ბოლო მატჩებში კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ შეტევაში უკეთ უნდა ვითამაშოთ. დაცვიდან თამაშს არ ვაპირებთ, შეხვედრის ფავორიტი, რა თქმა უნდა, შვეიცარიაა, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება და შანსები 50-50-ზეა. ვთვლი, რომ ფეხბურთელების ხარისხით შვეიცარია ჯგუფში საუკეთესო გუნდია.

მე მიყვარს ეს გუნდი და ის მოთამაშეები, რომლებიც აქ არიან. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ წარმატებისთვის. თუ რა დონეზე ვართ ახლა ამას ხვალინდელი თამაშიც გამოაჩენს. სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოქრიაშვილი, ანანიძე და ტაბიძე ვერ დაგვეხმარებიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები და საქართველოს სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია. იმედი მაქვს ხვალინდელი თამაშისაც. ჩვენ ვემზადებით მარტისთვის და პირველ რიგში, ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. ასევე ხორვატიაში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაზე, სადაც იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომლებიც ნაკრებში საკუთარ შანსს ელოდებიან. ერთა ლიგის პლეი-ოფი მხოლოდ ჩვენთვის კი არა, ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ისტორიული შანსია. ასევე ფიქრობენ ჩვენი მეტოქეები, მაკედონია, კოსოვო და ბელორუსი.

როგორც აღვნიშნე, ჯიმი ტაბიძემ ტრავმა მიიღო და რეხვიაშვილი ამის შემდეგ დაგვემატა. ამ პოზიციაზე ასევე გვყავს ნავალოვსკი. ვნახოთ, რა არჩევანს გავაკეთებთ შვეიცარიის წინააღმდეგ. ნაკრებში ასევე არაბული და პაპუნაშვილი დაბრუნდნენ. ოქტომბერში პაპუნაშვილი ფიზიკურად მზად არ იყო და ამიტომ ვერ დაგვეხმარა. ახლა იმედი მაქვს, რომ ის მზად არის და შეძლებს გუნდის გაძლიერებას. რაც შეეხება არაბულს, მან საბერძნეთის ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა და კარგ ფორმაში იმყოფება. ამ პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელები უნდა გამოვიყენოთ და შემდეგ მათ უკვე მიეცემათ შესაძლებლობა მარტის მნიშვნელოვან შეხვედრებშიც მიიღონ მონაწილეობა. ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ გვაქვს, ქვილითაია ბელგიაში სათადარიგოთა სკამზეა, სხვა მოთამაშეები საბერძნეთში და ყაზახეთში თამაშობენ, რაც არ არის ევროპის უმაღლესი საფეხური." - განაცხადა ვაისმა.

სფფ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

საინტერესო ფაქტი - პირველად ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალში მხოლოდ ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატების გუნდებს ვიხილავთ.

დღეს, 02:40

ჯგუფური ეტაპის ყველა დროის რეკორდის გამეორებამდე ბაიერნს 1 გოლი დააკლდა

ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე დასრულებული ჯგუფური ეტაპი მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩინებულად ჩაატარა.

დღეს, 02:33

მხოლოდ მეექვსე გუნდი ისტორიაში - ბაიერნი ელიტარულ კომპანიას შეუერთდა

როგორც იცით, მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში „ბაიერნი“ ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც ექვსივე მატჩის მოგება მოახერხა.

დღეს, 02:30

ლევანდოვსკიმ რონალდუს დიდებული რეკორდის დამხობის შანსი ხელიდან გაუშვა

„ტოტენჰემთან“ შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკი სკამიდან არც წამომდგარა.

დღეს, 02:22

როგორ გამოიყურება ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავა ჯგუფური ეტაპის შემდეგ?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ტურნირის ბომბარდირთა საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:

დღეს, 02:18

გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგაზე გადავიდნენ

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მესამეადგილოსანი ევროპა ლიგაზე აგრძელებს ასპარეზობას.

დღეს, 02:14

როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების კენჭისყრა?

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და დროა, მერვედფინალების კენჭისყრაზეც ვიფიქროთ.

დღეს, 02:10

16 გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად დასრულებულია.

დღეს, 02:05

იუვენტუსმა ლევერკუზენი რონალდუსა და იგუაინის გოლებით დაამარცხა [VIDEO]

ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ლევერკუზენის "ბაიერთან" გასვლითი მატჩით დაასრულა.

დღეს, 02:04

ატლეტიკომ ლოკომოტივი დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ შინ მოსკოვის „ლოკომოტივი“ 2:0 დაამარცხა.

დღეს, 01:56

სიყვარულით პარიზიდან - პსჟ-მ ჯგუფური ეტაპი გალათასარაის განადგურებით დაასრულა [VIDEO]

"პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა.

დღეს, 01:54

რეალმა ახალგაზრდა ბრაზილიელებისა და მოდრიჩის გოლებით მოიგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ბრიუგე“ 1:3 დაამარცხა.

დღეს, 01:53

6-დან 6 მოგება! ბაიერნმა ტოტენჰემი სახლშიც დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

„ბაიერნი“ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრა მოიგო.

დღეს, 01:50

გაბრიელ ჟეზუსის ბენეფისი - მანჩესტერ სიტიმ ზაგრების დინამო გაანადგურა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის ეგიდით, ზაგრების "დინამომ" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა.

დღეს, 00:05

გატუზოს პირველი განცხადება ნაპოლის ჩაბარების შემდეგ

"ნაპოლის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ ნეაპოლური გუნდის ჩაბარებაზე ისაუბრა.

გუშინ, 23:59

ოფიციალურად: გატუზო ნაპოლის მთავარი მწვრთნელია

"ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო გახდა, წერს კლუბის პრესსამსახური.

გუშინ, 23:53

ვასილი არტემიევი: "რაგბის რუსეთის სამ ან ხუთ ყველაზე პოპულარულ სპორტში შესვლა შეუძლია"

რუსეთის ნაკრების კაპიტანმა ვასილი არტემიევმა განაცხადა, რომ რაგბის რუსეთის სამ ან ხუთ ყველაზე პოპულარულ სპორტში შესვლა შეუძლია.

გუშინ, 23:23

ანჩელოტის პირველი განცხადება ნაპოლიდან გათავისუფლების შემდეგ

"ნაპოლის" აწ უკვე ექს-მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი კლუბს დაემშვიდობა.

გუშინ, 22:19

"დიახ, ეს სიმართლეა", - ბარსელონა კარლოს ველას იმატებს?

"ლოს ანჯელესის" თავდამსხმელი, კარლოს ველა შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს.

გუშინ, 22:15

ლესტერი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაზე ამუშავდა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 22:10

ლამპარდმა იანვრისთვის კიდევ ერთი სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის "ჩელსი" აქტიურ მუშაობას გეგმავს.

გუშინ, 22:06

ნაპოლიდან ანჩელოტის გათავისუფლებას მანოლასიც ეხმაურება

მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი დაითხოვა.

გუშინ, 21:58

შეთანხმება მიღწეულია - ჯერარდის მომავალი 99%-ით გადაწყდა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 21:55

ინსინიე ნაპოლიდან ანჩელოტის გათავისუფლებას გამოეხმაურა

მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი დაითხოვა.

გუშინ, 21:50

მარადონამ Dolce & Gabbana-ს სასამართლო მოუგო

დიეგო მარადონამ სახელგანთქმულ მოდის სახლ Dolce & Gabbana-ს სასამართლო მოუგო.

გუშინ, 21:46

12-წლიანი პაუზის შემდეგ - კახეთი ეროვნულ ლიგაშია

12-წლიანი პაუზის შემდეგ, კახეთის წარმომადგენელი, "თელავი" საქართველოს უმაღლეს დივიზიონში, ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

გუშინ, 21:43

120 მილიონი ევრო! - ჩელსი იანვრისთვის ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

"ჩელსის" ხელმძღვანელობა იანვარში ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

გუშინ, 21:40

შეთავაზება მზადაა - ფეხბურთელი, რომლის დამატებასაც ნაპოლი გეგმავს

ზამთრისთვის "ნაპოლის" ხელმძღვანელობა საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

გუშინ, 21:36

გვარდიოლამ პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას შორის არჩევანი გააკეთა

"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:31

მანჩესტერ იუნაიტედის გეგმები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის გეგმები შეადგინა.

გუშინ, 21:26

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10