წლის მესამე ამხანაგური მატჩი: საქართველო VS არაბეთის გაერთიანებული საემიროები



საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, წლის მესამე ამხანაგურ შეხვედრას შვეიცარიაში ჩაატარებს. თემურ ქეცბაიას გუნდი ლიხტენშტაინთან და საუდის არაბეთთან ერთნაირი ანგარიშით მოგებული შეხვედრების შემდეგ, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც, ამ დროისთვის, ფიფას რეიტინგის 67-ე ადგილს იკავებს. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ნაკრების ორკვირიანი შეკრება ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შეაფასა: „კარგია, რომ თითქმის ორი კვირის მანძილზე მოგვეცა შესაძლებლობა გუნდი ერთად ყოფილიყო, ევარჯიშა საკმაოდ კარგ პირობებში ესპანეთსა და შვეიცარიაში. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, იყო დანაკლისი. ფეხბურთელების სხვადასხვა მიზეზების გამო გამოგვაკლდნენ, რადგან,სეზონი ახალი დამთავრებულია, მაგრამ ეს საფეხბურთო პროცესია. სამწუხარო ის არის, რომ ბევრი ქართველი ფეხბურთელის გუნდი, რომლებიც ევროპაში თამაშობენ, უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ზოგიერთს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს. ასევე, ზოგიერთი ფეხბურთელი ჯერ კიდევ უგუნდოდ არის. ამის მიუხედავად, მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიარეთ, პირველი თამაში მოვიგეთ და იმედი მაქვს დღევანდელ თამაშსაც კარგად ჩავატარებთ. ამ თამაშით მთავრდება ამხანაგური მატჩები. ამის შემდეგ, უკვე ოფიციალური თამაშები გველოდება. კარგია, რომ ამ პერიოდში ვნახეთ ფეხბურთელები, რომლებიც პირველად იყვნენ ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ამ თამაშზეც გვექნება შესაძლებლობა, რომ გამოვცადოთ ახალი მოთამაშე. როგორც იცით, ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს 18 წლის გიორგი პაპუნაშვილი. ძალიან სამწუხაროა, რომ 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა. მითუმეტეს, რომ ნამდვილად ყველაზე საუკეთესო გუნდი იყო და იმსახურებდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. მაგრამ ამ ბიჭებმა უნდა გააგრძელონ წარმატებით თამაში საკლუბო დონეზე, რომ შემდეგ, უკვე ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს გამოადგნენ. კარგია,რომ 19-წლამდე ნაკრებში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ გუნდებში თამაშობენ. რაც უფრო მეტი ითამაშებს საქართველოს უმაღლეს ლიგაში, მით უფრო უკეთესი იქნება მათთვის, ამ ფეხბურთელების განვითარებისთვის. ახლა იწყება ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპები. დავაკვირდებით ყველას და ვინც იქნება საუკეთესო ფორმაში, ისინი უკვე ევრო2016-ის შესარჩევ ეტაპზე ჩვენთან ერთად იქნებიან.“ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მატჩი ჟენევასთან ახლოს, მეირინის STADE DES ARBÈRES- ზე, დღეს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს Abu Dhabi Sport TV უზრუნველყოფს. სფფ-ის პრესსამსახური შვეიცარია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

შოთა არველაძის კარგი გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე: გამარჯვება და ჯგუფში გალიდერება

ქართველი სპეციალისტის შოთა არველაძის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულად ასპარეზობს.

დღეს, 03:05

მილანის მწვრთნელი: "გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, მაისამდე რაც შეიძლება მეტი მატჩი უნდა მოვიგოთ"

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "მილანი" "ტორინოს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

დღეს, 03:00

მარსიალმა რუნის და კანტონას რეკორდი გაიმეორა

ენტონი მარსიალმა "მანჩესტერის" მაისურით თავი კვლავ გამოიჩინა და "ჩელსის" გაუტანა.

დღეს, 02:50

მანჩესტერის ახალწვეული კლუბის ისტორიაში შევიდა

სოლსკიაერის "მანჩესტერმა" ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და "ჩელსის" სტუმრად 0:2 სძლია.

დღეს, 02:43

ჩელსის საშინელი შედეგი - პირველად 1995 წლის შემდეგ

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ჩელსი" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერს" დაუპირისპირდა და 0:2 წააგო.

დღეს, 02:40

ითამაშებს თუ არა ნეიმარი ჩემპიონთა ლიგაზე? - ოფიციალური პასუხი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმანეთს "პსჟ" და "დორტმუნდი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:36

ლეო მესი წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

დღეს, 02:32

კლოპი: "თუ ამ კომპონენტში მე მე-4 ეტაპზე ვარ, მაშინ სიმეონე მე-12 ეტაპზეა"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 02:29

არეულობა მეტოქის ბანაკში: ბელარუსის ნაკრების 2 მატჩი ჩაიშლება?

26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს.

დღეს, 02:10

საბა ლობჟანიძე თურქეთის ჩემპიონატის სიმბოლურში მოხვდა

თურქეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანკარაგუჩუ" "ფენერბაჰჩეს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 02:06

მანჩესტერმა ჩელსის სტუმრად სძლია - ბრუნო ფერნანდეშის ბრწყინვალე მატჩი [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ერთმანეთს "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:59

რებიჩის მორიგი გოლით მილანმა ტორინო დაამარცხა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის ტურის ბოლო შეხვედრა სან სიროზე, "მილანმა" და "ტორინოს" შორის შედგა.

დღეს, 01:55

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ლივერპულს აჯობა და 2019 წლის საუკეთესო გუნდად დასახელდა

2019 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა "ლორეას" წლის გუნდის ჯილდო მოიპოვა.

დღეს, 00:37

პსჟ-ში ნეიმარს არ ენდობიან და მიიჩნევენ, რომ მისმა ტრანსფერმა არ გაამართლა

"პარი სენ ჟერმენმა" შესაძლოა თავდამსხმელი, ნეიმარი კლუბიდან გაუშვას, იტყობინება Le Parisien.

გუშინ, 23:35

დელ პიერო: "არამგონია, რომ მესი ბარსელონადან წასვლაზე ფიქრობდეს"

"იუვენტუსის" ექს-თავდამსხმელმა, ალესანდრო დელ პიერომ "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესიზე ისაუბრა.

გუშინ, 23:28

გიორგი აბურჯანია ჰოლანდიის ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის მოხვდა

ჰოლანდიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ტვენტემ" "ალკმაარს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

გუშინ, 23:24

ბილეთების ნახევარი გაყიდულია!

მოგეხსენებათ, 15 თებერვალს საქართველო ბელარუსის მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო.

გუშინ, 23:20

ვენგერი ჩემპიონთა ლიგიდან მანჩესტერ სიტის მოკვეთას გამოეხმაურა

"არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:20

ბარსელონა ესპანური პრესისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

"ბარსელონა" ესპანური პრესისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს.

გუშინ, 22:47

"მაინც აქ ვიქნები", - გვარდიოლას დაპირება სიტის ფეხბურთელებს

"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გუნდის ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ კლუბში დარჩება.

გუშინ, 22:35

ტოტენჰემმა დაიერის მოთხოვნები იუარა და ზაფხულში გაყიდის

"ტოტენჰემი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ნახევარმცველ ერიკ დაიერს გაყიდის, წერს Daily Mail.

გუშინ, 21:36

არსენალი მანჩესტერ იუნაიტედის ექს-ფეხბურთელით ინტერესდება

"არსენალის" ხელმძღვანელობა ამსტერდამის "აიაქსის" უკანახაზელის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს.

გუშინ, 21:29

ატლეტიკო ლივერპულთან დაპირისპირებას დიდი დანაკლისით ხვდება

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსა" და "ლივერპულის" დაპირისპირება ხვალ გაიმართება.

გუშინ, 21:25

მორიგი კანდიდატი - რომელ თავდამსხმელს დაიმატებს ბარსელონა?

მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" ახალი თავდამსხმელის დასამატებლად 15 დღე მისცეს.

გუშინ, 21:20

მანჩესტერ სიტი დაისაჯა, ბაიერნის ბოსები აქტიურ მუშობას იწყებენ

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, ლეროი სანე შესაძლოა ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგდეს.

გუშინ, 21:14

გულიტმა დაასახელა სპეციალისტი, რომელმაც მილანი უნდა გაწვრთნას

"მილანის" ყოფილი ნახევარმცველი, რუდ გულიტი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 20:47

"შოკირებული ვარ", - არტეტა ჩემპიონთა ლიგიდან სიტის მოკვეთაზე

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა ევროთასებიდან "მანჩესტერ სიტის" ორი წლით მოკვეთაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:42

მორიგი სამიზნე - მანჩესტერი გუნდის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობს.

გუშინ, 20:35

რეალმა ფასი დაასახელა, ხამესს ზაფხულისთვის მსურველი ჰყავს

დიდი ალბათობით, ზაფხულში "რეალის" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს გაყიდის.

გუშინ, 20:20

ინტერში ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლას გამოეხმაურნენ

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:16

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10