ვაისი: "შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ თამაშის ხარისხით"


ვაისი:

შვეიცარიასთან წაგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"საწყისი ოცი წუთი შვეიცარიამ შეტევაში ძალიან კარგად ითამაშა. ამის შემდეგ თამაშის გადაწყობა მოვახერხეთ, უფრო მეტს ვმოძრაობდით და მეორე ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით, სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და მცირე შეცდომის შედეგად, გოლი მივიღეთ. საბოლოო ჯამში, გულშემატკივარმა ორივე გუნდის შესრულებით მაღალი დონის თამაში იხილა.

​ვულოცავ შვეიცარიას მოპოვებულ გამარჯვებას, ვთვლი, რომ ჯგუფის საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. შვეიცარიის ნაკრებს და მის მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ პეტკოვიჩს გიბრალტარის წინააღმდეგ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ვუსურვებ.

მეორე ტაიმში ყაზაიშვილმა კარგად ითამაშა. ქვილითაიამ კარგად იბრძოლა, აკანჯის, ელვედისა და როდრიგესის წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არაა. კარგი მატჩი ჩაატარა იან სომერმაც, მაგრამ გიორგი ლორია დღეს ბრწყინვალე იყო. ჩვენ ორი-სამი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ისინი უნდა გამოგვეყენებინა. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, თუ წარმატების მიღწევა გვსურს გოლები უნდა გავიტანოთ. შეტევაში მეტი ხარისხი უნდა ვაჩვენოთ და საჯარიმოში უფრო აგრესიულები ვიყოთ. ვაკო ყაზაიშვილმა შესანიშნავი სოლო რეიდი განახორციელა, მაგრამ სომერმა კარგად ითამაშა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საწყისი ოცი წუთი შვეიცარია უკეთესი გუნდი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ ვაჯობეთ. მეტოქეს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავდა, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმაც მაღალ დონეზე ითამაშეს, მსურს მათ ამის გამო კომპლიმენტი ვუთხრა. დაცვაში და შეტევაში კარგად ვმოქმედებდით, კარგი ბალანსი გვქონდა. ჯაბა კანკავამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ასევე კარგი იყო შენგელია და 18 წლის დავითაშვილი. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ თამაშის იმ ხარისხით, რომელიც ჩემმა გუნდმა აჩვენა. სამწუხაროდ, ერთი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით. ყველა გუნდისთვის რთულია შვეიცარიის წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში თანაბარ ტემპში თამაში", – განაცხადა ვაისმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჰენდერსონმა ჯერარდი ჩამოიტოვა და ლივერპულში ახალი რეკორდი დაამყარა

"ლივერპულის" ამჟამინდელმა კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა საინტერესო შედეგს მიაღწია.

დღეს, 10:20

"ჩემპიონობისთვის 100 ქულაა საჭირო, ეს სიტის და ლივერპულის დამსახურებაა", - გვარდიოლა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:09

მაკარიძემ პორტუგალიაში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და პენალტი მოიგერია [VIDEO]

პორტუგალიის ჩემპიონატში "სეტუბალი" "ავეშს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:54

ლამპარდი: "მგონია, რომ ეს არ არის ის გუნდი, რომელსაც მე ვწვრთნი"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ჩელსი" შინ "ბორნმუთს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

დღეს, 02:45

გატუზომ სადებიუტო მატჩში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა

იტალიელი სპეციალისტისთვის ჯენარო გატუზოსთვის "ნაპოლიში" სადებიუტო მატჩი წარუმატებელი გამოდგა.

დღეს, 02:40

გრიზმანმა სოსიედადთან ვერ მოგების მიზეზებზე ისაუბრა

"ბარსელონას" ფრანგმა თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა "სოსიედადთან" ვერ მოგების მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 02:32

ბეილი ბრუნდება - ხვალინდელ მატჩში რეალს 4 ფეხბურთელი დააკლდება

ლა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა მესტალიაზე, "ვალენსიასა" და მადრიდის "რეალს" შორის შედგება.

დღეს, 02:29

რამდენჯერ გაატანინა მესიმ სუარესს ამ სეზონში?

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" "სოსიედადს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:22

ინდიანამ გოგა ბითაძე G ლიგაში დააქვეითა

ამერიკული პრესის ცნობით, გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" G ლიგაში დააქვეითა.

დღეს, 02:13

გიორგი შერმადინმა ყოფილ გუნდთან 100%-იანი შედეგი დააფიქსირა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "ტენერიფე" "ანდორას" დაუპირისპირდა და 86:76 დაამარცხა.

დღეს, 02:09

ჩხეტიანის მისვლის შემთხვევაში, დინამო თბილისი ორ ფეხბურთელს დაიმატებს

დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან "დინამო თბილისის" ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი იქნება.

დღეს, 02:03

როგორც იქნა, ტორპედოში სიტუაცია დალაგდება - იტალიელი სპონსორები და ვალების გასტუმრება

თითქმის უკვე ერთი წელია, ქუთაისის "ტორპედოში" ფინანსური კრიზისია და ეს გუნდის თამაშზეც აისახება.

დღეს, 02:01

ატლეტიკომ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ერთმანეთს "ატლეტიკო" და "ოსასუნა" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:57

რამდენჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს რუსეთის რაგბის კავშირს საქართველოს რაგბის კავშირზე?

რუსეთის რაგბის კავშირის 2020 წლის ბიუჯეტი 1.8 მილიარდი რუბლი იქნება.

დღეს, 01:44

ცნობილმა ფრანგმა მორაგბემ უმძიმესი ტრავმა მიიღო და სეზონი დაასრულა [+VIDEO]

გამოცდილმა ფრანგმა მორკინალმა უმძიმესი ტრავმა მიიღო

დღეს, 01:42

ნაპოლი გატუზოს სადებიუტო მატჩში შინ პარმასთან დამარცხდა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურის ეგიდით, "ნაპოლიმ" "პარმას" უმასპინძლა.

გუშინ, 23:44

"არ მესმის, რატომ არ გამოიყენეს VAR-ი", - ბუსკეტსი უკმაყოფილოა

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა "სოსიედადთან" (2:2) გამართული მატჩის შემდეგ ისაუბრა.

გუშინ, 22:59

"გამორჩეული მატჩი ჩაატარა", - ლევანდოვსკიმ კოუტინიო შეაქო

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოზე ისაუბრა.

გუშინ, 22:56

ვალვერდე: "2:1-ის დროს, ბარსელონა უკეთესი იყო და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო"

მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ლა ლიგის მე-17 ტურში "სოსიედადთან" ქულები დაკარგა.

გუშინ, 22:53

მორიგი მიღწევა, რომელიც ლევანდოვსკის სიძლიერეს ამტკიცებს

ბუნდესლიგის მე-15 ტურის ეგიდით, "ბაიერნმა" "ვერდერი" გაანადგურა - 6:1.

გუშინ, 22:49

აზარმა დაასახელა კლუბი, სადაც რეალის დატოვების შემდეგ გადავა

"რეალის" თავდამსხმელი, ედენ აზარი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 22:32

"ეს შეიძლება საშიში იყოს", - კლოპი ვეინალდუმის მდგომარეობაზე

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჟორჟინიო ვეინალდუმის ტრავმაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:29

"კეინს ვერ დავასვენებ", - მოურინიო მიზეზს ასახელებს

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:24

გადაწყვეტილება მიღებულია - სად სურს თამაში მანჯუკიჩს?

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი ზამთარში კლუბის დატოვებას აპირებს.

გუშინ, 22:17

კლოპი ადასტურებს - ლივერპული საინტერესო ტრანსფერს გეგმავს

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 22:15

დიბალა საკუთარ მომავალზე იუვენტუსის ექს-ფეხბურთელს ესაუბრა

არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა, რობერტო პერეირამ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:50

მარცხი სტემფორდ ბრიჯზე - ჩელსი ბორნმუთმა შეაჩერა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ეგიდით, "ჩელსიმ" "ბორნმუთს" უმასპინძლა.

გუშინ, 21:42

ლინგარდმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც სეზონის სტარტი ჩააგდო

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა, ჯესი ლინგარდმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრა.

გუშინ, 21:39

ბარსელონამ რამდენიმე შეთავაზება იუარა - Mundo Deportivo

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 21:23

შეთავაზება მზადაა - რამდენს უხდის პსჟ ინტერს იკარდის სანაცვლოდ?

მოგეხსენებათ, მაურო იკარდი "ინტერის" საკუთრებაა და "პსჟ"-ში იჯარის წესით ასპარეზობს.

გუშინ, 21:19

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10