რონალდუს ტრავმის სიყალბის სამედიცინო მტკიცებულება - რატომ იტყუება სარი?


რონალდუს ტრავმის სიყალბის სამედიცინო მტკიცებულება - რატომ იტყუება სარი?

ტურინის "იუვენტუსის" უკანასკნელ ორ შეხვედრაში ვხედავთ უცნაურ სურათს - კრიშტიანუ რონალდუს თამაშიდან დროზე ადრე ხსნიან. უკმაყოფილო პორტუგალიელი ნოემბრის მთავარ საფეხბურთო ტრენდად იქცა, მაურიციო სარის კი თავის მართლება მოუწია.

იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა "ბებერი ქალბატონის" ვარსკვლავის შეცვლა ასე ახსნა - "ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შედეგად, რონალდუს კოლატერალური მყესი დაუზიანდა. როდესაც პორტუგალიელი იღებს დატვირთვას, მას ერღვევა ბალანსი, რაც იწვევს ტიპერკომპენსაციასა და ტკივილს ბარძაყის კუნთის არეში".

რონალდუს ტრავმის სიყალბის სამედიცინო მტკიცებულება - რატომ იტყუება სარი?

ჩავუღრმავდეთ "ბიანკონერის" დამრიგებლის გამონათქვამს. კოლატერალური, იგივე გვერდითი მყესები მდებარეობს მუხლის არეში. ის ხელს უწყობს მუხლს სტაბილიზაციასა და სიძლიერეში. აპენინელის მიერ ხსენებული ტრავმის მიღების შემთხვევაში, კრიშტიანუ დაყრდნობასაც კი ვერ შეძლებდა, სირბილზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

აქედან გამომდინარე, კოლატერალური მყესის დაზიანება თავისი არსით საკმაოდ სერიოზული ტრავმაა, "სინიორას" თავდამსხმელისთვის ის 55 წუთიც ზღაპარი იქნებოდა. არაა გამორიცხული, რომ 60-წლის თავკაცს ტერმინოლოგია შეეშალა და პირენეელს უბრალოდ კუნთი დაეჭიმა.

რონალდუს ტრავმის სიყალბის სამედიცინო მტკიცებულება - რატომ იტყუება სარი?

აღნიშნული გარემოება წარმოადგენს დიდ მინუსს "შავ-თეთრების" სამედიცინო შტაბისთვის, რადგან ამ მიკრო-ტრავმის მოშუშებას ერთი თვე არ სჭირდება. "ზებრების" ექიმები არიან დილეტანტები, ან უბრალოდ უყურადღებოები, სწორედ ეს დასკვნა გამომდინარეობს სარის თავის მართლებისგან.

არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უბრალოდ ჩაციკლულია. რეალური ხიფათის შემთხვევაში, რონი მოსკოვის "ლოკომოტივის" გამო საფრთხეში თავს არ ჩაიგდებდა. მაურიციოს გუნდის 7-იანი ჯანმრთელი იყო და მან ეს იცოდა.

რონალდუს ტრავმის სიყალბის სამედიცინო მტკიცებულება - რატომ იტყუება სარი?

ამის გარდა, კარგად ჩანდა, რომ კრიში იტალიელ მწვრთნელზე გაბრაზებული იყო. 34-წლის ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე რეალურად ზრუნვის შემთხვევაში, "იუვენტუსის" თავკაცის მისამართით აგრესია არ იქნებოდა, პირიქით, რონალდუ მას მადლობასაც ეტყოდა.

აპენინელი დამრიგებლის "მეზღაპრეობა" სანაკრებო შესვენების პერიოდში გამოჩნდა, როდესაც პორტუგალიელმა გოლეადორმა ჰეტ-ტრიკით ლიტვა მიწასთან გაასწორა. 60-წლის მწვრთნელის მიერ გაჟღერებული დიაგნოზით, შეუძლებელია სამი ბურთის გატანა.

რონალდუს ტრავმის სიყალბის სამედიცინო მტკიცებულება - რატომ იტყუება სარი?

ერთი სიტყვით, კრიშტიანუ ხარივით ჯანმრთელია, მაგრამ მოდით, ცოტა ხნით სარის კრიტიკას შევეშვათ. იტალიელის გაგება შეიძლება, რადგან ის თავისი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. ფაქტია, რომ ორივე მატჩში, ტურინელთა მთავარი ვარსკვლავის გასვლის შემდეგ, თამაშის ხარისხი იზრდებოდა.

სწორედ ამით განსხვავდება მაურიციო იგივე მასიმილიანო ალეგრისგან, რომელიც პირენეელი სელებრითის კომფორტისთვის ზედმეტად ზრუნავდა. მაქსი რონის პაულო დიბალასაც კი სწირავდა, მაშინაც, როდესაც "სინიორას" 7-იანს თამაში სულაც არ მისდიოდა.

რონალდუს ტრავმის სიყალბის სამედიცინო მტკიცებულება - რატომ იტყუება სარი?

ანალოგიური სცენარით თავდაპირველად "ბიანკონერის" ამჟამინდელი მწვრთნელიც მოქმედებდა, მაგრამ არგენტინელის მიერ ჩატარებულმა რამდენიმე მატჩმა, აპენინელს აზრი შეაცვლევინა. გარდამტეხი მომენტი მილანის "ინტერთან" მატჩია, რომელშიც კრიში ინერტული იყო, სამხრეთ ამერიკელმა კი "ბებერ ქალბატონს" მოაგებინა.

60-წლის სპეციალისტზე შეგვიძლია ვთქვათ ასეთი რამ - ის თავის წინამორბედზე გაბედულია, მაგრამ კონფლიქტის ან განხეთქილების თავიდან არიდების მიზნით, მას ტყუილის მოფიქრება უწევს. აღსანიშნავია, რომ სარის მხარეს არის როგორც "შავ-თეთრების" უფროსობა, ისე შემადგენლობაც.

რონალდუს ტრავმის სიყალბის სამედიცინო მტკიცებულება - რატომ იტყუება სარი?

აქედან გამომდინარე, სანაკრებო პაუზის შემდეგ, 34-წლის მეამბოხეს რეალურად მოუწევს მკაცრი საუბრის მოსმენა. რა უნდა მოხდეს "ზებრებში" იდილიის დაბრუნებისთვის? რონალდუ უნდა ათამაშდეს, სხვა შემთხვევაში, MLS ან ჩინეთი. მოკლედ, იტალიელი მწვრთნელის მისამართით პრეტენზიები არ არის.

რონალდუს ტრავმის სიყალბის სამედიცინო მტკიცებულება - რატომ იტყუება სარი?

ვის მხარეს ხართ რონალდუსა და სარის კონფლიქტში?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რენატო სანჩესი: "პსჟ-სგან სერიოზული შემოთავაზება მქონდა"

"ლილის" ნახევარმცველმა, რენატო სანჩესმა თქვა, რომ გასულ წელს "პსჟ"-ში გადასვლა შეეძლო.

დღეს, 20:45

შეთავაზება მზადაა - მანჩესტერი საინტერესო ტრანსფერს ამზადებს

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport ავრცელებს.

დღეს, 20:41

ბარსელონა ბაიერნისთვის კოუტინიოს ფასს აკლებს

"ბარსელონა" შესაძლოა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს.

დღეს, 20:38

ვინ გაწვრთნის არსენალს? - მთავარი კანდიდატი შერჩეულია

"არსენალმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარი პრეტენდენტი შეარჩია.

დღეს, 20:34

ბარსას ტიაგოს დაბრუნება სურს, ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 20:29

მორიგი წარუმატებლობა! მილანმა შინ სასუოლოსაც ვერ მოუგო [VIDEO]

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში „მილანმა“ „სასუოლოს“ ვერ მოუგო.

დღეს, 20:14

რონალდუს დუბლი და ბონუჩის გოლი! იუვენტუსმა უდინეზე დაამარცხა [VIDEO]

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ „უდინეზე“ დაამარცხა.

დღეს, 20:04

ტოტენჰემმა ვულვერჰემპტონს კომპენსირებულ დროში მოუგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად „ვულვერჰემპტონს“ მოუგო.

დღეს, 20:00

მანჩესტერმა ჩელსის ფეხის დაცდენა სათანადოდ ვერ გამოიყენა და შინ ევერტონს დაუზავდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ევერტონს“ დაუზავდა.

დღეს, 19:56

ზიდანი ბეილის შესახებ: "არაფერი შეცვლილა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, გარეტ ბეილის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 18:55

"ის ახალი გიგზი უნდა გამხდარიყო", - ემიუს ყოფილი მოთამაშე კლუბის მთავარი იმედგაცრუების შესახებ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ნიკი ბატმა დაასახელა მოთამაშე, რომელიც მისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუებას წარმოადგენს.

დღეს, 18:46

კლოპი: "გოლებს აღარ ავღნიშნავ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 18:33

რამდენი გოლი აშორებს ლევანდოვსკის ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდამდე?

როგორც მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 220-ე გოლი გაიტანა.

დღეს, 18:18

არტურისთვის წელი ნაადრევად დასრულდა

Cadena Cer-ის ცნობით, არტურო მელოს 2019 წელს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

დღეს, 18:05

ბაიერნმა კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Sport Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" ფელიპე კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 17:31

ბარსელონა ტიაგოს დაბრუნებას ცდილობს

Sport Bild-ის ცნობით, "ბარსელონა" ტიაგო ალკანტარას დაბრუნებას ცდილობს.

დღეს, 17:23

ტუხელი: "რთულია თუ არა მბაპესთან მუშაობა? მას წყენის საჯაროდ წარმოჩენა უყვარს"

„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, კილიან მბაპესთან მუშაობაზე ისაუბრა.

დღეს, 15:52

გვარდიოლა: "ემერი ინგლისური ენის ცუდად ცოდნის გამო კი არა, ცუდი შედეგების გამო გაუშვეს"

„მანჩსტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, უნაი ემერის „არსენალიდან“ გაშვების მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 15:47

გოგა ბითაძის სასწაული მატჩი ამერიკაში - 26 ქულა და 14 მოხსნა [VIDEO]

გუშინ, გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" დროებით G ლიგაში, სათამაშო პრაქტიკის ქონის გამო დააქვეითა.

დღეს, 15:44

ფერნანდინიო: "შესაძლოა, წინა სეზონში მოპოვებული 4 ტიტულის შემდეგ, ზედმეტად თავდაჯერებულები გავხდით"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ფერნანდინიომ, „ლივერპულთან“ 17-ქულიან ჩამორჩენაზე ისაუბრა.

დღეს, 15:42

ჰერტას 16-წლამდელთა გუნდმა მეტოქის მხრიდან რასიზმის გამო, მოედანი ნაადრევად დატოვა

გერმანული „ჰერტას“ 16-წლამდელთა გუნდმა, რასისტული შეურაცხყოფების გამო მოედანი მატჩის მსვლელობის დროს დატოვა.

დღეს, 15:39

მორატა: "ფელიქსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო იქნება"

ესპანეთის ნაკრების და მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა, ალვარო მორატამ, ჟოაო ფელიქსი შეაქო.

დღეს, 15:34

სარი: "როგორც ჩანს, რონალდუ უმჯობესდება ისე სწრაფად, როგორც არასდროს"

„იუვენტუსის“ მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „უდინეზესთან“ მატჩამდე გუნდის ფეხბურთელთა მდგომარეობაზე ისაუბრა.

დღეს, 15:29

მოურა: "მოურინიოს ტიტულების მოგება ტოტენჰემშიც შეუძლია"

„ტოტენჰემის“ შემტევმა, ლუკას მოურამ, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

დღეს, 15:26

"ჩელსიდან უნდა წავიდეს", - დეშამი ჟირუს თავს არ ანებებს

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი, ოლივიე ჟირუს მომავალზე საუბრობს.

დღეს, 15:22

"ახლა ყველა ვხედავთ, როგორი ფეხბურთელია", - ვალვერდემ რეალის საკუთრებაში მყოფი მოთამაშე შეაქო

„სოსიედადთან“ მატჩის შემდეგ, ერნესტო ვალვერდემ „რეალის“ საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი შეაქო.

დღეს, 15:16

ვალენსიას მწვრთნელი: "რეალს მესტალიაზე პრობლემა არ შეექმნება"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტ სელადესმა, „რეალთან“ მოახლოვებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 15:12

საბურთალოს ახალი მწვრთნელის ვინაობა უკვე ცნობილია?

მოგეხსენებათ, საქართველოს თასის მოგების შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილმა "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

დღეს, 15:09

ჩელსი ალონსოს გაყიდვას დათანხმდა და ფასიც დაადო

ლონდონურმა კლუბმა ესპანელი მცველი კონკრეტული თანხით შეაფასა.

დღეს, 15:09

ზიდანი: "მბაპე? ყველამ იცით, რომ მას კარგად ვიცნობ, მაგრამ პსჟ-ს პატივი უნდა ვცე"

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს, კვლავ კილიან მბაპეზე ჰკითხეს.

დღეს, 14:56

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10