იდიოტური ხუმრობა - ბეილისა და რეალის ახალი კონფლიქტი დეტალებში


იდიოტური ხუმრობა - ბეილისა და რეალის ახალი კონფლიქტი დეტალებში

უკვე რამდენიმე წელია, რაც გარეტ ბეილი მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს აღიზიანებს. მართალია ისიც, რომ უელსელი დროთა განმავლობაში მაღალი დონის პერფომანსსაც აჩვენებს. ძირითადად მაშინ, როდესაც "სამეფო კლუბის" შემტევი ლაზარეთში არ არის.

"ბლანკოსმა" რამდენიმე დღის წინ "სოსიედადი" დაამარცხა და აღნიშნული გამარჯვების მონაწილე ბრიტანელიც იყო. დიახ, პირველად იდუმალი ტრავმის მიღების შემდეგ, "თეთრების" 11-იანი შემადგენლობაში გამოჩნდა. 30-წლის ვინგერმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ "ელ გალაქტიკოს" ქომაგები ასე არ თვლიდნენ.

იდიოტური ხუმრობა - ბეილისა და რეალის ახალი კონფლიქტი დეტალებში

ბეილს უსტვენდნენ ისე, თითქოს ის, "ბარსელონაში" გადასული, "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნებულიყო. უელსელის გამოჩენას "სრული იდილიისთვის" ღორის თავი აკლდა. გარეტს "რეალის" ქომაგები ადრეც პერიოდულად აკრიტიკებდნენ, მაგრამ აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ურთიერთობის დათბობა ვეღარ მოხდება.

მადრიდული გუნდის შემტევს ვეღარ გადაარჩენს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესრულებული დუბლი, ისევე როგორც ზინედინ ზიდანის მშვიდობის მტრედობა. ბრიტანელი ვინგერი "სამეფო კლუბს" დატოვებს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს გარდაუვალია.

იდიოტური ხუმრობა - ბეილისა და რეალის ახალი კონფლიქტი დეტალებში

ყველამ ვიცით, რომ "ბლანკოსის" თერთმეტიანისა და მისი გუნდის გულშემატკივრების ურთიერთობა საბოლოოდ გააფუჭა დროშამ, რომელზეც ეწერა ის ცნობილი ფრაზა. ეს ყველაფერი მოხდა სანაკრებო შესვენებაზე, როდესაც უელსის ნაკრებმა უნგრეთი და აზერბაიჯანი დაამარცხა.

"დრაკონები", 30-წლის თავდამსხმელის მეთაურობით ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ. უცნაურია, რადგან "თეთრების" ქომაგებმა იცოდნენ, თითქოს ბეილს მორიგი ტრავმა აწუხებდა. უელსელს დაშავების არაფერი ეტყობოდა, ის თამაშობდა და ზეიმობდა, თანაც როგორ.

იდიოტური ხუმრობა - ბეილისა და რეალის ახალი კონფლიქტი დეტალებში

ევრო 2020-ის საგზურის განაღდების შემდეგ, "წითელ-მწვანეების" ხელში აღმოჩნდა ქვეყნის დროშა, წარწერით - "უელსი, გოლფი, მადრიდი...ასეთი თანმიმდევრობით". გარეტის ღიმილის გათვალისწინებით, მას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. ბევრმა არ იცის, რომ "გალაქტიკოს" შემტევმა აღნიშნული ჟესტით პრედრაგ მიატოვიჩს უპასუხა.

მონტენეგროელმა ბრიტანელი ასე დაახასიათა - "ბეილის იმედი ვერასდროს გექნება. ზოგჯერ ის ტრავმირებულია, ზოგჯერ კი უმოტივაციო. უელსელი მხოლოდ სანაკრებო შესვენების პერიოდში იღვიძებს და ყველასთვის მოულოდნელად, მოედანზე სრულიად ჯანმრთელი ჩნდება".

"გარეტს პრიორიტეტები ასე აქვს გადანაწილებული - უელსი, გოლფი, მადრიდი", - განაცხადა "რეალის" ლეგენდამ. "სამეფო კლუბის" ვარსკვლავს იუგოსლავიელის ნათქვამი არ გაუპროტესტებია. როგორც ვხედავთ, ბრიტანელმა ეს ციტატა აიტაცა კიდეც.

იდიოტური ხუმრობა - ბეილისა და რეალის ახალი კონფლიქტი დეტალებში

"ბლანკოსის" თერთმეტიანმა მოგვიანებით მდგომარეობა კიდევ უფრო გაამძაფრა - "ეროვნულ ნაკრებში თავს როგორც სახლში, ისე ვგრძნობ, თან მშობლიურ ენაზე ვსაუბრობ". ეს არის კიდევ ერთი ფრაზის რეფერენსი, გახსოვთ ალბათ, რომ 30-წლის შემტევმა ესპანური თითქოს არ იცის.

აღსანიშნავია, რომ თავი ვერც ბეილის აგენტმა, ჯონატან ბარნეტმა შეიკავა - "გარეტს უკვე ვესაუბრე, ის არ ღელავს იმის შესახებ, თუ რა რეაქცია ექნებათ რეალის ქომაგებს". როგორც ვხედავთ, უელსელის აგენტი სამაგალითო პროვოკატორია. ბრიტანელს არ ჩამორჩნენ მადრიდელი გულშემატკივრები, რომლებმაც თავიანთ მოთამაშეს შესაფერისი დახვედრა მოუწყვეს.

იდიოტური ხუმრობა - ბეილისა და რეალის ახალი კონფლიქტი დეტალებში

სისტემატურ სტვენასთან ერთად, "სამეფო კლუბის" ტრიბუნაზე აფრიალდა ბანერი, წარწერით - "როდრიგო, ვინი, ლუკასი, ბეილი...ასეთი თანმიმდევრობით". "ბლანკოსის" ქომაგებმა აჩვენეს თავიანთ 11-ნომერს, რომ ისინი მასზე წინ გოესს, ვინისიუსსა და ვასკესს აყენებენ.

ინტერნეტში საკმაოდ აქტუალურია მეორე ვერსიაც - "სათადარიგოთა სკამი, ტრანსფერი, ჩინეთი". ერთი სიტყვით, 30-წლის ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა "თეთრების" ქომაგების გადასამტერებლად. არსებობს მოსაზრება, რომ ბეილს გადაარჩენს ჟოზე მოურინიო, რომელიც მას მშობლიურ "ტოტენჰემში" დააბრუნებს.

იდიოტური ხუმრობა - ბეილისა და რეალის ახალი კონფლიქტი დეტალებში

რეალსა და ბეილს შორის ყველაფერი დასრულდა?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

4 ერის გასაფართოვებლად კარი კვლავ ღიაა

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ რობინსონმა განაცხადა, რომ 4 ერის გათამაშების გასაფართოებლად კარი კვლავ ღიაა.

დღეს, 23:14

ვასილ ლობჟანიძის ორივე ლელო იტალიური ძებრეს წინააღმდეგ [VIDEO]

ჩელენჯ თასის მეოთხე ტურის მატჩში ფრანგულმა "ბრივმა" იტალიურ "ძებრეს" უმასპინძლა და 24:10 დაამარცხა.

დღეს, 23:09

დე ბრუინის ბენეფისი - სიტიმ არსენალი მარტივად დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მატჩში "არსენალმა" "სიტი" მიიღო და 0:3 დამარცხდა.

დღეს, 22:26

"სიტუაცია არ შეცვლილა", - დეშამმა ჟირუს რჩევა მისცა

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ოლივიე ჟირუზე ისაუბრა.

დღეს, 21:26

ბარსელონა ტოდიბოს ყიდის და ფასიც დაადო

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 21:23

ზედიზედ მე-12 მატჩში გაშვებული გოლი - დე ხეამ ანტირეკორდი დაამყარა

პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ევერტონს" დაუპირისპირდა - 1:1.

დღეს, 21:18

გადაწყვეტილება მიღებულია - ჰოლანდმა სასურველი კლუბი შეარჩია

"ზალცბურგის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი ზამთარში შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

დღეს, 21:11

მორიგი სამიზნე - ჩელსი საინტერესო ტრანსფერს ამზადებს

"ჩელსი" საინტერესო ტრანსფერს გეგმავს და მზადაა 25 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

დღეს, 21:06

რენატო სანჩესი: "პსჟ-სგან სერიოზული შემოთავაზება მქონდა"

"ლილის" ნახევარმცველმა, რენატო სანჩესმა თქვა, რომ გასულ წელს "პსჟ"-ში გადასვლა შეეძლო.

დღეს, 20:45

შეთავაზება მზადაა - მანჩესტერი საინტერესო ტრანსფერს ამზადებს

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport ავრცელებს.

დღეს, 20:41

ბარსელონა ბაიერნისთვის კოუტინიოს ფასს აკლებს

"ბარსელონა" შესაძლოა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს.

დღეს, 20:38

ვინ გაწვრთნის არსენალს? - მთავარი კანდიდატი შერჩეულია

"არსენალმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარი პრეტენდენტი შეარჩია.

დღეს, 20:34

ბარსას ტიაგოს დაბრუნება სურს, ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 20:29

მორიგი წარუმატებლობა! მილანმა შინ სასუოლოსაც ვერ მოუგო [VIDEO]

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში „მილანმა“ „სასუოლოს“ ვერ მოუგო.

დღეს, 20:14

რონალდუს დუბლი და ბონუჩის გოლი! იუვენტუსმა უდინეზე დაამარცხა [VIDEO]

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ „უდინეზე“ დაამარცხა.

დღეს, 20:04

ტოტენჰემმა ვულვერჰემპტონს კომპენსირებულ დროში მოუგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად „ვულვერჰემპტონს“ მოუგო.

დღეს, 20:00

მანჩესტერმა ჩელსის ფეხის დაცდენა სათანადოდ ვერ გამოიყენა და შინ ევერტონს დაუზავდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ევერტონს“ დაუზავდა.

დღეს, 19:56

ზიდანი ბეილის შესახებ: "არაფერი შეცვლილა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, გარეტ ბეილის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 18:55

"ის ახალი გიგზი უნდა გამხდარიყო", - ემიუს ყოფილი მოთამაშე კლუბის მთავარი იმედგაცრუების შესახებ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ნიკი ბატმა დაასახელა მოთამაშე, რომელიც მისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუებას წარმოადგენს.

დღეს, 18:46

კლოპი: "გოლებს აღარ ავღნიშნავ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 18:33

რამდენი გოლი აშორებს ლევანდოვსკის ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდამდე?

როგორც მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 220-ე გოლი გაიტანა.

დღეს, 18:18

არტურისთვის წელი ნაადრევად დასრულდა

Cadena Cer-ის ცნობით, არტურო მელოს 2019 წელს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

დღეს, 18:05

ბაიერნმა კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Sport Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" ფელიპე კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 17:31

ბარსელონა ტიაგოს დაბრუნებას ცდილობს

Sport Bild-ის ცნობით, "ბარსელონა" ტიაგო ალკანტარას დაბრუნებას ცდილობს.

დღეს, 17:23

ტუხელი: "რთულია თუ არა მბაპესთან მუშაობა? მას წყენის საჯაროდ წარმოჩენა უყვარს"

„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, კილიან მბაპესთან მუშაობაზე ისაუბრა.

დღეს, 15:52

გვარდიოლა: "ემერი ინგლისური ენის ცუდად ცოდნის გამო კი არა, ცუდი შედეგების გამო გაუშვეს"

„მანჩსტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, უნაი ემერის „არსენალიდან“ გაშვების მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 15:47

გოგა ბითაძის სასწაული მატჩი ამერიკაში - 26 ქულა და 14 მოხსნა [VIDEO]

გუშინ, გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" დროებით G ლიგაში, სათამაშო პრაქტიკის ქონის გამო დააქვეითა.

დღეს, 15:44

ფერნანდინიო: "შესაძლოა, წინა სეზონში მოპოვებული 4 ტიტულის შემდეგ, ზედმეტად თავდაჯერებულები გავხდით"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ფერნანდინიომ, „ლივერპულთან“ 17-ქულიან ჩამორჩენაზე ისაუბრა.

დღეს, 15:42

ჰერტას 16-წლამდელთა გუნდმა მეტოქის მხრიდან რასიზმის გამო, მოედანი ნაადრევად დატოვა

გერმანული „ჰერტას“ 16-წლამდელთა გუნდმა, რასისტული შეურაცხყოფების გამო მოედანი მატჩის მსვლელობის დროს დატოვა.

დღეს, 15:39

მორატა: "ფელიქსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო იქნება"

ესპანეთის ნაკრების და მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა, ალვარო მორატამ, ჟოაო ფელიქსი შეაქო.

დღეს, 15:34

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10