დაუფასებელი თუ უბრალოდ პერესის ფავორიტი? - ორ უკიდურესობაში მყოფი ბენზემა


დაუფასებელი თუ უბრალოდ პერესის ფავორიტი? - ორ უკიდურესობაში მყოფი ბენზემა

კარიმ ბენზემა - დღევანდელი მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ფეხბურთელი. ფრანგი უკვე 10 წელია, რაც "სამეფო კლუბის" წევრია და მან ამ კომპონენტში კრიშტიანუ რონალდუსაც კი აჯობა. "ბლანკოსის" ფორვარდს მიღწევები არ აკლია:

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულის წევრი, აღნიშნული ტურნირის არაერთგზის ტრიუმფატორი და ა.შ. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ წარმოშობით ალჟირელი მოთამაშე არასდროს იქცევდა ზედმეტ ყურადღებას, მაშინაც, როდესაც "თეთრებში" პირველ პლანზე მისი პორტუგალიელი პარტნიორი იდგა.

დაუფასებელი თუ უბრალოდ პერესის ფავორიტი? - ორ უკიდურესობაში მყოფი ბენზემა

პირენეელის ტურინის "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, მისი საქმე სწორედ "ელ გალაქტიკოს" ცხრიანმა ითავა. 31-წლის თავდამსხმელი აღარ არის ვინმეს ასისტენტი, ის თავად აგვირგვინებს შეტევებს. გამოსდის თუ არა ბენზემას დაკისრებული მისია? აქ აზრი ორად იყოფა.

ზოგადად, ფრანგი ორ უკიდურესობას შორის არის გამოკიდებული. გულშემატკივრების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კარიმი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფორვარდია. მათი აზრით, ლევანდოვსკის, სუარესის ან აგუეროს მისამართით გაჟღერებულ მსგავს ქებას, ზინედინ ზიდანის შეგირდიც იმსახურებს.

დაუფასებელი თუ უბრალოდ პერესის ფავორიტი? - ორ უკიდურესობაში მყოფი ბენზემა

ქომაგების აღნიშნული კატეგორიის გაგება შეიძლება, რადგან წარმოშობით ალჟირელი თავდამსხმელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გოლებისა და ასისტების მაჩვენებლით, რონის წასვლის შემდეგ, საუკეთესოა. "რეალის" 9-იანი სტატისტიკურად ყოველ მატჩში საშუალოდ 4.3-ჯერ არტყამს კარში.

ციფრების მხრივ 31-წლის შემტევს ყველაფერი მწყობრში აქვს. ბენზემამ "პარი სენ-ჟერმენთან" დუბლი შეასრულა და როდრიგო გოესის გამოუცდელობა რომ არა, ის ჰეტ-ტრიკსაც მიითვლიდა. ფრანგის დაუფასებლობის მცნებას გარი ლინეკერიც იზიარებს.

დაუფასებელი თუ უბრალოდ პერესის ფავორიტი? - ორ უკიდურესობაში მყოფი ბენზემა

L'Équipe-ის გამოკითხვის თანახმად კი გულშემატკივრების თითქმის 80%, დღეს, "მამლების" საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ კარიმს მიიჩნევს. მადრიდული გუნდის ფორვარდს მბაპესა და გრიზმანზე მაღლა აყენებენ, ეს არის პირდაპირი სიგნალი დიდიე დეშამს.

ერთი სიტყვით, წარმოშობით ალჟირელი თავდამსხმელის სასარგებლოდ ბევრი დადებითის თქმა არის შესაძლებელი. არსებობს მეორე უკიდურესობა - ხალხი, რომელიც მიიჩნევს, რომ "სამეფო კლუბის" 9-იანი უბრალოდ ფლორენტინო პერესის ახირებაა და გუნდს რეალურად ახალი ფორვარდი სჭირდება.

დაუფასებელი თუ უბრალოდ პერესის ფავორიტი? - ორ უკიდურესობაში მყოფი ბენზემა

მეტიც, მათი აზრით, მის გამო ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი იჩრდილებიან, თითქოს, 31-წლის თავდამსხმელი რომ არა, სერბისა და ესპანელის კარიერა "ბლანკოსში" შედგებოდა. ბენზემას შესახებ ხშირად ამბობენ, რომ ის ტოპ-გუნდების წინააღმდეგ მატჩებში მოედანზე იკარგება.

ფრანგის ამოკეტვა არის ძალიან მარტივი და ის გოლებს მხოლოდ მოწინააღმდეგეების უხეში შეცდომების შემდეგ იტანს. ამის გარდა, კარიმის კარიერაში ხშირად წააწყდებით ე.წ. მშრალ სერიებს. "თეთრების" ფორვარდი წელსაც ვერ ახერხებდა 40 დღის მანძილზე გოლის გატანას.

დაუფასებელი თუ უბრალოდ პერესის ფავორიტი? - ორ უკიდურესობაში მყოფი ბენზემა

ერთი სიტყვით, დროა, რომ წარმოშობით ალჟირელმა თავდამსხმელმა მინიმუმ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს, მაქსიმუმ კი სხვა გუნდში. რა თქმა უნდა, ორივე ზემოხსენებული ფაქტორი მხოლოდ ქომაგების კონკრეტული ნაწილის სუბიექტური მოსაზრებებია და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ "გალაქტიკოს" უფროსები იღებენ.

დაუფასებელი თუ უბრალოდ პერესის ფავორიტი? - ორ უკიდურესობაში მყოფი ბენზემა

ბენზემას თაობაზე რა აზრის ხართ?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

4 ერის გასაფართოვებლად კარი კვლავ ღიაა

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ რობინსონმა განაცხადა, რომ 4 ერის გათამაშების გასაფართოებლად კარი კვლავ ღიაა.

დღეს, 23:14

ვასილ ლობჟანიძის ორივე ლელო იტალიური ძებრეს წინააღმდეგ [VIDEO]

ჩელენჯ თასის მეოთხე ტურის მატჩში ფრანგულმა "ბრივმა" იტალიურ "ძებრეს" უმასპინძლა და 24:10 დაამარცხა.

დღეს, 23:09

დე ბრუინის ბენეფისი - სიტიმ არსენალი მარტივად დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მატჩში "არსენალმა" "სიტი" მიიღო და 0:3 დამარცხდა.

დღეს, 22:26

"სიტუაცია არ შეცვლილა", - დეშამმა ჟირუს რჩევა მისცა

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ოლივიე ჟირუზე ისაუბრა.

დღეს, 21:26

ბარსელონა ტოდიბოს ყიდის და ფასიც დაადო

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 21:23

ზედიზედ მე-12 მატჩში გაშვებული გოლი - დე ხეამ ანტირეკორდი დაამყარა

პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ევერტონს" დაუპირისპირდა - 1:1.

დღეს, 21:18

გადაწყვეტილება მიღებულია - ჰოლანდმა სასურველი კლუბი შეარჩია

"ზალცბურგის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი ზამთარში შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

დღეს, 21:11

მორიგი სამიზნე - ჩელსი საინტერესო ტრანსფერს ამზადებს

"ჩელსი" საინტერესო ტრანსფერს გეგმავს და მზადაა 25 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

დღეს, 21:06

რენატო სანჩესი: "პსჟ-სგან სერიოზული შემოთავაზება მქონდა"

"ლილის" ნახევარმცველმა, რენატო სანჩესმა თქვა, რომ გასულ წელს "პსჟ"-ში გადასვლა შეეძლო.

დღეს, 20:45

შეთავაზება მზადაა - მანჩესტერი საინტერესო ტრანსფერს ამზადებს

აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport ავრცელებს.

დღეს, 20:41

ბარსელონა ბაიერნისთვის კოუტინიოს ფასს აკლებს

"ბარსელონა" შესაძლოა ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს.

დღეს, 20:38

ვინ გაწვრთნის არსენალს? - მთავარი კანდიდატი შერჩეულია

"არსენალმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარი პრეტენდენტი შეარჩია.

დღეს, 20:34

ბარსას ტიაგოს დაბრუნება სურს, ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

დღეს, 20:29

მორიგი წარუმატებლობა! მილანმა შინ სასუოლოსაც ვერ მოუგო [VIDEO]

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში „მილანმა“ „სასუოლოს“ ვერ მოუგო.

დღეს, 20:14

რონალდუს დუბლი და ბონუჩის გოლი! იუვენტუსმა უდინეზე დაამარცხა [VIDEO]

იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ „უდინეზე“ დაამარცხა.

დღეს, 20:04

ტოტენჰემმა ვულვერჰემპტონს კომპენსირებულ დროში მოუგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად „ვულვერჰემპტონს“ მოუგო.

დღეს, 20:00

მანჩესტერმა ჩელსის ფეხის დაცდენა სათანადოდ ვერ გამოიყენა და შინ ევერტონს დაუზავდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ევერტონს“ დაუზავდა.

დღეს, 19:56

ზიდანი ბეილის შესახებ: "არაფერი შეცვლილა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, გარეტ ბეილის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 18:55

"ის ახალი გიგზი უნდა გამხდარიყო", - ემიუს ყოფილი მოთამაშე კლუბის მთავარი იმედგაცრუების შესახებ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ნიკი ბატმა დაასახელა მოთამაშე, რომელიც მისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუებას წარმოადგენს.

დღეს, 18:46

კლოპი: "გოლებს აღარ ავღნიშნავ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 18:33

რამდენი გოლი აშორებს ლევანდოვსკის ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდამდე?

როგორც მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 220-ე გოლი გაიტანა.

დღეს, 18:18

არტურისთვის წელი ნაადრევად დასრულდა

Cadena Cer-ის ცნობით, არტურო მელოს 2019 წელს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.

დღეს, 18:05

ბაიერნმა კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

Sport Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" ფელიპე კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 17:31

ბარსელონა ტიაგოს დაბრუნებას ცდილობს

Sport Bild-ის ცნობით, "ბარსელონა" ტიაგო ალკანტარას დაბრუნებას ცდილობს.

დღეს, 17:23

ტუხელი: "რთულია თუ არა მბაპესთან მუშაობა? მას წყენის საჯაროდ წარმოჩენა უყვარს"

„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, კილიან მბაპესთან მუშაობაზე ისაუბრა.

დღეს, 15:52

გვარდიოლა: "ემერი ინგლისური ენის ცუდად ცოდნის გამო კი არა, ცუდი შედეგების გამო გაუშვეს"

„მანჩსტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, უნაი ემერის „არსენალიდან“ გაშვების მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 15:47

გოგა ბითაძის სასწაული მატჩი ამერიკაში - 26 ქულა და 14 მოხსნა [VIDEO]

გუშინ, გოგა ბითაძე "ინდიანა პეისერსმა" დროებით G ლიგაში, სათამაშო პრაქტიკის ქონის გამო დააქვეითა.

დღეს, 15:44

ფერნანდინიო: "შესაძლოა, წინა სეზონში მოპოვებული 4 ტიტულის შემდეგ, ზედმეტად თავდაჯერებულები გავხდით"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ფერნანდინიომ, „ლივერპულთან“ 17-ქულიან ჩამორჩენაზე ისაუბრა.

დღეს, 15:42

ჰერტას 16-წლამდელთა გუნდმა მეტოქის მხრიდან რასიზმის გამო, მოედანი ნაადრევად დატოვა

გერმანული „ჰერტას“ 16-წლამდელთა გუნდმა, რასისტული შეურაცხყოფების გამო მოედანი მატჩის მსვლელობის დროს დატოვა.

დღეს, 15:39

მორატა: "ფელიქსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო იქნება"

ესპანეთის ნაკრების და მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა, ალვარო მორატამ, ჟოაო ფელიქსი შეაქო.

დღეს, 15:34

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10