მესი, ვან დეიკი თუ... - ვინ, რისთვის იმსახურებს ოქროს ბურთს?


მესი, ვან დეიკი თუ... - ვინ, რისთვის იმსახურებს ოქროს ბურთს?

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, ოქროს ბურთის მფლობელი გამოვლინდება, ანუ 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ფავორიტების რანგში არიან ლიონელ მესი და ვირჯილ ვან დეიკი. მათთან ახლოს წააწყდებით სალაჰის, მანეს, ალისონისა და რონალდუს კანდიდატურებს.

არსებობს მოსაზრება, რომ პორტუგალიელი წელს სამეულშიც არ იქნება, ამას ამტკიცებენ ესპანური გამოცემები - Marca და Mundo Deportivo. ინტერნეტში გავრცელდა ფინალური სია, რომელიც ასე გამოიყურება:

მესი, ვან დეიკი თუ... - ვინ, რისთვის იმსახურებს ოქროს ბურთს?

აღნიშნული ფოტოს რეალურობა და ავტორიტეტულობა ჯერჯერობით არავის დაუმტკიცებია. სანამ ეს მოხდება, მიმოვიხილოთ, თუ ვინ, რისთვის იმსახურებს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას. დავიწყოთ არგენტინელი ვარსკვლავით.

ოქროს ბურთი - მკაცრად ინდივიდუალური ჯილდოა, ამიტომ მისი მფლობელის გამოსავლენად საჭიროა იმ მოთამაშის დასახელება, რომელიც სხვებზე ხშირად ატარებს შეხვედრებს 10-დან 10-ზე. არსებობს სხვა კრიტერიუმები, უფრო სწორედ კითხვები, მაგალითად:

რომელი ფეხბურთელი იყო წლის ყველაზე წარმატებული საკლუბო და სანაკრებო გუნდების შემადგენელი ნაწილი? რომელი ფეხბურთელის ისტორია იყო ყველაზე ლამაზი? რომელმა ფეხბურთელმა დაიმსახურა ჯილდო წინა წლებში მიღწეული შედეგების გათვალისწინებითაც?

მესი, ვან დეიკი თუ... - ვინ, რისთვის იმსახურებს ოქროს ბურთს?

ლეოს კანდიდატურა კატეგორიულად არ ჯდება მეორე და მესამე კითხვების პასუხში, "ბარსელონა" და არგენტინა საუკეთესოობისგან შორს არიან. კატალონიელებისთვის შესრულებული ქამბექებისა და "ალბისელესტეს" იმედგაცრუების გათვალისწინებით, "ბლაუგრანას" ლიდერის ისტორია ლამაზი სულაც არ არის.

სამხრეთ ამერიკელს თავისი გუნდები რომ გადაერჩინა, სხვა საკითხი იქნებოდა. რაც შეეხება "კამპ ნოუს" ათიანის უპირატესობას სხვებზე, უხეშად რომ ვთქვათ, "უცხოპლანეტელი" თავად არის "ბარსა". დიახ, 32-წლის შემტევი რომ არა, კატალონია ბევრად უფრო მძიმე დღეში იქნებოდა.

მესი, ვან დეიკი თუ... - ვინ, რისთვის იმსახურებს ოქროს ბურთს?

ფაქტია, რომ მესი გახდა მრავალფუნქციური ფეხბურთელი. იგივე რონალდუსგან განსხვავებით, ლეო მხოლოდ გოლებზე დაგეშილი არ არის. არგენტინელის არსენალსა და ვალდებულებებშია შეტევის წამოწყება/განვითარება, პარტნიორებამდე ბურთის მიწოდება და მათთვის მომენტის შექმნა.

სხვა - რა თქმა უნდა გოლების გატანა, მათ შორის სტანდარტებიდან. ლიონელი თავის კონკურენტებზე უფრო შრომატევად საქმეს ასრულებს, სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი უკვე ორი წელია, რაც "ბლაუგრანას" შედეგებზე დიდად არ ისახება.

მესი, ვან დეიკი თუ... - ვინ, რისთვის იმსახურებს ოქროს ბურთს?

არის თუ არა "კამპ ნოუს" გმირი ისტორიაში საუკეთესო? დიდი ალბათობით, კი, რაც შეეხება კონკრეტულად ერთი კალენდარული წლის შუალედს - 50/50-ზე. სამხრეთ ამერიკელს სერიოზულ კონკურენციას უწევს ვან დეიკი, რომელმაც დამსახურებულად გადმოიბარა რონალდუს წოდება: "ბარსას" 10-იანის კონკურენტი, ყოველ შემთხვევაში წელს.

ზოგადად, ფაქტი, რომ ცენტრალური მცველი არგენტინელი და პორტუგალიელი უცხოპლანეტელების რიცხვში გაერია, უკვე მიღწევაა. ასე ახლოს მესისა და კრიშტიანუსთან სერხიო რამოსიც კი არ ყოფილა. იმის გათვალისწინებით, რომ მცველი გოლებითა და ასისტებით არ ფასდება, ნიდერლანდელს სხვა კრიტერიუმები შევურჩიოთ.

მესი, ვან დეიკი თუ... - ვინ, რისთვის იმსახურებს ოქროს ბურთს?

ვირჯილმა "ლივერპულთან" ერთად დაამარცხა ლეოს გუნდი და მოგვიანებით, ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. სხვა - 97-ქულიანი სეზონი პრემიერ ლიგაში და ერთა ლიგის ფინალი, "წითლების" დაცვის ბურჯი რომ არა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ჰოლანდიელმა უმოკლეს დროში გაამართლა თავისი სატრანსფერო ღირებულება.

მერსისაიდული კლუბის ოთხიანის ინდივიდუალური ჰაილაითი მდგომარეობს იმაში, რომ მთელი სეზონის განმავლობაში მას ვერავინ სცდებოდა. 28-წლის მცველს უპირისპირდებოდნენ როგორც ლიონელი და რონალდუ, ისე მბაპე და ნეიმარიც, მაგრამ ის გაუვალი იყო.

მესი, ვან დეიკი თუ... - ვინ, რისთვის იმსახურებს ოქროს ბურთს?

ცალკე აღნიშნვის ღირსია, თუ როგორ აღემატება ვან დეიკი თავისი პოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ ლიგაში. უხეშად რომ ვთქვათ, ნიდერლანდელი მესია მცველებს შორის, მაგრამ საკმარისია თუ არა ეს უშუალოდ ლეოსთან კონკურენციისთვის? იმის გათვალისწინებით, რომ ვირჯილმა არგენტინელი დაამარცხა, კი.

დიახ, "სკაუზერების" დაცვის ბურჯს არ მოუგია პრემიერ ლიგა, მაგრამ ის გახდა ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მაშინ, როდესაც მის გარშემო ტრიალებდნენ სალაჰი, მანე, სტერლინგი და ა.შ. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ჰოლანდიელის სასარგებლოდ თამაშობს არის უშუალოდ მისი გუნდი.

მესი, ვან დეიკი თუ... - ვინ, რისთვის იმსახურებს ოქროს ბურთს?

გასაჩივრებას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ 2019 წლის საუკეთესო კოლექტივი იურგენ კლოპის კრებულია. ისმის კითხვა - ვინ არის "ენფილდის" ლიდერი? პასუხი - სწორედ 28-წლის მცველი. დიახ, შეგვიძლია გავიხსენოთ "ლივერპულის" 4-იანის ეგვიპტელი, სენეგალელი და ბრაზილიელი თანაგუნდელები, მაგრამ ყველაზე დიდ გავლენას გუნდის თამაშზე სწორედ ვან დეიკი ახდენს.

ნიდერლანდელის მოსვლით, "წითლების" უკანახაზი ორჯერ უფრო საიმედო გახდა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ვირჯილი მერსისაიდული კლუბის დაცვაში უკანასკნელი ახალწვეულია, ანუ გუნდი ერთი ფეხბურთელის მოსვლამ გარდაქმნა. მოკლედ, "სკაუზერების" უკანახაზელი ლიონელისთვის ღირსეული მეტოქეა.

მესი, ვან დეიკი თუ... - ვინ, რისთვის იმსახურებს ოქროს ბურთს?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ოსასუნას ფორვარდი: "ალბათ, პიკეს ღამის კოშმარებში ვესიზმრები"

„ოსასუნას“ ფორვარდმა, ბრენდონ ლიამასმა, ლა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა გაიხსენა.

დღეს, 18:16

სალაჰმა სუარესი ჩამოიტოვა

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში, „უოტფორდთან“ შეხვედრაში, „ლივერპულის“ შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა, ანგარიში გახსნა.

დღეს, 18:12

ჟირუ ცალი ფეხით ინტერშია

ლონდონის „ჩელსის“ ფრანგმა ფორვარდმა, ოლივიე ჟირუმ, გუნდი შესაძლოა იანვრის სატრასნფერო ფანჯრის დროს შეიცვალოს.

დღეს, 18:07

"აზარი, პედრო და ვილიანი ვერაფრით მჯობდნენ, მაგრამ...", - ჩელსის ექს-ფეხბურთელის ხმამაღალი განცხადება

„სასუოლოს“ ნახევარმცველმა, ჟერემი ბოგამ, ლონდონის „ჩელსიში“ ასპარეზობის პერიოდი გაიხსენა.

დღეს, 18:03

ბაიერნის პრეზიდენტი: "ევროპის სუპერლიგის იდეა კატეგორიულად არ მოგვწონს"

მიუნხენის „ბაიერნის“ ახალმა პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, ფლორენტინო პერესის იდეაზე ისაუბრა.

დღეს, 17:58

მოდრიჩმა მადრიდში ულამაზესი, 12-მილიონიანი სახლი შეიძინა [ფოტოები]

მადრიდის" რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, ესპანეთის დედაქალაქში, 12-მილიონიანი სახლი იყიდა.

დღეს, 17:53

ფლორენტინო პერესის იდეა ლა ლიგის პრეზიდენტმა სასტიკად გააკრიტიკა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ფლორენტინო პერესის იდეა გააკრიტიკა.

დღეს, 16:41

"ფაქტობრივად, სამტრედია ახლიდან დაიბადა" - კლუბის დირექტორი მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე

როგორც მოგეხსენებათ, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, "სამტრედია" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. გადამწყვეტ ბრძოლაში იმერლებმა ბოლნისის "სიონი" 4:1 დაამარცხეს.

დღეს, 16:36

მოუერინიო:"ტრანსფერები? ერთადერთი, რაც იანვარში მჭირდება არის დრო"

"ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, იანვრის ტრასფერებზე ჰკითხეს.

დღეს, 16:33

სოსიედადის მწვრთნელი:"იმედია მესის ცუდი დღე ექნება"

"რეალ სოსიედადის" მთავარმა მწვრთენლმა, იმანოლ ავგუასილმა, "ბარსელონასთან"მატჩის წინ ლიონელ მესი შეაქო.

დღეს, 16:16

მოურინიომ ტოტენჰემის მძიმედ დაავადებულ გულშემატკივარს მიმართა

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთენლი, ჟოზე მოურინიო, თავისი გუნდის გულშემატკივარს, ჯონ კესლერს, გამოექომაგა, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის.

დღეს, 16:05

მაკგრეგორის ოქტაგონზე დაბრუნების თარიღი ოფიციალურად დადასტურდა

UFC-ს ორი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონის ოქტაგონზე დაბრუნების თარიღი ოფიციალიურად დადასტურდა.

დღეს, 15:57

როლან გაროსის ექს-ჩეპიონს სიმსივნე დაუდგინდა

2010 წლის როლან გაროსის ჩემპიონს, იტალიელ ფრანჩესკა სკიავონეს, სიმსივნე აღმოუჩინეს. ამის შესახებ ყოფილმა ჩოგბურთელმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

დღეს, 15:49

ატლეტიკომ საულს ფასი დააკლო, ესპანელს ორი მსურველი ჰყავს

მადრიდის "ატლეტიკო" მზადაა იანვრისსატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის საკვანძო ნახევარმცველს შეელიოს ინფორმაციას ამის სესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

დღეს, 15:42

19 წლის ლაშა ბექაური ჩინეთის მასტერსის გამარჯვებულია!

ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩინეთის მასტერსის ფინალური შეხვედრა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

დღეს, 13:52

UFC-მ ხაბიბის და ფერგიუსონის ბრძოლა ოფიციალურად დაამტკიცა

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ტიტულს ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ დაიცავს.

დღეს, 13:39

ხაბიბი: "დეინა უაიტის სიტყვებმა გამაკვირვა - კონორთან რევანში არ შედგება!"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, დეინა უაიტის სიტყვებს გამოეხმაურა.

დღეს, 13:33

მოურინიო: "ერიქსენის დაღალატებას და თქვენთვის რაიმეს მოყოლას არ ვაპირებ"

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ კრისტიან ერიქსენზე თავის მომავალზე თავად უნდა ილაპარაკოს.

დღეს, 13:26

მიმდინარე ლა ლიგის გათამაშებაში ყველაზე მეტი მეგოლე რეალს ჰყავს

პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში თავის გამოჩენა „რეალის“ ერთბაშად 15-მა ფეხბურთელმა მოახერხა.

დღეს, 13:21

მილანმა რებიჩი შესაძლოა იანვარშივე აინტრახტს დაუბრუნოს

ანტე რებიჩის ორწლიანი იჯარა „მილანში“ შესაძლოა მხოლოდ ექვს თვეში შეწყდეს.

დღეს, 13:14

დიდი ცვლილებები დინამო თბილისში: ახალი მეკარე და ჩისკოს გუნდიდან წასვლა?

მოგეხსენებათ, 2019 წლის ეროვნული ლიგის გამარჯვებული "დინამო თბილისი" გახდა.

დღეს, 13:08

ლამპარდი: "პრობლემები შემექმნება, თუ რონალდუს, მესის ან მბაპეს შეძენას ვითხოვ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზამთრის სატრანსფერო კამპანიისთვის მზადებაზე ისაუბრა.

დღეს, 13:02

პოგბა: "შესაძლოა, მანჩესტერ იუნაიტედი ისტორიაში საუკეთესო გუნდიც იყოს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, თავის ამჟამინდელ გუნდზე ისაუბრა.

დღეს, 12:57

პსჟ მზადაა იკარდი გამოისყიდოს, მაგრამ ტრანსფერი შესაძლოა ვანდა ნარამ ჩაშალოს

„პსჟ-ს“ ხელმძღვანელობა მზადაა, „ინტერიდან“ იჯარით აყვანილი მაურო იკარდი უკვე იანვარში გამოისყიდოს...

დღეს, 12:52

"სხვების ფონზე გამოირჩევა", - იბრაჰიმოვიჩმა თავისი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა

ლეგენდარულმა შვედმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, „პსჟ-ს“ შემტევი, კილიან მბაპე შეაქო.

დღეს, 12:48

"ჩემპიონთა ლიგას და ოქროს ბურთს ლიბერტადორესის თასი მირჩევნია", - პსჟ-ს ფეხბურთელის უცნაური განცხადება

„პსჟ-ს“ და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა, ლეანდრო პარედესმა აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ოქროს ბურთის მოგებას, ლიბერტადორესის თასი ურჩევნია.

დღეს, 12:45

მოურინიო: "გვჯერა, რომ სეზონის ბოლოს ჩვენი მიზნების შესრულებას შევძლებთ"

პორტუგალიელმა მწვრთნელმა თავისი გუნდის მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა.

დღეს, 10:50

ვალვერდე ბარსელონაში პედროს შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

„ბარსელონას“ მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, გუნდში პედროს შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

დღეს, 10:47

ლიუნბერგი: "თუ დავრჩი, ჩვენს ფეხბურთლებზე ბევრ სიახლეს შეიტყობთ"

შვედმა მწვრთნელმა გუნდში თავის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 10:44

პელეგრინის ვესტ ჰემში წყალი შეუდგა - რა შემთხვევაში გაუშვებენ ჩილელს?

ჩილელი მწვრთნელი ხელმძღვანელობის მოლოდინს ვერ ამართლებს.

დღეს, 10:40

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10