იუნაიტედის ზედიზედ მეორე, უფრო სერიოზული გამოწვევა - მანჩესტერული დერბი


იუნაიტედის ზედიზედ მეორე, უფრო სერიოზული გამოწვევა - მანჩესტერული დერბი

პრემიერ ლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ მატჩში მანჩესტერულ დერბის ვიხილავთ.

„მანჩესტერ სიტის“ მოგება სჭირდება, რათა „ლივერპული“ უფრო შორს არ გაუშვას, რომელთანაც სხვაობა უკვე ისედაც 11 ქულას შეადგენს. „მანჩსტერ იუნაიტედი“ კი შეეცდება, პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგოს, რაც უკანასკნელად მარტში მოხდა.

7 დეკემბერი, 21:30, სტადიონი „ეტიჰადი“, არბიტრი - ენტონი ტეილორი

იქნება თუ არა „ტოტენჰემთან“ მოპოვებული გამარჯვება სოლსკიაერის გუნდისთვის გადამწყვეტი? მანჩესტერულ დერბიზე უკეთესი მატჩი ამის შესამოწმებლად უბრალოდ არ არსებობს.

ამ სეზონში „წითელ ეშმაკებს“ დიდი პრობლემები აქვთ, მაგრამ ტოპ-6 გუნდების წინააღმდეგ სულ სხვა გუნდად წარსდგებიან - ოთხ მატჩში მათ არც ერთი მარცხი არ იწვნიეს - „ჩელსი“ (4:0) და „ლესტერი“ (1:0) დაამარცხეს, „ვულვზთან“, „ლივერპულთან“ და „არსენალთან“ ფრე ითამაშეს, „ტოტენჰემი“ კის აერთოდ დაამარცხეს.

თუმცა, „იუნაიტედისთვის“ ადვილი მატჩი არ იქნება თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ „სიტიმ“ ბოლო ექვს შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ იმარჯვა.

გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ორივე მატჩი „ქალაქელებმა“ მოიგეს - 3:1 „ეტიჰადზე“, 2:0 „ოლდ ტრაფორდზე“.

ამ შეხვედრას გუნდები დიდი დანაკლისით ხვდებიან. „სიტის“ ნამდვილად ვერ დაეხმარებიან აგუერო, სანე და ლაპორტი, რომლებსაც სხვადასხვა ტრავმები აქვთ. „იუნაიტედის“ მხრიდან კი შეხვედრას პოგბა გამოტოვებს. საეჭვოა ასევე ანტონი მარსიალის თამაშიც, რომელმაც ტრავმის გამო „ტოტენჰემთან“ დაპირისპირებაში ვერ ითამაშა.

სავარაუდო შემადგენლობები:


„მანჩესტერ სიტი“: ედერსონი - უოკერი, სტოუნზი, ფერნანდინიო, მენდი - გუნდოგანი, როდრი, დე ბრუინი - მაჰრეზი, ჟესუსი, სტერლინგი

„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა - ვან ბისაკა, მაგუაირი, ლინდელოფი, შოუ - მაკტომინეი, ფრედი - ჯეიმსი, ლინგარდი, რაშფორდი - მარსიალი.

იუნაიტედის ზედიზედ მეორე, უფრო სერიოზული გამოწვევა - მანჩესტერული დერბი

საინტერესო ფაქტები:


„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერ ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბოლო 4 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (1 ფრე, 2 მარცხი)

„მანჩესტერ სიტიმ“ გასულ სეზონში „იუნაიტედს“ 3:1 და 2:0 მოუგო. უკანასკნელი გუნდი, რომელმაც „ემიუს“ ზედიზედ სამი მატჩი 2 ან მეტი ბურთით მოუგო - „ლივერპული“ იყო, რომელმაც ეს 1979 წელს მოახერხა.

უმაღლესი დივიზიონის ფარგლებში ეს 149-ე მანჩესტერული დერბი იქნება. „იუნაიტედმა“ 56-ჯერ იმარჯვა, „სიტიმ“ 45, 47 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

ამ სეზონში სიტიმ ექვსეულის გუნდებთან 3 საშინაო მატჩში 5 ქულა დაკარგა - იმდენივე, რამდენიც მთელ გასულ სეზონში.

„მანჩესტერ სიტი“ საკუთარ კარს მშრალად ზედიზედ რვა შეხვედრაა ვერ ინახავს - ყველა ტურნირის გათვალისწინებით.

ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედს“ ოლე-გუნარ სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ საუკეთესო წაუგებელი სერია აქვს - 4 მატჩი (2 ფრე, 2 მოგება).

„წითელმა ეშმაკებმა“ ბოლო 11 გასვლითი მატჩიდან პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთი მოიგეს (4 ფრე, 6 მარცხი)

„მანჩესტერ იუნაიტედი“ გასვლით მატჩებში კარს მშრალად უკვე 12 შეხვედრაა ვერ ინახავს - 33 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი.

იუნაიტედის ზედიზედ მეორე, უფრო სერიოზული გამოწვევა - მანჩესტერული დერბი

მწვრთნელები:


ხოსეპ გვარდიოლა: „ეს მანჩესტერ იუნაიტედია“. გუნდი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ იმ ყველაფრისთვის, რაც მათ ინგლისური, ევროპული და მსოფლიო ფეხბურთისთვის გააკეთეს. მათ კოლოსალური ისტორია აქვთ და თავიანთ დონეს ინარჩუნებენ. ასე რომ ეს ნამდვილად სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება.

ოლე-გუნარ სოლსკიაერი: „ფეხბურთელობისას, „სიტისთან“ დაპირისპირების ლოდინი დიდხანს მომიწია, ახლა კი ყოველ წელს ვახერხებთ მათთან თამაშს. რა თქმა უნდა, ახლა „სიტი“ უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ჩემ დროს იყო. მანჩესტერული დერბი კი ყოველთვის განსაკუთრებულია, მითუმეტეს გულშემატკივრებისთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სოლსკიაერი: "მანჩესტერიდან გაშვების არ მეშინია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავისი გუნდის წარუმატებელ სერიაზე ისაუბრა.

დღეს, 03:52

არტეტა: "დროა, ტიტულები მოვიგოთ"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გუნდის მთავარ მიზნებზე ისაუბრა.

დღეს, 03:47

კონტე: "ბოდიში, მაგრამ რეალის ნახევარ გუნდს ვერ დავიმატებთ"

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაზე აქტიური კლუბი "ინტერია." მათ 3 ტრანსფერი უკვე განახორციელეს.

დღეს, 03:44

ბუსკეტსი: "ახალი მწვრთნელის იდეოლოგია ჯერ ვერ ავითვისეთ"

"ვალენსიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა გააკეთა.

დღეს, 03:38

კიკე სეტიენი პირველი წაგების შემდეგ: "ბურთის ფლობამ შედეგი ვერ მოიტანა"

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.

დღეს, 03:36

იუვენტუსმა 18 წლის ფეხბურთელი დაიმატა

ტურინის "იუვენტუსმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე საინტერესო ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 03:31

"იუვენტუსში მუშაობა შესაძლოა ჩემთვის ბოლო იყოს" - სარი ფეხბურთიდან მიდის?

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი თავის მომავალზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 03:27

ლამპარდი: "აზარის წასვლით უდიდესი ძალა დაგვაკლდა"

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი ამავე გუნდის ყოფილ მოთამაშეზე, ედენ აზარზე საუბრობს.

დღეს, 03:24

ბაიერნმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა - პირველად 34 წლის შემდეგ

მიუნხენის "ბაიერნისთვის" წელი იდეალურად დაიწყო. ამჯერად მათ "შალკეს" უმასპინძლეს და 5:0 გაანადგურეს.

დღეს, 03:21

5:0 მოგების შემდეგ, ბაიერნის მწვრთნელმა ჩემპიონობის შანსები შეაფასა

ბუნდესლიგის გასულ ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "შალკეს" დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

დღეს, 03:17

ქვილითაიას საგოლე გადაცემა - გენტმა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო [VIDEO]

ზედიზედ მეორედ - გიორგი ქვილითაიამ გენტში საგოლე გადაცემა გააკეთა.

დღეს, 01:23

ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა და რუბინს მოაგებინა [VIDEO]

ყაზანის "რუბინმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად ისინი სლოვაკურ "სლოვან ბრატისლავას" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:36

ჩელსიმ ჰალ სიტის მოუგო და ინგლისის თასის 1/8 ფინალში გავიდა [VIDEO]

ინგლისის თასის 1/16 ფინალის ეგიდით, "ჰალ სიტიმ" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა.

გუშინ, 23:35

შოუ ალიანც არენაზე - ბაიერნმა შალკეს გადაურბინა [VIDEO]

ბუნდესლიგის მე-19 ტურის ეგიდით, "ბაიერნმა" "შალკეს" უმასპინძლა.

გუშინ, 23:32

"მანჩესტერში ფეხბურთელები რეგრესს განიცდიან", - ოუენი

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, მაიკლ ოუენი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 23:22

ბარსელონამ მონაკოს 80-მილიონიანი შეთავაზება იუარა

"ბარსელონა" ტრავმირებული თავდამსხმელის, ლუის სუარესის შემცვლელის ძიებას აგრძელებს.

გუშინ, 23:13

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ახალი კლუბი ცნობილია

მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ, გურამ სამუშიამ "სამტრედია" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.

გუშინ, 23:13

"მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ", - დი მარია საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 23:03

ოფიციალურად: ბარსელონამ და იუვენტუსმა ფეხბურთელები გაცვალეს

"ბარსელონამ" ოფიციალურ საიტზე "იუვენტუსთან" ფეხბურთელების გაცვლა დაადასტურა.

გუშინ, 22:29

პსჟ და მილანი ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ

"პსჟ"-მ და "მილანმა" უახლოეს პერიოდში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.

გუშინ, 22:25

შეთანხმება მიღწეულია - არსენალი ტრანსფერს ახორციელებს

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა ESPN ავრცელებს.

გუშინ, 22:10

ვან დეიკი: "თავი დაუმარცხებლად არ უნდა ვიგრძნოთ"

"ლივერპულის" მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა ამ სეზონში კლუბის ასპარეზობაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:04

როისი: "აი, რატომ ვიყიდეთ ჰოლანდი"

"დორტმუნდის" კაპიტანმა, მარკო როისმა გუნდის ახალწვეულ ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა.

გუშინ, 22:00

ლამპარდმა ჟირუს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

გუშინ, 21:47

"პროდუქტების საყიდლადაც ვეღარ დავდივარ", - მბაპე

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ თავის პოპულარობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:29

დე იონგი: "შეიძლება, ბარსელონაში კარიერის ბოლომდე დავრჩე"

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი მიიჩნევს, რომ შესაძლოა კატალონიაში კარიერის ბოლომდე დარჩეს.

გუშინ, 21:21

ინტერს ტრანსფერი ჩაეშალა და კვლავ ჟირუს მიუბრუნდა

"ინტერი" "ჩელსის" თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს ყიდვას კვლავ ეცდება, წერს Sky Italia.

გუშინ, 21:12

კარიერაში ყველაზე ცუდი შედეგი - რამდენჯერ დაარტყა მესიმ ვალენსიას კარში?

„მესტალიაზე“ გამართულ შეხვედრაში ლეო მესის წარუმატებელი საღამო ჰქონდა.

გუშინ, 21:10

ბარსელონამ ლივერპულს კოუტინიო შესთავაზა, პასუხმა არ დააყოვნა

"ბარსელონა" ეძებს კლუბებს, რომლებსაც ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს შეძენა შეუძლიათ.

გუშინ, 21:09

ყველაფერი გადათამაშებაში გაირკვევა - ტოტენჰემმა საუთჰემპტონს ვერ მოუგო [VIDEO]

ინგლისის FA CUP-ის 1/16-ფინალში „საუთჰემპტონმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა.

გუშინ, 21:05

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10