» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ლიონელ მესი: 14 საუკეთესო მატჩი კარიერაში


ლიონელ მესი: 14 საუკეთესო მატჩი კარიერაში

"ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ მეექვსე ოქროს ბურთი მოიპოვა. არგენტინელმა თავისი 15-წლიანი კარიერის მანძილზე მოიგო პრაქტიკულად ყველაფერი, თანაც არაერთხელ. FourFourTwo-სთან საუბარში ლეომ თავისი საფეხბურთო გზის ყვლაზე გამორჩეული მომენტები დაასახელა.

ესპანიოლი - ბარსელონა 0:1/ ლა ლიგა, 2004 წელი

შეცვლაზე დერბიში დეკუს ნაცვლად შემოვედი. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ეს ჩემი დებიუტი იყო. უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომლის დადგომასაც მოუთმენლად ველოდი. ფრანკ რაიკაარდსა და მის შეგირდებთან ვარჯიშით, ადგილის დამკვიდრება შევძელი, მე ოცნება ამიხდა.

ლიონელ მესი: 14 საუკეთესო მატჩი კარიერაში

ბარსელონა-ლევერკუზენი 7:1/ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი, 2004 წელი

დაუვიწყარი საღამო. ჩემს გოლებს სილამაზის მიხედვით ვერ დავალაგებ, რადგან თითოეული მათგანი თავისებურად განსაკუთრებულია. მე უბრალოდ გამიხარდა, რომ 5 ბურთის გატანა შევძელი და ბარსამ დამაჯერებლად მოიგო. ჩემი გუნდის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი.

ნიგერია - არგენტინა 0:1/ოლიმპიური თამაშების ფინალი, 2008

სერხიო აგუეროსთან ბევრი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ პეკინში მგზავრობა მაინც ყველაზე განსაკუთრებულია. ალბათ იმიტომ, რომ ეს ჩვენი პირველი დიდი ტურნირი იყო, 1/2 ფინალში კი ბრაზილია დავამარცხეთ. არგენტინის ნაკრების მიზანი თავიდანვე სწორედ ოქროს მედალი იყო.

ლიონელ მესი: 14 საუკეთესო მატჩი კარიერაში

ბარსელონა - სევილია 5:1/ლა ლიგა, 2014

ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა - დიდებული შედეგია. ეს არის ჩემპიონატი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი. სიმართლე გითხრათ, საზეიმო აღნიშნვას არ ვგეგმავდი, არც კი ვფიქრობდი ამის შესახებ.

არგენტინა - ბოსნია 2:1/მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, 2014

მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემს მეორე გოლს რვა წლის განმავლობაში ველოდებოდი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მუნდიალის წარმატებით დაწყება. მსოფლიო ჩემპიონობაზე ოცნებას ახლაც არ ვეშვები, ეს თითოეული არგენტინელისთვის მნიშვნელოვანია.

ლიონელ მესი: 14 საუკეთესო მატჩი კარიერაში

ბარსელონა - ბაიერნი 3:0/ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი, 2015 წელი

როდესაც ჟერომ ბოატენგს ვუახლოვდებოდი, მხოლოდ მის გაცდენასა და მეკარესთან მოახლოებაზე ვფიქრობდი. ძალიან მიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მოვახერხე გოლის გატანა. მადლობა ჩვენს ბრწყინვალე მწვრთნელს ლუის ენრიკეს, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა.

ლიონელ მესი: 14 საუკეთესო მატჩი კარიერაში

ბარსელონა - ალბასეტე 2:0/ლა ლიგა, 2005 წელი

ჩემი პირველი გოლი ბარსელონას შემადგენლობაში. ეს იყო კარიერის ეტაპი, როდესაც მოედანზე გატარებული თითოეული წუთი მიხაროდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მადლობა რონალდინიოს. განსაკუთრებით გამიხარდა მოლოცვა თანაგუნდელებისგან.

ბარსელონა - რეალი 3:3/ლა ლიგა, 2007

შეუდარებელი შეგრძნებაა, როდესაც მადრიდის რეალის კარში ჰეტ-ტრიკს ასრულებ. ელ კლასიკოს ხომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უყურებენ. ის დღე ახლაც გუშინდელივით მახსოვს.

ლიონელ მესი: 14 საუკეთესო მატჩი კარიერაში

ბარსელონა - ხეტაფე 5:2/კოპა დელ რეის 1/2 ფინალი, 2007 წელი

ბურთი მოედნის ცენტრთან მივიღე და სიმართლე გითხრათ, გოლის გატანაზე საერთოდ არ მიფიქრია. მე უბრალოდ მინდოდა ბურთის რაც შეიძლება წინ წაღება, რადგან როდესაც გავიხედე, სივრცე მქონდა. საბოლოოდ ეს ყველაფერი ლამაზ გოლში გადაიზარდა.

არგენტინა - სერბეთი და მონტენეგრო 6:0/მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, 2006 წელი

ჩემი პირველი მატჩი მუნდიალზე. არ ვნერვიულობდი, პირიქით, მოედანზე გამოსვლას მოუთმენლად ველოდი. ვამაყობ, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. მოედანზე 15 წუთი გავატარე და მე-6 გოლი გავიტანე.

ლიონელ მესი: 14 საუკეთესო მატჩი კარიერაში

ბარსელონა - იუვენტუსი 3:1/ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2015 წელი

ჩემპიონთა ლიგის მოგება - ყოველთვის განსაკუთრებულია. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ახლაც ვერ ვაანალიზებ ამ გამარჯვების მნიშვნელობას. ჩვენ უბრალოდ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მოვუგეთ.

რეალი - ბარსელონა 2:6/ლა ლიგა, 2009 წელი

გამორჩეული საღამო, რადგან სანტიაგო ბერნაბეუზე მოვიპოვეთ გამარჯვება. ახალ პოზიციაზე პირველად ვითამაშე - ხოსეპ გვარდიოლამ ყალბი ცხრიანის ადგილზე დამაყენა. ეს ყევლაფერი სპეციალურად ამ მატჩისთვის იყო დაგეგმილი.

ლიონელ მესი: 14 საუკეთესო მატჩი კარიერაში

ბარსელონა - მანჩესტერი 2:0/ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2009 წელი

რთული წარმოსადგენია ჩემი გოლი თავით, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მახლობლად რიო ფერდინანდი დგას. სინამდვილეში მე არავინ მიყვანდა და მარტოდ ვიყავი. ამ გოლით დავასრულეთ სეზონი, რომელშიც ყველაფერი მოვიგეთ.

რეალი - ბარსელონა 2:3/ლა ლიგა, 2017 წელი

ორი გოლი რეალის კარში, სანტიაგო ბერნაბეუზე, თანაც ბარსელონას მაისურით 500 ბურთი დამიგროვდა. ეს გოლი იყო ბრძოლის გაგრძელების სტიმული, რადგან რომ არ მოგვეგო, საჩემპიონო რბოლა იქვე დასრულდებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ენრიკემ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე მიწოდა.

ლიონელ მესი: 14 საუკეთესო მატჩი კარიერაში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ტორპედო კვლავ ვერ დალაგდა: პროტესტის ნიშნად, ფეხბურთელები აღარ ვარჯიშობენ

უკვე წელიწადზე მეტია ქუთაისის "ტორპედოში" არეულობაა და გუნდი კვლავ ვერ დალაგდა.

დღეს, 12:27

ტურინში გამარჯვების შემდეგ, ბარსელონამ იუვენტუსსა და რონალდუს დასცინა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, "ბარსელონამ" "იუვენტუსი" სტუმრად დაამარცხა.

დღეს, 12:01

საინტერესო ფაქტი: რეშფორდმა სოლსკიაერის მიღწევა გაიმეორა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, მარკუს რეშფორდმა "ლაიფციგთან" (5:0) მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

დღეს, 11:49

"მზად ვარ ვითამაშო იქ, სადაც გუნდს დასჭირდება", - დე იონგი მცველის როლის მორგების შემდეგ

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა "იუვენტუსთან" მოგებული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

დღეს, 11:05

ტუხელმა ახსნა, თუ რატომ არ ლიდერობენ წამყვან ჩემპიონატებს ფავორიტები

"პსჟ"-ს მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

დღეს, 10:57

ჰეთ-თრიქი 27 წუთში - რეშფორდის ბრწყინვალე მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

"მანჩესტერის" თავდამსხმელმა, მარკუს რეშფორდმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიფციგს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

დღეს, 10:50

რამდენად სერიოზულია ნეიმარის ტრავმა? - ტუხელი განცხადებას აკეთებს

"პსჟ"-ს მწვრთნელს, ტომას ტუხელს იმედი აქვს, რომ თავდამსხმელი, ნეიმარი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

დღეს, 10:43

ვინ იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის?

ცნობილია ის 4 ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებს.

დღეს, 10:38

რას ვუყუროთ დღეს ევროპა ლიგაზე? - ცენტრალური მატჩი და 3 ქართველი გასვლაზე

დღეს, თბილისის დროით 21:55-სა და 23:59 საათზე ევროპა ლიგაზე არაერთი საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართება.

დღეს, 10:29

"ვინ არის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დრიბლიორი?" - ხვიჩა კვარაცხელიას პასუხი

ერთ-ერთ რუსულ შოუში ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ყველა დროის საუკეთესო დრიბლიორებზე საუბრობს.

დღეს, 03:38

კუმანი: "კმაყოფილი ვარ თამაშით, შედეგით და იმ ხასიათით, რაც გუნდმა მოედანზე აჩვენა"

"იუვენტუსთან" მოგებული 2:0 მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" თავკაცმა რონალდ კუმანმა გააკეთა.

დღეს, 03:36

ანდრეა პირლო: "ბარსელონასთან მარცხი განვითარებაში დაგვეხმარება"

ჩემპიონთა ლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კატალონიის "ბარსელონამ" "იუვენტუსი" 0:2 დაამარცხა.

დღეს, 03:26

სოლსკიაერმა დაადასტურა - მანჩესტერის ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს

ჩემპონთა ლიგის მატჩის შემდეგ, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა, რომ მის ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს.

დღეს, 03:21

"მანჩესტერს სწორედ ასეთი ტიპის ფეხბურთელი სჭირდება" - სქოულზის რჩევა ყოფილ კლუბს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა პოლ სქოულზი თავის კლუბს ფეხბურთელის შეძენას ურჩევს.

დღეს, 03:13

ლამპარდი ჟორჟინიოს პენალტის უცნაურად შესრულებას გამოეხმაურა

"კრასნოდართან" მოგებულ მატჩში "ჩელსის" ფეხბურთელმა ჟორჟინიომ პენალტი საშინლად შეასრულა.

დღეს, 03:01

რეინას უჩვეულო მიღწევა - ერთადერთი მეკარე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლაციო" "ბრიუგეს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 02:43

არგენტინელის გოლი და ასისტი: ლეო მესი რონალდუს ეწევა

ჩემპიონთა ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში "ბარსელონა" "იუვენტუსს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:28

რაშფორდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლაიფციგს" დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

დღეს, 02:18

ჩემპიონთა ლიგაზე ლაშა დვალის დებიუტი შედგა!

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "ფერენცვაროში" და "დინამო კიევი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:10

VIDEO: ანტირეკორდი - ალვარო მორატას სამივე გაუქმებული გოლი ბარსელონასთან მატჩში

„ბარსელონასთან“ მატჩში, ალვარო მორატას თამაშგარე მდგომარეობის გამო სამი გოლი გაუუქმეს.

დღეს, 02:05

დორტმუნდმა ზენიტი ჰოლანდის და სანჩოს გოლებით დაამარცხა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "დორტმუნდი" და "ზენიტი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:03

რაშფორდის ჰეთ-თრიკი - მანჩესტერმა ლაიფციგი არ დაინდო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლაიფციგი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:58

მორატას სამი გაუქმებული გოლი - ბარსელონამ ტურინში იუვენტუსი დაამარცხა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის დღის ცენტრალურ შეხვედრაში „ბარსელონამ“ „იუვენტუსი“ 2:0 დაამარცხა.

დღეს, 01:55

ნეიმარის ტრავმა, მოიზე კინის დუბლი - პსჟ-მ სტუმრად ბაშაქშეჰირს მოუგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის ეგიდით, "პსჟ" "ისტანბულ ბაშაქშეჰირს" ესტუმრა.

გუშინ, 23:56

ადვილი გასეირნება რუსეთში - ჩელსიმ კრასნოდარი არ დაინდო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, ლონდონის "ჩელსი" "კრასნოდარს" ეწვია.

გუშინ, 23:51

"ვფიქრობ, ეს ყოველდღე უნდა მახსოვდეს", - მბაპე თავს იდეალურ ფეხბურთელად არ მიიჩნევს

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ შორსაა იმისგან, რათა იდეალური ფეხბურთელი გახდეს.

გუშინ, 23:24

10 ყვითელი და 3 წითელი ბარათი - რა მოხდა თელავისა და საბურთალოს მატჩში? [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "თელავი" "საბურთალოს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

გუშინ, 23:20

"სიმართლე გითხრათ, ეს ცოტა მოსაწყენი იყო", - კროოსმა ბაიერნის ტრადიცია საჯაროდ დაიწუნა

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა "ბაიერნის" ტრადიციებზე გააკეთა კომენტარი.

გუშინ, 23:15

"ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას შანსებში დარწმუნებული არ ვარ", - რივალდომ მიზეზები განმარტა

"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, რივალდომ ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელთა შანსები შეაფასა.

გუშინ, 23:07

"მარადონას ისე ვურტყამდი, როგორც არავის, შეუჩერებელი იყო", - ანჩელოტი

"ევერტონის" მწვრთნელმა და "მილანის" ექს-ნახევარმცველმა, კარლო ანჩელოტიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:01
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10