» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

რუსეთს მხოლოდ დროშისა და ჰიმნის ჩამორთმევა არ აკმარეს - სასჯელების სრული ჩამონათვალი


რუსეთს მხოლოდ დროშისა და ჰიმნის ჩამორთმევა არ აკმარეს - სასჯელების სრული ჩამონათვალი

საერთაშორისო ანტიდოპინგურმა ორგანიზაცია ვადამ რუსეთის ნაკრები მოსკოვურ ლაბორატორიაში ჩატარებული მაქინაციების გამო უმკაცრესად დასაჯა.

გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული - WADA-ს 12-მა წევრმა კომიტეტის რჩევები გაითვალისწინა და სათანადო გადაწყვეტილება მიიღო. საკითხის განხილვას დიდი დრო არ წაუღია - 12:00 საათზე სხდომა დაიწყო, 13:00-ზე კი ხმის მიცემა.

აი, როგორი სასჯელი მიიღო რუსეთმა:


1 . რუსადამ (რუსეთის დოპინგ-სააგენტო) შესაბამისი სტატუსი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად სააგენტოსთან და მის მეთაურ იური განუსთან (ფოტოზე) ვადას პრეტენზია არ ჰქონია და ამ ადამიანმა მხოლოდ დადებითი შეფასებები მიიღო, წესები - წესებია და რუსეთს დოპინგ-ტესტირებისა და სპორტსმენების დაშვებასთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ ექნება.

რუსეთს მხოლოდ დროშისა და ჰიმნის ჩამორთმევა არ აკმარეს - სასჯელების სრული ჩამონათვალი

სტატუსის აღდგენის შემდეგ, რუსადამ ნორმალურ რეჟიმში მხოლოდ ერთ წელიწადზე ოდნავ მეტი იმუშავა.

2. უახლოეს 4 წელიწადში რუსეთი მსხვილ ტურნირებს ვერც უმასპინძლებს და ვერც მონაწილეობას მიიღებს მათში. შეჯიბრებები, რომლის ჩატარების უფლებაც რუსეთმა უკვე მოიპოვა - გადაიდება, თუ ამას არაფერი აღუდგება წინ (იურიდიულად ან ფიზიკურად)

ეჭვქვეშაა 2023 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონი, 2022 წლის ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, 2023-ს ზაფხულის უნივერსიადა და 2025 წელს ყაზანში გასამართი წყლის-სახეობებიც. თუმცა, ალბათ ეს არ შეეხება ევრო 2020-ს მატჩებსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელიც სანქტ-პეტერბურგზეა ჩანიშნული.

3. უახლოესი ოთხი წლის მანძილზე რუს სპორტსმენებს სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოსვლა მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით შეეძლებათ - დროშისა და ჰიმნის გარეშე. ისევე, როგორც ეს პხენჩხანში, 2018 წელს მოხდა, სადაც რუსეთის ოლიმპიური ათლეტების გუნდი გამოდიოდა.

თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, დაშვებული ყველა არ იქნება, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ხუთ კრიტერიას შეესაბამება:


ისინი რიჩარდ მაკლარენის მიერ რუსულ დოპინგზე დაწერილ ტექსტში არ უნდა იყვნენ ნახსენები

მათ არასდროს არ უნდა ჰქონდეთ დადებითი პასუხი დოპინგ-შემოწმებაზე

მათი მონაცემები ხელშეუხებელი იყო რუსული მხრიდან შესრულებული მანიპულაციების დროს

მათ ჩაუტარდათ სრული დოპინგ-კონტროლი

ისინი შეესაბამებიან იმ სხვა კრიტერიუმებსაც, რომელსაც ვადა მოგვიანებით დაადგენს.

4. რუს ჩინოვნიკებს არ ექნებათ უფლები იყვნენ რომელიმე საბჭოს ან კომიტეტის წევრი ნებისმიერ სპორტულ ფედერაციაში, რომელიც ვადასთან თანამშრომლობს (სხვათაშორის, ამ ორგანიზაციებს შორის არის ფიფაც). მათ ასევე აეკრძალებათ მსხვილი ღონისძიებების დასწრებაც: იქნება ეს ოლიმპიური, პარალიმპიური თუ ახალგაზრდული თამაშები, ნებისმიერი მსოფლიო ჩემპიონატი.

5. რუსეთის ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელებს სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება ეკრძალებათ. ფაქტობრივად, კომიტეტებს ბანი დაედოთ.

რუსეთს მხოლოდ დროშისა და ჰიმნის ჩამორთმევა არ აკმარეს - სასჯელების სრული ჩამონათვალი

6. და რა თქმა უნდა, რუსეთი თავის კისერზე ხარჯებსაც აიღებს. გარდა ჩატარებული გამოძიების ხარჯებისა, რუსული მხარე გადაიხდის 2019 წლის შემოსავლის 10%-ს, ან (100 000 დოლარს), გამომდინარე იქიდან, რომელი თანხა იქნება უფრო მეტი.

WADA-ს ხელმძღვანელი, კრეიგ რიდი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება თავად რუსი სპორტსმენების სასარგებლოდ იქნა მიღებული: „ზედმეტად დიდი ხანია, რუსული დოპინგი ნამდვილ სპორტს დაღს ასვამდა.“
RUSADA-ს აღდგენის დროს დამტკიცებული იყო პირობები, 2018 წლის სექტემბრის მონაცემებით, რომელიც რუსულმა მხარემ აშკარად დაარღვია და დაუყონებლივ მოქმედებას ითხოვდა.

რუსეთს მიეცა საშუალება, საკუთარი სამზარეულო მოეწესრიგებინა და მსოფლიო ანტიდოპინგურ საზოგადოებასთან ეთანამშრომლა თავისივე სპორტსმენების და სპორტის ერთიანობის სასიკეთოდ, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი ტყუილისა და უარყოფის პოზიციას ინარჩუნებენ.

ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად დაუყონებლივად ვიმოქმედეთ და იმ რუსი სპორტსმენების უფლებები დავიცავით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ამ ქმედებასთან და შეუძლიათ დამტკიცება, რომ ამ სიყალბეში მონაწილეობა არ მიუღიათ.“ - აღნიშნა ხელმძღვანელმა.

რუსეთს მხოლოდ დროშისა და ჰიმნის ჩამორთმევა არ აკმარეს - სასჯელების სრული ჩამონათვალი

რა იქნება შემდეგ?


სავარაუდოდ, საჩივარი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS), რომლისთვისაც რუსეთს 21 დღე აქვს.

საინტერესოა, რომ აპელაციის შეტანა მხოლოდ რუსულ კი არა, საერთაშორისო კომიტეტებსაც შეუძლიათ - ოლიმპიურ, პარალიმპიურ და სხვადასხვა სპორტის ფედერაციებსაც კი.

რეალურია ეს თუ არა? კი, თუ ორგანიზაციები ჩათვლიან, რომ სასჯელი ზედმეტად მკაცრია ან რაიმენაირად სპორტს ხელს უშლის.

შემდეგ კი უკვე ბევრი ვარიანტია - რთული სათქმელია, ვის მხარეს დაიჭერს CAS, რომელიც ზოგჯერ ზედმეტად მოულოდნელ გადაწყვეტილებებსაც იღებს (გავიხსენოთ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის რუს მონაწილეთა გამართლებას).

ასეა თუ ისე - ისტორია დასრულებისგან ძალიან შორსაა, მაგრამ რუსეთი საერთოდ სასჯელის გარეშე თავს ალბათ ვეღარ დაიძვრენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

წარუმატებელი შედეგების მიუხედავად, მარადონას 2021 წლამდე გაუხანგრძლივეს

წარუმატებელი შედეგების მიუხედავად, "ხიმნასიამ" დიეგო მარადონას კონტრაქტი 2021 წლამდე გაუხანგრძლივა.

დღეს, 01:40

დუდეკი: "ბენიტესი მხოლოდ მაშინ გამიშვებდა, თუ ხელს დავარტყამდი"

ვეტერანი პოლონელი მეკარე იერჟი დუდეკი "ლივერპულში" გატარებულ პერიოდს იხსენებს.

დღეს, 01:36

უეფამ ტრაბზონსპორი ევროტურნირებიდან მოკვეთა

უეფამ თურქული კლუბი "ტრაბზონსპორი" ევროტურნირებიდან ერთი წლით მოკვეთა.

დღეს, 01:24

ეროვნული ლიგა სუპერ დაპირისპირებით ბრუნდება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი 25 ივნისიდან განახლდება.

დღეს, 01:17

დაბრუნებიდან პირველივე ტურში - ოთარ კიტეიშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდა

ავსტრიის ჩემპიონატის დაბრუნებიდან პირველივე ტურში ოთარ კიტეიშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

დღეს, 01:12

იყო თუ არა პენალტი ზივზივაძეზე? - საკამათო ეპიზოდი ფინალური მატჩის ბოლო წამზე [VIDEO]

უნგრეთის თასის ფინალში ერთმანეთს "ჰოსენი" და "მეზოკოვეშდი" დაუპირისპირდნენ. მატჩი "ჰოსენმა" 2:1 მოიგო.

დღეს, 01:07

ლივერპულმა ვერნერის ალტერნატივა შეარჩია

The Athletic-ის თანახმად, "ლივერპულმა" შეარჩია "ლაიპციგის" ლიდერის, ტიმო ვერნერის ალტერნატიული ვარიანტი.

დღეს, 00:25

ინიესტა ბარსას ექს-მეკარის შესახებ: "კარში ნამდვილი კედელი იდგა"

"ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ გაიხსენა თავისი ექს-თანაგუნდელი - მეკარე,

დღეს, 00:14

იუვენტუსმა პსჟ-ს პასუხი შეუთვალა

როგორც მოგეხსენებათ, პრესაში დაიწერა, რომ ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელით,

დღეს, 00:03

"იუვენტუსი ორი კომპონენტის ხარჯზე დავამარცხეთ", - რამოსი 2017 წლის ფინალის შესახებ

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა გაიხსენა ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალი,

გუშინ, 23:52

კოუტინიო ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, პრემიერ ლიგის გუნდები ამუშავდნენ

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი,

გუშინ, 23:39

The Sun: ვერნერის ახალი გუნდი ცნობილია

The Sun-ს თუ დავუჯერებთ, "ლაიპციგის" ლიდერის, ტიმო ვერნერის ახალი გუნდი ცნობილი გახდა.

გუშინ, 23:30

ჟორჟინიოს იუვენტუსში გადასვლის ალბათობა მცირდება

Calciomercato-ს ცნობით, ლონდონის "ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველის, ჟორჟინიო ფრელოს ტურინის "იუვენტუსში"

გუშინ, 23:23

"ჩელსიმდე 3 ქულაა? ეს წვრილმანია", - ბერბატოვი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა თავისი ყოფილი გუნდის შანსების შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:13

კლოპი: "საჩემპიონო აღლუმი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შედგება"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავისი გუნდის მოსალოდნელი ჩემპიონობის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 21:58

კოუტინიოთი პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა

Mundo Deportivo-ს თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" შემტევ ნახევარმცველს, ფელიპე კოუტინიოს პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი მსურველი ჰყავს.

გუშინ, 21:50

ბერბატოვი: "იგალო სრულფასოვან კონტრქტსაც იმსახურებს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა ოდიონ იგალოს შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:43

"ლა ლიგას მოიგებს ის, ვინც ამ უცნაურობას მიეჩვევა", - კროოსი

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 21:33

ლუიზით მისი ერთ-ერთი ყოფილი გუნდი დაინტერესდა

ESPN-ის თანახმად, ლონდონის "არსენალის" ცენტრალური მცველით, დავიდ ლუიზით დაინტერესდა მისი ერთ-ერთი ყოფილი კლუბი.

გუშინ, 21:22

Adidas-ი ოზილთან კონტრაქტს წყვეტს

Daily Mail-ის თანახმად, Adidas-ი აპირებს კონტრაქტის გაწყვეტას ლონდონის "არსენალის" შემტევ ნახევარმცველთან, მესუტ ოზილთან.

გუშინ, 20:59

ოფიციალურად: სიმეონე თანაშემწეს გარეშე დარჩა

მადრიდის "ატლეტიკოს" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი,

გუშინ, 20:44

დემბელე ლივერპულში? - ფრანგის პოზიცია ცნობილია

The Athletic-ის თანახმად, "ლივერპული" დაინტერესებულია "ბარსელონას" ტრავმატული შემტევით, ოსმან დემბელეთი.

გუშინ, 20:34

"პრემიერ ლიგას ჰყავს მოთამაშე, რომელიც მესისა და რონალდუს დონეზე არის", - გრილიში

ბირმინგემის "ასტონ ვილას" კაპიტანმა, ჯეკ გრილიშმა დაასახელა ფეხბურთელი,

გუშინ, 20:24

ბარსელონას ვარჯიშმა მესის გარეშე ჩაიარა

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონას" უკანასკნელმა ვარჯიშმა ლიონელ მესის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა.

გუშინ, 20:09

რეალთან ერთად, რონალდუ ინდივიდუალურ ჯილდოებსაც დაემშვიდობა

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალი“ ოფიციალურად დატოვა.

გუშინ, 18:01

ბილბაო რაიან გიგსს მანჩესტერ იუნაიტედისადმი ერთულებისთვის დააჯილდოვებს

ბილბაოს „ატლეტიკის“ პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ „ერთი კლუბის ადამიანს“ ლოიალურობის გამო დააჯილდოვებს.

გუშინ, 17:36

"დარწმუნებული ვარ, ტრანსფერი შედგება", - ბარსელონა ნიჭიერ ბრაზილიელს ყიდულობს [VIDEO]

ბრაზილიური „სან-პაულუს“ შემტევი, გუსტავო მაია, ზაფხულში შესაძლოა „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდეს.

გუშინ, 17:12

იბრას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილია

„მილანის“ შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მწყობრში დასაბრუნებლად მუშაობას აგრძელებს.

გუშინ, 16:34

ვან დეიკი: "გარდაცვალების რისკის გამო, 20 წლის ასაკში ანდერძის დაწერა მომიწია"

„ლივერპულის“ მცველის, ვირჯილ ვან დეიკის თქმით, ავადმყოფობის გამო, მას 20 წლის ასაკში ანდერძის დატოვება მოუწია.

გუშინ, 16:15

იუვენტუსმა და რომამ შესაძლოა ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი გაცვალონ

იტალიური კლუბები მასიური გაცვლის მოლაპარაკებებს წამოიწყებენ.

გუშინ, 15:56
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10