ავტორიზაცია

როდის გაიმართება ესპანეთის სუპერთასის ფინალი?

როდის გაიმართება ესპანეთის სუპერთასის ფინალი?
თარიღი 10 Jan 2020, 10:42
როგორც მოგეხსენებათ, განახლებული ესპანეთის სუპერთასის 1/2 ფინალები დასრულდა.

მადრიდის "რეალმა" უმარტივესად "ვალენსია" დაამარცხა, "ბარსელონამ" კი "ატლეტიკოსთან" წააგო.

როგორც ვხედავთ, ფინალში დედაქალაქური დერბი გაიმართება. "სამეფო კლუბისა" და "ინდიელების" დუელი კვირას, 12 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე შედგება.

შეგახსენებთ, მსგავსი ფორმატის სუპერთასი, პირველად სწორედ მიმდინარე სეზონში ჩატარდა.