ავტორიზაცია

არტეტა: "ვფიქრობ, ჯაკა დავარწმუნე"

არტეტა: "ვფიქრობ, ჯაკა დავარწმუნე"
თარიღი 10 Jan 2020, 13:19
„არსენალის“ ნახევარმცველი, გრანიტ ჯაკა, გუნდში მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, პირადად განაცხადა.

„პირველ რიგში მინდოდა გაგება, რას ფიქრობს და რას გრძნობს ჯაკა. მსურდა, რომ გრანიტს ჩემი აზრი მოესმინა და გაეგო, რომ მზად ვარ, მას დავეხმარო და მისი თანადგომისკენ კლუბსაც მოვუწოდო.

ვფიქრობ, მას შეუძლია ჩვენთვის დიდი დახმარების გაწევა და თანაც თამაშით სიამოვნების მიღება, როდესაც ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ იქნება. სწორედ ასე ვცადე მისი დარწმუნება. ეს ყველაფერი ვუთხარი და მისი რეაქცია ძალიან პოზიტიური იყო. ვფიქრობ, მან აზრი შეიცვალა.“ - ციტირებს არტეტას სიტყვებს Sky Sports.

პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯაკას „ჰერტასთან“ ჰქონდა პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული და წასვლა იანვარშივე სურდა.