» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

არეულობა, მოთამაშეების დასჯა, ანჩელოტის გაშვება - როგორ ანგრევს პრეზიდენტი ნაპოლის?


არეულობა, მოთამაშეების დასჯა, ანჩელოტის გაშვება - როგორ ანგრევს პრეზიდენტი ნაპოლის?

მიმდინარე წლის შემოდგომაზე "ნაპოლიში" ნამდვილმა ომმა იფეთქა. მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც ფეხბურთელები, ისე სამწვრთნელო შტაბი და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი. "ლურჯებმა" მიმდინარე სეზონში ბოლო 10 წელიწადში ყველაზე ცუდი სტარტი აჩვენეს.

სერია ა-ს 11 ტურის შემდეგ, "აძურის" აქტივში სულ რაღაც 18 ქულა და მეშვიდე ადგილი იყო. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "ინტერი" ქულებს პრაქტიკულად არ კარგავდნენ. მოკლედ, "სამხრეთელები" სასკუდეტო ბრძოლას მალე ჩამოშორდნენ.

არეულობა, მოთამაშეების დასჯა, ანჩელოტის გაშვება - როგორ ანგრევს პრეზიდენტი ნაპოლის?

"სტადიო სან პაოლოს" მკვიდრების პრეზიდენტისთვის, აურელიო დე ლაურენტისისთვის ბოლო წერტილად "რომასთან" მარცხი იქცა, რომლის შემდეგაც მან თავისი მოთამაშეები კლუბის ბაზაზე რამდენიმე დღით გამოკეტა. აღსანიშნავია, რომ თავიდან, იტალიელი მხოლოდ ფეხბურთელებს ერჩოდა:

"ამას ფეხბურთელების გაერთიანებისთვის ვაკეთებ. მათ მოტივაცია არა მხოლოდ ლივერპულთან შეხვედრისთვის უნდა გამონახონ. ეს არის კონსტრუქციული გადაწყვეტილება და არა სასჯელი. რაც შეეხება ანჩელოტის, ის ნამდვილი ჯენტლმენია, რომელთანაც პრეტენზიები არ მაქვს".

არეულობა, მოთამაშეების დასჯა, ანჩელოტის გაშვება - როგორ ანგრევს პრეზიდენტი ნაპოლის?

აღსანიშნავია ისიც, რომ "ნაპოლის" ბოსმა მოთამაშეების გამოკეტვა კარლოსთან შეუთანხმებლად მოახდინა. "ლურჯების" მთავარმა მწვრთნელმა გაკვირვება არ დამალა - "ამ ყველაფერს არ ვეთანხმები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობა იღებს".

"აძურიში" მორიგი აფეთქება "რედ ბულ ზალცბურგთან" შეხვედრის შემდეგ მოხდა. "სამხრეთელებმა" ავსტრიულ გუნდს კარში 29-ჯერ დაურტყეს, ცნობისთვის, რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურ კლუბებს შორის, ამის მიუხედავად, მატჩი 1:1 დასრულდა. "სან პაოლოს" მკვიდრებმა ზედიზედ მე-4 თამაში ვერ მოიგეს.

არეულობა, მოთამაშეების დასჯა, ანჩელოტის გაშვება - როგორ ანგრევს პრეზიდენტი ნაპოლის?

რა მოხდა მოგვიანებით? იმედგაცრუებული აპენინელი სპეციალისტი მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე არ გამოცხადდა. 60-წლის დამრიგებელი პირდაპირ ავტობუსში ჩაჯდა, რაც მის გუნდს ფულად ჯარიმად დაუჯდა. ანჩელოტისგან მაგალითი მისმა შეგირდებმაც აიღეს, არავითარი ჟურნალისტები და გამოკეტვა, ყველა სახლში წავიდა.

სად იმყოფებოდა ამ დროს "ნაპოლის" 70-წლის პროდიუსერი? საქმე ისაა, რომ დე ლაურენტისმა სტადიონი ნაადრევად დატოვა, ფეხბურთელებთან კი ჩავიდა მისი ვაჟი, ედოარდო. განრისხებულმა "ლურჯებმა" მერტენსის, კალეხონისა და ალანის მეთაურობით ჯავრი სწორედ იტალიელზე იყარეს.

არეულობა, მოთამაშეების დასჯა, ანჩელოტის გაშვება - როგორ ანგრევს პრეზიდენტი ნაპოლის?

აურელიოს შვილმა საკუთარი ყურებით მოისმინა, თუ როგორი უკმაყოფილოები არიან "აძურის" ფეხბურთელები მამამისის რეჟიმით. მეამბოხეებს მოგვიანებით ლორენცო ინსინიეც შეუერთდა, რომელიც გასულ ზაფხულს კლუბის გამოცვლის შესახებ ფიქრობდა.

რაც შეეხება კარლოს, გარჩევებით დაღლილმა სპეციალისტმა გეზი პირდაპირ სახლისკენ აიღო. "სამხრეთელების" პრეზიდენტმა დამნაშავეების დასასჯელად უმკაცრეს ზომებს მიმართა. აპენინელმა გამოიყენა ისეთი სანქციები როგორიცაა ფულადი ჯარიმა, ხელფასის დაქვითვა, ტრანსფერზე დაყენება და გუნდიდან მოკვეთა.

არეულობა, მოთამაშეების დასჯა, ანჩელოტის გაშვება - როგორ ანგრევს პრეზიდენტი ნაპოლის?

70-წლის პროდიუსერმა არც თავისი გუნდის მთავარი მწვრთნელი დაინდო. Sky Sports-ი წერდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 60-წლის სპეციალისტს "სან პაოლოზე" ვეღარ ვიხილავდით. როგორც ვხედავთ, ასეც მოხდა. ანჩელოტის შემცვლელად მასიმილიანო ალეგრი ან ჯენარო გატუზო მოიაზრება.

თავად იტალიელს კი ლონდონის "არსენალში" დანიშნვას უწინასწარმეტყველებენ. არის თუ არა კარლო რამეში დამნაშავე? დე ლაურენტისის აზრით კი, ადეკვატური ხალხის, არა. საქმე ისაა, რომ "ნაპოლის" აწი უკვე ექს-მენეჯერი არ აღმოჩნდა ისეთი ოდიოზური, როგორც მისი უფროსი.

თუ აურელიო პრობლემის გადასაწყვეტად ირჩევს სასჯელს, აპენინელი მწვრთნელი დიპლომატიას ემხრობა. იმარჯვებს ის, ვინც რანგით უფრო მაღლა დგას, ამ შემთხვევაში, კლუბის პრეზიდენტი. საინტერესოა, რამდენ ხანს გაუძლებს ანჩელოტის შემცვლელი ჭირვეულ პროდიუსერს.

არეულობა, მოთამაშეების დასჯა, ანჩელოტის გაშვება - როგორ ანგრევს პრეზიდენტი ნაპოლის?

იმსახურებდა ანჩელოტი გაშვებას?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

გრანდები, რომელთა აქციათა ფასიც კორონავირუსის გამო დაეცა

კლუბების აქციათა ფასი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო დაეცა.

დღეს, 14:22

"რეალში მხოლოდ პელეს თანხმობის შემდეგ გადმოვედი", - როდრიგო

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევმა, როდრიგო გოესმა თავის ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:18

ბარსელონა ლაუტაროს ტრანსფერში კიდევ ერთ ფეხბურთელს რთავს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" არ ეშვება მილანის "ინტერის" თავდამსხმელს, ლაუტარო მარტინესს.

დღეს, 13:11

"კონორი როგორც ბებერი მეძავი, ისე იქცევა", - ხაბიბი

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კონორ მაკგრეგორი კვლავ გააკრიტიკა:

დღეს, 13:03

ზუსტად 2 წლის წინ! რონალდუს გასროლა იუვეს კარში [VIDEO]

2017-2018 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "რეალმა" "იუვენტუსი" სტუმრად 0:3 დაამარცხა.

დღეს, 12:59

ბარსელონამ რაკიტიჩის თაობაზე გეგმები შეცვალა

Marca-ს ცნობით, "ბარსელონამ" თავისი ცენტრალური ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის თაობაზე გეგმები შეცვალა.

დღეს, 12:55

რაშფორდმა მანჩესტერის ყველა დროის საუკეთესო 6-კაციანი გუნდი შეადგინა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, მარკუს რაშფორდმა, "წითელი ეშმაკების" ყველა დროის საუკეთსო 6-კაციანი გუნდი შეადგინა.

დღეს, 12:47

"ფერგიუსონი სამი კატეგორიის ფეხბურთელებს ეძებდა", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა, სერ ალექს ფერგიუსონის სატრანსფერო პოლიტიკა გაიხსენა:

დღეს, 12:29

ბარსელონამ დემბელეს ფასი დაადო

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონამ" თავის შემტევს, ოსმან დემბელეს ფასი დაადო.

დღეს, 12:20

მესის ორი რეკორდი, რომელიც უკვე 13 წელია, რაც ხელშეუხებელია

"ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის რეკორდების შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი.

დღეს, 11:55

იუვენტუსი ჰაკიმის არ ეშვება

Calciomercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" არ ეშვება დორტმუნდის "ბორუსიას" მარჯვენა მცველს, აშრაფ ჰაკიმის.

დღეს, 11:43

ბარსელონას 3 სამიზნე და დასახარჯი 220 მილიონი

Diario Sport-ის თანახმად, "ბარსელონამ" სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთვის სამი სამიზნე უკვე შეარჩია.

დღეს, 11:35

დელ პიერომ იუვენტუსის მომავალი კაპიტნის ვინაობა დაასახელა

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ "ბებერი ქალბატონის" მომავალი კაპიტნის ვინაობა დაასახელა:

დღეს, 11:27

ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

Marca-მ დაადასტურა, რომ "ბარსელონას" ყოფილ მცველს, ხუან კარლოს როდრიგეს მორენოს კორონავირუსი დაუდგინდა.

დღეს, 11:19

ხაბიბი: "ვერ ვტოვებ რუსეთს, ისევე როგორც ტონი ამერიკას, მაგრამ ხალხი მხოლოდ მე მადანაშაულებს"

UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის ჩაშლას გამოეხმაურა:

დღეს, 11:08

ლაუტაროს პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერის" თავდამსხმელით, ლაუტარო მარტინესით ლონდონის "ჩელსი" დაინტერესდა.

დღეს, 10:40

"ლივერპულსა და სიტიში არასდროს ვითამაშებდი, აღფრთოვანებული სხვა გუნდებით ვიყავი", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა თავისი კარიერა გაიხსენა და საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:31

მიზეზი, რის გამოც ბარსელონა ტერ შტეგენთან ვერ თანხმდება

Diario Sport-ის თანახმად, "ბარსელონა" ახალი კონტრაქტის თაობაზე კვლავ ვერ უთანხმდება თავის მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს.

დღეს, 10:22

სუარესი ბარსელონაში ხელფასების შემცირებას გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" თავის ფეხბურთელებს ხელფასი 70%-ით შეუმცირა. აღნიშნულ ფაქტს ლუის სუარესი გამოეხმაურა:

დღეს, 10:16

ლა ლიგის კლუბების კაპიტნები ერთმანეთს შეხვდებიან

მომდევნო კვირიას, ესპანური ფეხბურთის ასოციაცია მორიგ ვიდეო-კონფერენციას გამართავს.

დღეს, 04:30

კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი მილიარდელი ფეხბურთელი ხდება

მიუხედავად იმისა, სეზონი გაჩერებულია, კრიშტიანუ რონალდუ რეკორდებს მაინც ამყარებს, ამჯერად ფინანსური კუთხით.

დღეს, 04:22

კაკა: "საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მითამაშია?"

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი ვისთანაც უთამაშია.

დღეს, 04:17

პსჟ ანკესზე არ წამოეგო - გაცვლა არ შედგება

გავლენიანი იტალიური პრესა საინტერესო გაცვლის შესახებ გვთავაზობს ინფორმაციას, რომელიც არ შედგება.

დღეს, 04:14

კაკამ თავისი კარიერის 3 გამორჩეული მომენტი გაიხსენა

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ თავისი კარიერის 3 გამორჩეული მომენტი გაიხსენა.

დღეს, 04:11

დელ პიერო: "ჩემი იუვენტუსისადმი სიყვარული არასდროს დასრულდება"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო "იუვენტუსში" გატარებულ პერიოდს იხსენებს.

დღეს, 04:09

ბელგიის ჩემპიონატის შეწყვეტა პირველმა კლუბმა გააპროტესტა

ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბელგიის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება და მისი გამარჯვებული "ბრიუგე" იქნება.

დღეს, 03:51

უეფას პრეზიდენტი ბელგიელების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბელგიის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება და ჩემპიონად "ბრიუგე" გამოცხადდა.

დღეს, 03:46

ინფანტინო: "კორონავირუსის შემდეგ, ფეხბურთი სხვანაირი გახდება"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და კორონავირუსზე საუბრობს.

დღეს, 03:39

კავანი ბოკაში? - არგენტინული კლუბის პრეზიდენტის განცხადება

"პსჟ"-ს ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიურსში" თამაშის სურვილი გამოთქვა.

დღეს, 03:33

"პრემიერ ლიგაში თამაში მსურს" - გენტის ფეხბურთელი, რომლითაც ევროპული გრანდები ინტერესდებიან

"გენტის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯონათან დევიდი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ მისი შეძენა დიდ ევროპულ გუნდებს სურთ.

დღეს, 03:30

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10