ლემარი შესაძლოა პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგმა შემტევმა, ტომა ლემარმა, კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ვულვერჰემპტონს“ ფეხბურთელის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან დიდებული ურთიერთობა აქვს, რამაც შესაძლოა ლემარის ტრანსფერი დააჩქაროს.
„ატლეტიკომ“ ლემარი „მონაკოდან“ შეიძინა და მასზე დიდი იმედები დაამყარა, მაგრამ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დიეგო სიმეონემაც კი დაადასტურა, რომ ლემარმა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.