» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის აღნიშნულმა სტადიამ არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი გვაჩუქა. გავიხსენოთ 10 საუკეთესო ეპიზოდი.

პლეი-ოფი გასული სეზონის მთავარი აღმოჩენის გარეშე

საუბარია გუნდზე, რომელმაც შარშან დაამხო მადრიდის "რეალის" ჰეგემონია, შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ტურინის "იუვენტუსიც" იმსხვერპლა და ლუკას მოურას ჯადოქრობა რომ არა, "ლივერპულს" ფინალში სულ სხვა მეტოქე ეყოლებოდა. ეს, ამსტერდამის "აიაქსია".

"მეომრებმა" პლეი-ოფში ამჯერად ვერ გააღწიეს. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შემდეგ, ამის წარმოდგენა რთული იყო, რადგან "თეთრ-წითლებს" დარბეული ჰყავდათ "ლილი" და "ვალენსია". საბოლოოდ ყველაფერი ისე გადანაწილდა, რომ "ებრაელებს" ლონდონის "ჩელსიმ" და სწორედ "ღამურებმა" აჯობეს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

ანჩელოტის ღირსეული დამშვიდობება

"ნაპოლი" ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელმაც "ლივერპულს" მიმდინარე სეზონში წაგება აგემა. ზოგადად, "აძურიმ" ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. "ლურჯები" მერსისაიდელებს საერთო ჯამში სულ რაღაც ერთი ქულით ჩამორჩნენ.

"სამხრეთელებს" ჯგუფური ეტაპის დახურვაც ლამაზი გამოუვიდათ - უკანასკნელ შეხვედრაში განადგურებული იქნა "გენკი". ამ ყველაფრის მიუხედავად, "სტადიო სან პაოლოზე" მწვრთნელის შეცვლის პროცესი მოხდა. აურელიო დე ლაურენტისის ახირებებს ვერ შეგუებული კარლო ანჩელოტი შეცვალა მისმა მოწაფემ, ჯენარო გატუზომ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

ატალანტა - ფსკერიდან მწვერვალზე

ბერგამული გუნდი "აიაქსის" სრული ანტონიმია. თუ "ღმერთის შვილებმა" ტურნირი ტრიუმფალურად დაიწყეს, "შავ-ლურჯებმა" პირიქით - კატასტროფულად. სამი ტურის შემდეგ, "ქალღმერთი" "სიტის", შახტარისა" და "ზაგრების" მიერ იყო დაჩანაკებული, ბურთების შეფარდებით 2:11.

"ლა დეას" აღზევება დაიწყო მეოთხე ტურში - ფრე მანჩესტერულ გუნდთან და ორი გამარჯვება. ლომბარდიულმა კლუბმა სულ რაღაც შვიდი ქულა მოაგროვა, მაგრამ 1/8 ფინალში გასვლისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

სიკვდილის ჯგუფითა და VAR-ით გაწამებული ინტერი

მილანური გუნდი უკვე ზედიზედ მეორე სეზონია, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ხვდება. "ნერიაძური" თითქოს ისჯება, რადგან ორივე შემთხვევაში "შავ-ლურჯები" სიკვდილის ჯგუფში მოხვდნენ. შარშან: "ბარსელონა", "ტოტენჰემი", "პსვ"; წელს - ისევ კატალონიელები, "დორტმუნდი", "სლავია".

აღნიშნულ კვარტეტში ჩეხური კლუბიც კი უხერხული მოწინააღმდეგე იყო. გასული სეზონის მსგავსად, ლომბარდიულმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ დაძლია. ანტონიო კონტეს გუნდის კამპანიის მთავარი კურიოზული მომენტი: პრაღაში დაფიქსირებული 0:2, რომელიც ვიდეო-რეფერის მეშვეობით "ჯუზეპე მეაცას" მკვიდრების კარში პენალტად და 1:1-ად გადაიქცა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

რეალის პროგრესი მატჩიდან მატჩამდე

მადრიდულმა გუნდმა ტურნირი კატასტროფულად დაიწყო - "პარი სენ-ჟერმენთან" განადგურება და ფრე "ბრიუგესთან" სახლში. პირველად, უხსოვარი დროის შემდეგ, "სამეფო კლუბი" გავარდნის საშიშროების წინაშეც იყო. "ბლანკოსმა" რეაბილიტაცია მოახდინა ნელი ნაბიჯებით, ტურიდან ტურამდე.

"თეთრებმა" დაჩაგრეს როგორც "გალათასარაი", ისე ბელგიური გუნდიც. რაც შეეხება "პსჟ"-ს, პატარა უიღბლობა რომ არა, თურქებსა და "შავ-ლურჯებს" პარიზელებიც მიყვებოდნენ. "ელ გალაქტიკო" 1/8 ფინალში მე-2 ადგილით გავიდა. დიახ, მაინც უცნაურია ამის ხილვა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

როდრიგო გოესი

ზინედინ ზიდანის გუნდის მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა ცალკე გრაფას იმსახურებს. სტამბულური გუნდის კარში შესრულებული ჰეტ-ტრიკით, ბრაზილიელმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. "სანტიაგო ბერნაბეუს" ახალმა სახემ არც "ბრიუგე" დაინდო.

"რეალის" გულშემატკივრები ლუკა იოვიჩის ან ვინისიუს ჟუნიორის გაბრწყინებას ელოდნენ, მაგრამ მათი საქმე საკუთარ თავზე სწორედ როდრიგომ აიღო. სამხრეთ ამერიკელმა ჯგუფური ეტაპი 4 გოლით დაასრულა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

რონალდუსა და სარის კონფლიქტის დასაწყისი

ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა ისე გადანაწილდა, რომ წესით, პორტუგალიელს მოწინააღმდეგეები უნდა დაებომბა. თავად განსაჯეთ - კრიშტიანუს "საყვარელი" მადრიდის "ატლეტიკო", რანდომული გერმანული გუნდი და აშკარა აუტსაიდერი. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, "იუვეს" ლიდერის რისხვა მხოლოდ ლევერკუზენის "ბაიერმა" იგრძნო.

პირენეელმა მოუკლო და ეს მთლიანად ტურინული გუნდის თამაშის რიტმზე ისახებოდა. სწორედ ამიტომ, იტალიელ მთავარი მწვრთნელს რონის მოედნიდან გაყვანა აღარ ერიდებოდა. ლეგენდარული 7-იანის თამაშიდან მოხსნის პირველი ფაქტი მოსკოვის "ლოკომოტივთან" დაფიქსირდა. რა მოხდა შემდეგ, კარგად ვიცით.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

ტოტენჰემი - ბაიერნი 2:7

არა კონკრეტული ფაქტი, არამედ შეხვედრა და მისი ანგარიში. ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონი რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი პუბლიკის წინაშე შერცხვა. მიუნხენური გუნდის საუკეთესო მოთამაშე რობერტ ლევანდოვსკია, მაგრამ "ჰოტსპურისგან" ცხელი კერძი სერჟ გნაბრიმ მოამზადა.

გერმანელმა შემტევმა ლონდონში პოკერი შეასრულა. "რეკორდმაისტერსა" და "დეზებს" იმ მომენტში წვრთნიდნენ ნიკო კოვაჩი და მაურისიო პოჩეტინო. დღეს, "წითლებსა" და "სპურსში" ახალი სპეციალისტები მუშაობენ. როგორც ვიცით, "ბავარიამ" "მამლები" არც საპასუხო მატჩში დაინდო.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

მეკარე უოკერი

გავიხსენოთ ინგლისელი მარჯვენა მცველის როკირება "ატალანტასთან" შეხვედრაში. ედერსონ მორაესი იღებს ტრავმას და მის ნაცვლად შემოდის კლაუდიო ბრავო, რომელიც მოგვიანებით წითელ ბარათს იღებს. კაილი წარმატებულად ცვლის როგორც ბრაზილიელს, ისე ჩილელსაც.

ცნობისთვის, "მან სიტის" განაპირა მცველი გახდა პირველი ინგლისელი, რომელმაც უკანასკნელ სამ წელიწადში ჩემპიონთა ლიგაზე სეივი განახორციელა. გარეტ საუთგეით, იქონიე ეს მხედველობაში.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

რეკორდები და აღმოჩენები

მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპი რამდენიმე კომპონენტში რეკორდული გახლდათ. აღნიშნულ სტადიაზე ჰეტ-ტრიკი ერთბაშად ცხრა ფეხბურთელმა გაიფორმა. ესენი არიან: კილიან მბაპე, რაჰიმ სტერლინგი, არკადიუშ მილიკი, როდრიგო გოესი, ერლინგ ჰოლანდი, მისლავ ორშიჩი.

ამის გარდა, პოკერი რობერტ ლევანდოვსკისა და სერჟ გნაბრის ანგარიშზეა. სხვა რეკორდები - 308 გოლი ექვსი ტურის განმავლობაში, უპრეცენდენტო შემთხვევა. ყველაზე მეტი ბურთი შეაგდო ვინ, თუ არა "ბაიერნმა". რაც შეეხება აღმოჩენებს, აქ გასაჩივრების გარეშე: "რედ ბულ ზალცბურგი" და ერლინგ ჰოლანდი. ველოდებით ავსტრიელებისა და ნორვეგიელის სიურპრიზებს ამჯერად უკვე ევროპა ლიგაზე.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ესპანური ფეხბურთის ხელმძღვანელი: "ფეხბურთელების მოედანზე დაბრუნება სურთ, მაგრამ მთავარი ჯანმრთელობაა"

ყოფილი ფეხბურთელი და ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავიდ აგანსო ბოლო დროინდელ მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 05:43

იტალიაში ითხოვენ, რომ სკუდეტო ატალანტას გადაეცეს

შეიქმნა პეტიცია, სადაც ითხოვენ, რომ სკუდეტო "ატალანტას" გადაეცეს, რასაც მხარი უამრავმა დამიანმა დაუჭირა.

დღეს, 05:21

ტოლდო 20 წლის წინანდელ მატჩს იხსენებს: "ვიცოდი, რომ პენალტები დაინიშნებოდა"

ვეტერანი იტალიელი მეკარე ფრანჩესკო ტოლდო 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს იხსენებს.

დღეს, 05:16

მატერაცი: "მოურინიო ჩემი მეგობარი, ძმა და მამაა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ "ტოტენჰემის" თავკაცი ჟოზე მოურინიო შეაქო.

დღეს, 05:11

ნაპოლის ბარსელონას ფეხბურთელის შეძენა სურს

იტალიური გამოცემების ცნობით, "ნაპოლი" აქტიურადაა დაინტერესებული "ბარსელონას" ფეხბურთელის შეძენით.

დღეს, 05:08

ყოველ ვარჯიშზე იტალიური კლუბის ფეხბურთელები კორონავირუსზე შემოწმდებიან

იტალიაში კვლავ რთული ვითარებაა და ჯერ კიდევ უცნობია, როდის განახლდება იტალიის ჩემპიონატი.

დღეს, 05:06

გუნდოგანმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი ილკაი გუნდოგანი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელს ასახელებს.

დღეს, 04:58

რეალის მეკარის ამბიციური განცხადება: "უნდა დავბრუნდე და პირველი მეკარე გავხდე"

ახალგაზრდა უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი მადრიდის "რეალში" თამაშთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 04:55

აიაქსის ყოფილი ფეხბურთელი ზიდანის რეალში დაბრუნებაზე: "ერთ ქალზე ორჯერ არ უნდა დაქორწინდე"

"აიაქსისა" და "ტოტენჰემის" ყოფილი ფეხბურთელი აჰმედ ჰოსამი იგივე მიდო, ზიდანის "რეალში" დაბრუნებას აფასებს.

დღეს, 04:51

აიაქსის ფეხბურთელი: "რეალში გადასვლა? - ჯერ ესპანურიც არ მისწავლია"

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ "აიაქსის" ნახევარმცველი ვან დე ბეეკი კარიერას "რეალში" გააგრძელებს.

დღეს, 04:48

უეფაში ჩემპიონთა ლიგის დასრულების ბოლო ვადა დაასახელეს

უეფას წარმომადგენლებმა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის დასრულების ბოლო ვადა დაასახელეს.

დღეს, 04:45

ბელარუსში ერთბაშად 3-მა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა

ბელარუსის ჩემპიონატის მესამე ტურში ერთმანეთს "შახტიორი" და "ნემანი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 04:38

Sport.es: ბარსელონამ არტურის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

"ბარსელონას" ბრაზილიელ ნახევარმცველს, არტურ მელოს სერიოზული მსურველი ჰყავს.

გუშინ, 21:38

კორონავირუსზე დიბალას განმეორებითი ტესტი დადებითი აღმოჩნდა

კორონავირუსზე "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავის განმეორებითმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

გუშინ, 21:25

უზარმაზარი თანხა, რომელიც შესაძლოა პრემიერ ლიგის კლუბებმა დაკარგონ

იმ შემთხვევაში, თუ სეზონი არ განახლდება, პრემიერ ლიგის კლუბები სერიოზულად იზარალებენ.

გუშინ, 20:46

კაპელომ დიდ ტურნირებზე ინგლისის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი გაამხილა

ფაბიო კაპელომ დიდ ტურნირებზე ინგლისის ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის მიზეზებზე ისაუბრა.

გუშინ, 20:38

ჩემპიონთა ლიგა შესაძლოა "ოთხთა ფინალის" ფორმატში ჩამთავრდეს

არ არის გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება "ოთხთა ფინალის" ფორმატში ჩატარდეს.

გუშინ, 20:31

"სანჩოზე და კეინზე საუბრობენ, როგორც მომავალ შენაძენებზე", - ბერბატოვის რჩევა მანჩესტერს

"მანჩესტერის" ექს-თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 20:22

რივალდო: "ხავის გვარდიოლასთან შედარების გამო ბარსელონაში გაუჭირდება"

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა, რივალდომ მწვრთნელის პოსტზე ხავის შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:11

დაპირება, რომელიც გასულ ზაფხულს ბარსელონამ ნეიმარს მისცა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს.

გუშინ, 19:49

აგენტმა ჰაკიმის მომავალზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშრაფ ჰაკიმიმ "რეალთან" კონტრაქტის ვადა გაახანგრძლივა.

გუშინ, 19:41

მანჩესტერის ლეგენდა: "ბრუნო ფერნანდეში ახალი სქოულზი გახდება"

"მანჩესტერის" ექს-ფეხბურთელმა, ბრაიან რობსონმა კლუბის ახალწვეული, ბრუნო ფერნანდეში შეაქო.

გუშინ, 19:09

ბარსელონა კოუტინიოს ყიდის და საბოლოო ფასი დაადო - MARCA

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო არ სჭირდება და ზაფხულში მის გაყიდვას აპირებს.

გუშინ, 18:48

ლორისის შემცვლელის ძიებაში, მოურინიომ სასურველი მეკარე შეარჩია

"ტოტენჰემის" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ კლუბმა მეკარე უნდა იყიდოს.

გუშინ, 18:39

პსჟ პრობლემებშია - პარიზული კლუბი ერთ-ერთ მთავარ სპონსორს კარგავს?

კორონავირუსით გამოწვეული პაუზის გამო, "პსჟ"-ს სერიოზული პრობლემები ემუქრება.

გუშინ, 18:31

"ლობანოვსკის დროს კალაძე 5x300-ზე დარბოდა, თოვლში ვარდებოდა, გული ერეოდა", - კიევის დინამოს ექს-ფეხბურთელი

კიევის „დინამოს“ და უკრაინის ნაკრების ლეგენდამ, ანდრეი ნესმაჩნიმ, ვალერი ლომანოვსკის სავარჯიშო მეთოდებზე ისაუბრა.

გუშინ, 17:38

კოლუმბიელი ექს-ფეხბურთელი კორონავირუსს უცნაურად ებრძვის - ხალხს პრეზერვატივებს ურიგებს

„ნიუკასლის“ და კოლუმბიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, ფაუსტინო ასპრილიამ, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის უცნაური ხერხი მოიგონა.

გუშინ, 17:31

რონალდინიომ ციხიდან პუიოლს დაურეკა - რაზე ილაპარაკეს ექს-თანაგუნდელებმა?

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს პარაგვაის ციხეში ზარის განხორციელების უფლება მისცეს.

გუშინ, 17:28

მესის გარეშე! კაკამ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ექს-ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ, ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

გუშინ, 16:01

ძალოსნობის ფედერაცია კორონავირუსით ინფიცირებულთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

კორონავირუსი ქართველ სპორტსმენს დაუდასტურდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ქართველი სპორტსმენი ძალოსანია.

გუშინ, 15:52

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10