ავტორიზაცია

თურქეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი აშშ-ში ტაქსის მძღოლად მუშაობს - ერდოღანის გამო

თურქეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი აშშ-ში ტაქსის მძღოლად მუშაობს - ერდოღანის გამო
თარიღი 14 Jan 2020, 21:11
თურქეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა (51 გოლი) ჰასან შუქურმა, აშშ-ში ემიგრირების მიზეზებზე ისაუბრა.

შუქური კალიფორნიაში 2015 წელს გადაბარგდა. მას სოციალურ ქსელებში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ერდოღანის შეურაცხყოფაზე უყენებდნენ პრეტენზიებს, მოგვიანებით კი დაკავების ორდერი გასცეს, რადგან ბრალი გადატრიალების მცდელობაში წაუყენეს. ამჟამად, ექს-ფეხბურთელი კომპანია Uber-ში ტაქსის მძღოლად მუშაობს.

„არაფერი არ გამაჩნია, ერდოღანმა ყველაფერი წამართვა. თავისუფლება, საკუთარი აზრი, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მუშაობის შესაძლებლობა.

2011 წელს ერთ-ერთ პარტიაში დამპატიჟეს, რათა ჩემი პოპულარობით ესარგებლათ. 2013 წელს მე ეს პარტია კორუპციული სკანდალის გამო დავტოვე. ამის შემდეგ კი დაიწყო: ჩემი მეუღლის მაღაზიას ქვებს ესროდნენ, ქუჩაში ჩემ შვილებს აწუხებდნენ. ყოველი ჩემი გამონათქვამის შემდეგ მემუქრებოდნენ.

როდესაც ქვეყანა დავტოვე, მამაჩემი დაიჭირეს, შემდეგ მთელი ქონება ჩამომართვეს. ახლა ყველაფერი ძალიან რთულადაა. ყველა, ვინც რაიმე სახით არის ჩემთან დაკავშირებული, ფინანსურ პრობლემებს წააწყდა." - აღნიშნა შუქურმა.

ამჟამად ყოფილი ფეხბურთელი პოლიციური ხელშეუხებლობისა და FBI-ს დაცვის ქვეშ იმყოფება.