» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

"ფაქტობრივად, სამტრედია ახლიდან დაიბადა" - კლუბის დირექტორი მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე



როგორც მოგეხსენებათ, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, "სამტრედია" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. გადამწყვეტ ბრძოლაში იმერლებმა ბოლნისის "სიონი" 4:1 დაამარცხეს.

კლუბის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ, GOAL.GE "სამტრედიას" დირექტორს, მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა.

პირველ რიგში, "სიონთან" მატჩზე გვითხარით, რამდენად ელოდით, რომ "სამტრედია" მარტივად მოიგებდა და მეტოქეს 4 გოლს გაუტანდა?

პირველ მატჩში ფეხბურთელები ცოტა დაძაბულები იყვნენ, რადგან ეროვნული ლიგის გუნდს სტუმრად ეთამაშებოდნენ, ამ მატჩში ჩვენი მიზანი გოლის არ გაშვება იყო და ასეც მოხდა. განმეორებით მატჩში კი არ ველოდით, რომ ასე მოვიგებდით. "სიონს" ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული, კახა კაჭარავამ და მისმა სამწვრთნელო შტაბმა მეტოქე კარგად შეისწავლა და მიზანსაც მივაღწიეთ. ფეხბურთელებმა მაქსიმუმი ჩადეს ამ გეგმის შესასრულებლად.

ზოგადად, ეს სეზონი რომ შეაფასოთ. თქვენი აზრით, რა დააკლდა "სამტრედიას" იმისთვის, რომ ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი ადგილი დაეკავებინა?

სეზონის სტარტზე, გაურკვეველი იყო, ვინ იქნებოდა გუნდის სპონსორი, ფინანსებთან და ფეხბურთელების მოყვანასთან დაკავშირებითაც პრობლემა იყო. არავინ იცოდა, რა მოხდებოდა 1 და 2 თვის შემდეგ, ეროვნული ლიგიდან გავარდნის შემდეგ, გუნდში ცოტა არეული სიტუაცია დაგვხვდა და ვფიქრობ, იმის მიზეზი, რომ პირველ ადგილზე ვერ გავედით, "სამტრედიას" არასტაბილური სტარტი იყო.

მე და ჩემი პარტნიორი ლევან ზუხბაია აქ აპრილის თვეში მოვედით. შებოჭილები ვიყავით, რადგან ზაფხულამდე ტრანსფერების გაკეთების უფლება არ გვქონდა. უცხოეთიდან მოთამაშეების ჩამოყვანა რთული იყო, რადგან ბევრს მეორე ლიგაში ჩამოსვლა არ უნდოდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, "სამტრედიამ" დასაწყისში ბევრი ქულა დაკარგა. თუ ცხრილს გადახედავთ, ნახავთ, რომ გუნდს მესამე და მეოთხე წრეში თითქმის 3-ჯერ მეტი ქულა აქვს მოპოვებული, ვიდრე პირველში და მეორეში, ეს კი სწორედ იმ ტრანსფერების დამსახურებაა, რომლებიც შუა სეზონში განვახორციელეთ. კლუბში კონკურენცია აუცილებელია, ეს კონკურენცია კი "სამტრედიაშიც" იგრძნობოდა. თითო პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გვყავდა და ყველაფერი მწვრთნელისთვისაც მარტივი გახდა.

როგორც აღ​ნიშნეთ, ახალმა ფეხბურთელებმა "სამტრედიას" ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს, მათ შორის ლეგიონერებმაც. იქნებიან თუ არა პავიშიჩი და ყურბანოვი შემდეგ სეზონშიც?

ამ წარმატებაში თავიანთი წვლილი ლეგიონერებმაც შეიტანეს, სხვა ახალწვეულებმაც და ძველმა ფეხბურთელებმაც, რომლებიც გუნდში სეზონის დასაწყისიდანვე იყვნენ. ზოგადად, ძნელია, საქართველოში უცხოელი ფეხბურთელი ჩამოიყვანო, თან მეორე ლიგაში. მე და ლევან ზუხბაია სერბეთში ვიყავით და ვეძებდით მოთამაშეებს, რომლებიც გამოგვადგებოდნენ. ვნახეთ პავიშიჩი, ჩამოვიყვანეთ და იმედები გაგვიმართლა. კარგი იქნება, თუ კონტრაქტს გაახანგრძლივებს და აქ დარჩება.

რაც შეეხება ყურბანოვს, ის აზერბაიჯანში თამაშობდა და ერთ–ერთ მატჩში, "გაბალას" პირისპირ კარგად ითამაშა. სეზონის დასრულების შემდეგ გუნდში პრობლემები შეექმნა და წამოვიდა. გადავწყვიტეთ, ის "სამტრედიაში" ჩამოგვეყვანა. თავიდან, ცოტა ფორმაში შესვლა გაუჭირდა, თუმცა ადაპტაცია მალე გაიარა და საკმაოდ შედეგიანი იყო. ბოლოს, "სიონთანაც" დუბლით გამოირჩა. მას ბევრი შემოთავაზება აქვს და იმედია შემდეგი სეზონისთვის ყურბანოვიც დარჩება.

სამტრედია - სიონი 4:1


"დინამო ბათუმის" მაგალითზე ვნახეთ, რომ ეროვნულ ლიგაში ახლად დაბრუნებულ გუნდს პირველივე სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია. რა იქნება შემდეგ წელს "სამტრედიას" მიზანი?

როგორც გითხარით, გუნდში სრული ქაოსი იყო და ეს ლოგიკურიცაა, რადგან როცა ეროვნული ლიგიდან ვარდები, გადაწყობა და გონს მოგება ცოტა რთულია. ფაქტობრივად, "სამტრედია" ახლიდან დაიბადა და ამაში დიდი წვლილი შეიტანა ჩვენმა სპონსორმა "არქიმ", სამწვრთნელო შტაბმა კახა კაჭარავას ხელმძღ​ვანელობით და ცოტა ჩვენც. კაჭარავასთან არაერთხელ მიმუშავია. ის აშკარად გაზრდილია და ერთ–ერთი გამორჩეული სპეციალისტია საქართველოში.

დღ​ევანდელი მდგომარეობით, ჩემპიონობაზე ფიქრი ჯერ ადრეა. მესმის, გულშემატკივრის პოზიცია - ძალიან მომთხოვნები არიან. უნდა აღვნიშნო, რომ მათ ჩვენს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს და მთელი სეზონი გვერდში გვედგნენ, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, შემდეგ სეზონში ეროვნულ ლიგაში ადგილი უნდა დავიმკვიდროთ, იქ თამაში რთულია, რადგან დიდი კონკურენციაა და ბევრი კარგი გუნდია. ყველა თამაშში მოსაგებად ვიბრძოლებთ და რა როგორ იქნება, შემდეგი წელი გვაჩვენებს.

ტრანსფერების თემასაც შევეხოთ. თუ აპირებთ გაძლიერებას და გაქვთ თუ რა კონტაქტი კონკრეტულ ფეხბურთელებთან, რომელთა მოყვანასაც გეგმავთ?

როცა გუნდში მოვედი, მთავარ მიზნად ეროვნულ ლიგაში დაბრუნება დამისახეს და ეს მიზანი მიღ​წეულია. ამ გეგმის შესრულება რთული იყო, თუმცა კიდევ უფრო რთულია მომდევნო სეზონისთვის იმ ბირთვის შენარჩუნება, რომელიც ახლა გვყავს და რაც მთავარია, ტრანსფერების გაკეთება. ამ ყველაფერს სპონსორთან გავივლი და თუ იქნება ისეთი სიტუაცია, რომელიც მისაღები იქნება, დავრჩები, ტრანსფერებსაც შევათანხმებ და ბრძოლისუნარიან გუნდსაც ჩამოვაყალიბებთ. 

შუა სეზონში "სამტრედიას" გურამ ლუკავა დაემატა, რომელიც თქვენი სააგენტოს წევრია. თუ აპირებთ გუნდში თქვენი სააგენტოდან სხვა მოთამაშეების დამატებასაც?

ლუკავა ლატვიაში თამაშობდა, მძიმე ტრავმა მიიღ​ო და დიდი ხანი გაუცდა. ის "სამტრედიაში" ჩამოვიყვანეთ, ფორმა აღ​იდგინა და გოლიც გაიტანა. დარჩება თუ არა გუნდში, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ჩვენი სააგენტოს თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოეთში თამაშობს და ძნელია, ისინი საქართველოში დააბრუნო. მჭიდრო კავშირები გვაქვს ესპანურ, სერბულ და ჩეხურ გუნდებთან. გეგმა გვაქვს, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნება, ფეხბურთელები "სარაგოსადან" "ხიმნასტიკიდან" და სხვა კარგი გუნდებიდან იჯარით ჩამოვიყვანოთ. არ გვინდა, რომ ახალი სეზონისთვის მზადება დაგვაგვიანდეს და გასული წლის შეცდომა მოგვივიდეს. სეზონს სრულიად მზად უნდა შევხვდეთ, ამიტომ სპონსორთან ვილაპარაკებთ, ბიუჯეტი გვეცოდინება და ამის მიხედვით ვნახავთ, რა შეგვიძლია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"მინდა, მომავალში შვიდნომრიანი მაისური მოვირგო", - გრიზმანი ბარსადან წასვლას არ აპირებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, გულშემატკივართა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

დღეს, 16:41

პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩები შესაძლოა გუნდების სავარჯიშო ბაზაზე ჩატარდეს

უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში 92 მატჩის ჩატარება დარჩა.

დღეს, 16:23

"იმედია, ტრანსფერი მალე შედგება", - კავანის ახალი გუნდი უკვე ცნობილია?

„პარი სენ-ჯერმენის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 16:19

პარი სენ-ჟერმენი შესაძლოა კოლოსალური თანხის გარეშე დარჩეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, თუ სეზონი 30 ივლისამდე ან უფრო გვიანობამდე გაგრძელდება.

დღეს, 16:16

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ვინ გააფუჭა ჭოხონელიძის დოსიე?

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

დღეს, 16:14

მესი: "გვაიძულებდნენ გაგვეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაპირებდით"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:07

ოფიციალურად: ლოკომოტივს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ განახლებული სეზონიდან თბილისის "ლოკომოტივს" სოსო ფრუიძე ჩაიბარებს.

დღეს, 16:04

მანჩესტერ სიტი არსენალს მის წინააღმდეგ აჯანყებაში ადანაშაულებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ პირადი გამოძიება ჩაატარა.

დღეს, 15:31

"კლოპის ლივერპული დიდი გუნდი არ არის", - მერსისაიდელთა ვეტერანი

"ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა, იურგენ კლოპის ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:28

იუვენტუსი პსჟ-ს გაცვლას სთავაზობს

CalcioMercato-ს თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" "პარი სენ-ჟერმენს" საკმაოდ საინტერესო გაცვლას სთავაზობს.

დღეს, 14:15

ხაბიბი: "ფერგიუსონს სხვა მეტოქე ეყოლება? არ ვარ წინააღმდეგი"

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 14:05

რასთან დაკავშირებით ვერ თანხმდება ბაიერნი ნოიერთან?

Bild-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნსა" და მანუელ ნოიერს შორის კვლავ გაურკვევლობა სუფევს.

დღეს, 13:56

ფინანსური კრახი - რა თანხას კარგავს პსჟ პანდემიის პერიოდში?

Paris Fans-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის.

დღეს, 13:37

პოგბამ მანჩესტერული კარიერის ყველაზე სასიხარულო მომენტი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში ყველაზე ბედნიერი მომენტი დაასახელა:

დღეს, 11:29

"რონალდუსთვის იდეალური გუნდი აღმოჩნდა", - მენდეში

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:23

"ევროპის ჩემპიონატის გადადება, საფრანგეთს წაადგება", - გრიზმანი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:16

ინტერმა სიტის შკრინიარის ფასი შეუთვალა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტი" ინტერესდება მილანის "ინტერის" ცენტრალური მცველით, მილან შკრინიარით.

დღეს, 11:08

"კოუტინიო ცალი ფეხით ამ გუნდში იყო", - ბრაზილიელის აგენტი

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოს აგენტმა, კია ჯურაბჩიანმა თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:54

ფლიკი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

Goal.com-ის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს-დიტერ ფლიკი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

დღეს, 10:47

დი მარია: უკვე 14 დღეა, რაც სიგიჟე ხდება"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა, ანხელ დი მარიამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:25

ფაბრეგასი: "სადმე გასვლა გადავწყვიტე და აივანზე ვივახშმე"

"მონაკოს" ცენტრალური ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი აგრძელებს კარანტინის პერიოდში კარგ ხასიათზე ყოფნას.

დღეს, 10:13

"რუნის თუ ვერ გადავასწრებ, გული დამწყდება", - კეინი

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა "ლომების" შემადგენლობაში თავისი მიზნის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:06

მიზეზი, რის რამოც რეალი და რამოსი ვერ თანხმდებიან

As-ის თანახმად, მადრიდის "რეალი" და სერხიო რამოსი ახალი ხელშეკრულების თაობაზე ვერ თანხმდებიან.

დღეს, 09:56

"მე თუ ჟირუ?" - ბენზემას სახალისო პასუხი

მადრიდის "რეალის" ფრანგ ფეხბურთელს კარიმ ბენზემას ჰკითხეს, ის უფრო კარგი ფეხბურთელია, თუ ოლივიე ჟირუ.

დღეს, 03:50

კასანომ ერთმანეთს მესი და მარადონა შეადარა

იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ერთმანეთს ლეო მესი და დიეგო მარადონა შეადარა.

დღეს, 03:47

ჟოზე მორუნიომ ის საუკეთესო 11-ეული დაასახელა, ვისთან ერთადაც უმუშავია

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ის საუკეთესო 11 ფეხბურთელი დაასახელა, ვისთან ერთადაც უმუშავია.

დღეს, 03:44

ინძაგი: "აუცილებლად უნდა დავასრულოთ ის, რაც 8 თვის წინ დავიწყეთ"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფილიპო ინძაგი იტალიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 02:57

ბენზემა რონალდოს: "მინდა, რასაც მოედანზე შენ აკეთებდი, ის გავიმეორო ხოლმე, თუმცა არ გამომდის"

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ სოციალურ ქსელში ბრაზილიელ რონალდოზე ისაუბრა.

დღეს, 02:54

რონალდო ბენზემას: "შენ რომ გიყურებ, ფეხბურთი მიყვარდება, არანაირი ზიდანი!"

მანამ, სანამ ლა ლიგის სეზონი შეჩერებულია და ფეხბურთელები კარანტინში არიან, თავისუფალი დროც ბევრია.

დღეს, 02:49

ტერ შტეგენი: "ხალხი დამცინის, როცა ვეუბნები, რომ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები არ ვიცი"

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი აცხადებს, რომ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს თვალს აქტიურად არ ადევნებს.

დღეს, 02:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10