ავტორიზაცია

12-წლიანი მუშაობის შემდეგ, ფრუიძემ ჩიხურა დატოვა - ახალი მწვრთნელი ცნობილია

12-წლიანი მუშაობის შემდეგ, ფრუიძემ ჩიხურა დატოვა - ახალი მწვრთნელი ცნობილია
თარიღი 16 იან 2020, 18:05
ოფიციალურად დადასტურდა, რომ 12-წლიანი მუშაობის შემდეგ, საჩხერის "ჩიხურა" სოსო ფრუიძემ დატოვა.

"2007 წელს საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” დაფინანსებით, საჩხერეში დაიწყო ფეხბურთის გამოცოცხლება. ამ პროცესს სათავეში სოსო ფრუიძე ჩაუდგა და დაიწყო გუნდის ნაბიჯ-ნაბიჯ შენება, დაარსდა “ჩიხურას” აკადემია, გადამზადდნენ ვეტერანი საჩხერელი ფეხბურთელები ( C, B, A, PRO სამწვრთნელო ლიცენზია), ჩამოყალიბდა სამედიცინო შტაბი და 450 ბავშვზე მეტი რეგულარულად ვარჯიშობს დღემდე ჩვენი კლუბის აკადემიაში. ბატონმა სოსომ ჩამოაყალიბა ბრძოლისუნარიანი გუნდი და კლუბი “ჩიხურა” 2011 წლიდან საქართველოს უმაღლეს ლიგაში თანამედროვე ქართული ფეხბურთის ფლაგმანად იქცა.

ამ ეტაპზე ბატონი სოსო, დატვირთული და დამღლელი 12 წლის შემდეგ, კარიერაში ტაიმაუტს იღებს და ახალგაზრდა თაობას უთმობს ასპარეზს!!! მადლობა, ბატონო სოსო, საჩხერისა და ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის," - წერია განცხადებაში.

ცნობილია, რომ ფრუიძეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვახტანგ თურმანიძე შეცვლის, მისი ასისტენტი კი ვლადიმერ ხაბახიძე იქნება.