ავტორიზაცია

უკრაინულ გუნდში ჩოგაძემ გოლი სადებიუტო მატჩში გაიტანა [VIDEO]

უკრაინულ გუნდში ჩოგაძემ გოლი სადებიუტო მატჩში გაიტანა [VIDEO]
თარიღი 17 იან 2020, 19:59
გუშინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი თემურ ჩოგაძე კარიერას დონეცკის "ოლიმპიკში" გააგრძელებს.

ჩოგაძე ამ კლუბში სინჯებზე იმყოფებოდა. ის მწვრთნელს მოეწონა და კონტრაქტი გაუფორმა.

დღეს, "ოლიმპიკი" ამხანაგურად რუმინულ "ვიტორულს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა. პირველი გოლი სწორედ ჩოგაძემ გაიტანა.