ავტორიზაცია

რონალდინიო: "ვამაყობ, როცა მესმის, რომ ბარსას ისტორია შევცვალე, თუმცა..."

რონალდინიო: "ვამაყობ, როცა მესმის, რომ ბარსას ისტორია შევცვალე, თუმცა..."
თარიღი 17 Jan 2020, 20:47
"ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა, რონალდინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

ბრაზილიელი ლეგენდის თქმით, კატალონიური კლუბის ისტორია მარტოს არ დაუწერია, ეს თანაგუნდელებთან ერთად გააკეთა.

"ვამაყობ, როცა მესმის, რომ "ბარსას" ისტორია შევცვალე, მაგრამ ვიცი, ეს სიმართლე არ არის", - ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს El Mundo Deportivo.

"ეს მხოლოდ მე არ ვყოფილვარ - შედეგს ფეხბურთელთა მთელმა ჯგუფმა მიაღწია, რომელთაც დიდებული დრო ედგათ", - დასძინა ბრაზილიელმა.

რონალდინიო "ბარსაში" 2003 წლიდან 2008 წლამდე ასპარეზობდა. კატალონიელთა რიგებში მან 207 მატჩი ჩაატარა და 94 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად ლეგენდარულმა შემტევმა 5 ტიტული მოიგო.