ავტორიზაცია

ჩიხურა გუნდის შენებას იწყებს - გუნდმა 5 ფეხბურთელი დაიმატა

ჩიხურა გუნდის შენებას იწყებს - გუნდმა 5 ფეხბურთელი დაიმატა
თარიღი 23 იან 2020, 23:55
სოსო ფრუიძის წასვლის შემდეგ, საჩხერის "ჩიხურა" ახალი გუნდის შენებას იწყებს.

როგორც მოგეხსენებათ, ფრუიძის შემცვლელად მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვახტანგ თურმანიძე დაინიშნა.

კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, მათ ვილი ისიანი, კახა კახაბრიშვილი, ლუკა კიკაბიძე, შოთა გვაზავა და გოდერძი მაჩაიძე დაიმატეს.

"სატრანსფერო ფანჯრის დროს ყოველთვის ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს, კლუბის მიერ განხორციელებული ტრანსფერები და წინა სეზონიდან შენარჩუნებული ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის ბირთვს წარმოადგენენ. 2020 წელს საჩხერის ,,ჩიხურა" კვლავ ინარჩუნებს ძირითად ბირთვს და სავარაუდოდ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სარეკორდო სტატისტიკაც გვექნება წლების განმავლობაში ფეხბურთელებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის. წარმოგიდგენთ ,,ჩიხურელებს" რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად, პროფესიონალურად და ყოველ სეზონზე საუკეთესო რეზულტატით გამოირჩევიან კლუბისათვის, ყოველივე ამ გადასახედიდან ისინი ჩვენი პატარა ქალაქის საფეხბურთო ლეგენდებად ყალიბდებიან! ასევე ყოველ წელს ჩვენი კლუბის აკადემიიდან რეგულარულად ხდება პირველ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება", - წერია განცხადებაში.