ავტორიზაცია

ლივერპულმა ინგლისის თასზე ორბურთიანი ჰანდიკაპი გაანიავა [VIDEO]

ლივერპულმა ინგლისის თასზე ორბურთიანი ჰანდიკაპი გაანიავა [VIDEO]
თარიღი 26 Jan 2020, 23:07
ინგლისის თასის 1/16 ფინალის ეგიდით, "შრიუსბერ თაუნი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა.

აღნიშნული დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მე-15 წუთზე, მერსისაიდელები წინ კერტის ჯონსმა გაიყვანა. მეორე ტაიმის სტარტზე "ლივერპულმა" მეორე გოლი გაიტანა. "შრიუსბერის" ნახევარმცველმა, დონალდ ლავმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მასპინძლები მარცხს ფორვარდმა, ჯეისონ კამინგსმა გადაარჩინა. 65-ე წუთზე, მან 11-მეტრიანი გამოიყენა, 10 წუთის შემდეგ კი შონ უოლის გადაცემით ისარგებლა.

გამარჯვებული ამ წყვილში გადათამაშებაში გამოვლინდება, შეხვედრა თებერვლის პირველ რიცხვებში გაიმართება.