სუბიექტური მოსაზრება არ იქნება, თუ ვიტყვით, 2019 - "
ლივერპულის" წელია. "წითლები" მთელი წლის განმავლობაში დომინირებდნენ, რასაც აგრძელებენ ახლაც და დიდი ალბათობით, 2020-შიც გააგრძელებენ. გავიხსენოთ მერსისაიდელების 10 ყველაზე გამორჩეული მომენტი დასასრულს მოახლოებულ წელს.
მანესა და ნოიერის ტანგოჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "სკაუზერებს" მიუნხენის "
ბაიერნი" ერგოთ. პირველი შეხვედრის შემდეგ, ფავორიტის სტატუსი "რეკორდმაისტერისკენ" გადავიდა, რადგან "ენფილდზე" უგოლო ფრე დაფიქსირდა. რაც შეეხება განმეორებით მატჩს, იურგენ კლოპის გუნდმა ბავარიაში ნამდვილი მასტერ-კლასი ჩაატარა.
"ლივერპულმა" "ალიანც არენაზე" ითამაშა პირველ ნომრად, რასაც ნიკო კოვაჩის კოლექტივმა ვერაფერი დაუპირისპირა. მოწოდების სიმაღლეზე იყო ყველა, განსაკუთრებით, სენეგალელი. სადიომ კიდევ ერთხელ შეახსენა გერმანელ მეკარეს, რომ კარიდან გამოსვლა, არც ისე კარგი იდეაა.
ქამბექი ბარსელონასთანუდავოდ, წლის საუკეთესო ორრაუნდიანი დაპირისპირება და ბევრის აზრით, დეკადისაც კი. კატალონიურმა გუნდმა "წითლები" უშანსოდ გაანადგურა და ლიონელ მესის მიერ ალისონ ბეკერის კარში გასროლილი ულამაზესი ჯარიმა, თითქოს აღმოჩნდა მტკიცებულება იმისა, რომ მისი გამჩერებელი არავინ იყო, ვირჯილ ვან დეიკიც კი.
რა მოხდა მოგვიანებით? მერსისაიდულმა კლუბმა "ბლაუგრანას" "რომა" გაახსენა და მორიგი ეპიკური ქამბექი გამოუდნო. აღარავის ახსოვდა არგენტინელის სტანდარტი, ყველა "სკაუზერების" ოსტატურობით იყო გაოგნებული. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დივოკ ორიგიზე პასი კუთხურიდან, უკვე კლასიკაა.
როდესაც 97 ქულა საკმარისი არ არისპრემიერ ლიგა გასულ სეზონში ორგუნდა დაპირისპირებას ჰგავდა. მოწინავე პოზიციებზე იყო "მანჩესტერ სიტი" და კლოპის გუნდი, დანარჩენები კი სადღაც ჰორიზონტს იქით. ცნობისთვის, სეზონის პირველი წაგება "ენფილდელებმა" 2019 წლის სადებიუტო მატჩში იგემეს.
"
ლივერპული" დამარცხდა სწორედ "ქალაქელებთან", რაც საჩემპიონო ბრძოლის ერთგვარი ორიენტირი აღმოჩნდა. "ლურჯებთან" წაგების შემდეგ, "წითლებმა" ინგლისის ჩემპიონატის დარჩენილ 17 ტურში სულ რაღაც 8 ქულა დაკარგეს, მაგრამ პირველ ადგილზე დაბრუნება მაინც ვერ მოხერხდა. 97-ქულიან მერსისაიდელებზე უკეთესი, ხოსეპ გვარდიოლას 98-ქულიანი გუნდი აღმოჩნდა.
ჩემპიონთა ლიგა - კლოპის ნანატრი პირველი ტიტული სკაუზერებთან ერთადეპლ-ში განცდილი იმედგაცრუების შემდეგ, გერმანელის გუნდმა ჯავრი ევროპაში გადმოანთხია. როგორც ავღნიშნეთ, "ენფილდის" მკვიდრებმა 1/2 ფინალში იმსხვერპლეს "ლურჯ-ბროწეულისფრები", სეზონის დასკვნით მატჩში კი "ტოტენჰემი". "ლივერპულმა" მოსაწყენი, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
"წითლების" პირველი მცდელობა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დასრულდა კრახით - მერსისაიდული გუნდი ერთი წლით ადრე ხომ მადრიდის "რეალთან" დამარცხდა. "სკაუზერებმა" შეცდომები გამოასწორეს და იურგენს "ენფილდზე" პირველი ტიტული აჩუქეს.
ტრანსფერებზე უარის თქმა"
ლივერპულის" გულშემატკივრები ზაფხულში რამდენიმე ხმაურიან ახალწვეულს ელოდნენ, მაგრამ მათი გუნდის სპეციალისტმა პრაგმატულობა გამოიჩინა. კლოპმა ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, რომ "წითლებს" გაძლიერება არ სჭირდებოდათ. მერსისაიდი მხოლოდ მიკროსკოპულ დონეზე განახლდა, რაც გულისხმობს ტრავმირებული ალისონის დუბლიორისა და რამდენიმე იუნიორის მოსვლას.
მეორე ტიტული, კვლავ ევროთასიჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემდეგ, "ლივერპულმა" უეფას სუპერთასის ჩაიჯიბა. "წითლებს" დაუპირისპირდა მათთვის კარგად ნაცნობი ლონდონის "ჩელსი", რომელიც ევროპა ლიგის გამარჯვებულის რანგში წარსდგა. დაძაბული მატჩი, მანეს დუბლი და აბრაჰამის გაცუდებული გადამწყვეტი პენალტი.
მერსისაიდელი ფეხბურთელების საუკეთესოებს შორის მოხვედრა, მაგრამ..."სკაუზერების" ტრიუმფალური გამარჯვებების შემდეგ, ნათელი გახდა, მესისა და რონალდუს ინდივიდუალური ჯილდოების მოგების საქმეში, სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდათ. საფეხბურთო სამყარო პრიზებით ხელში ვან დეიკს, მანეს ან სალაჰს ელოდა, მაგრამ ყველაფერი ისევ ლეომ მიითვისა.
ოქროს ბურთის გამოკითხვაში არგენტინელმა ნიდერლანდელს სულ რაღაც შვიდი ხმით გაუსწრო. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ვირჯილმა ლიონელზე მეტი პირველი ადგილი მიიღო. რაც შეეხება სენეგალელსა და ეგვიპტელს, პორტუგალიელის შემდეგ, ისინი 4-5 ადგილებს დასჯერდნენ.
ყველაფერი ანალოგიურად ფიფას დაჯილდოვებაზეც გადანაწილდა. ცნობისთვის, "ენფილდზე" გამარჯვებულები მაინც არიან - კლოპი, წლის საუკეთესო მწვრთნელი და ალისონი, საუკეთესო მეკარე. მოკლედ, ველოდებით უკვე 2020 წლის შედეგებს, ნუთუ შეიცვლება რამე? საბედნიეროდ, "ლივერპულელები" უყურადღებოდ უეფამ მაინც არ დატოვა.
გადატვირთული გრაფიკი - ორი მატჩი 20 საათშიჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, გერმანელის გუნდი ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის წევრი გახდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ "
ლივერპულის" გრაფიკი კიდევ უფრო გადატვირთული გახდებოდა. ზოგადად, ნებისმიერი ინგლისური გუნდისთვის, საკლუბო მუნდიალი, კოშმარის ტოლფასია, რადგან ის მიმდინარეობს ქვეყნის ლიგის თასის პარალელურად, Boxing Day-ს დაწყების წინ.
გამონაკლისი არც "წითლები" აღმოჩნდნენ. ფეხბურთის ასოციაციამ მერსისაიდული გუნდის კალენდარს ვერაფერი მოუხერხა და აღმოჩნდა, რომ "სკაუზერებს" 20 საათში უწევდათ ორი მატჩის გამართვა: ერთ მხარეს იყო "ასტონ ვილა" ბირმინგემში, მეორე მხარეს კი "მონტერეი" ყატარში.
იურგენმა უპირატესობა საერთაშორისო ტურნირს მიანიჭა და ლიგის თასზე 23-წლამდელთა გუნდი დატოვა. შედეგად - გამოუცდელი "ენფილდელები" 0:5 განადგურდნენ. ცნობისთვის, "ლომებთან" მატჩამდე, "ლივერპულმა", "არსენალთან" ერთად, გენიალური 5:5 დადგა.
მსოფლიო ჩემპიონობალიგის თასის მსხვერპლშეწირვამ შედეგი გამოიღო - "წითლები" საკლუბო მუნდიალის ტრიუმფატორები გახდნენ. მექსიკელების დამარცხების შემდეგ, მერსისაიდელებმა ფინალში "ფლამენგოსაც" მოუგეს. "სკაუზერებს" გამარჯვება მოუტანა რობერტო ფირმინომ, რომელიც აქამდე არ გვიხსენებია.
პრემიერ ლიგის ტიტული არც ისე შორს არის2019 წელი არის მშრალი ციკლის დასრულების თარიღი. "ენფილდის" მკვიდრების უკანასკნელი ჩემპიონობის შემდეგ, გავიდა მთელი ეპოქა, უფრო კონკრეტულად კი 29 წელი. კლოპის შეგირდების უმეტესობა იმ დროს ჯერ დაბადებულიც არ იყო.
რა თქმა უნდა, ოფიციალურად, "
ლივერპული" გამარჯვებული ჯერ არ არის და თეორიულ შანსს იგივე " მან სიტი" და "ლესტერიც" ინარჩუნებენ, მაგრამ მოდით, პრაგმატიზმი გვერდზე გადავდოთ. "წითლებს" ინგლისის ჩემპიონობა უკვე ჯიბეში აქვთ და ეს, 2020 წლის დაწყებამდე მოხდა. დიახ, მერსისაიდელები ეპლ-ში წელს "
იუვენტუსის", "
ბაიერნის" ან "პსჟ"-ს ამპლუაში არიან.