ავტორიზაცია

ლუკაკუ: "მსურს, რონალდოს, ვიერის და ადრიანოს გზა გავიარო"

ლუკაკუ: "მსურს, რონალდოს, ვიერის და ადრიანოს გზა გავიარო"
თარიღი 29 Jan 2020, 02:53
მილანის "ინტერის" ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ საინტერესო კომენტარს აკეთებს.

"იტალიაში და კერძოდ ინტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია. ამ ქვეყანაში თამაში ჩემი ოცნება იყო.

მსურს, ინტერში ისეთი დიდი თავდამსხმელების გზა გავიარო, როგორებიც ვიერი, რონალდო და ადრიანო არიან.

როცა პატარა ვიყავი, ინტერი-ლაციოს თამაშს ვუყურე. ამ სამი მოთამაშით გაოცებული ვიყავი და იმის შემდეგ მსურდა ინტერში თამაში", – განაცხადა ლუკაკუმ.