ავტორიზაცია

მედისონი ახალ კონტრაქტს აფორმებს, მანჩესტერი გამოირიცხა?

მედისონი ახალ კონტრაქტს აფორმებს, მანჩესტერი გამოირიცხა?
თარიღი 04 Feb 2020, 19:38
"ლესტერის" ნახევარმცველი, ჯეიმს მედისონი უახლოეს პერიოდში ახალ კონტრაქტს გააფორმებს, გაუმჯობესებული პირობებით, წერს The Telegraph.

როგორც ბრიტანული გამოცემა იტყობინება, 23 წლის ინგლისელის წარმომადგენლები "მელიების" ხელმძღვანელობასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში დასკვნით სტადიაზე იმყოფებიან.

დიდი ალბათობით, მხარეები ხელშეკრულებას ინგლისის ჩემპიონატში შესვენების შემდეგ გააფორმებენ, რომელიც "ლესტერისთვის" 14 თებერვალს სრულდება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ზაფხულში მედისონი შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს, მაგრამ, როგორც იწერება, ფეხბურთელი კარიერის "კინგ პაუერზე" გაგრძელებას გეგმავს.

"ლესტერმა" მედისონი 2018 წლის ზაფხულში "ნორვიჩიდან" 25 მილიონ ევროდ დაიმატა. ამ სეზონში მან 30 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.