» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

სკუდეტო, ბომბარდირობა, საკულტო დუელი ბარსასთან - იბრა მილანში 2010-2012 წლებში


სკუდეტო, ბომბარდირობა, საკულტო დუელი ბარსასთან - იბრა მილანში 2010-2012 წლებში

2010 წლის მეორე ნახევარი - 2012: გარდამავალი პერიოდი სერია ა-ში, "ინტერის" დომინირებისა და "იუვენტუსის" სრული მონოპოლიის შუალედში. ყველას გვახსოვს, კალჩოპოლის შემდეგ, თუ როგორი უკონკურენტო იყო "ნერიაძური" იტალიის ჩემპიონატში.

"შავ-ლურჯებმა" თავი არც ევროპაში შეირცხვინეს და კალჩოს აჩუქეს ჯერჯერობით უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგის თასი, თანაც ტრიპლეტით. ტურინული კლუბის ბატონობა კი ყველანაირ ზღვარს გაცდა. უკვე მე-9 სეზონია, რაც "სინიორა" სერია ა-ს მწვერვალზე იმყოფება.

ბევრს აღარც ახსოვს, რომ "გველების" ტრიუმფიდან, "ბიანკონერის" გამოღვიძებამდე, იტალიაში ხანმოკლე პერიოდით "მილანმაც" გაიელვა. "როსონერიმ" მოიგო სკუდეტო, სისხლი გაუშრო "ბარსელონას", თანაბარი ბრძოლა გაუჩაღა მადრიდის "რეალსა" და გაანადგურა ლონდონის "არსენალი".

სკუდეტო, ბომბარდირობა, საკულტო დუელი ბარსასთან - იბრა მილანში 2010-2012 წლებში

"შავ-წითლების" იმდროინდელი წარმატებები პირველ რიგში ასოცირდება ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, რომელიც "ბებერ ქალბატონსა" და "ინტერნაციონალეში" თამაშის მიუხედავად, "ეშმაკებში" შინაური გახდა. კატალონიაში გატარებული წარუმატებელი სეზონის შემდეგ, შვედმა კარიერის რეანიმირება სწორედ ლომბარდიაში მოახდინა.

ვერ ვიტყვით, რომ "სან სირომდე", "იბრაკადაბრამ" "ბლაუგრანაში" პირდაპირ ფიასკო განიცადა. სკანდინავიელი უბრალოდ "ლურჯ-ბროწეულისფრების" ტიკი-ტაკას ვერ მოერგო, თორემ შედეგიანობა მას როგორც ყოველთვის კარგი ჰქონდა: 46 მატჩი, 22 გოლი.

სკუდეტო, ბომბარდირობა, საკულტო დუელი ბარსასთან - იბრა მილანში 2010-2012 წლებში

რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ხოსეპ გვარდიოლას მიერ მოშორებული იბრაჰიმოვიჩი, მასიმილიანო ალეგრიმ შეიფარა, თავდაპირველად განათხოვრების წესით, შემდეგ კი გამოსყიდვით. შვედმა "მილანში" მომენტალურად გაიბრწყინა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მას ზურგს უკან მაესტროების მთელი ჯგუფი ჰყავდა.

თავად განსაჯეთ - 2011 წლის ზამთრამდე, ზლატანის გარდა, "როსონერიში" ერთდროულად ირიცხებოდნენ რონალდინიო, ანდრეა პირლო, კლარენს ზეედორფი, ფილიპო ინძაგი, ანტონიო კასანო, ალეშანდრე პატო, რობინიო და კევინ-პრინს ბოატენგი.

სკუდეტო, ბომბარდირობა, საკულტო დუელი ბარსასთან - იბრა მილანში 2010-2012 წლებში

დაცვითი ფუნქციებით კი დაკავებულები იყვნენ ალესანდრო ნესტა, ჯენარო გატუზო, ჯანლუკა ძამბროტა, მარკ ვან ბომელი, მასიმო ამბროზინი, ტიაგო სილვა და ა.შ. მოკლედ, სათადარიგოთა სკამის სივიწროეს, "შავ-წითლები" ნამდვილად არ უჩიოდნენ.

რაც შეეხებათ "ეშმაკების" კონკურენტებს, "ინტერნაციონალემ", რაფაელ ბენიტესის ხელში თვითგანადგურების პროცესი ჩართო, "იუვენტუსი" კი ჯერ სადღაც ევროპა ლიგის ზონაში ტრიალებდა, რთული წარმოსადგენია, არა? ლომბარდიელები სერია ა-ს მთელი სეზონის მანძილზე ლიდერობდნენ, მათ ფორმალურ კონკურენციას უწევდნენ მეზობლები და ნეაპოლელები.

სკუდეტო, ბომბარდირობა, საკულტო დუელი ბარსასთან - იბრა მილანში 2010-2012 წლებში

2011 წლის 2 აპრილს ალეგრის გუნდმა დერბი დელა მადონინაში "ნერიაძური" 3:0 გაანადგურა - ეს იყო სიგნალი იმისა, რომ "შავ-ლურჯები" "მილანს" პირველი ადგილიდან ვეღარ ჩამოაგდებდნენ. "სან სიროზე" ჩავიდა სრულიად დამსახურებული, მე-18 და ჯერჯერობით ბოლო სკუდეტო.

რაც შეეხება ევროსარბიელს, "როსონერის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოწინააღმდეგეებად ჰყავდა "რეალი", "აიაქსი" და "ოსერი". ახალი ბომბარდირის უშუალო დამსახურებით, "შავ-წითლები" 1/8 ფინალში წარმატებით და დამაჯერებლად გავიდნენ.

სკუდეტო, ბომბარდირობა, საკულტო დუელი ბარსასთან - იბრა მილანში 2010-2012 წლებში

"იბრაკადაბრამ" ამსტერდამული და ბურგუნდიული გუნდები იმსხვერპლა, მადრიდისთვის სისხლის გაშრობა კი საკუთარ თავზე ინძაგიმ აიღო. რაც შეეხება პლეი-ოფს, "ეშმაკებმა" ვერაფერი დაუპირისპირეს იმ სეზონის მთავარ აღმოჩენას: "ტოტენჰემს". დიახ, "ჰოტსპურმა" "გველებს", მათი მეზობლებიც მიაყოლა.

სკანდინავიელმა სეზონი 41 შეხვედრითა და 21 გოლით დაასრულა. ლომბარდიულმა კლუბმა ზაფხულში იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონადან" სრულფასოვნად გამოისყიდა, რაც თითქოს ნიშნავდა იმას, რომ გუნდს მინიმუმ რამდენიმე წელი ლიდერი ეყოლებოდა.

სკუდეტო, ბომბარდირობა, საკულტო დუელი ბარსასთან - იბრა მილანში 2010-2012 წლებში

წინა სეზონთან შედარებით, შვედმა კიდევ უფრო მოუმატა და 35 ბურთი გაქვითა. მართალია, ალეგრის გუნდი სასკუდეტო ბრძოლაში ახალშექმნილ პროექტთან, კონტეს "იუვესთან" დამარცხდა, ზლატანმა ინდივიდუალური თვალსაზრისით კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელი ჩაატარა.

"სან სიროს" მკვიდრების ლიდერი სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "იბრაკადაბრამ" ჩამოიტოვა დიეგო მილიტო, ანტონიო დი ნატალე და მომავალი თანაგუნდელი: ედინსონ კავანი. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "მილანს" ამჯერად "ბარსა" ერგო.

სკუდეტო, ბომბარდირობა, საკულტო დუელი ბარსასთან - იბრა მილანში 2010-2012 წლებში

"როსონერისა" და კატალონიურ გუნდს კომპანიონობას "ბატე" და "პლზენი" უწევდნენ, რაც ნიშნავდა იმას, რომ H ჯგუფი "შავ-წითლებისა" და "ბლაუგრანას" პირადი გარჩევების არეალი იქნებოდა. რატომ პირადი? სკანდინავიელი, "ლურჯ-ბროწეულისფრებზე" და კონკრეტულად გვარდიოლაზე გასაგები მიზეზის გამო, შურისძიებას ლამობდა.

ვენდეტა არ შედგა, მაგრამ "ეშმაკებისა" და "კამპ ნოუს" მკვიდრების დუელი ისტორიას სამუდამოდ დარჩა. იბრაჰიმოვიჩისთვის სამწუხაროდ, პეპის გუნდის წინააღმდეგ ბრძოლაში, მთავარ როლში აღმოჩნდნენ პატო და ბოატენგი, რომლებმაც მრისხანე მეტოქის კარი უბრალოდ შედევრალურად აიღეს.

სკუდეტო, ბომბარდირობა, საკულტო დუელი ბარსასთან - იბრა მილანში 2010-2012 წლებში

ლომბარდიული კლუბი პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა. 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში განადგურებული იქნა "არსენალი", ერთი ეტაპის შემდეგ კი ალეგრის გუნდი ისევ და ისევ "ბარსასთან" დამარცხდა. კატალონიელებთან წაგებამ "სან სიროს" პუბლიკას გული დაწყვიტა, მაგრამ მთავარი იმედგაცრუება ზაფხულში მოხდა.

სილვიო ბერლუსკონიმ და ადრიანო გალიანიმ ვერ გაუძლეს "პარი სენ-ჟერმენის" 66-მილიონიან ცდუნებას, რაც ითვალისწინებდა შვედისა და სილვას გაყიდვას. ზლატანი, ბრაზილიელთან ერთად, ახალი თავგადასავლების საძიებლად "პსჟ"-ში გაეშურა, "მილანს" კი მათი ღირსეული შემცვლელებიც არ უყიდია.

სკუდეტო, ბომბარდირობა, საკულტო დუელი ბარსასთან - იბრა მილანში 2010-2012 წლებში

როგორც ვხედავთ, "როსონერი" იმ დროს ჯერ კიდევ სრულფასოვანი ევროპული ტოპ-კლუბის რიტმში ცოცხლობდა, მაგრამ ყველაზე ირონიული ის არის, რომ ქომაგები კრიზისის შესახებ მაშინაც სიგნალიზირებდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც "შავ-წითლებს" მოგვიანებით დაატყდათ თავს.

"ეშმაკებს" გადამრჩენელად ისევ მათი ყოფილი თავდამსხმელი მოევლინათ. ვნახოთ, რამდენად გამოუვა "იბრაკადაბრას" ჩაფიქრებული. ფაქტია, კრიშტიანუ რონალდუს სახით, სკანდინავიელს მოტივატორი უკვე ჰყავს. ველოდებით ლომბარდიელებს, მინიმუმ ევროპა ლიგის ზონაში.

სკუდეტო, ბომბარდირობა, საკულტო დუელი ბარსასთან - იბრა მილანში 2010-2012 წლებში

მილანის მაქსიმუმი იბრაჰიმოვიჩთან ერთად იქნება:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მორატი: "ვიცი, რომ ინტერს მესის გადაბირება უნდა"

მილანის "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი ამბობს, რომ "ინტერს" ლეო მესი სურს.

დღეს, 05:07

დიბალა: "ჩემი იუვენტუსში გადასვლის ისტორია გუშინდელივით მახსოვს"

არგენტინელი ფეხბურთელი პაულო დიბალა იმ მომენტს იხსენებს, როცა ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა.

დღეს, 05:04

მანემ კლოპი შეაქო: "მის ხელში დონე აგვიმაღლდა"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელს იურგენ კლოპს ამ გუნდის თავდამსხმელი სადიო მანე აქებს.

დღეს, 05:00

მარინო: "პრემიერ ლიგის ეს სეზონი აღარ განახლდება"

"უდინეზეს" სპორტული დირექტორი პიერპაოლო მარინო პრემიერ ლიგაზე საუბრობს.

დღეს, 04:58

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ჯიმი გრივსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს, 03:41

"ჰარი კეინი ახალგაზრდა შირერს მაგონებს"

ყოფილი მეკარე მაიკ ტეილორი ინგლისის ნაკრების ამჟამინდელ ლიდერს, ჰარი კეინს აქებს.

დღეს, 03:35

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ფეხბურთელებმა ეს ნორმალურ ფაქტად უნდა აღიქვან"

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი აცხადებს, რომ ფეხბურთელები კრიზისს უნდა შეეგუონ.

დღეს, 03:11

უკრაინიდან წასვლის შემდეგ, შევჩენკო პრემიერ ლიგაში ან სერია ა-ში იმუშავებს

ცნობილი ანალიტიკოსი ანდრეა მალდერა აცხადებს, რომ ანდრეი შევჩენკოს პრემიერ ლიგაში ან სერია ა-ში მუშაობა სურს.

დღეს, 03:03

ზუსტად 39 წლის წინ! დინამო 3:0 ფეიენოორდი [VIDEO]

1981 წლის 8 აპრილს, თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 02:48

ზუსტად 12 წლის წინ! უოლკოტის სასწაული სპრინტი და ადებაიორის გოლი [VIDEO]

2008 წლის 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში "ლივერპულმა" "არსენალი" მიიღო და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

დღეს, 02:47

რონალდინიო პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს!

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს.

დღეს, 01:18

პოგბა მანჩესტერთან კონტრაქტს საკუთარი ფულით გამოისყიდის?!

L'Equipe-ის თანახმად, პოლ პოგბას იმდენად უნდა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა, რომ ის კონტრაქტის საკუთარი ფულით გამოსყიდვაზეც თანახმაა.

დღეს, 00:41

ნაპოლი დათმობაზე მიდის, რეალი და ბარსელონა გააქტიურდნენ

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველის, ფაბიან რუისის ყიდვა არარეალური აღარ არის.

დღეს, 00:30

წარმოუდგენელი ციფრები: ბარსას საუკეთესო ბომბარდირები კლუბის მოქმედ მოთამაშეებს შორის

ბევრი საუბარი არ უნდა იმას, რომ ლიონელ მესი "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირია, როგორც მოქმედ მოთამაშეებში, ისე ზოგადად.

დღეს, 00:22

"ოზილი ლივერპულში დაიკარგებოდა", - მერსისაიდელთა ექს-მოთამაშე

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი რედნაპმა, მესუტ ოზილის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 00:08

"რონალდუ პერესს არ გაუფორმებია, ეს მე და მიატოვიჩმა გავაკეთეთ", - კალდერონი

მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა:

გუშინ, 23:59

მიზეზი, რის გამოც მანჩესტერი სანჩოსთვის ბრძოლაში ფავორიტია

Daily Mail-მა დაასახელა მიზეზი, რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯეიდონ სანჩოსთვის ბრძოლაში ფავორიტია.

გუშინ, 23:52

30-კილომეტრიანი მარში და ცრემლსადენი გაზის ზემოქმედება - სონი ჯარში მოხვდა

Reuters-მა გამოარკვია, თუ რით დაკავდება "ტოტენჰემის" თავდამსხმელი. სონ ჰინ მინი სამხედრო სამსახურის პერიოდში.

გუშინ, 23:39

"პოჩეტინოს არ ვივიწყებთ, მაგრამ ტოტენჰემის მომავალი - ჟოზეა", - სისოკო

"ტოტენჰემის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მუსა სისოკომ, ჟოზე მოურინიოსა და მაურისიო პოჩეტინოს შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:21

რონალდუსა და ვიდიჩის გარეშე - გიგზმა თანაგუნდელებისგან შემდგარი 11-ეული დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, რაიან გიგზმა თანაგუნდელებისგან შემდგარი თერთმეტეული დაასახელა.

გუშინ, 23:11

"ნერვიულობისგან, ღამე ვერ ვიძინებდი" - საქართველოში მოთამაშე ესპანელი ფეხბურთელის მშობლებს კორონავირუსი აქვთ

"სამტრედიას" ესპანელი ნახევარმცველის, დიეგო დიზის მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გუშინ, 23:09

კასანო: "ბექჰემი როკ ვარსკვლავი იყო, მაგრამ მასზე უკეთ გამოვიყურებოდი"

იტალიის ნაკრების ექს-ფორვარდმა, ანტონიო კასანომ "რეალში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

გუშინ, 22:39

AS: რაკიტიჩი ბარსელონას ტოვებს და სასურველი კლუბი შეარჩია

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 22:33

რონალდუს შესაძლო დაბრუნებაზე რეალის პოზიცია ცნობილია - AS

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

გუშინ, 22:24

ვიზიტი იოჰან კრუიფთან ბარსელონაში - შოთა არველაძე საინტერესო საკითხებზე საუბრობს

სანამ "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე იზოლაციაშია, საინტერესო საკითხებზე საუბრობს.

გუშინ, 22:15

ნანიმ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ორლანდო სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, ლუიშ ნანიმ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

გუშინ, 21:48

ოფიციალურად: ფიფა სატრანსფერო ფანჯრების ვადებს ცვლის

ფიფამ ოფიციალურ საიტზე მსოფლიო ფეხბურთის რეგლამენტში ცვლილებები დაადასტურა.

გუშინ, 21:41

კროოსი: "მე იმის მომხრე ვარ, რომ ფეხბურთელებმა სრული ხელფასი მიიღონ"

"რეალის" ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:28

პარი სენ ჟერმენმა იკარდის მომავალზე პოზიცია შეიცვალა

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ "ინტერის" ფორვარდ მაურო იკარდის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 21:18

ლა ლიგის პრეზიდენტმა კლუბების ფინანსური დანაკარგის ოდენობა ივარაუდა

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ესპანეთის ჩემპიონატი შეჩერებულია.

გუშინ, 20:45

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10